Browse Month by February 2017
თარგმანები

ედუარდო კასტელუმენდი – ძალადობა და აზრის ტოტალიტარული პერვერსია

წარმოგიდგენთ პერუელი ფსიქოლოგის, ედუარდო კასტელუმენდის ძალიან საინტერესო სტატიის თარგმანს “ძალადობა და აზრის ტოტალიტარული პერვერსია” რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ელექტრონულ ჟურნალში “ფსიქოანალიზი დღეს”. სტატიაში ავტორი საუბრობს ძლადობაზე, ტოტალიტარული აზროვნების პერვერსიაზე, საფრთხეებზე და მიზეზებზე ტერორიზმის და რელიგიის კონტექსტში და მოყავს ლათინური ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორიული და ახლანდელი გამოცდილება, სოციო-პოლიტიკური მდგომარეობა. მკითხველს საინტერესო პარალელების გავლება შეეძლება საქართველოს საბჭოთა და უახლოესი ისტორიიდან… 

სოსო დოლიძის თარგმანი
წყარო: https://goo.gl/r7SDdg

I.

ემოციები, ისევე როგორც ბავშობის სურვილები, შიშები, იმპულსები ფანტაზიები მოზრდილობის ასაკში თავს იჩენს  ორი განსხვავებული გზით. ისინი შეიძლება ტრანსფორმირდნენ და ინტეგრირდნენ ან რეპრესირდნენ, გაიხლიჩონ და აქტინ აუთის გზით გამოვლინდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფესვები ბავშობაში აქვს, ძალადობას აქ განვსაზღვრავ როგორც „ფიზიკური ან მორალური ძალის გამოყენება სხვისი მისამართით, რომელიც ემსახურება ვინმეს პირად ნარცისიზმს ან იდეოლოგიას“ ეს ხაზს უსვამს სხვების მიმართ განხორციელებულ ქცევას. ძალადობა თავის თავს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა სახით ავლენს.  შეიძლება იყოს თავისუფალი და კეთილთვისებიანი, გულმოწყალე ისეთივე როგორც ბავშვების თამაში, ან ირაციონალური და თავზარდამცემი როგორც ომებში, ტერორიზმსა და სექსუალურ ძალადობაში. როდესაც ჩვენი ევოლუციური განვითარების პერსპექტივიდან და ცივილიზაციის ამჟამინდელი მდგომარეობის გადმოსახედიდან ძალადობას განვიხილავთ როგორც ბუნებრივს და უნივერსალურს,  ის არის ბარბაროსული, რეგრესიული და ჩვენი ფუნდამენტური უფლებების საწინააღმდეგო.

ამ სტატიაში მე ყურადღებას ძირითადად ორი სახის აგრესიაზე გავამახვილებ  . პირველი არის ტერორისტული, ზღვარგადასული აგრესია, რომელიც კლავს, აწამებს და ატერორებს და ცივილიზაციის მიერ სრულიად დაგმობილია და მეორე, რომელიც არის რელიგიური განათლების კეთილი გამოსახულების ქვეშ დამალული. მე ყურადღებას გავამახვილებ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ტიპის ძალადობაზე რომელიც ხდება კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებულ გარკვეულ რელიგიურ ჯგუფებში. ტემპლის (2006) მიხედვით, რომელიც საუბრობს „გონების ტოტალიტარულ მდგომარეობაზე“,  ვფიქრობ რომ ძალადობის ამ ორივე ფორმის საფუძველი შეიძლება იყოს “აზრის ტოტალიტარულ პერვერსიაში“ (totalitarian perversion of thought).

მე ვწერ პერუდან, ქვეყნიდან, რომელიც სასტიკი დაპირისპირების  მოწმე გახდა ინკას იმპერიის კონსოლიდაციის დროს (მეცამეტე და მეთოთხმეტე საუკუნეებში), ჯერ კიდევ მანამ სანამ ესპანური ტრავმატული დამპყრობლური ერა დადგებოდა. იმ დროს და ახლაც ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის სოციალური და სახელმწიფო ძალადობა საერთო დამახასიათებელი თვისებაა. ძალიან ცოტა ანალიტიკოსს და კანდიდატს თუ სჭირდება ამ ძალადობის ხასიათის ახსნა. ჩვენ მას განვიცდიდით მეოცე საუკუნის შუა წლებიდან უახლოეს წარსულამდე. დღესაც კი რაღაც დოზით გვიწევს მასთან გამკლავება. მიუხედავად ჩვენი სიფხიზლისა, ლათინური ამერიკის მოსახლეობა პოპულისტური  (ნეგატიური გაგებით) და დემაგოგიური მთავრობების მიერ არის მოტყუებული, ხოლო ხალხთა ნაწილი კი იძულებულია გაუძლოს დიქტატურას. მტკივნეული აღსაქმელია ვენესუელის ანალიტიკოსების მიერ გაგზავნილი  წერილები FEPAL და IPA  შეხვედრებში სადაც ისინი აღნიშნავენ თავისი ქვეყნის სტრესულ სიტუაციას. ეს ყველაფერი ჩვენში იწვევს ბრაზს, როცა  გვაჩვენებენ ძალთა დაუბალანსებელ თანნაფარდობას ერთის მხრივ ავტორიტარულ სახელმწიფოსა და მეორეს მხრივ ამ ძალადობასთან დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ჯერჯერობით სახემწიფო მანქანა ძალიან ძლიერია.

II.

ფსიქოანალიზმა წვლილი შეიტანა არა მარტო ძალადობის არსის გაგებაში,  არამედ ის ეხმარება სახელმწიფო და სოციალური ძალადობის მსხვერპლებს. ბოლო ფსიქოანალიტიკური კვლევები (როგორიცაა მაგალითად ცუკერფელი და სხვ., 2016) აჩვენებს სახელმწიფოს თავად როგორ შეუძლია დაეხმაროს დაზარალებულ  ხალხს როდესაც ის საჯაროდ აღიარებს ამ ძალადობას, აღადგენს მართლმსაჯულებას და დასჯის დამნაშავეებს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ყოველთვის არ მიისწრაფვის რეპარაციისკენ. მთავრობებისთვის ყოველთვის უფრო მარტივია დაივიწყოს რაც მოხდა, თითქოს ეს შესაძლებელი იყოს.

პერუ ორი დეკადის განმავლობაში (1980-200) იტანჯებოდა ერთერთი ყველაზე ძალადობრივი ტერორისტული შეტაკებებისაგან ლათინურ ამერიკაში. ანდური მაოისტური ჯგუფი სენდერო ლუმინოსო (კაშკაშა ბილიკი), რომელსაც სათავეში ედგა ფილოსოფიის პროფესორი აბიმაელ გუზმანი (რომელიც თავის თავს პრეზიდენტ გონსალოს უწოდებდა), სასტიკად აკრიტიკებდა პერუს მთავრობას და მის ინსტიტუციებს. მან აიყოლია თანამოაზრეთა დიდი ნაწილი და დაუმორჩილებლობა გამოიცხადეს სახელმწიფოს. შედეგი კატასტროფული დადგა, 17 000 გარდაცვლილი ადამიანი, ძირითადად ანდელი მუშები, თავზარდაცემული, დაჭრილი და დატერორებული ქვეყანა. „კაშკაშა ბილიკი“ 1992 წლისთვის ძალიან დასუსტდა, როდესაც მისი ლიდერი ტყვედ ჩავარდა, თუმცა ბრძოლები 2000 წლამდე გაგრძელდა. დღესაც კი ვხვდებით მის გადმონაშთებს, რომელიც ძირითადად ანდისა და ამაზონის რეგიონებში  ნარკო ტრეფიკინგთან არის დაკავშირებული. კოკაინის მოყვანა და ნარკო ტრეფიკინგი ძალადობის ძირითადი წყარო გახლავთ.

