Browse Month by March 2017
ვიდეო, თარგმანები

ზიგმუნდ ფროიდის ხმა BBC Broadcasting Recording 1938

წარმოგიდგენთ ზიგმუნდ ფროიდის ერთადერთ შემორჩენილ აუდიო ჩანაწერს ქართული სუბტიტრებით, რომელიც მან გარდაცვალებამდე [1939] ერთი წლით ადრე, 1938 წელს ჩაწერა BBC ისთვის.

შენიშვნა: თუ ვიდეოს ჩართვისას ავტომატურად არ გამოჩნდა სუბტიტრები, ქვემოთ მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ cc ნიშანს. 

 

ვიდეოს ტრანსკრიპტი:

“მე ჩემი პროფესიული კარიერა დავიწყე როგორც ნევროლოგმა, ვცდილობდი განმეკურნა ჩემი ნევროტიკი პაციენტები. ჩემი ძველი მეგობრის გავლენით, მუშაობის შედეგად აღმოვაჩინე არაცნობიერი ფსიქიკური ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი ახალი ფაქტები, ინსტინქტუალური ტენდენციების როლი და ა. შ. ამ აღმოჩენებთან ერთად განვითარდა ახალი მეცნიერება, ფსიქოანალიზი, ფსიქოლოგიის ნაწილი, როგორც ნევროზების მკურნალობის ახალი მეთოდი. ამ წარმატებისთვის ბევრის გადახდა მომიწია. ხალხს არ სჯეროდა ჩემი აღმოჩენების და ჩემს თეორიებს საეჭვოდ მიიჩნევდნენ. ეს შეწინააღმდეგება იყო ძალიან ძლიერი და სასტიკი. საბოლოოდ, წარმატებით გავართვი თავი, შევიძინე მოსწავლეები და დავაფუძნე საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაცია. თუმცა ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.”

 

თარგმანები

სლავოი ჟიჟეკი – რა არის ნამდვილი ათეიზმი?

 

               Photograph: Antonio Olmos for the Observer

წყარო: http://myheartwillgoonandsoonandsoon.blogspot.com/

„ვიღაცამ ჰერ კონერს კითხა არსებობს თუ არა ღმერთი. ჰერ კონერმა უთხრა: მე გირჩევ  იფიქრო იმაზე ამ კითხვის პასუხის შედეგად შენი ქცევა როგორ შეიცვლებოდა. თუ ის არ შეიცვლებოდა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია კითხვას თავი დავანებოთ. თუ შეიცვლებოდა, მე შენ შემიძლია დაგეხმარო მინიმუმ იმაში რომ გითხრა: შენ ეს უკვე გადაწყვიტე: შენ ღმერთი გჭირდება. „ (ბრეხტი).

ბრეხტი აქ მართალია, ჩვენ არასოდეს ვართ პოზიციაში, რომ ავირჩიოთ ათეიზმი ან თეიზმი, არჩევანი, როგორც ასეთი, რწმენის სფეროში არსებობს. „ათეიზმი“ (იმ გაგებით, რომ ირწმუნო ღმერთის არ არსებობა) ძალიან უმწეო პოზიციაა, ეს არის იმ ადამიანის პათეტიკური პოზიცია, რომელიც ღმერთს ეძებს და ვერ პოულობს (ან ადამიანის, რომელიც „ამბოხებულია ღმერთის წინააღმდეგაა“). ნამდვილი ათეისტი არ ირჩევს ათეიზმს: მისთვის კითხვა თავისთავად  ირელევანტურია – ეს არის ჭეშმარიტი ათეისტური „სუბიექტის“ პოზიცია.

თარგმანები

საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ისტორია

წარმოგიდგენთ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ისტორიას, რომელიც განთავსებულია ამავე ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.  სტატიაში საინტერესოდაა აღწერილი აოსციაციის დაარსება, მისი განვითარება 1910 წლიდან 2010 წლამდე, როდესაც ასოციაციას ასი წელი შეუსრულდა.

