თარგმანები

ინტერვიუ ოტო კერნბერგთან

გთავაზობთ ინტერვიუს თანამედროვეობის ერთერთ ყველაზე გამოჩენილ ფსიქიატრთან/ფსიქოანალიტიკოსთან ოტო კერნბერგთან. მან ინტერვიუ 2000 წელს ინტერნეტ ვებ გვერდს www.psychotherapy.net ს მისცა სადაც განიხილავს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებს: ადამიანის ცვლილებას, ფსიქოთერპიული ტრენინგის მნიშვნელოვნებას, კულტურის და მედიის კრიტიკას, სასიყვარულო ურთიერთობებს და სხვა მრავალ საკითხს. ინტერვიუ საინტერესო იქნება როგორც ფსიქოდინამიური ორიენტაციის ფსიქოლოგთათვის ასევე ნებისმიერ სხვა  ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალისთვის: ფსიქიატრებისთვის, კლინიკური სოციალური მუშაკებისთვის, სხვადასხვა ექიმებისთვის და ა. შ.

სოსო დოლიძის თარგმანი

source: https://goo.gl/xVrYx3

ჩანდა რანკინი: მე გახლავართ ჩანდა რანკინი,  ჩემთვის დიდი პატივია ჩავწერო ინტერვიუ თქვენთან www.psychotherapy.net ისთვის. ადრე გითქვამთ რომ თქვენ ავსტრიაში დაიბადეთ. მაინტერესებს იმ დროის სოციოკულტურულმა ასპექტებმა, რა დროც ავსტრიაში გაქვთ გატარებული, რამდენად მოახდინა გავლენა რომ ფსიქოთერაპიასა და ანალიზს გაჰყოლოდით?

ოტო კერნბერგი: მე ავსტრია დავტოვე როცა ათი წლის ვიყავი, მშობლები და მე იძულებულნი ვიყავით გამოვქცეოდით ნაცისტურ რეჟიმს. ჩვენ გადაწყვეტილება ბოლოს ეტაპზე მივიღეთ და წავედით ემიგრაციაში ჩილეში .ჩილეს ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებაში გავიარე ფსიქიატრიული ფორმაცია. სულ პირველად ამერიკაში 1959 წელს ჩამოვედი როკფელერის ცენტრის სტიპენდიით ჯერი ფრანკთან და ჯონ ჰოპკინსთან ერთად  ფსიქოთერაპიაში კვლევის სასწავლად. ამის შემდეგ, 1973 წელს ნიუ იორკში, კოლუმბიაში გადავედი. ამჟამად პერსონალური აშლილობის ინსტიტუტის დირექტორი გახლავართ სადაც ამ კუთხით ვატარებთ კვლევებს.

რა თქმა უნდა ჩემი კულტურული გავლენა ავსტრიული, გერმანულია და ამან ჩემს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა. ჩემი ფსიქიატრიული ფორმაცია არის კლასიკური გერმანული აღწერითი ფსიქიატრიისა და ფსიქოანალიტიკური/ფსიქოდინამიკური ფსიქიატრიის ნაზავი. მოგვიანებით დავინტერესდი ეგო ფსიქოლოგიითა და კლაინის შრომებით. ასევე ვეწვიე ჩესტმუნდ ლოჯს, სადაც დავუმეგობრდი კულტურული ორიენტაციის მქონე სალივანს,  ასევე ფრიდა ფონ რიხმანს და ეგო/ობიექტთან ურთიერთობის მიმდინარეობის ფსიქოლოგებს ედიტ ჯეიკობსონსა და მარგარეტ მაჰლერს. ამ დროიდან დავიწყე ობიექტთან ურთიერთობის მიმდინარეობის  დიდ ეგო ფსიქოლოგ კლაინთან და ე. წ. ბრიტანულ „საშუალო ჯგუფთან“ სინთეზი.  მრავალი წლის შემდეგ ამ ინტერესებს დაემატა ფრანგული ფსიქოანალიზის გავლენა.

კერნბერგის ოქროს მაღარო

ჩ. რ. ყოველთვის მაინტერესებდა რა არის პერსონალურ აშლილობებთან მუშაობა. მიგაჩნიათ რომ ეს სფერო მოახდინეთ თქვენი ცხოვრების მუშაობის მთავარ ფოკუსში?

