თარგმანები

საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ისტორია

წარმოგიდგენთ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ისტორიას, რომელიც განთავსებულია ამავე ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.  სტატიაში საინტერესოდაა აღწერილი ასოციაციის დაარსება, მისი განვითარება 1910 წლიდან 2010 წლამდე, როდესაც ასოციაციას ასი წელი შეუსრულდა.

სოსო დოლიძის თარგმანი

წყარო

 

ფროიდმა დიდი ნოსტალგიით არაერთხელ აღნიშნა, რომ მან ფსიქოანალიზი ათ წლიან „ბრწყინვალე იზოლაციაში“ ყოფნის დროს განავითარა. ეჭვგარეშეა რომ, ეს პერიოდი მისი და ბროიერის ურთიერთობის დასრულების შემდეგ, 1894 წლიდან დაიწყო.  ის თავის სამუშაოსთან მარტო დარჩა,  კოლეგის გარეშე, ვისთანაც შეძლებდა აზრების გაზიარებას. თუმცა მას შემდეგ რაც ფროიდისა და ფლისის წერილები გამოქვეყნდა, ჩვენ ვიცით რომ მათ ქონდათ აქტიური კორესპონდენცია. უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით რომ ზოგიერთი მისი კონცეპტი  ფლისის თეორიებს ეყრდნობოდა. ისინი მრავალჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ფროიდი ამ შეხვედრებს ხუმრობით „კონგრესს“ ეძახდა. ამ თვალსაზრისით ფროიდი თავის სამუშაოსთან ბოლომდე იზოლირებული არ ყოფილა, თუმცა ისიც ცნობილია რომ მას ვენაში თანამოაზრეები არ ყავდა, ფლისი კი ბერლინელი გახლდათ.

1902 წელს, სავარაუდოდ შკეტელის ინიციატივით, რომელიც ფროიდის პაციენტი გახლდათ, ფროიდმა მასთან ოთხი კაცი დაპატიჟა  (შკეტელი, ადლერი, კაჰანი და რაიტლერი) რათა განეხილათ ფროიდის შრომები. მათ დააარსეს, როგორც თვითონ უწოდებდნენ, ოთხშაბათის ფსიქოლოგიური საზოგადოება, სადაც ყოველ ოთხშაბათს ხვდებოდნენ ერთმანეთს. 1908 წლისთვის საზოგადოებაში უკვე 14 ადამიანი იყო გაწევრიანებული, მას სახელიც შეეცვალა და ვენის ფსიქოანალიტიკური საზოგადოება დაერქვა. ამ წელს შეუერთდა საზოგადოებას ფერენცი. წევრების გარდა საზოგადოებას ყავდა სტუმრების სტატუსის მქონე ადამიანები, რომლებიც მოგვიანებით ფსიქოანალიზის მნიშვნელოვანი ფიგურები გახდნენ. ესენი იყვნენ ეიტინგონი, იუნგი, აბრაჰამი და ჯონსი. თითოეული მათგანმა მოგვიანებით საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური საზოგადოების პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

1907 წელს ჯონსი ციურიხში იუნგს ეწვია. მიუხედავად ამისა ის იცნობდა ფროიდის ნაწერებს და 1906 წლიდან ლონდონში იყენებდა თავის პაციენტებთან ფსიქოანალიტიკურ ტექნიკას ჯონსს მანამდე ფროიდი არასოდეს ენახა,. ჯონსი იყო, ვინც იუნგს შესთავაზა საერთაშორისო შეხვედრის მოწყობა სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთმანეთს შეხვდებოდნენ კოლეგები და განიხილავდნენ ფსიქოანალიზში საერთო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, ჯონსი შეიძლება ჩაითვალოს იმ იდეის ავტორად, რომელსაც მოგვიანებით საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაცია ეწოდა. ფროიდმა იდეა მოიწონა და პირველი შეხვედრისთვის აირჩია ქალაქი ზალცბურგი. ჯონსს უნდოდა რომ შეხვედრას „საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური კონგრესი“ დარქმეოდა, თუმცა იუნგის გადაწყვეტილებით მას „ფროიდიანული ფსიქოლოგიის პირველი კონგრესი“ ეწოდა. მიუხედავად იმისა რომ  საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაცია ჯერ დაარსებული არ იყო, ეს ძალიან არაფორმალური შეხვედრა დღესდრეისობით აღიარებულია როგორც პირველი ფსიქოანალიტიკური კონგრესი,.