„კაშკაშა ბილიკის“ შესახებ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ მე მხოლოდ ფრაგმენტს მოვიყვან 1980 იან წლებში გამოქვეყნებული ინტერვიუდან რომელიც მისი ლიდერთან არის ჩაწერილი. ეს ის პერიოდია როდესაც ეს ჯგუფი ყველაზე ძლიერი იყო. როდესაც ჟურნალისტი ლიდერს დაუპირისპირდა მას და ამხილა დაჯგუფების რადიკალიზმი (რომელიც გამოიხატებოდა დაჯგუფების წევრების მიერ მათი მოწინააღმდეგეების მკვლელობაში) და ასევე ხაზი გაუსვა მთავრობასთან მოლაპარაკებებზე უარის ფაქტს გუზმანმა უპასუხა: „თქვენ მეკითხებით მე თუ რატომ არ მივდივართ მოლაპარაკებებზე მთავრობასთან? მე შენ არ მომწონხარ, ბურჟუა, ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებებისთვის დატრენინგებული ხალხი. ჩვენ არ გვჭირდება დიალოგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი იდეოლოგია, გონსალოს აზრები“.

ეს პასუხი ჩემთვის გონების ტოტალიტარული პერვერსიას გამოხატავს. ტემპლი (2006, გვ. 105) განიხილავს „გონების ტოტალიტარულ მდგომარეობას“ და ასკვნის, რომ მენტალური „ტოტალიტარიზმი ვითარდება და ხდება სტაბილური სტრუქტურა (…) რომელიც დაკავშირებულია პარანოიდულ პოზიციასთან. ეს მენტალური ორგანიზაცია ძალას იკრებს სიკვდილის დრაივიდან და შეიცავს სადისტურ ელემენტებს და იცავს მას დანაშაულის წინააღმდეგ. როდესაც განიხილავს აზროვნების ამ მდგომარეობას, ავტორს ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ის ნაციონალურ ლიდერებსა და პოლიტიკურ სისტემებში შეგვიძლია ვიპოვოთ, ისევე როგორც პაციენტებში ჩვენი საკონსულტაციო ოთახიდან.

მინდა გითხრათ რომ ტოტალიტარული მენტალური მდგომარეობა მისი დესტრუქციული ხასიათის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს როგორც პერვერსია, ის დაკავშირებულია სიკვდილის დრაივთან და  ვირტუოზული იდეალის მოსასხამის ქვეშ (სოციალური ან რელიგიური) იმალება. ასეთი ტიპის პერვერსია იმაზე უფრო ხშირია ვიდრე ჩვენ ის წარმოგვიდგენია. ამ მდგომარეობაში შეუძლებელია რეფლექსია, არ შეგვიძლია დავუკავშირდეთ „გამოცდილების საშუალო არეს“ (ვინიკოტი, 1971) არც ეჭვებისთვის რჩება ადგილი. პასუხი იმათ, რომლებიც ფიქრობენ ან იქცევიან სხვანაირად, არის სიკვდილი, დამორჩილება ან დამცირება.მიუხედავად სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობისა და იდოლოგიური განსხვავებებისა ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მსგავსებები „კაშკაშა ბილიკსა“ და ISIS ის ტერორისტული ჯგუფების ქმედებებს შორის.

III.

მინდა განვიხილო პერვერსიის სხვა სახე, რომელიც არ არის დაკავშირებულია არა ტერორთან და სიკვდილთან, არამედ იდეალისტურ ცდუნებასა და სექსუალობასთან. ისევე როგორც ეს უკანასკნელი, ისიც თავის ძლიერებას სიკვდილის დრაივიდან იღებს. ტერორიზმი რადიკალური და ბრუტალურია, ის სოციალურ და პოლიტიკურ ძალაუფლებასთანაა დაკავშირებული და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან უარყოფილია. ეს პერვერსიის ახალი ფორმა კი სოციალურად მისაღები და ნაკლებად ძალადობრივია. თუმცა ისეთივე დამაზიანებელია. ვგულისხმობ რელიგიური ჯგუფების პერვერსიას, მეტწილად კათოლიკური ეკლესიის, ლათინური ამერიკის შემთხვევაში. ისინი აიძულებენ თინეიჯერებს იყვნენ ძალიან რესტრიქტულ, დოგმატურ მენტალურ მდგომარეობაში და აიძულებთ მათ იყვნენ სადისტური ფორმით დომინირებული რომელიც გულისხმობს სექსუალურ ძალადობას.

არ არის ახალი რომ ტერორი და ძალადობა საფუძველად რელიგიურ იდეებში იყენებს. ISIS ის ტერორისტული ორგანიზაციის ქმედებები ამის საშიში მტკიცებულებაა. ქრისტიანობას რაც შეეხება საკმარისია გავიხსენოთ ჯვაროსნული ლაშქრობები და ინკვიზიცია, ის დრო როდესაც დასავლური საზოგადოება დღევანდელისგან განსხვავებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ადამიანთა უფლებებს და თავისუფლებას. ზოგიერთი ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია ინსტიტუციონალიზებულ რელიგიასთან (ამ შემთხვევაში კათოლიციზმთან) დღესაც კი ქმნიან საფრთხეებსაც. ეს ფენომენი ბოლო წლებში უფრო აშკარა გახდა და ხდება მისი საჯაროდ დაგმობა.

რელიგიური ჯგუფები, განსაკუთრებით კათოლიკური, ჩვენს რეგიონში მათი მშობლების თანხმობით ახდენენ თინეიჯერების რეკრუტირებას. ამ ჯგუფის წევრები როგორც წესი სარგებლობენ ახალგაზრდა ხალხის სურვილით რომ გახდნენ უკეთესები და „შეცვალონ მსოფლიო“. ქარიზმატული ლიდერი მათ არწმუნებს რომ ის გადმოსცემს „სიმართლეს“. ბრმა მორჩილება და რწმენაში „გამოვლენილი“ სიმართლე არის წესი. ამგვარი ქცევა ხელს უშლის ინტეგრირებულ განვითარებას. გონების ტოტალიტარული მდგომარეობა ხელს უშლის თინეიჯერებს და ახლაგზარდებს იფიქრონ დამოუკიდებლად. თითქოს ეს არ ყოფილიყოს საკმარისი, ლიდერები მათ ხშირად სექსუალურ მორჩილებას სთხოვენ, რომელიც საშინელ ზიანს იწვევს. ლიდერთან ემოციურად ინტიმურ კავშირში მყოფი აახალგაზრდა ხალხი, (რომელიც განასახიერებს მშობლის იდეალიზირებულ ხატს) წყვეტენ თავიანთ შინაგან განვითარების ლტოლვას და ამით ზარალდებიან მათი „სულები“. ეს ზიანი შეიძლება იყოს ღრმა და მუდმივი; სერიოზული ეფექტის გავლენის ქვეშაა თავიანთი უნარები, ენდონ საკუთარ ინტუიციას, თავიანთ თავებს და სხვა ადამიანებს.

საბოლოოდ, 2011 წელს ვატიკანმა გამოიძია დიდად პატივცემული და ავტორიტეტული ჩილელი მღვდლის, ფერნანდო კარადიმას საქმე, რომელიც ელ ბოსკე, სანტიაგო დე ჩილეს სამრევლოში მოღვაწეობდა და აღმოაჩინა რომ ის სექსუალურად ძალადობდა უმცირესობებზე და ასევე ძალადობრივად იყენებდა მის საეკლესიო ძალაუფლებას. მისმა კრიმინალურმა საბრალდებო დასკვნამ გაოგნებული დატოვა ჩილეს საზოგადოება. ამ შემთხვევებს ერთი და იგივე ისტორიები აქვთ. წლები სჭირდება ძალადობის მსხვერპლებს რომ საჯაროდ განაცხადონ მოძალადის შესახებ. კიდევ უფრო დიდი დრო სჭირდება ეკლესიის ლიდერების ქმედებებს, რომლებიც თავიდან ირიდებენ სკანდალურ შემთხვევებს სანამ ისინი არ გახდებიან საჯარო. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მოძალადის დასჯა.

ძალადობა ხშირ შემთხვევაში ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ბრმად იღებენ რელიგიურ დოგმებს და აბსოლიტური მორჩელება აქვთ ლიდერის მიმართ, რომელიც თავის მხრივ არავისთან არ არის ანგარიშვალდებული. ეს არის ის შემთხვევა თუ ტოტალიტარული აზროვნება, რელიგიურ რწმენებს ამოფარებული როგორ უკუღმართად იზიდავს საზოგადოებრივ აზრს. ის იყენებს სექსუალურ რეპრესიას რომ დომინანტურ მდგომარეობაში იყოს სხვაზე. ამ პრობლემის ყველაზე კრიტიკული ასპექტი არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება მშობლების თანხმობით, რომელიც შესაძლოა ჭეშმარიტი რელიგიური რწმენის, უსუსურობის, თუ თავიანთ უნარებში ეჭვის გამო პასუხისმგებლობას იხსნიან თავად აღზარდონ თავიანთი შვილები.