ო. კ. ეს იყო სხვადასხვა გავლენათა კომბინაცია. პირველ ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მენინგერის ფონდში ფსიქოთერაპიის კვლევის პროექტში მუშაობა იყო, რომელშიც დავიწყე მუშაობა და მოგვიანებით დირექტორი გავხდი, სადაც მკურნალობდნენ 42 პაციენტს, მათ შორის 21 პაციენტს მკურნალობდნენ სხვადასხვა ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიული ხერხით ხოლო 21 ს კი კლასიკური ფსიქოანალიტიკური მეთოდით. მრავალი პაციენტი, რომელსაც მენინგერის ფონდში აგზავნიდნენ, იყო მწვავე მოსაზღვრე მდგომარეობის პათოლოგიებით. მწვავე პიროვნული აშლილობებით, რომელსაც დღეს მოსაზღვრე პიროვნების ორგანიზაციას უწოდებენ… კონცეპტი თავდაპირველად მანდ განვითარდა რობერტ ნაითისა და მისი თანამშრომლების მიერ. ამ პროექტში ბევრი პაციენტი იყო ზემოთხსენებული ტიპის აშლილობებით, და დიაგნოზებიც, როგორ ვთქვა, სავარაუდოდ ძალიან მარტივად ისმებოდა. 1954 წელს, როდესაც პროექტი დაიწყო, არ არსებობდა არც ერთი მკაცრად ჩამოყალიბებული გამოსაყენებელი კრიტერიუმი. კარგი იყო ეს, როგორც გაირკვა ნახევარი პაციენტებისა რომლებიც თერაპიას გადიოდნენ და ნახევარი რომლებიც გადიოდნენ კლასიკურ ფსიქოანალიზს იყვნენ მწვავე მოსაზღვრე კონდინციაში.

ჩ. რ.  როგორი გამართლებაა მკვლევრებისთვის…

ო. კ. დიახ,იქ წლების განმავლობაში მკურნალობის დროს  კეთდებოდა თითოეული სესიის ჩანაწერი, დიდი სქელტანიანი წიგნები. იქ ყოფნის დროს დეტალებში მქონდა შესწავლილი 42 შემთხვევა. ეს იყო უბრალოდ ოქროს მაღარო! ვამჩნევდი მკურნალობისას მომხდარ კანონზომიერებებს, დიაგნოზის დასმის წინაპირობებს, ამის შემდეგ მოვახდინე ჩემი ობიექტთან ურთიერთობის თეორიის ინტერესისა და ამ საკვლევი ჯგუფის კომბინაცია მკურნალობის ჰიპოთეზების განსავითარებლად. ამის შემდეგ გავაკეთეთ პროექტის სტატისტიკური და თვისობრივი ანალიზი. მან მე მომცა ჰიპოთეზების დამადასტურებელი და უარსაყოფი  მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ჩ. რ.  იმ დროისთვის ეს პოპულაცია არ იყო კარგად შესწავლილი

ო. კ. არა, ძალიან იღბლიანი ვიყავი რომ ამ პოპულაციასთან მომიწია შეხება. დასაწყისისთვის, ჩემს თავშიც არ მქონია გაცნობიერებული რა საინტერესო საქმეში ვდგამდი ფეხს.

ჩ. რ. როგორ ჩაერთეთ ნარცისული პიროვნული აშლილობების კვლევაში?

ო. კ. უბრალო შანსით. როცა სტუდენტი ვიყავი ჩილეს სანტიაგოს ფსიქოანალიტიკურ ინსტიტუტში, ერთ ერთი პაციენტი, რომელიც კონტროლირებადი ანალიზის დროს ვნახე, დაუსვეს ობსესიურ-კომპულსიური პიროვნული აშლილობის დიაგნოზი. ვერაფრით დავეხმარე, ოდნავადაც არ შეცვლილა წლების განმავლობაში. ჩავთვალე, რომ ეს ადამიანი იყო იმ მრავალი ადამიანის მსგავსი, რომელთაც მენინგერის ფონდში შევხვედრილვარ. ჰერმან ვან დე ვაალსმა, რომელმაც დაწერა მნიშვნელოვანი სტატია ნარცისიზმის შესახებ, მითხრა, „ესენი არის ნარცისული პიროვნების ტიპები“. არავის ყავდა ეს პიროვნების ტიპები ლიტერატურაში კარგად აღწერილი.

ამის შემდეგ ანალიზზე კიდევ ერთი პაციენტი მივიღე, ზუსტად ისეთი როგორიც მისი წინამორბედი, მასთან ჩემი განვითარების ეტაპზე მყოფი ფსიქოანალიტიკური ცოდნით დავიწყე მუშაობა. მუშაობის დროს განვავითარე ჩემი თეზისი. ამგვარად დავიწყე ნარცისული პერსონოლოგიურ აშლილობებზე მუშაობა, დიაგნოსტიკური დაკვირვება, დიფერენციალური დიაგნოზი ნარცისულ და მოსაზღვრე ტიპოლოგიას შორის და მოსაზღვრე პერონალური ორგანიზაციის კონცეპტის გენერალიზება. ეს იყო იღბლისა და ინტერესის კომბინაცია.

ჩ. რ. რა ნაყოფიერი დროა, და რამდენი რამ მოხდა ერთდროულად. რამ ან ვინ მოახდინა თქვენს კლინიკურ სტილზე გავლენა? ეს სტილი ერთი შეხედვით ნეიტრალური ჩანს, მაგრამ არა პასიური.