სოსო დოლიძის თარგმანი
source: http://www.ipa.world

 

ფროიდმა დიდი ნოსტალგიით არაერთხელ აღნიშნა, რომ მან ფსიქოანალიზი ათ წლიან „ბრწყინვალე იზოლაციაში“ ყოფნის დროს განავითარა. ეჭვგარეშეა რომ, ეს პერიოდი მისი და ბროიერის ურთიერთობის დასრულების შემდეგ, 1894 წლიდან დაიწყო.  ის თავის სამუშაოსთან მარტო დარჩა,  კოლეგის გარეშე, ვისთანაც შეძლებდა აზრების გაზიარებას. თუმცა მას შემდეგ რაც ფროიდისა და ფლისის წერილები გამოქვეყნდა, ჩვენ ვიცით რომ მათ ქონდათ აქტიური კორესპონდენცია. უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით რომ ზოგიერთი მისი კონცეპტი  ფლისის თეორიებს ეყრდნობოდა. ისინი მრავალჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ფროიდი ამ შეხვედრებს ხუმრობით „კონგრესს“ ეძახდა. ამ თვალსაზრისით ფროიდი თავის სამუშაოსთან ბოლომდე იზოლირებული არ ყოფილა, თუმცა ისიც ცნობილია რომ მას ვენაში თანამოაზრეები არ ყავდა, ფლისი კი ბერლინელი გახლდათ.

1902 წელს, სავარაუდოდ შკეტელის ინიციატივით, რომელიც ფროიდის პაციენტი გახლდათ, ფროიდმა მასთან ოთხი კაცი დაპატიჟა  (შკეტელი, ადლერი, კაჰანი და რაიტლერი) რათა განეხილათ ფროიდის შრომები. მათ დააარსეს, როგორც თვითონ უწოდებდნენ, ოთხშაბათის ფსიქოლოგიური საზოგადოება, სადაც ყოველ ოთხშაბათს ხვდებოდნენ ერთმანეთს. 1908 წლისთვის საზოგადოებაში უკვე 14 ადამიანი იყო გაწევრიანებული, მას სახელიც შეეცვალა და ვენის ფსიქოანალიტიკური საზოგადოება დაერქვა. ამ წელს შეუერთდა საზოგადოებას ფერენცი. წევრების გარდა საზოგადოებას ყავდა სტუმრების სტატუსის მქონე ადამიანები, რომლებიც მოგვიანებით ფსიქოანალიზის მნიშვნელოვანი ფიგურები გახდნენ. ესენი იყვნენ ეიტინგონი, იუნგი, აბრაჰამი და ჯონსი. თითოეული მათგანმა მოგვიანებით საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური საზოგადოების პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

1907 წელს ჯონსი ციურიხში იუნგს ეწვია. მიუხედავად ამისა ის იცნობდა ფროიდის ნაწერებს და 1906 წლიდან ლონდონში იყენებდა თავის პაციენტებთან ფსიქოანალიტიკურ ტექნიკას ჯონსს მანამდე ფროიდი არასოდეს ენახა,. ჯონსი იყო, ვინც იუნგს შესთავაზა საერთაშორისო შეხვედრის მოწყობა სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთმანეთს შეხვდებოდნენ კოლეგები და განიხილავდნენ ფსიქოანალიზში საერთო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, ჯონსი შეიძლება ჩაითვალოს იმ იდეის ავტორად, რომელსაც მოგვიანებით საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაცია ეწოდა. ფროიდმა იდეა მოიწონა და პირველი შეხვედრისთვის აირჩია ქალაქი ზალცბურგი. ჯონსს უნდოდა რომ შეხვედრას „საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური კონგრესი“ დარქმეოდა, თუმცა იუნგის გადაწყვეტილებით მას „ფროიდიანული ფსიქოლოგიის პირველი კონგრესი“ ეწოდა. მიუხედავად იმისა რომ განაგრძეთ კითხვა