ამ შეხვედრაზე, 1908 წლის 27 აპრილს, განიხილეს საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის დაარსების იდეა. გარდა ამისა,  შეხვედრის მთავარი ღირსშესანიშნაობა  ფროიდის მიერ მისი შემთხვევის, თაგვი კაცის [rat man] განხილვა გახლდათ. მან ისეთი ინტერესი გამოიწვია რომ ფროიდი მას ოთხ საათზე მეტ ხანს განიხილავდა. შემდეგი კონგრესი ნიურბერგში შედგა 1910 წლის მარტის თვეში. ამ კონგრესზე დაფუძნა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაცია. მიუხედავად იმისა რომ ფროიდს ფერენცი ამ შეხვედრამდე მხოლოდ ერთხელ ყავდა ნანახი,  მათი ახლო ურთიერთობა თავიდანვე განვითარდა. ზალცბურგის შეხვედრის შემდეგ ფროიდმა უთხრა ფერენცის რომ  შეთავაზება გაეკეთებინა ანალიტიკოსებისთვის რომელიც მათ დაახლოებას შეუწყობდა ხელს.  ფერენცმა ეს ნიურბერგშივე გააკეთა. ფერენცის აზრით იუნგი უნდა ყოფილიყო საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის პირველი პრეზიდენტი ხოლო ასოციაციის ოფიციალური ცენტრი კი ციურიხში უნდა განთავსებულიყო.  ფროიდი გასაგები მიზეზთა გამო ორივე მოსაზრებას ეთანხმებოდა. პირველ რიგში ის იუნგზე ძალიან მაღალი წარმოდგენისა გახლდათ. უკვე დაახლოებით ერთი წელი იყო რაც ის იუნგს მის სულიერ მემკვიდრედ მიიჩნევდა, ფიქრობდა, რომ ფსიქოანალიზი საუკეთესო ხელში იქნებოდა იუნგის თაოსნობით. ფროიდს ასევე მტკიცედ სწამდა რომ ფსიქოანალიზი ვენის საჯარო მმართველებთან აღარ უნდა ყოფილიყო იდენტიფიცირებული, ასევე სურდა, რომ ფსიქოანალიზი არ ყოფილიყო აღქმული როგორც განსაკუთრებულად ებრაული მოძღვრება. ამგვარად იუნგი, რომელიც შვეიცარიელი არაებრაელი გახლდათ, იდეალურად ერგებოდა ლიდერის როლს. ის საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს, ასევე ცენტრალურ ოფისად ციურიხი განისაზღვრა, როგორც პრეზიდენტის საცხოვრებელი ადგილი.

შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ასოციაციის საქმეებს მენეჯმენტს იუნგი უწევდა, მის მდივან რიკლინთან ერთად. 1911 წელს ივნისში ადლერმა და მისმა რამდენიმე თანამოაზრემ დატოვა ვენის საზოგადოება. მან თავისი ორგანიზაცია შექმნა რომელსაც ინდივიდუალური ფსიქოლოგია უწოდა. ამან უბიძგა შეკეტელს რომ გაზეთ  the Zentralblatt ის მართვის სურვილი გამოეთქვა, რამაც ფროიდის უკმაყოფილება გამოიწვია. 1912 წელის ოქტომბერში შკეტელმაც დატოვა ვენის საზოგადოება.

მესამე კონგრესი 1911 წლის სექტემბერს ვაიმარში ჩატარდა. ცნობილია რომ ამ დროისთვის საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციას 106 წევრი ყავდა. კონგრესმა მიიღო ორივე ახლადდაარსებული ამერიკული საზოგადოებები  – ნიუ იორკის და ამერიკის ფსიქოანალიტიკური ასოციაციები. Zentralblatt საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის მთავარი ჟურნალი გახდა, თუმცა მისი ადგილი მალევე დაიკავა Internationale Zeitschrift für Psychoanalyse მა რომელიც 1913 წელს დაარსა ფროიდმა ფერენცის, ჯონსის და რანკის ედიტორობით. ეს ჟურნალი პუბლიკაციებს 1941 წლამდე გამოსცემდა. გარდა ამისა 1912 წლიდან გამოიცემოდა ჟურნალი „იმაგო“, რომელიც  გამოყენებით ფსიქოანალიზზე სპეციალიზირდებოდა. ვაიმარში იუნგი ისევ აირჩიეს პრეზიდენტად, იქვე დაანონსდა რომ შემდეგი კონგრესი 1913 წელს  მინხენში ჩატარდებოდა.