ო. კ. ერთმა პიროვნებამ, რომელიც ჯერ აქამდე არ მიხსენებია. ჯონ ვაითი, ის იყო სახალხო ფსიქიატრიის განყოფილების ხელმძღვანელი ჩემი ჯონ ჰოპკინსის საავადმყოფოში მუშაობის დროს.  მიუხედავად იმისა, რომ ის ამერიკული ფსიქიატრიის ლიდერი გახლდათ, ამ კუთხით ის არ არის ცნობილი. მან განავითარა კლინიკური ინტერვიუს მეთოდი, რომელმაც მე სტრუქტურული ინტერვიუს შექმნის შთაგონება მომცა. ის იყო საუკეთესო ინტერვიუერი რომელიც ოდესმე მენახა. პაციენტთან იწყებდა ინტერვიუს და იქამდე გრძელდებოდა სანამ თვითონ დარწმუნდებოდა რომ მიიღო ის რაც აინტერესებდა. ჯონ ვაითს ქონდა უნარი რომ დარჩენილიყო პასიურ მდგომარეობაში, თითქოს არ არსებობდა. ის იყო პირდაპირი, თავაზიანი და შეეძლო ხალხის ძალიან ღრმად გაგება. არავითარი შოუმენობა. უბრალოდ სვამდა იმ კითხვებს რის შესაძლებლობასაც აძლევდა პაციენტის განვითარების მდგომარეობა. მას ქონდა დიდი უნარი ეცალა პაციენტისთვის, განევითარებინა, გამოემჟღავნებინა მისი ახლანდელი აქტუალური პერსონოლოგიური მდგომარეობა. ნაცვლად იმისა თუ რა მოხდა 500 000 წლის წინ. ამანაც ჩემზე, როგორც ინტერვიუერზე  დიდი გავლენა იქონია.  ყურადღება გავამახვილე ადამიანის ამჟამინდელი პერსონოლოგიური ხასიათი შესწავლაზე.

ასევე, ძალიან საინტერესო იყო ის ფაქტი, პერსონოლოგიური აშლილობები მთლიანად ანადგურებდა პაციენტთა ცხოვრებას. ეს არ არის ცრუ/ყალბი პათოლოგია რომელიც ჯანმრთელ ადამიანებს ახასიათებთ, რომელსაც არაფერი დარჩენია გარდა იმისა რომ მიმართოს ფსიქოანალიტიკოსს. ამ ხალხს არ შეუძლიათ მუშაობა, პროფესიული რეალიზაცია, სასიყვარულო ურთიერთობები. ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიით და ფსიქოანალიზით შენ შეგიძლია შეცვალო მისი პერსონა, გააუმჯობესო ცხოვრების ხარისხი. მე ვფიქრობ ეს არის ფსიქოანალიზის ძალიან დიდი კონტრიბუცია. ჩვენ ამის შესახებ ემპირიული კვლევები გვჭირდება. ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებაში სისტემატური და ემპირიული კვლევების ნაკლებობას განვიცდით, ამის გამო ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი.

როგორ იცვლება ხალხი

ჩ. რ. ფიქრობთ რომ არსებობს რაიმე ერთი სპეციფიკური საკითხი, რომელიც სხვაზე მეტად მოქმედებს პერსონოლოგიური აშლილობის მქონე პაციენტების პიროვნების ცვლილებაში?

ო. კ. ადამიანთა ცვლილება მრავალი გზითაა შესაძლებელი, მეგობრებით, დახმარებით, იღბლით, ცხოვრების სასიამოვნო გამოცდილებებით. მე ვფიქრობ ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია და ფსიქოანალიზი არის საკუთესო მეთოდი,  მივაღწიოთ მწვავე პიროვნული აშლილობის მქონე პიროვნების ცვლილებას.  ტრანსფერის, პიროვნების გახლეჩვის, დისოცირების, პრიმიტიული ობიექტური ურთიერთობების ანალიზის საშუალებით ჩვენ ვახდენთ პაციენტის იდენტობის ნორმალიზებას, მისი სელფის და მნიშვნელოვანი სხვების კონცეპტის ინტეგრირებას. ამ კონტექსტში ვახდენთ წინსვლას პრიმიტიულიდან რთულ დაცვით მექანიზმებამდე, გაზრდილი იმპულსის კონტროლის შესაძლებლობის გაგებით ვაძლიერებთ ეგოს ფუნქციას,  ვახდენთ აფექტურ პასუხების მოდერაციას და სუბლიმაციური ქმედებების ფასილიტაციას.

ვფიქრობ რომ სავარაუდოდ ეს პიროვნების ფუნდამენტალურ ცვლილებაზე მიმართული საუკეთესო მიდგომაა.  არსებობს ინდიკატორები და კონტრინდიკატორები, ყველა პაციენტის განკურნება შეუძლებელია. ვფიქრობ, პროგრესი ადამიანის პერონოლოგიური აშლილობის ხარისხზეა დამოკიდებული, ასევე  ინტელექტზე, მეორად სარგებელზე, ანტისოციალური ტენდენციების და ობიექტთან ურთიერთობის ხარისხზე, რა დოზითაა განვითარებული სექსუალური ცხოვრების თავისუფლება. ინდივიდუალურ შემთხვევებზე არსებობს სხვადასხვაგვარი ინდიკატორი, კონტრ ინდიკატორი და პროგნოზის დამსმელი ფაქტორი  ჩვენ ამ ინდიკატორების დალაგების შუა პროცესში ვართ.