 

IV.

ძალადობა იქნება გამართლებული  თუ უარყოფილი, დამოკიდებულია ადამიანზე და მის როლზე, პერსონა მისი განმხორციელებელია თუ თავადაა ამ ძალადობის მსხვერპლი. როგორც ჩანს, არ არსებობს საშუალო ფენა ამ სიტუაციაში, ამაზე ფიქრის და გაგების უნარი დაკარგულია. მიუხედავად ამისა, ამ პროცესებში ემოციურად  ჩართულ დამკვირვებლებს,  შეიძლება ქონდეთ ნაკლებად პოლარიზებული მიდგომა და ამგვარად შეეძლოთ ძალადობაზე რეფლექსიის მოხდენა  უფრო ღრმა ნიუანსების გათვალისწინებით. ნეიტრალობას, რომელსაც ჩვენ ჩვენი კლინიკური პრაქტიკის დროს ვიჩენთ შეიძლება იყოს გადამწყვეტი ასპექტი. ჩვენ პაციენტებთან მუშაობის დროს ყოველდღიურად ვხვდებით აგრესიულ და სედუქციურ „თავდასხმებს“ ანალიტიკური პროცესის მიმართ. ჩვენი როლია რომ მოვახდინოთ მათი იდენტიფიკაცია, ავირიდოთ მათზე პასუხი და გავაანალიზოთ ისინი. ბოლოს, მიუხედავად ემოციური არეულობისა, ჩვენ ვნახულობთ ადგილს შინაგანი სიმშვიდისთვის საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ. კრისტევა (2016) ჟულია კრისტევას ეს სტატია თარგმნილია ქართულად ჩვენს საიტზე – მთარგმნელის შენიშვნა) ამ ადგილს პასკალის „მუდმივი მოძრაობის“ კონცეპტს უკავშირებს.

ჩვენ ფსიქოანალიტიკოსებს, ან ხალხს რომელიც გადიან პირად ანალიზს, გვაქვს გრძელვადიანი ინტიმური დიალოგის არაჩვეულებრივი გამოცდილება, რომლის მიზანია ემოციების, აზრების და სურვილების ინტეგრირება. აგრესიის და დესტრუქციის დრაივების გაგების უნარით  ჩვენ ვიმყოფებით შეუდარებელ პოზიციაში, გავიგოთ სხვა ადამიანების და ცივილიზაციის მისამართით განხორციელებული პერვერსიული შეტევები. უფრო მეტიც, ჩვენი კლინიკური მუშაობის მსგავსად, ალბათ საუკეთესო საშუალებაა თუ ამ ყველაფერზე ჩვენი შინაგანი სიმშვიდის ადგილიდან ვიფიქრებთ, სადაც არ იქნება ადგილი ისეთი ფიქრებისთვის, რომელსაც ძალადობა ბადებს, როგორებიცაა შიში, უარყოფა, ტკივილი და უფრო მეტი ძალადობა. განაგრძეთ კითხვა

თარგმანები

ჟულია კრისტევა – რადიკალური ეშმაკის ინტერპრეტაცია

ჟულია კრისტევა

მოზარდი არის მორწმუნე

ბავშვი მეფე, რომელიც ყველა ჩვენგანში არის მიძინებული, ფროიდის მიხედვით თავის ესეში  „სამი ესე სექსუალობის შესახებ“  შეიძლება იყოს „ლაბორატორიის მეცნიერი“: ყველა მისი გრძნობა გაღვიძებულია, ის ცდილობს აღმოაჩინოს როგორ იბადება ბავშვები. ეს დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობა ისეთი მიმზიდველია, რომ ის ჩრდილავს მოზარდთა ხასიათს: ზუსტად იმიტომ, რომ არ არსებობს მოზარდობა რწმენის საჭიროების გარეშე.

მოზარდი არ არის ლაბორატორიის მკვლევარი, ის არის უბრალოდ მორწმუნე. ჩვენ ყველანი მოზარდები ვართ როდესაც აღფრთოვანებულები ვართ აბსოლუტურით. ფროიდი მოზარდებით არ იყო დაინტერესებული, რადგან თავად იყო უდიდესი არამორწმუნე ადამიანი, ყველაზე არარელიგიური ადამიანი რომელიც შეიძლება არსებობდეს. რწმენაში ფროიდი გულისხმობდა ობიექტთან ურთიერთობის გამოცდილებას: რწმენას სურს ყველაფერი, ის პოტენციურად ფუნდამენტალისტურია, ისევე როგორც მოზარდი. ადამი და ევა, რომეო და ჯულიეტა მოზარდები იყვნენ; ჩვენ ყველანი მოზარდები ვართ როდესაც გვიყვარს.

თუმცა მას შემდეგ რაც ჩვენი სურვილები და იმპულსები  ამბივალენტური და სადომაზოხისტური  ხდება იდეალური ობიექტის არსებობის რწმენა თანდათან ქრება, განიცდის ფრუსტრაციას. ასე რომ ობიექტის ძებნის ვნება იცვლის ხასიათს და ხდება დამსჯელი, თვით დამსჯელი. მოზარდობაში ამი რევერსიის ტრაექტორია შემდეგია: იმედგაცრუება-დეპრესია-სუიციდი. ხანდახან ის იღებს ისეთი ფორმის რეგრესიულ და სომატურ სახეს როგორიცაა მაგალითად ანორექსია, განსაზღვრულ პოლიტიკური კონტექსტში კი ვლინდება სხვისი სელფის (self-with-the-other) დესტრუქციული წყურვილით, რომელსაც მე კამიკაძის სინდრომს ვეძახი. იქედან გამომდინარე რომ მოზარდებს სჯერათ ობიექტთან ურთიერთობის, ამ ურთიერთობის შეუძლებლობის გამოცდილება მათ მიერ განიცდება როგორც მომაკვდინებელი.

ტრანსფერი ხვდება რწმენის საჭიროებას

მოზარდებთან იდეალიზმის სინდრომის გათვალისწინებისას, ფსიქოანალიტიკოსს შანსი აქვს შეამციროს შეწინააღმდეგება და მოზარდი დააბრუნოს ანალიტიკურ პროცესში სადაც კარგად ჩანს მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი სიურჩე. რელიგიის საჭიროება, იდეოლოგიური ენთუზიაზმი მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, შემოთავაზებული ნამდვილი იდეალიზმის სინდრომი: ინიციაციის რიტუალები, მარხვა და მოკვდომა. ეს ყველაფერი ასევე კარგად ჩანს არტშიც: რენესანსიდან დაწყებული სადაც ჩანს ინიციატივის მქონე მოზრდი გმირების თავგადასავლები.

რა თქმა უნდა უკმაყოფილო თანამედროვე საზოგადოება სწუხს მოზარდთა ჭირვეულობების გამო. ჩვენ ვქმნით „მოზარდთა ცენტრებს“, ჩვენ განვავითარეთ მოზარდთა ფსიქიატრია ბავშვთა ფსიქიატრიის მოდელზე დაყრდნობით. მაგრამ როგორც ჩანს საერო რომ არ არის მზად პირისპირ შეხედოს „რელიგიასთან დაბრუნებას“. ისევე როგორც „სპირიტუალური ნაწარმოებები“ რომელსაც ასრულებს ხელოვანი თავისი გემოვნების და დროის მიხედვით, სადაც ინტერნეტიდან იღებს რელიგიურ ფრაგმენტებს, დამამცირებელ ფორმებს (სექტის), ან უფრო მეტიც იყენებს ფუნდამენტალიზმს (იდეალის სახელით ხელს უწყობს სიკვდილის დრაივის გაცოცხლებას).

რადიკალიზებულმა მონახა თავისი გზა და ისევ პარიზში დაბრუნდა

პარიზში მომხდარი საშინელმა ჯიჰადისტური თავდასხმა გვაჩვენებს, რომ სამომავლოდ, რწმენის საჭიროების რელიგიური მკურნალობა თავის თავში დისკრედიტირებულია, რადგან ის არ ასრულებს პარადოქსალური მორწმუნის სწრაფვას მოიპოვოს სამოთხე. ეს ნიჰილისტური მორწმუნე, აუცილებლად ნიჰილისტური, რადგან ის არის პათეტიკურად იდეალისტური, არის დაუნდობელ გლობალურ მიგრაციაში მოხვედრილი  დეზინტეგრირებული, არასოციალიზირებული  მოზარდი.

