., თარგმანები

ზიგმუნდ ფროიდი – კრიმინალები ბრალის გრძნობით

წარმოგიდგენთ ზიგმუნდ ფროიდის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს ტექსტს, რომელიც მისი სიმცირის მიუხედავად თეორიულად ძალიან დატვირთულია. ტექსტს არ აქვს პროფესიონალური თარგმანის პრეტენზია, ამიტომაც გამოცდილ პროფესიონალს არ გაუჭირდება მასში შეცდომების აღმოჩენა, ეს გახლავთ სამოყვარულო თარგმანი, მითუმეტეს ამ ტექსტის ორიგინალი, როგორც მოგეხსენებათ გერმანულ ენაზეა, ეს კი არის ინგლისური ენიდან თარგმნილი

ადამიანები როდესაც მიყვებოდნენ თავიანთი ადრეული ახალგაზრდობის, განსაკუთრებით პუბერტადამდე პერიოდის შესახებ, რომელიც მოგვიანებით გახდნენ ღრმად პატივცემულნი, ჩემთვის უთქვამთ იმ აკრძალული ქმედებების შესახებ, რომელიც ჩაიდინეს ამ დროს – როგორებიცაა ქურდობები, თაღლითობები და რაღაცის განადგურებაც კი. მე ამ ყველაფერს არ ვაქცევდი დიდ ყურადღებას, ვაკეთებდი კომენტარს, რომ იმ ადრეულ პერიოდში ჩვენ გვაქვს მორალური აკრძალვების სისუსტეები, არ მიცდია მათ ნათქვამისთვის სერიოზული კონტექსტი მიმენიჭებინა. მაგრამ თანდათანობით უფრო მეტად გავამახვილე ამ ინციდენტებზე ყურადღება, უფრო ნათელი მაგალითების მეშვეობით, როდესაც პაციენტები მაშინ ჩადიოდნენ დანაშაულს როდესაც იყვნენ ჩემი მკურნალობის ქვეშ და აღარ იყვნენ უკვე პატარები. ანალიტიკურმა მუშაობამ მიმიყვანა ბრწყინვალე აღმოჩენამდე, რომ ასეთი კანონდარღვევები ზუსტად იმიტომ კეთდება, რომ ისინი არიან აკრძალულნი და რომ ადამიანები დანაშაულის ჩადენის შემდეგ გრძნობენ შვებას. ადამიანს ქონდა დანაშაულის გრძნობა, რომლის წარმომავლობაც არ იცოდა, და მას შემდეგ რაც ის ჩაიდენდა დანაშაულს ეს დანაშაულის გრძნობაც ქრებოდა. მისი დანაშაულის გრძნობა უკვე როგორც მინიმუმ აზრობრივად დაკავშირებული იყო რაღაცასთან.

როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, დანაშაულის გრძნობა სახეზე გვქონდა კონკრეტულ დანაშაულამდე, დანაშაული წარმოიშვა დანაშაულის გრძნობიდან და არა პირიქით. ეს ხალხი შეიძლება აღიწეროს როგორც კრიმინალები ბრალის გრძნობით.

მაგრამ ამ დასკვნები არ არის საკმარისი მეცნიერული დასაბუთებისთვის, კიდევ რჩება ორი კითხვა რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს: რა არის ბრალის გრძნობის წარმომავლობა რომელიც დანაშაულამდე წარმოიშვება? და შესაძლებელია თუ არა რომ ამ ტიპის კასტრაცია თამაშობდეს რაიმე ტიპის მნიშვნელოვან როლს ადამიანთა კრიმინალში?

პირველი კითხვაზე პასუხის გაცემისას მივადგებით ზოგადად ადამიანთა ბრალის გრძნობის თემას. ანალიტიკური მუშაობამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ ბრალის გრძნობა გამომდინარეობს ოიდიპოსის კომპლექსიდან და არის რეაქცია ორ კრიმინალურ განზრახვაზე: მამის მკვლელობაზე და დედასთან სექსუალური კავშირის დამყარებაზე. კრიმინალი რომელსაც ადამიანი ჩადის მიმართულია ამ ბრალის გრძნობის შემსუბუქებისკენ. ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რომ მკვლელობა და სექსუალური კავშირის დამყარება დედასთან არის ყველაზე მომაკვდინებელი ცოდვა. სხვა გამოკვლევებმაც მიგვიყვანა იმ ჰიპოთეზამდე, რომ ადამიანთა მოდგმის სინდისი, რომელიც ჩანს როგორც მემკვიდრეობით მიღებული, შეძენილია ოიდიპოსის კომპლექსთან კავშირში.

იმისათვის რომ გავცეთ პასუხი მეორე კითხვას, ამისათვის უნდა გავცდეთ ფსიქოანალიტიკური მუშაობის სფეროს. ბავშვების დაკვირვებისას მარტივია, ისინი არიან საკმაოდ „თავხედები“ რათა სპეციალურად გამოიწვიონ დასჯა და დასჯის შემდეგ ხდებიან მშვიდები და კმაყოფილები. შემდგომი ანალიტიკური გამოკვლევა გვიჩვენებს იმ ბრალის გრძნობას, რომელიც ხდიან მათ იძულებულს რომ გამოიწვიონ დასჯა. ზრდასრული კრიმინალები, გარდა იმათისა, რომელიც ჩადის დანაშაულს ბრალის გრძნობის გარეშე, რომელთაც არ აქვთ არავითარი მორალური აკრძალვები ან ისინი ვინც კონფლიქტშია საზოგადოებასთან, ჩადენილ ქმედებებში თავიანთ თავს ამართლებენ. მაგრამ რაც შეეხება სხვა კრიმინალთა უმრავლესობას, მათთვის ვისთვისაც შექმნილია სადამსჯელო ღონისძიებები, კრიმინალის ამგვარი მოტივაცია კარგად შეიძლება გაანალიზდეს. ამან შეიძლება ნათელი გახადოს კრიმინალის ფსიქოლოგია.

მეგობარმა მითხრა, რომ „კრიმინალები ბრალის გრძნობით“ ასევე ნიცშესთვის ყოფილა ნაცნობი. წინმსწრები დანაშაულის გრძნობა და დანაშაულის ჩადენა ამ ბრალის გრძნობის რაციონალიზაციისათვის ჩანს ზარატუსტრას თქმულებაში „On the pale criminal” (დასაზუსტებელია წინადადების კონტექსტი, მთარგმნელის შენიშვნა). დავიტოვოთ ეს სამომავლო კვლევისთვის რომ გადავწყვიტოთ რამდენი კრიმინალი არის იმ „pale” (დასაზუსტებელია ამ ტერმინის მნიშვნელობა აქ, მთარგმნელის შენიშვნა) ს შორის.

ინგლისურიდან თარგმნა სოსო დოლიძემ

Ivan Smith 2000, 2007, 2010.

3 Comments

  • Reply

    maia

    February 4, 2017

    დანაშაულის და არა ბრალის, როდესაც აქვეყნებთ თარგმანს უნდა გადაამოწმოთ ტერმინები. არაქათულად რომ ჟღერს ვერ ხვდებით?

  • Reply

    Mgeladzua

    February 6, 2017

    ლიბერალები დაღუპავენ ამ ქვეყანას.

    კრიმინალებს რო აუგად მოიხსენიებ, კარგად დაფიქრდი ავტორო.

Leave a Reply