ფსიქოთერაპიული ფორმაცია ნელნელა უმნიშვნელო ხდება“

ჩ. რ. თქვენ ტრენინგის მნიშვნელოვნებას ხშირად უსვამთ ხაზს, რათა თერაპევტებმა იცოდნენ რას აკეთებენ და რასთან აქვთ შეხება პაციენტის სახით. შეგიძლიათ ამ საკითხზე ისაუბროთ?

ო. კ. დიახ, ძალიან კრიტიკულად ვუყურებ პაციენტთა ქაოტურ მკურნალობას ბუნდოვანი თეორიებით. ყველა ადამიანი, რომელის მკურნალობის მეთოდს იგონებს, ავითარებს თავის პირად მიზნებზე დამყარებულ მკურნალობის მეთოდს. ვფიქრობ ეს აზარალებს მთლიანად სფეროს, მკურნალობას, პაციენტებს. ეს არის ცუდი მეცნიერება. ერთ ერთი რამ რაც ფსიქოანალიზში მომწონს, განვითარების, სტრუქტურის და ფსიქოპათოლოგიის ინტეგრირებული მიდგომაა, რომელიც ინტერვენციის ტექნიკის თეორიის განვითარებას თავის თავად უწყობს ხელს.

ვფიქრობ, როდესაც ხალხი იყენებს სხვადასხვა თეორიული მოდელის ტექნიკებს, ისინი ქაოსურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე სადაც  ტრანსფერი და კონტრ ტრანსფერი მართავს ურთიერთობას  ერთი ან სხვა მიმართულებით. არ ვამბობ რომ ამით შენ პაციენტს ვერ დაეხმარები, მაგრამ ამით შენ ვერ შეძლებ განავითარო გარკვეული მიდგომა. ამ სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან ბევრი სავალალო შედეგი მინახავს. მე მაგალითად მირჩევნია კოგნიტურ ბიჰევიორალური თერაპევტი სხვადასხვა ეზოთერიკული სკოლის წარმომადგენელს, რომელიც კარგად ინტეგრირებული ზოგადი თეორიაა და   ადეკვატურად ერგება სფეროს. ჩვენს სფეროში ხშირად ვხვდებით ჯადოქრობას, მოდას აყოლილობას და ექიმბაშობას. დღესდღეობით, მოკლევადიან ფსიქოთერაპიზე ჩატარებული კვლევათა უმრავლესობა, სამწუხაროდ  კეთდება არათერაპევტების მიერ არაპაციენტებთან, საუნივერსიტეტო სივრცეში და ემსახურება მხოლოდ ფურცლების შევსებას. ნამდვილი მკურნალობა, რომელიც კლინიკურად ტარდება, მხოლოდ ლიმიტირებული გზებითაა გამოკვლეული… ვფიქრობ ზუსტად ეს არის ჩვენი მთავარი საქმე. მე მჯერა, მიუხედავად თერაპევტთა სხვადასხვა ბექ რაუნდისა, რომ ჩვენ გვჭირდება განვავითაროთ გაწერილი მკურნალობა ხანგრძლივვადიანი ფსიქოთერაპევტებისთვის. ჩვენ ისინი მეცნიერულად უნდა გამოვცადოთ.

რაც შეეხება ტრენინგს, ვფიქრობ ტრენინგმა ფოკუსირება უნდა მოახდინოს პერონოლოგიაზე, პერსონის ცვლილების ტექნიკაზე, და ამის შემდეგ კლინიკაში მის გამოყენებაზე.

ჩ. რ.  რას ფიქრობთ ფსიქოთერაპიაში მართული მკურნალობის (managed care) ის გავლენაზე?

ო. კ. ამ ქვეყანაში კორუფციული მართული მკურნალობის (managed care) გავლენის შედეგად, ფსიქოთერაპიული ტრენინგი ნელნელა კარგავს მნიშვნელოვნებას. ეს საშინელი სისტემაა რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული და „მართული მკურნალობის“ მასკასა ამოფარებული. რეალურად კი არის „მართული გადასახადი“. ამ სისტემის გავლენის შედეგად გრძელვადიანი ფსიქოთერაპია მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი, ვისაც საკუთარი ჯიბიდან შეუძლია გადახდა. ამით ჩვენ უგულებელყოფას ვუკეთებთ მკურნალობის საჭიროების მქონე დიდ პოპულაციას. მჯერა, რომ ეს სისტემა თავისი კორუფციული ხასიათის წყალობით ნელნელა ჩამოიშლება. ეს ხდება უკვე. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ფსიქოთერაპიაში ჩვენი მეცნიერული ცოდნა  მოგვცემს საშუალებას ფსიქიატრიულ და ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში ოპტიმალურ დონეს მივაღწიოთ. მანამდე კი, ჩემი აზრით, ჩვენ ვცხოვრობთ „დემოკრატიულ“ წყობაში სადაც ამ სფეროში ყველაფერი შესაძლებელია. ეს ქმნის საზოგადოებაში უნდობლობას  და პროფესიაში ცინიზმს, ხოლო პაციენტებისთვის არაჯანსაღია.