თარგმანები

ინტერვიუ ოტო კერნბერგთან

გთავაზობთ ინტერვიუს თანამედროვეობის ერთერთ ყველაზე გამოჩენილ ფსიქიატრთან/ფსიქოანალიტიკოსთან ოტო კერნბერგთან. მან ინტერვიუ 2000 წელს ინტერნეტ ვებ გვერდს www.psychotherapy.net ს მისცა სადაც განიხილავს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებს: ადამიანის ცვლილებას, ფსიქოთერპიული ტრენინგის მნიშვნელოვნებას, კულტურის და მედიის კრიტიკას, სასიყვარულო ურთიერთობებს და სხვა მრავალ საკითხს. ინტერვიუ საინტერესო იქნება როგორც ფსიქოდინამიური ორიენტაციის ფსიქოლოგთათვის ასევე ნებისმიერ სხვა  ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალისთვის: ფსიქიატრებისთვის, კლინიკური სოციალური მუშაკებისთვის, სხვადასხვა ექიმებისთვის და ა. შ.

სოსო დოლიძის თარგმანი

source: https://goo.gl/xVrYx3

ჩანდა რანკინი: მე გახლავართ ჩანდა რანკინი,  ჩემთვის დიდი პატივია ჩავწერო ინტერვიუ თქვენთან www.psychotherapy.net ისთვის. ადრე გითქვამთ რომ თქვენ ავსტრიაში დაიბადეთ. მაინტერესებს იმ დროის სოციოკულტურულმა ასპექტებმა, რა დროც ავსტრიაში გაქვთ გატარებული, რამდენად მოახდინა გავლენა რომ ფსიქოთერაპიასა და ანალიზს გაჰყოლოდით?

ოტო კერნბერგი: მე ავსტრია დავტოვე როცა ათი წლის ვიყავი, მშობლები და მე იძულებულნი ვიყავით გამოვქცეოდით ნაცისტურ რეჟიმს. ჩვენ გადაწყვეტილება ბოლოს ეტაპზე მივიღეთ და წავედით ემიგრაციაში ჩილეში .ჩილეს ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებაში გავიარე ფსიქიატრიული ფორმაცია. სულ პირველად ამერიკაში 1959 წელს ჩამოვედი როკფელერის ცენტრის სტიპენდიით ჯერი ფრანკთან და ჯონ ჰოპკინსთან ერთად  ფსიქოთერაპიაში კვლევის სასწავლად. ამის შემდეგ, 1973 წელს ნიუ იორკში, კოლუმბიაში გადავედი. ამჟამად პერსონალური აშლილობის ინსტიტუტის დირექტორი გახლავართ სადაც ამ კუთხით ვატარებთ კვლევებს.

რა თქმა უნდა ჩემი კულტურული გავლენა ავსტრიული, გერმანულია და ამან ჩემს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა. ჩემი ფსიქიატრიული ფორმაცია არის კლასიკური გერმანული აღწერითი ფსიქიატრიისა და ფსიქოანალიტიკური/ფსიქოდინამიკური ფსიქიატრიის ნაზავი. მოგვიანებით დავინტერესდი ეგო ფსიქოლოგიითა და კლაინის შრომებით. ასევე ვეწვიე ჩესტმუნდ ლოჯს, სადაც დავუმეგობრდი კულტურული ორიენტაციის მქონე სალივანს,  ასევე ფრიდა ფონ რიხმანს და ეგო/ობიექტთან ურთიერთობის მიმდინარეობის ფსიქოლოგებს ედიტ ჯეიკობსონსა და მარგარეტ მაჰლერს. ამ დროიდან დავიწყე ობიექტთან ურთიერთობის მიმდინარეობის  დიდ ეგო ფსიქოლოგ კლაინთან და ე. წ. ბრიტანულ „საშუალო ჯგუფთან“ სინთეზი.  მრავალი წლის შემდეგ ამ ინტერესებს დაემატა ფრანგული ფსიქოანალიზის გავლენა.

კერნბერგის ოქროს მაღარო

ჩ. რ. ყოველთვის მაინტერესებდა რა არის განაგრძეთ კითხვა