განგსტერული ტიპის რადიკალიზებული ფუნდამენტალიზმი დემონსტრაციას უკეთებს ნიჰილიზმის რადიკალურ ფაზას, ალბათ იმაზე რადიკალურს ვიდრე ოდესმე, მოსალოდნელ „რელიგიათა დაპირისპირებას (შეტაკებას)“ (clash of religions). ეს ფაზა იღებს ცივილიზაციის სიღრმისეულ გამოცდილებებს, ხაზს უსვამს რელიგიებამდე არსებულ „რწმენის საჭიროებას“, ეს მოზარდობაში ჩანს კარგად როგორც იდელისტური აშლილობა.

ფსიქოანალიზს ადარდებს დესუბიექტივაციამდე მისული  პიროვნების დეზორგანიზაცია  (<“მე“ არ არსებობს>, ეს ფრაზა შეიძლება გაგებულ იქნას როგორც <არაფერი არსებობს გარდა დაშლილი დრაივისა, რომელიც ყველაფრისთვისაა მზად>). სხვასთან კავშირი დეზორგანიზებულია (<“სხვას“ არ გააჩნია არანაირი ღირებულება>), მხოლოდ სიკვდილის დრაივს და ეშმაკის ღვარძლს აქვს ტრიუმფი.

რადიკალური ეშმაკი

რა არის ერთ დროს კანტის და არენდტის მიერ დაგმობილი რადიკალური ეშმაკი? ეს არის ადამიანთა სიჭრბის, ფუფუნების (superfluidity) დეკლარაცია – და რეალიზაცია, მისი მექანიკური დესტრუქციის ჩვენება.

შეიძლება არსებობდეს რადიკალური ეშმაკი მიზეზის გარეშე? გარკვეულწილად ასე არის ლიტერატურასა და მისტიციზმში. პოლიტიკურად კი სხვაგვარადაა. ფსიქოანალიტიკური გამოცდილებით, მე მხოლოდ ამბოხებით ვერ დავკმაყოფილდები. ტრასფერის და კონტრტრანსფერის ინტერპრეტაციის დასახვეწად მე გამოვიყენებ ექსტრემალური ეშმაკის ლოგიკას. ჩვენ აღმოვაჩენთ რომ ოჯახის მარცხი და სოციალური დეზინტეგრაცია ზოგიერთ ადამიანში, განსაკუთრებით მოზარდებში იწვევს იდეალიზმის აშლილობას (idealism disorder). ისინი პირდაპირი გაგებით ფეთქდებიან, შეუძლებელია გაარჩიო მართალი და მტყუანი, შიდა და გარე, სუბიექტი და ობიექტი. ჩვენს ორ, სიცოცხლის და სიკვდილის იმპულსებში სიკვდილის დრაივია, რომელიც ჭრის ფსიქიკურ ცხოვრებას და ამცირევს ბრმა დესტრუქციას: სელფის დესტრუქციას რომელიც გამოწვეულია უაზრო სიამოვნებით ან შიდა აპათიის ვაკუუმით.

ამ ფსიქოანალიტიკური დასკვნებით ვხედავთ რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ვიდრე „ყოვლისმომცველი მორალიზმი“. მოზარდთან მუშაობა, რომელიც განიცდის რადიკალიზაციას, ანალიტიკოსს აყენებს არამდგრად პოზიციაში სადაც ეს დესუბიექტივიზაცია და დეობიექტივიზაცია ხდება და ამავე დროს არის რესტრუქტურიზაციის საჭიროება. ჩვენი გამოწვევაა, რომ მივყვეთ სიკვდილის დრაივის აღმოჩენას, და ფსიქიკური აპარატის ავთვისებიან პოტენციალს რომელიც გამოვლინდება იდეალიზმის აშლილობის სახით. ცოდნის სურვილის და რწმენის გაუქმება, ისე რომ ადამიანს არ შეუძლია ინვესტიცია და კავშირების გაბმა, დეპრივირებული აქვს პიროვნების მე და მოკლებულია სხვისი არსებობის შეგრძნებას, აინტერესებს ისეთი სამყარო სადაც არ არის არც „კარგი“ და არც „ეშმაკი“, უფრო მეტიც არ არის „არცერთი“ ღირებულება.

შესაძლებელია კი რომ გამოვიყენოთ ანალიტიკური მოსმენის მეთოდი ადამიანთა ბუნების ამ საზღვრებთან? შესაძლებელია დავკავდეთ ფსიქოანალიტიკური პრაქტიკით ამ კონდინციაში?

„ჩვენი ღირებულებების“ გადაფასება

რესპუბლიკა დგას ისტორიული გამოწვევის წინაშე: შეუძლია მას თუ არა შეეჯახოს იმ პრობლემას, რომელსაც ქვია რწმენის და სურვილის საჭიროების კრიზისი რომელსაც რელიგია ვეღარ უმკლავდება, და რომელიც ეხება ადამიანთა კავშირის არსებობას. შფოთვა, რომელიც ყინავს სახემწიფოს რომელიც იმყოფება ომებში, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისებში და დგას კოლოსალური გამოწვევების წინაშე. ვართ ჩვენ მზად გავუკეთოთ მობილიზება ყველა საშუალებას, პოლიციას და ეკონომიკურ სექტორს, ფსიქიკაზე მოპოვებული ცოდნის დავიწყების გარეშე? შეგვიძლია დავაკავშიროთ მტკივნეული იდეალისტური აშლილობა და რადიკალიზირებული სისასტიკე, დელიკატური და საჭირო მოსმენით, შესაბამისი განათლებით და საჭირო სიკეთით? ამგვარი ინტერპრეტაციით, ჯიჰადისტების ბარბაროსობა ეშმაკისეულია და უსვამს კითხვას სეკულარიზმის „ღირებულებებს“ და გამოწვევას უკეთებს ფსიქოანალიზის შესაძლებლობას რომ გადაჭრას ეს გლობალიზაციის ახალი დისკომფორტი.

რადიკალურ ეშმაკთან საბრძოლველად გვჭირდება სერიოზულად მივიღოთ ნიცშეს შემდეგი სიტყვები: <დასვი დიდი კითხვები ნაცვლად გრანდიოზული განცხადებების გაკეთებისა> ეს ნიშნავს: ღმერთზე ფოკუსირების ნაცვლად შევხედოთ იდეალებს და მათ არარსებობას იმისათვის რომ ისინი გავიგოთ, ხელახლა შევაფასოთ, შევხედოთ პრობლემურად და დაუსრულებლად ვიფიქროთ მათზე. იმისათვის რომ ჰორორის, საშინელების ინტერპრეტაცია მოვახდინოთ, დაეხმარე მას, ვინც იტანჯება რადიკალური ეშმაკით ნაცვლად იმაზე ფოკუსირებისა თუ რა სისასტიკეს და ძალადობას იმსახურებენ მკვლელები. იმისათვის რომ ვებრძოლოთ ეშმაკს ჩვენ აუცილებლად უნდა განვაგრძოთ პოტენციური კვლევა არა უცნობი უტოპიური და უსაფრთხო მხრიდან არამედ იმ მყიფე წერტილიდან რომელსაც პასკალი უწოდებს „მუდმივ მოძრაობას“ (perpetual motion). ის წერდა: <მან ვინც აღმოაჩინა სიკეთეში დღესასწაულობის საიდუმლო ეშმაკზე გაბრაზების გარეშე, იპოვა წერტილი, ეს არის მუდმივი მოძრაობა>.  და რა მოხდება თუ ის ხედვა, რომელშიც გვიჭირს ჩვენ არის ზუსტად ის „წერტილი“ ეს „მუდმივი მოძრაობა“ „სიკეთეში დღესასწაულობის საიდუმლო ეშმაკზე გაბრაზების გარეშე“? ეს არის კერძო შინაგანი გამოცდილება რომელსაც ბარბაროსები იგნორირებას უკეთებენ მაგრამ ტრანსფერი გვაძლევს ჩვენ საშუალებას რომ მოვბილიზდეთ.