ჩ. რ. გიფიქრიათ თუ არა იმ გზებზე, რითიც შესაძლებელია ამ ტრენდის შემობრუნება?

ო. კ. ამის დაძლევაში ჩემს პირად პერსონალურ აშლილობის ინსტიტუტში ემპირიული კვლევების ჩატარებით  შეგვაქვს მოკრძალებული წვლილი. ჩვენ გვყავს სამი რანდომიზირებული, თითოეული 40 კაციანი, პაციენტთა ჯგუფი. ყველა მათგანს დასმული აქვს მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის დიაგნოზი. ერთი ჯგუფი მკურნალობას ჩვენს მიერ გამოცდილ და განვითარებულ  ტრანსფერზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიით გადის, რომელიც  არის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია. მეორე ჯგუფის მკურნალობის მიდგომაა DBT, დიალექტიკური ქცევითი თერაპია, რომელიც მარიშა ლინეანმა შექმნა სუიციდალური მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის პაციენტებისთვის და მესამე ჯგუფის მკურნალობის მეთოდია მხარდამჭერი ფსიქოთერაპია, რომელიც ასევე ფსიქოანალიტიკურ პრინციპებს ეფუძნება. ჩვენ ამ მეთოდებს ვადარებთ არა ცხენების შეჯიბრების პრინციპის მსგავსად, არამედ ვსწავლობთ თუ რა პროცესები და მექანიზმები არის დაკავშირებული ცვლილებებთან.

არ მჯერა რომ რომელიმე მკურნალობის მეთოდის არის „უკეთესი“ ვიდრე სხვა, უბრალოდ არსებობენ პაციენტები, რომელთა მოთხოვნებიც უკეთ პასუხობს რომელიმე მკურნალობის მეთოდს. ასევე მკრუნალობის მეთოდები შესაძლებელია იყოს თანაბრად კარგი, გააჩნია ცვლილებების მექანიზმის სხვადასხვა ბაზას. ძალიან კრიტიკულად ვუყურებ მოსაზრებას, თითქოს  არასპეციფიური ფსიქოთერაპიის ეფექტურობის შესახებ, იმიტომ რომ ამ მოსაზრების დამადასტურებელი ყველა კვლევა ჩატარებულია  მოკლევადიანი მკურნალობის მიმდევარი ფსიქთერაპევტების მიერ, ძალიან საეჭვო გარემოში. არავის შეუსწავლია ჯერ გრძელვადიანი ფსიქოთერაპიის შედარებითი  კვლევა, მისი სოლიდური, ძლიერი მხრიდან მხრიდან.

მედიისა და პოპკულტურის კრიტიკა

ჩ. რ. რომ დავუბრუნდეთ ჩვენი საუბრის წინა თემას, რა შეგიძლიათ თქვათ მედიაში ფსიქოთერაპევტის პორტრეტის შესახებ? როგორ ფიქრობთ როგორია ფსიქოლოგთა პორტრეტი ფილმებსა და ტელევიზიებში? თქვენ ხაზი გაგისვამთ, ამ სფეროში არსებული ეკლექტურობა როგორ ხელს უწყობს დიფუზიას და გაუგებრობას.

ო. კ. ფსიქოლოგები ფილმებში ძირითადად ძალიან გამარტივებული და კარიკატურული გზებით არიან წარმოჩენილნი. ამ ქვეყანაში ახლა ძალიან მოდურად ითვლება ინტერსუბიექტური მიდგომა, სადაც თერაპევტი „ყველაფრის მოხდენის საშუალებას იძლევა“ ხოლო ხალხი შთაბეჭდილების ქვეშაა თუ როგორი რეალურები არიან ფსიქოლოგები. ვფიქრობ ეს დომინანტური კულტურის გავლენაა, სადაც რაღაცეები ხდება სწრაფად, იმწამვე, ეს არის კულტურა რწმენის, სითბოს, რწმენა ადამიანის, რომელიც ყველას ეხმარება. ეს ყველაფერი კი რეალობისგან განსხვავებულია, როდესაც ჩვენ მწვავე რეგრესიული კონფლიქტებისაგან დატანჯულ პაციენტს ვმკურნალობთ, რომლის ძირითად საჭიროებას წარმოადგენს თერაპევტული ურთიერთობის დანგრევა, რომელიც შურით უყურებს თერაპევტის უნარს რომ განკურნოს ის – ასეთ შემთხვევებს ჩვენ ფილმებში ვერ ვნახულობთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვხედავთ ასეთ პაციენტს რომელიც წარმოდგენილია როგორც მონსტრი ხალხის შესაძინებლად.  არსებობს ფსიქოანალიზის ძლიერი კულტურული კრიტიკა, რომელიც არ არის ახალი, თუმცა ახლა ასეთ ფორმას იღებს: „ფსიქოანალიზი არის გრძელვადიანი, ძვირი, არ შეიძლება მისი ეფექტურობის დემონსტრაცია, და პაციენტების მკურნალობა შესაძლებელია მოკლევადიანი ფსიქოთერაპიით“. ხშირად ფსიქოთერაპიას წარმოაჩენენ როგორც შამანიზმს.