ამ პერიოდში ფროიდისა და იუნგის ურთიერთობა მკვეთრად გაუარსედა. ეს გამოწვეული იყო როგორც სამეცნიერო ისე, პერსონალური განსხვავებებით. 1913 წლის დასაწყისში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მათი ურთიერთობა შეწყდა. მიუხედავად ამისა იუნგი  კვლავ აგრძელებდა ასოციაციის პრეზიდენტობას,  მან უხელმძღვანელა 1913 წლის ასოციაციის კონგრესს. უთანხმოება კი უფრო და უფრო იზრდებოდა.კონგრესზე აბრაჰამის შეთავაზებით, ვინც არ ეთანხმებოდა იუნგის გაპრეზიდენტებას, შეეძლოთ ხმის მიცემისგან თავი შეეკავებინათ. 52 ადამიანიდან 22 მა თავი შეიკავა ხმის მიცემისაგან. მიუხედავად მისი გაპრეზიდენტებისა,  იუნგი ხვდებოდა რომ ასოციაციაში მისი პოზიცია არ იყო მყარი.  1914 წლის აპრილში ის გადადგა პრეზიდენტობიდან. ციურიხის საზოგადოება კი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციას ივლისში გამოეყო. ამგვარად გაწყდა ბოლო კავშირი იუნგსა და ფსიქოანალიზს შორის.

ფროიდის შეთავაზებით აბრაჰამი უნდა ყოფილიყო ასოციაციის დროებით პრეზიდენტი 1914 წლის სექტემბერში დაგეგმილ მომდევნო კონგრესამდე, მაგრამ აგვისტოში მომხდარმა ომმა ყველაფერი შეცვალა  და 1918 წლის ბუდაპეშტის კონგრესამდე არ შემდგარა შეხვედრა. კონგრესზე დამსწრეთა უდიდესი უმრავლესობა იყო ავსტრიიდან და უნგრეთიდან, მხოლოდ სამი კაცი იყო გერმანიიდან, ორი ჰოლანდიიდან და ერთიც პოლონეთიდან, ამგვარად ამ შეხვედრას საერთაშორისო რთულად თუ ეწოდებოდა. ფერენცი აირჩიეს პრეზიდენტად, მაგრამ უნგრეთისა და ავსტრიის ქაოტური ურთერითობების ფონზე ფერენცი მიხვდა, რომ ვერ შეძლებდა მისი მოვალეობების შესრულებას და ჯონსს სთხოვა დროებით ეხელმძღვანელა ასოციაციისთვის, რომელიც დათანხმდა წინადადებას.

პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის აქტივობების დროებით შეჩერება. ასოციაციის მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში ფსიქოანალიტიკოსთა დაახლოება, დაკავშირება იყო. საერთაშორისო კონგრესებზე წახალისებული იყო მეცნიერული აზრთა გაცვლა. პუბლიკაციების გამოცემა და სამეცნიერო ჟურნალების შექმნა. საბოლოოდ ასოციაციის ფარგლებში შეიქმნა ორი ჟურნალი:  „იმაგო“ და „საერთაშორისო ცაიტშრიფტი“.