თარგმნა სოსო დოლიძემ

source: https://www.ipa.world/ipa/en/News/kristeva.aspx

 

 

თარგმანები

სიმპტომი არ არის “აშლილობა”, სიმპტომი არის დადუმებული სიმართლე, რომელიც მოსმენილ უნდა იქნას

Agnes Aflalo,

ფსიქოანალიზის წარუმატებელი განადგურება: კოგნიტივიზმის აღზევება და დაცემა

ფსიქოანალიტიკოსებისთვის სიმპტომი არ არის “აშლილობა” (disorder),  სიმპტომი არის დადუმებული სიმართლე, რომელიც მოსმენილ უნდა იქნას. სიმპტომი შეიცავს ტანჯვის (j0uissance) პარადოქსალურ დაკმაყოფილებას. მკურნალობა დიალექტიკური პროცედურაა, რომელსაც ზედაპირზე ამოაქვს ტანჯვის სიმძიმე, რომელსაც სიტყვები ატარებს. სიტყვები სიმართლის გაუცნობიერებლად ალყაში აქცევს მას. ენისა და jouissance ის, სომპტომის ამ ორი სახის გამოკვლევით, საშუალებას ვაძლევთ სუბიექტს წაიკითხოს ისტორია და ისევ თავისი გახადოს ის. ამის შემდეგ მას უკვე შეეძლება ტანჯვის ნაწილი გაანთავისუფლოს და გახდეს იმ ტანჯვით ნაწილზე პასუხისმგებელი რომელიც მასთან დარჩება, რომელიც სულაც არაა აუცილებელი შეესაბამებოდეს მის მორალს მაგრამ ეს არანაკლებ კანონიერია. ფსიქოანალიტიკოსი, გაანალიზებული აქვს თავისი თავი, არის ადამიანი რომელიც დაშორებულია ამ ფანტაზმატიკური ტიპის ტანჯვას, განთავისუფლებულია წინააღმდეგობებისაგან, მას შეუძლია პაციენტს მისცეს საშუალება გამოიგონოს სპეციფიური პასუხი, ისეთი რომელიც მასზეა (პაციენტზე) მორგებული.

თარგმანები

ლაკანი მარტივად: წარმოსახვითი, სიმბოლური და რეალური

წარმოგიდგენთ თარგმანთა სერიას, რომელიც ეფუძნება დარიან ლიდერისა და ჯუდი გლოვის წიგნს “წარმოგიდგენთ ლაკანს, გრაფიკული გაიდი” (INTRODUCING LACAN A GRAPHIC GUIDE). მოგეხსენებათ ლაკანი ფსიქოანალიტიკურ ლიტერატურაში ერთ ერთ ყველაზე რთულ ავტორად ითვლება, ამიტომაც დაწერილია მრავალი წიგნი იმაზე თუ როგორ წავიკითხოთ ის, როგორ გავიგოთ მისი კონცეპტები და ა. შ. რომელთაც გარკვეულწილად შესავლის ფუქნცია აქვთ სანამ თავად ლაკანის ტექსტების კითხვას დავიწყებთ.  ერთ ერთი ასეთი ყველაზე ცნობილი წიგნი გახლავთ “INTRoDUCING LACAN A GRAPHIC GUIDE”, რომელსაც ძალიან ბევრი ლაკანიანური ავტორი მაღალ შეფასებას აძლევს. წიგნის ავტორები გახლავთ დარიან ლიდერი, ლონდონში მოღვაწე ფსიქოანალიტიკოსი, ის გახლავთ ლონდონის ფროიდიანული ანალიზისა და კვლევის ცენტრის დამფუძნებელი წევრი. წიგნი გრაფიკულად გაფორმებულია ჯუდი გლოვის მიერ რომელიც გახლავთ მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი. მან ასევე ილუსტრირება გაუკეთა ფილოსოფიის, ქრისტიანობის, პლატონის, ლევი შტროსისა და ჩომსკის სერიებს.   

წარმოსახვითი

ფუნდამენტური გაუცხოება არის ადამიანის მოტორული ფუნქციონირების, სივრცის და მოძრაობის აღქმის ძირითადი საფუძველი.  ლაკანი ამ რეგისტრს, სადაც ამ ტიპის იდენტიფიკაცია ხდება „წარმოსახვითს“  უწოდებს. აქ ის ითვალისწინებს ვიზუალური მხარის მნიშვნელოვნებას.

„ მე რომ ვიყო სხვა ბავშვის ადგილზე, მისთვის რომ დაერტყათ მე ვიტირებდი, თუ მას რაიმე უნდა მეც მენდომებოდა ის, იმიტომ რომ მე მის ადგილზე ვარ. მე ვარ დატყვევებული იმ ხატში, რომელიც უცხოა ჩემთვის, ჩემს გარეთ არის.“

 

სიმბოლური

1950 იანი წლებიდან ლაკანი მეტ ყურადღებას უთმობს სიმბოლურის კონცეპტს, რომელიც გაგებულია როგორც სოციალური, კულტურული და ლინგვისტური ფენომენი, რომელშიც ბავშვი იბადება. ლაკანი ამბობდა ენა არსებობდა დაბადების მომენტამდე. ის არსებობს ოჯახის სოციალურ სტრუქტურაში და რა თქმა უნდა მშობლების იდეალებში, მიზნებში და ისტორიებში.  სანამ ბავშვი დაიბადება მშობლები საუბრობენ მის შესახებ, არჩევენ მის სახელს, უგეგმავენ მას მომავალს. ბავშვისთვის ძალიან რთულია გააცნობიეროს ამ სიტყვების ენა, ის მთლიანად ზემოქმედებს ბავშვის არსებობაზე.   ყველაფერი ეს ძალიან კარგად ჩანს სარკის ფაზის თეორიაში. თუ ლაკანმა მას თავიდან უწოდა წარმოსახვითი იდენტიფიკაცია, ახლა ის მსჯელობს მის სიმბოლურ მხარეზეც. თუ ბავშვი ჩანს სურათში ის ჯერ კიდევ  იღებს მშობლების ნათქვამ აღმნიშვნელ სიტყვებს იდენტიფიკაციისთვის. დედა, რომელსაც ხელში უჭირავს ბავშვი შეიძლება მას უთხრას: „შენ გაქვს ბაბუის თვალები“, „ზუსტად ისე გამოიყურები როგორც მამაშენი“.

არსებობს სიმბოლური გამონათქვამები, რომელიც უჩენს ბავშვს ადგილს წარმომავლობით ხაზში, საგვარეულოში, სიმბოლურ სამყაროში. ბავშვი არის „აკინძული“ სიტყვებითა და სახელებით“, ლინგვისტური რეპრეზენტაციებით. ბავშვის იდენტობა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ იღებს ის მშობლების სიტყვებს.

 

რეალური

ლაკანი სიმბოლურს და წარმოსახვითს ამატებს შემდეგ კატეგორიას სახელწოდებით რეალური. რომლის რეფორმულირება მან თავის ნაწერებში რამდენჯერმე მოახდინა. 1953 წელს ის ამბობს, რეალური არის უბრალოდ ის, რაც არ სიმბოლიზირდება, რომელიც სიმბოლურს მიღმაა. როგორც ლაკანი ამბობს სიმბოლური არის ის რაც მთლიანად ეწინააღმდეგება სიმბოლიზაციას. ის განიხილავს რეალურს, სიმბოლურს და წარმოსახვითს, როგორც ადამიანთა რეალობის სამ რეგისტრს.  ამგვარად წარმოსახვითი არის რაიმე, რამდენადაც ჩვენ ვიმყოფებით კონკრეტულ რეგისტრში და ეგო გვთავაზობს ჩვენი ქმედებების რაციონალიზაციას, ხოლო სიმბოლურია სიტუაცია, რამდენადაც ყველა საგანებს ჩვენს ირგვლივ აქვთ მნიშვნელობები.

ყოველდღიურ ობიექტები არის სიმბოლიზებული რამდენადაც ისინი რაღაცას ნიშნავენ, მათ აქვთ მნიშვნელობები“

„ხანდახან ობიექტი კარგავს მის მნიშვნელობას, მე ვუყურებ ყოველდღიურ ობიექტს როგორც რაღაც მისტერიულს, რომელიც არის ზებუნებრივი, ჯადოქრული (uncanny).

რეალური წარმოადგენს ზუსტად იმას, რაც არის განდევნილი ჩვენი რეალობიდან. რაიმე, რასაც არ აქვს მნიშვნელობა და რომლის მოთავსება კონკრეტულ სიტუაციაში შეუძლებელია.