გარდა ამისა, ბიოლოგიური ფსიქიატრია, ფინანსური ზეწოლა ფსიქოთერაპიულ მკურნალობაზე, სუბიექტივიზმის კულტურული კრიტიკა და სწრაფი გამოსავლის ძიება – ეს ყველაფერი ხელს უწყობს ფსიქოდინამიკურ ფსიქიატრიის და ფსიქიატრთა ფსიქოდინამიკური ტრენინგის როლის შემცირებას. ეს გავს ძველმოდურ გახლეჩას ბიოლოგიური ორიენტაციის ფსიქიატრიასა (რომლებიც ძირითადად კონცენტრირებულები ფსიქოფარმაკოლოგიაზე იყვნენ) და ფსიქოლოგიას (რომლებიც უარყოფდნენ სხვა პროფესიონალებს და გამოყოფილი იყვნენ მედიცინისა და ფსიქიატრიიდან) შორის. სამწუხაროა. ეს ხელს უწყობს გონებისა და სხეულის გაყოფას, მაშინ როდესაც მათ ერთად სჭირდება ფუნქციონირება.

ჩ. რ. შეგიძლიათ ცოტა მეტი გვითხრათ ამ გონება/ სხეულის გაყოფაზე?

ო. კ. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ ეს  ფსიქოფარმაკოლოგიურ წამლებს ეხება, რომელიც ნეიროტრანსმიტერების ფუნქციონირების უკეთეს გაგებას ეფუძნება. მართალია როცა საქმე ეხება შიზოფრენიას, ძლიერ აფექტურ აშლილობებს, ზოგადად დეპრესიისა და შფოთვის სინდრომებს, თუმცა ეს არ ეხება პერსონოლოგიურ აშლილობებს, მრავალი სექსუალური ტიპის სირთულეს და აკრძალვას, რომლებიც მათ ახლავს. შფოთვისა და დეპრესიის დროს მედიკამენტურ მკურნალობას ძალიან შეზღუდული სიმპტომატური ეფექტი აქვს. ილუზია იმის შესახებ რომ ნელნელა ყველაფერი აბებით განიკურნება ილუზიაა რომელიც უკვე კარგა ხანია არსებობს და მე ვფიქრობ ამ კითვაზე პასუხის გაცემისთვის კარგი პრაქტიკული და თეორიული მიზეზები არსებობს.

კითხვა სიყვარულის შესახებ

ჩ. რ. მინდა ყურადღება გავამახვილო თქვენს სხვა ინტერესზე, რომელიც გამოხატეთ თქვენს ახალ წიგნში „სასიყვარულო ურთიერთობები: ნორმა და პათოლოგია“. მაინტერესებს როგორ დაწერეთ ეს წიგნი. ის თქვენი სხვა ნაწერებიდან და ინტერესებიდან  განსხვავებულია. რა იყო ამ წიგნის იმპულსი?

ო. კ. როგორც წიგნის შესავალში აღვნიშნე, მადანაშაულებენ, რომ სულ ზიზღისა და ძალადობის თემებზე ვარ კონცენტრურებული, ამიტომაც ჩავთვალე რომ სიყვარულზე წიგნის დაწერა იქნებოდა სახალისო.

ჩ. რ. ამ წიგნის კვლევა და წერა სახალისო იყო?

ო. კ.  სახალისო იყო, მაგრამ ამავე დროს რთულიც. როდესაც თემასთან ახლოს მივედი, უფრო გავაანალიზე მასზე მუშაობის სირთულე. მივხვდი, რომ მრავალი სფეროს გამოკვლევაზე, რომელზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი, უარი უნდა მეთქვა,. ამგვარად წიგნს მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს. აღმოვაჩინე რომ  პიროვნული აშლილობა წყვილში არ გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას თუ როგორ განვითარდება მათი სასიყვარულო ურთიერთობა. ორ იდეალური ჯანმრთელობის მქონე ადამიანს შეიძლება ქონდეს ჯოჯოხეთური  და ორ პრობლემური ფსიქოლოგიური კონდინციის მქონე ადამიანს შეიძლება ქონდეს იდეალური ტიპის ურთიერთობა. ამ კლინიკურმა დაკვირვებამ აღძრა ჩემში ინტერესი.  პრობლემაა რასაც მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანი აწყდება – ურთიეთობის ჩამოყალიბება, ქორწინება.

ასევე დავინტერესდი სექსუალური ურთიერთობების თემით, აღმოვაჩინე რომ არსებობს ორი ტიპის მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა – ამ ტერმინს თავისუფლად ვიყენებ მწვავე პიროვნული აშლილობების დროს. პირველი, რომელსაც გააჩნია მწვავე პირველადი სექსუალური ტიპის აკრძალვები, რომელსაც არ აქვს არავითარი გრძნობითი აქტივაცია და სიამოვნების მიღების უნარი, არავითარი სექსუალური ტიპის სურვილი, მასტურბაციის უნარის შეუძლებლობა. ამ ადამიანებს მკურნალობისგან სარგებლის მიღების ცუდი პროგნოზი აქვთ, რადგან ყველაფერი არის კონსოლიდირებული, რეპრესიული მექანიზმები სასტიკად კრძალავს მათ სექსუალობას. მეორე მხრივ ჩვენ ვხვდებით პიროვნული აშლილობის მქონე სხვა კატეგორიას, ველური, უწესო სექსუალურობით – პოლიმორფული პერვერსია, ინვერსია, პანსექსუალურობა, მაზოხიზმი, სადიზმი, ვუაერიზმი,ეგზიბიციონიზმი, ფეტიშიზმი, ჰომოსექსუალურობა, ჰეტეროსექსუალურობა, ყველაფერი… ამ ადამიანებს რომელთაც  ასეთი ქაოტური სექსუალური ცხოვრება აქვთ, ერთი შეხედვით ჩანს რომ უნდა ქონდეთ მკურნალობის ცუდი პროგნოზი, თუმცა რეალურად ყველაფერი საპირისპიროდაა. ეს პაციენტები ძალიან კარგად ფუნქციონირებენ მას შემდეგ, რაც მათი პერსონოლოგიური ფუნქციონირება უკეთესი ხდება. ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩემი ინტერესი, რატომ არის ასეთი ექსტრემალური მძიმე სექსუალური აკრძალვები, რა შეიძლება გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით? და ასევე მეორე უფრო ზოგადი კითხვა, თუ როგორ შეუძლიათ წყვილებს აუკრძალონ ან დაეხმარონ ეთმანეთს სექსუალურ თავისუფლების მიღწევაში.

როგორ ყალიბდება კარგი თერაპევტი და ანალიტიკოსი?

 ჩ. რ. გიფიქრიათ იმაზე თუ რა პერსონოლოგიური ხასიათის აქცენტები უნდა ქონდეს ანალიტიკოსს ან თერაპევტს რომელიც რომელიც მძიმე პიროვნული აშლილობის ადამიანებთან მუშაობს?

ო. კ. კარგი კითხვაა. როდესაც ჩვენს გამოცდილებას ვაკვირდები, მრავალი თერაპევტი გვყავს დატრენინგებული. 20 წელია რაც ტრენინგსა და სუპერვიზიას ვაწარმოებთ. ვფიქრობ ძალიან განსხვავებული პიროვნული მახასიათებლების ხალხი შეიძლება გახდეს კარგი თერაპევტები. არაფერი ისეთის ახალის თქმა არ შემიძლია რასაც ამ სფეროს სხვა ადამიანები არ იტყოდნენ. პირველ რიგში თერაპევტი უნდა იყოს ინტელიგენტი, ეს მნიშვნელოვანია. მეორე, ის უნდა იყოს ემოციურად ღია. ერთი მხრივ მას უნდა ქონდეს ჩამოყალიბებული პიროვნული მახასიათებლები და მეორე მხრივ უნდა იყოს გახსნილი პრიმიტიული გამოცდილებებისადმი. ეს ეხმარება თერაპევტს არ გახდეს ზედმეტად პარანოიდული, ინფანტილური და ობსესიურ კომპულსური. მე ვიყენებ სიტყვა „ზედმეტად“ რადგან ჩვენ ყველანაირი თერაოევტები გვყავს – პატიოსნები და მართლები საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, სწავლის სურვილით. ეს ყველაფერი მათ ეხმარებათ არ გახდნენ ზედმეტად ნარცისულები. თუ შენ ზედმეტად ნარცისული პიროვნება ხარ, შენ არ შეგიძლია, არ გაქვს მოთმინება რომ იმუშაო პრობლემების მქონე ადამიანებთან, შენი ემპათიის უნარი შეზღუდულია.

ჩ. რ. მაგრამ როგორც ჩანს ადამიანებს სჭირდება ამ პათოლოგიების ჯანმრთელი დოზა

ო. კ . დიახ, ზოგიერთები ამას ვიკვლევთ. ნამდვილად არ მაქვს ზუსტი პასუხი. მაგრამ არის ხალხი, რომელთაც ამის ტალანტი აქვთ, ისევე როგორც ხალხი რომელთაც აქვთ ტალანტი დაუკრან პიანინოზე. არ ვიცი ექსპერტები რას იტყოდნენ ამის შესახებ, რა პერსონალური ტიპი მონაწილეობს პიანინოს დაკვრის უნარში. არის ხალხი რომელთაც აქვთ ტალანტი. ზოგიერთ ადამიანს ეს ნებისმიერი ტრენინგის გარეშე შეუძლია. შემაშინებელია როცა ადამიანებმა იციან რაღაცეები უკვე სანამ მას ჩვენ ვასწავლით, ეს ჩვენი თვითშეფასებისთვის ცუდია. მყოლია თერაპევტები რომელთაც ქონიათ თანდაყოლილი ნიჭი, უნარი. ამჟამად ამ საკითხის განვრცობა ფართოდ არ შემიძლია, მაგრამ ჩვენ ის შეგვიძლია გამოვიკვლიოთ.