.

ფროიდის ციტატები

„ჩვენ არასოდეს ვართ ისეთი დაუცველი ტანჯვის მიმართ როცა ჩვენ გვიყვარს

„ხალხთა უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას, უმეტესობას კი ეშინია თავისუფლების

„ადამიანები არიან უფრო მორალურები ვიდრე ისინი ფიქრობენ და ბევრად უფრო ამორალური ვიდრე ეს მათ წარმოუდგენიათ

„გამოუხატავი ემოციები არასოდეს კვდება, ისინი ცოცხლად იწვიან და გამოვლინდებიან უფრო მახინჯი გზებით

„ამორალურობას არანაკლები დოზით იპოვი რელიგიაში როგორც მორალურობას

“ქალმა უნდა შეარბილოს (soften) და არა დააუძლუროს მამაკაცი

„გიჟი არის სიზმარში გაღვიძებული ადამიანი

„სადაც არაცნობიერი იყო, იქ შეიძლებოდა ეგო ყოფილიყო

„სიცოცხლის მიზანი სიკვდილია

„დიახ, ამერიკა არის დიდი, დიდი შეცდომა

„ადამიანის თავისუფლება არ არის ცივილიზაციის საჩუქარი, ცივილიზაციამდე იყო ის ყველაზე დიდი

„ნევროზი არის გაუგებრობის მიღების შეუძლებლობა

„ეგო თავისივე სახლში არ არის მისი პატრონი

„დაბადების აქტი არის პირველი შფოთვა

წყარო: www.sigmundfreud.net 

.

გიგა მამინაშვილი – ფსიქოანალიტიკური თეორიები ანტისოციალური ქცევის შესახებ

ანტისოციალური ქცევა წარმოადგენს ფსიქიკურად დეტერმინირებულ აქტს, ხშირად დრამატული ფორმით განხორციელებულს სოციალურ სცენაზე, კანონის, როგორც სოციო–კულტურული ორგანიზატორის წინაშე („დამნაშავეა კანონის წინაშე“). ანტისოციალური ქცევა მოიცავს ინდივიდს, რომელიც არღვევს კანონს, აკრძალვას ან სოციალურ ნორმას, აგრეთვე კოლექტივს რომელიც ბრალს სდებს დამნაშავეს, ასამართლებს მას, ან კიცხავს მას მსუბუქი დანაშაულის, საყოფაცხოვრებო სოციალური ნორმის დარღვევის შემთხვევაში. კრიმინალური აქტი განუყოფელ კავშირშია სასჯელთან, ისევე როგორც მსუბუქი ანტისოციალური ქცევა, განხორციელებული ბავშვის მიერ მშობლების მხრიდან დატუქსვას იმსახურებს. ანტისოციალური ქცევა, განსაკუთრებით კრიმინალური აქტი სუბიექტთან დანაშაულისა და სასჯელის ტრაგიკულ გახლეჩაზე მიუთითებს. ძლიერი ლტოლვითი ბუნების პრიმიტიული, ხშირად უკიდურესად არქაული ტენდეცია ქცევის, აქტის დონეზე რეალურად ხორციელდება და გარეთ აწყდება „სასჯელაღსრულების ორგანოს“, სადამსჯელო სისტემას, რომლის შიდაფსიქიკურ დეფიციტსაც განიცდის ინდივიდი. საქმე ეხება ფსიქიკური აპარატის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი „ორგანოს“ ფუნქციონირების მოშლას. კანონი, სადამსჯელო ინსტანცია დამნაშავის პიროვნებისთვის მხოლოდ გარეთ არსებობს. ანტისოციალური ტენდენციების ფსიქიკური რეგულაცია შეუძლებელი ხდება. სასჯელი წარმოადგენს ხელოვნურ რეგულატორს ტენდენციისა, რომელიც ფსიქიკური ცხოვრების ჩარჩოებს არღვევს და სოციალურ სცენაზე კრიმინალური აქტის სახით ვლინდება. თანამედროვე ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი პოლ–ლორან ასუნი[1] ტერმინ დამნაშავის, კრიმინალის სემანტიკურ ანალიზს ეწევა: ზიგმუნდ ფროიდი იყენებს გერმანულ ტერმინს, რომლითაც ის აღნიშნავს კრიმინალის პიროვნებას: Verbrecher. Verbrecher გულისხმობს ზმნას Brechen და ქართულად ითარგმნება, როგორც დამსხვრევა, დამტვრევა, გატეხვა.  ე.ი. კრიმინალი არის ის ვინც ამსხვრევს (Verbrecher) , ტეხავს, თუმცა საინტერესოა ის თუ რას უტევს კრიმინალი უპირველეს ყოვლისა. რა წარმოადგენს საგანს ან რეალობას, რომელიც კრიმინალის ხელით იმსხვრევა? თუ მკვლელობას ეხება საქმე საუბრობენ სხვა ადამიანის, მოყვასის სიცოცხლის ხელყოფაზე. ამ შემთხვევაში სუბიექტი ამსხვრევს სხვის სიცოცხლეს, თუმცა მოზარდობის ან პუბერტატის ასაკში (ანტისოციალური ქცევის პირველი გამოვლინებების ასაკი) ეს შეიძლება იყოს სკოლის ან რომელიმე სხვა აღმზრდელობითი დაწესებულების ფანჯარა. შინაგანი ფსიქიკური აუცილებლობის ძალით კანონი, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს სასჯელს, კრიმინალის პრიმიტიული სიძულვილისა და თავდასხმის ობიექტი ხდება. ე.ი. ანტისოციალური ტენდენციების მქონე ინდივიდი ამსხვრევს კანონს, და შესაბამისად სოციალურ კონტრაქტს, „ხელშეკრულებას“, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრისაგან ამ კანონის დაცვას მოითხოვს. ის რასაც ამსხვრევს კრიმინალი არის მცნება: „არა კაც კლა“ „არ იქურდო“ და ა.შ.  სოციალური წესისა და კანონის დამრღვევის ფსიქიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება კანონთან და სასჯელთან გამრუდებულ, პათოლოგიურ დამოკიდებულებას გულისხმობს. კრიმინალი თავს ესხმის ნევროტული სტრუქტურის, ე.ი. ოიდიპოსის კომპლექსზე სტრუქტურირებული საზოგადოებისა და მისი წევრებისათვის ყველაზე საკრალურს, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს კოლექტივისთვის და ასრულებს საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზატორის ფუქნციას.  ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვი, მოზარდი თუ ჩამოყალიბებული რეციდივისტი, რომელის კრიმინალური ქცევაც აკვიატებული განმეორების დესტრუქციულ მანქანას ექვემდებარება საზოდაგოებას, აღმზრდელებს, მასწავლებლებს შოკს გვრის.  კრიმინალი არღვევს კანონს და ანტისოციალური ქცევით ემიჯნება საზოგადოებას. ორივეს კანონთან გარკვეული დამოკიდებულება აქვს, ერთი იცავ კანონს, მეორე არღვევს და კანონის მეორე ნაპირზე, კანონის მიღმა აგრძელებს ცხოვრებას. კრიმინალი აშინებს საზოგადოებას, რადგან ის სინამდვილეში ანხორციელებს კანონმორჩილი სუბიექტისა და ბავშვის ინფანტილურ, დესტრუქციული ბუნების ტენდენციებს და ნევროტული სტრუქტურის ფანტაზმს მკვლელობის შესახებ სოციალურ სცენაზე დატრიალებულ რეალურ ტრაგედიად აქცევს. კრიმინალი არ ხუმრობს, არ თამაშობს, ე.ი. დესტრუქციული ტენდენციების ფსიქიკური გადამუშავებისა და სიმბოლიზაციის ფარგლებს სცდება და მოქმედებს გარეთ. კრიმინალი და დანაშაული ზოგადად წარმოადგენს სარკეს კანონმორჩილი და სოციალური სუბიექტის არაცნობიერისთვის. სწორედ ამ მიზეზით, კრიმინალური ქრონიკა, ვიდეო–პატრული, საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქებული კანონდარღვევისა და კრიმინალის შემთხვევები საზოგადოებისა და მასის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ინტერესის საგანია. დამოკიდებულება კანონდარღვევისადმი ცხადია ამბივალენტურია, თუმცა დანაშაული პერვერტული მიზიდულობის ძალას ფლობს, რაც აიძულებს ინდივიდს იყოს უკიდურესად კრიტიკული დანაშაულის მიმართ, თუმცა ამავე დროს თვალი ვერ მოსწყვიტოს დანაშაულის შემზარავ სცენას, ხშირად ტრაგიკული ფორმით გაშუქებულს საინფორმაციო საშუალებებში. ის რაც შუქდება არის მაყურებლის არაცნობიერი, განდევნილი ტენდენციები, რაც უსიამოვნების განცდასა და ფსიქოლოგიურ ინტერესს ერთდროულად აღძრავს ინდივიდში.