ადამიანებს, რომელთაც უნდა ჩვენთან ტრენინგი, ვეუბნებით „მოგვიტანეთ თქვენი აზრით ყველაზე საუკეთესო, ნებისმიერი სესიის  ვიდეო ჩანაწერი  რომელშიც პაციენტს მკურნალობთ“. ჩვენ განვავითარეთ ფსიქოტერპიული ინტერაქციის მეთოდი, რომელიც გვეუბნება თუ ვის აქვს ამის უნარი. ძალაინ სწრაფად შეგვიძლია შევაფასოთ თერაპევტის კომპეტენტურობ  წინასწარ შედგენილი მკურნალობის მეთოდით. კომპეტენცია ჩანს იმაში თუ რას ლაპარაკობს ტერაპევტი, როგორ ახლდენს რელევენტურ საკითხებზე ფოკუსირებას, აკეთებს მას სწრაფად და სიღრმისეულად. რელევანტურობა, სიცხადე, სისწრაფე და სიღრმე, ეს არის იმ საკითხთა კომბინაცია რომელიც გვკარნახობს რამდენად კარგია თერაპევტი. ეს ძალიან მარტივია, ეს მუშაობს.

ზოგიერთი გამოცდილი ფსიქოანალიტიკოსის პრაქტიკა ნამდვილი ჯოჯოხეთია, მაშინ როდესაც ტრენინგში ჩართული ზოგი ახალგაზრდა არის ძალიან კარგი. ისმება პრობლემური კითხვა: უნდა იყოს თუ არა ადამიანი ფსიქოანალიტიკოსი ამ ტიპის მკურნალობის ჩასატარებლად? მე ვიტყოდი რომ ნამდვილად სასურველია თუ ადამიანს ფსიქოანალიტიკური ტრენინგი აქვს გავლილი, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის. ზოგიერთ ადამიანს ისეთი უნარი აქვს მას ამის გაკეთება ფსიქოანალიტიკური ტრენინგის გარეშეც შეუძლია, მიუხედავად იმისა რომ პიროვნული ფსიქოთერაპიული გამოცდილება ნამდვილად ეხმარება ადამიანს. ზოგჯერ ფსიქოანალიზი ან ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია ნამდვილად დამხმარეა.

ჩ. რ. თქვენ  ფსიქოთერაპევტის უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ გიწერიათ, ამის შესახებ ნამდვილად არ მომისმენია ჩამოყალიბებული არტიკულირებული აზრი. საფრთხის შემჩნევის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი რაზეც თქვენ საუბრობთ – თქვენი საკუთარ თავში გაცნობიერება, რომ ქონდეს ადამიანს ინსაიტი უსაფრთხოების საკითხებში, რომ იცოდე რომ რაღაც პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება როგორც თერაპევტისთვის, ასევე ის უსაფრთხოება რომელსაც თქვენ, როგორც თერაპევტი სთავაზობთ პაციენტს.

ო. კ. ნამდვილად ასეა. ეს თერაპიისთვის ჩარჩოს შექმნის შესაძლებლობას იძლევა. რომელიც აუცილებელია. თერაპევტმა თერაპიულ სიტუაციაზე კონტროლი უნდა მოიპოვოს. არსებობს თერაპევტის რეალური ავტორიტეტი, რომელიც უნდა განსხვავდებოდეს ავტორიტარიზმისაგან, კერძოდ, ავტორიტეტით მანიპულაციისაგან. არსებობს ფსიქოთერპიულ ურთიერთობებში „დემოკრატიზაციისკენ“ მიმართული  ეგრეთწოდებული კულტურული მოძრაობა, რომელიც ჩემი აზრით უბრალოდ სისულელეა. პაციენტები ჩვენთან მოდიან გარკვეული ექსპერტული აზრის მოსასმენად, სხვაგვარად ისინი არ მოვიდოდნენ და არც უნდა მოსულიყვნენ. განსვავებაა ავტორიტეტსა და ავტორიტარიზმს შორის. თერპაპევტის ავტორიტეტი დამოკიდებულია იმაზე რამდენად შეუძლია მას თერაპიული ჩარჩოს შექმნა. ჩვენი პირადი უსაფრთხოება კი არის გადამწყვეტი ამ საკითხში. მძიმე პიროვნული აშლილობის ადამიანის მკურნალობა ძალიან რთულია… ამ ქვეყანაში ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სამართლებრივი უსაფრთხოება ძალიან სადაო საქმეა. ეს ყველაზე პარანოიდული კულტურაა რომელიც კი ვიცი განვითარებულ მსოფლიოში. ნუ ჯუნგლებში არ ვარ ნამყოფი…

ჩ. რ. ჩვენ ალბათ უნდა დავასრულოთ!

ო. კ. ალბათ, ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან პარანოიდულ კულტურაში.

ჩ. რ. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო.

ო. კ. არაფრის.

Copyright © 2000 Psychotherapy.net. All rights reserved. Published October 2000.

 

Leave a Reply