ფსიქოანალიზის კვლევის საგანს წარმოადგენს ანტისოციალური ქცევის ფსიქიკური მიზეზობრიობა და ამ ქცევის ადგილი ფსიქოანალიტიკური თეორიის ფარგლებში. ერთის მხრივ, გვაქვს ფსიქოანალიზის ძირითადი კონცეპტები და მეორეს მხრივ ანტისოციალური ქცევა.  კრიმინალური აქტის ახსნისათვის (რომელიც ხშირად წარმოადგენს ნამდვილ გამოცანას მათთვის ვინც ცდილობს დანაშაულის ფსიქო–სოციალური მოტივების იდენტიფიცირებას), განსაკუთრებით ფასეულია ისეთი ფსიქოანალიტიკური კონცეპტები, როგორიც არის ბრალის გრძნობა, სასჯელისა და დასჯის მოთხოვნილება, ოიდიპალური (ფროიდიანული) და პრიმიტიული (კლაინიანური) ზე–მე, პირველადი ნარცისიზმი, ნარცისტული ჭრილობა და დეფიციტი, მშობლებთან ურთიერთობა განვითარების პრეგენიტალურ სტადიებზე, მამის ფუნქცია, სიმბოლიზაცია და ფსიქიკური განაგრძეთ კითხვა

კულტურა & არტი

სურათების ნაკრები #1

წარმოგიდგენთ სახალისო სურათების ნაკრებს, რომელიც განთავსებული იყო ერთ ერთ “ფეისბუქის” გვერდზე, სახელწოდებით Freud Quotes.

[ყველა სურათის სანახავად დააჭირეთ “განაგრძეთ კითხვას“]

განაგრძეთ კითხვა

თარგმანები

ჯეიმს სტრეიჩი – ფსიქოანალიზის თერაპიული ზემოქმედების არსი

credit: One From RM

შესავალი

ფსიქოანალიზი თერაპიული პროცედურიდან წარმოიშვა და  მთავარი დატვირთვა დღემდე ანალიტიკურ ტექნიკაზე მოდის. Mმიუხედავად ამისა,    გასაოცარად  მწირეა  ის ფსიქოანალიტიკური ლიტერატურა, რომელიც  აღწერს თერაპიული ეფექტის მიღწევის მექანიზმებს. ბოლო 30-40 წლის განმავლობაში დაგროვილ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი   მონაცემები, რომლებმაც ნათელი მოფინეს ადამიანის ბუნებისა და აზროვნების თავისებურებას. გაცილებით უკეთ ხდება ამ  მონაცემთა კლასიფიკაცია და  ზოგად ჰიპოთეზურ და მეცნიერულ ჩარჩოებში მოქცევა. მაგრამ   ეს  აღმოჩენები დღემდე  ძალიან ძნელად და   ფრთხილად  ინერგება თერაპიულ პროცესში.  ჩემი აზრით,  ამ  თავშეკავების გამოა,  რომ   ის  უამრავი დისკუსია, რომელიც ეხება ანალიტიკური ტექნიკის პრაქტიკულ  დეტალებს,  ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუსრულებელია .
მაგალითად, როგორ უნდა   შევთანხმდეთ შემდეგ საკამათო საკითხზე:  საერთოდ საჭიროა  თუ არა,  ან როდის არის საჭირო   “ღრმა ინტერპრეტაცია”,   როცა ამ დროს არა გვაქვს ნათელი წარმოდგენა იმაზე,  თუ რა  იგულისხმება ცნებაში “ ღრმა ინტერპრეტაცია ”. ამავე დროს,  არა გვაქვს ზუსტად  ფორმულირებული “ინტერპრეტაციის” კონცეფცია -ანუ   არ ვიცით რა არის  “ინტერპრეტაცია” და რა ეფექტს ახდენს ის პაციენტზე. მე ვფიქრობ,  რომ  ჩვენ მეტს მივაღწევდით,  ამდაგვარი პრობლემებისთვის მეტი ყურადღება რომ  მიგვექცია.  ჩვენ რომ შევძლებდეთ თერაპიული პროცესის მუშაობის უფრო დეტალურად გააზრებას, ნაკლებად   აღმოცენდებოდა  დროდადრო სრული დეზორიენტაციის გრძნობა, რომლისგანაც თავსუფალი მხოლოდ ერთეულები არიან. შესაბამისად, …  ჩემი ნაშრომი წარმოადგენს  ფრთხილ  შეტევას ამ პრობლემებზე.   მისი საკამათო დასკვნები თუნდაც  არ იყოს  მიიღებული, ჩემი მიზანი  მიღწეული იქნება,  თუკი ჩათვლიან,  რომ ეს პრობლემა გადაუდებელია. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ არის პრაქტიკული დისკუსია ფსიქოანალიტიკური ტექნიკის შესახებ; ამას   პრეტენზია აქვს  წმინდა  თეორიული თვალსაზრისით.  პირველად  მასალად მე გამოვიყენე  სხვადასხვა სახის პროცედურა,  რომელიც   განიხილება ორთოდოქსული ფსიქოანალიზის საზღვრებში და ამ პროცედურის გამოყენებით გამოწვეული სხვადასხვა ეფექტი.   ჩემი ჰიპოთეზა ცდილობს,  მეტ-ნაკლები თანმიმდევრობით და ლოგიკით ახსნას, თუ რატომ იწვევს მოცემული ტექნიკა მოცემულ შედეგს. მე აგრეთვე შევეცადე მეჩვენებინა, რომ, თუ ჩემი ჰიპოთეზა ფსიქოანალიტიკური პროცედურის ბუნების შესახებ ღირებულია,  აქედან გარკვეული დასკვნების  გამოტანა შეიძლება. ეს დასკვნები შემდგომ  შესაძლებელია გამოვიყენოთ  როგორც კრიტერიუმები ნებისმიერი სახის პროცედურის   ეფექტურობის შეფასების დროს.

რეტროსპექტულად   წარმოადგენს თუ არა    სიახლეს ეს თემა, განაგრძეთ კითხვა

თარგმანები

ჰორსტ კეხელე – უკუგადატანის საკითხები პიროვნების შიზოიდ-ნარცისისტული დარღვევის მქონე პაციენტის ანალიტიკურ თერაპიაში

უკუგადატანა განსაკუთრებით მაშინ იძენს უმნიშვნელოვანეს დატვირთვას, როდესაც პაციენტის პიროვნული სტრუქტურა რთულად იძლევა    საშუალებას,   რომ საკუთარ თავთან ადრე წარმოებული დიალოგი   ანალიტიკოსთან დიალოგში გადმოიტანოს   .    ქვემოთ აღწერილ პაციენტთან  უკუგადატანა მჭიდროდაა   დაკავშირებული სპეციფიურ ინტერაქტიულ ქცევასთან, რომელიც  გამოცადა ორმა სხვადასხვა თერაპევტმა. ისინი  სხვადასხვა დროს მკურნალობდნენ მას. მეტაფორულად რომ ვთქვათ, პაციენტს უნდოდა ხელში ჩაეგდო თერაპიის  სადავეები და გამხდარიყო მმართველი, ან  აეძულებინა   თერაპევტები მარიონეტებივით ეცეკვათ.

ჯონ Y 1957 წელს დაიბადა, ის ოჯახში უფროსი შვილი იყო.  ბავშვობაში  მამა მისთვის ხშირად მიუწვდომელი, დედა კი მუდმივად არადამაყოფილებელი იყო.
პირველ სესიაზე ჯონმა   თავის დღიური  მომიტანა, საიდანაც გავიგე, რომ მას უკვე დიდი ხანია აწუხებს გაუკუღმართება (პერვერსია) . შვიდი წლის ასაკში ჯონმა მოიპარა ორი წლის დის    რეზინის შარვალი, შეიტანა  საპირფარეშოში, ჩაიცვა   და შიგ მოისაქმა  . ჩვენ შევძელით აღგვედგინა ის ფაქტი, რომ  პ-ტი ძალზე    განიცდიდა უმცროსი დის დაბადების შედეგად  ყურადღების მოკლებას . დედა ხშირად შეაგდებდა ხოლმე  სხვა ოთახში და თოკით ცემდა , რათა საშუალება ჰქონოდა ახალშობილისთვის მიეხედა .
თერაპიის განმავლობაში მან გაიხსენა, რომ იმ პერიოდში მისმა ოჯახმა საცხოვრებელი შეიცვალა; ისინი გადავიდნენ პატარა ქალაქში, სადაც მას ახალ სკოლასთან შეგუება და თანატოლებთან ურთიერთობა გაუჭირდა. ჯონმა აღმოაჩინა, რომ  მარტოობა ძალზე  სასიამოვნოა, რადგან თანაკლასელები  ცუდად ეპყრობოდნენ. მარტოობა და კითხვით მიღებული სიამოვნება მისთვის ბუნებრივად მისაღები მდგომარეობა გახდა.
“მე ვკითხულობ ყველაფერს, რაზეც ხელი მიმიწვდება, კითხვამ ჩამოაყალიბა ჩემი ლექსიკონი, ჩემი ენა,  სამყაროს ჩემეული კონცეპცია”.
მამის სამსახურის გამო ოჯახის ახალ ქალაქში გადასვლამ გაზარდა  პ-ის  იზოლაციის გრძნობა, რამაც დააჩქარა მისი დამალვა ნაცნობ უსულო საგნების სამყაროში. მას ისევ სცემდნენ თანატოლები და ჯოანი ის გრძნობდა, რომ თავის დაცვა არ შეეძლო. მოზარდობის ასაკში ჯოანმა  პლასტიკური ჩანთებისგან   რეზინის შარვლებს იკეთებდა. ამავე წელს მან ორჯერ გადაიტანა ვირუსული მენინგიტი, რამაც გაამყარა მისი არასრულფასოვნებისა  და არაეფექტურობის განცდა სკოლისა და სხვა სახის მოღვაწეობაში.
ძლიერი სოციალური იზოლაციიის შედეგად ჯოანი  აღარ დადიოდა სკოლაში, რისთვისაც დაისაჯა. მან მოზარდობის ასაკის ბოლო პერიოდი    აღწერა, როგორც გამოფიტული; ამან   თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობისკენ უბიძგა. ადრეული მოზრდილობის პერიოდში   რეგულარული შემბოჭავი რიტუალები გამო  ჯონი  ვერ  აკონტროლებდა მწვავე უსუსურობის და შფოთვის განცდას. სიმპტომატური აქტის მხრივ ეს შესაძლოა ჩათვლილიყო ძლიერი კავშირად მასტურბაციულ ფანტაზიებთან,   ამ კავშირმა   თავი იჩინა თერაპიის განვითარების ფაზაში.
მოგვიანებით მან  წერილი მისწერა თავის თერაპევტს:
“ამ დროის დარტყმამ ჩემს ცხოვრებაში ჩემში თანატოლებთან  ერთიანობის ძლიერი სურვილი გააღვიძა, მაგრამ სოციალური ჩვევების უკმარისობის გამო  არ ვიცოდი, რა გზით  უნდა განმეხორციელებინა  ეს, მე უბრალოდ არ ვიცოდი,  რა  გამეკეთებინა! მე მაქვს უნდობლობის ძლიერი განცდა, რათა არ დავმარცხდე; ამიტომ ერთი, რაც  ვისწავლე, არის ის, რომ მარტოობა კარგი თანამგზავრია” (წერილი 19.1.94)
სკოლის შემდეგ   ჯარში მსახურობის პერიოდი   მძიმე იყო,  განაგრძეთ კითხვა

.

გიორგი მაისურაძე – ეგვიპტური „ფანტაზია“

Velazquez, Joseph’s Coat, 1630

ფროიდის კომენტარი თომას მანის „იოსებსა და მის ძმებზე“

1936 წლის 29 ნოემბერს უკვე მძიმედ ავადმყოფმა ზიგმუნდ ფროიდმა საკმაოდ უცნაური შინაარსის წერილი მიწერა თომას მანს (1). ამ წერილით ფროიდი გამოეხმაურა თომას მანის ტეტრალოგიის „იოსების და მისი ძმების“ მესამე ნაწილს – „იოსები ეგვიპტეში“, რომელიც ზემოთხსენებულ წელს გამოქვეყნდა. წერილის დასაწყისშივე ფროიდი სინანულით აღნიშნავს, რომ იგი ალბათ ვეღარ მოესწრება რომანის დასრულებას და ამიტომაც სურს, რომ თომას მანს „გაესაუბროს“ და ამ თემაზე საკუთარი აზრები გაუზიაროს. თუმცა კი ფროიდის მხრიდან საქმე გვაქვს უფრო მის მონოლოგთან, ვიდრე საუბართან, რაზეც ის შეფარვით მიანიშნებს, როდესაც წერს, რომ იგი წერილის ადრესატისგან არც შექებას და არც „თავაზიან პასუხს“ არ ითხოვს. აქვე ფროიდი ერთი წინადადებით ამ წერილის დაწერის მოტივაციასაც განმარტავს: „ამ მცდელობას მე თავადვე არ ვიღებ განსაკუთრებით სერიოზულად, მაგრამ ის ისეთივე ვნებას აღძრავს ჩემში, როგორსაც მათრახის ტყლაშუნი მედროგეში“.

ამ „შესავლის“ შემდეგ იწყება ფროიდისეული ფანტაზია იოსების თემაზე, რომელიც, არა იმდენად თომას მანის რომანის ინტერპრეტაციას ემსახურება, არამედ იგი თავად ფროიდის პოეტური აზროვნების ნიმუშს წარმოადგენს, რომლის გაგებამ შეიძლება უფრო მეტი ნათელი მოჰფინოს, ერთი მხრივ, ფროიდის ეგვიპტური ფანტაზიის შინაარსს, მეორე მხრივ კი თავად ლიტერატურული ფანტაზირების ფორმას, როგორც ფროიდისეული ინტერპრეტაციის თავისებურ „მეთოდს“.

Portrait of Napoléon Bonaparte by Jean Auguste Dominique Ingres

იოსები vs. ნაპოლეონ ბონაპარტი

„არსებობდა ერთი ისტორიული პიროვნება, რომლისთვისაც იოსების ცხოვრება მითიური ნიმუში იყო, იმდენად, რომ მთელი მისი ცხოვრებისეული სურათის მიღმა იოსების ფანტაზიის (Josefphantasie), როგორც უხილავი დემონური მამოძრავებელი ძალის გამოცნობა დასაშვები იქნებოდა? მე მიმაჩნია, რომ ეს პიროვნებაა ნაპოლეონ I“ (2) , – წერს ფროიდი და იწყებს ნაპოლეონის ცხოვრების, როგორც ძველი აღთქმის პირველი წიგნის 37-50 თავებში მოთხრობილი იოსებისა და მისი ძმების ამბის ერთგვარი „პარალელური ბიოგრაფიის“ გამოსახვას, რომელიც მის თხზულებაში, ისევე, როგორც თომას მანის რომანი, ოთხი ნაწილისგან შედგება. „ის (ნაპოლეონი – გ.მ.) კორსიკელი იყო, მეორე ვაჟი მრავალ და-ძმათა შორის. მასზე წინ მყოფს და ძმათა შორის უფროსს ერქვა იოსები, და სწორედ ეს გარემოება, როგორც შემთხვევითი და აუცილებელი ერთმანეთს გადაეჯაჭვება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში, აღმოჩნდა მისთვის საბედისწერო. კორსიკულ ოჯახში პირველშობილობის უფლება განსაკუთრებული კრძალვითაა დაცული. ამგვარ კორსიკულ წეს-ჩვეულებას ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობაში დაძაბულობა შეაქვს. უფროსი ძმა ბუნებრივი კონკურენტია, რომლისკენაც უმცროსის სტიქიური, უსაფუძვლოდ ღრმად მტრული განწყობაა მიმართული, განაგრძეთ კითხვა