1912 წელს, როდესაც ადლერი და შკეტელი სხვა ბანაკში გადავიდნენ და იუნგსაც ეტყობოდა რომ იგივე გზას ადგა, ჯონსმა საიდუმლო კომიტეტის შეხვედრას გაუკეთა ორგანიზება, რომელსაც ესწრებიდა მხოლოდ ფროიდის და ძირითადი ფსიქოანალიტიკური კონცეპტების ერთგული ხალხი. მასში ჯონსის მეთაურობით შედიოდნენ ფერენცი, რანკი, საჩსი და აბრაჰამი. ჯონსის ინიციატივით 1919 წელს კომიტეტს ეიტინონი დაემატა. კომიტეტის თითოეული წევრი შეთანხმდა რომ არ განდგომოდნენ საჯაროდ რომელიმე ფსიქოანალიტიკურ თეორიას სანამ მას კომიტეტის შიგნით ერთმანეთში არ განიხილავდნენ. ამგვარად ეს უნდა ყოფილიყო გარანტირებული უსაფრთხოება ფაქტორი ნიურბერგის კონგრესზე. კომიტეტის წევრები იყვნენ მხოლოდ „ძველი მცველები“. ის მიზნად ისახავდა ასოციაციის რეალურ მართვას კომიტეტის მიერ და არა ფორმალური პრეზიდენტის მიერ. 1912 წლიდან კომიტეტის საქმიანობა პირველ რიგში იუნგს ეხებოდა, რომლის მიერ ასოციაციის დატოვებაც უკვე მოსალოდნელი იყო. ამ დროს უკვე დიდი უთანხმოება არსებობდა საიდუმლო კომიტეტსა და საერთაშორის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ლიდერშიპს შორის, რომელსაც ჯერ კიდევ იუნგი მეთაურობდა. ჯონსის თქმით კომიტეტი ბრწყინვალედ ფუნქციონირებდა ათი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლო კომიტეტის საქმიანობამ ჩაუყარა საფუძველი ასოციაციაში ერთიანობის ტრადიციას, ასევე სავარაუდოა რომ მან ჩამოაყალიბა ოლიგარქიული (ან მერიტოკრეტიული?) მმართველობა თავად საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებაში.

1918 წლიდან ოტო რანკსა და კომიტეტის სხვა წევრებს შორის სერიოზულად დაიძაბა ურთიერთობა. მან კომიტეტი დატოვა და 1925 წელს მისი ადგილი ანა ფროიდმა დაიკავა.

1927 წელს კომიტეტმა საბოლოოდ შეწყვიტა ფუნქციონირება.

ომის შემდეგ, 1920 წელს, კონგრესი ჰაგში ჩატარდა, ის ბუდაპეშტის 1918 წლის კონგრესისგან განსხვავებით უფრო ინტერნაციონალური გახლდათ. მან კიდევ ერთხელ გააერთიანა ომის შედეგად გაყოფილი კოლეგები რომელშიც 62 მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. ბრიტანეთისა და შვეიცარიის საზოგადოებები ფორმალურად იქნა აღიარებული ხოლო ჯონსი ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

ფროიდმა 1919 წლის იანვარში ფსიქოანალიტიკური გამომცემლობის დამოუკიდებლობის მიზნით დააფუძნა დამოუკიდებელი გამომცემლობა The Internationaler Psychoanalytischer Verlag. ვინმა ბუდაპეშტიდან დიდი თანხა დაპირდა ფორიდს გამომცემლობის განსავითარებლად,  სამწუხაროდ ის 1920 წელს გარდაიცვალა, რის შედეგადაც გადაულახავი ბარიერების შედეგად ფულის ჩარიცხვა ვერ მოხერხდა. რანკი ძალიან ბევრს მუშაობდა Verlag ისთვის, ასევე ჯონსიც ბევრს შრომობდა რომ ინგლისში გამოეცა პუბლიკაციები. ჯონსმა 1920 წელს დააარსა „საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ჟურნალი“, იმავე წელს გამოვიდა მისი პირველი გამოცემა.

1922 წელს ბერლინში მეშვიდე კონგრესი ჩატარდა, სადაც შეთანხმდნენ რომ კონგრესს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩაატარებდნენ. ჯონსი მეორედ აირჩიეს პრეზიდენტად, მდივანი კი აბრაჰამი გახდა. ეს იყო პირველი პრეცენდენტი როდესაც მდივანი და პრეზიდენტი არ მიეკუთვნებოდნენ ერთსა და იმავე ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებას.

შემდეგი კონგრესი 1924 წელს ზალცბურგში ჩატარდა. იმ დროისთვის საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციას 263 წევრი ყავდა, მაშინ როდესაც ასოციაციის პირველი კონგრესის დროს წევრთა რაოდენობას 22 ადამიანი შეადგენდა. შემდეგი კონგრესი რომელსაც უკვე აბრაჰამი უძღვებოდა ბად ჰომბურგში, განსაკუთრებული მნიშვნელოვნების მატარებელი გახლდათ,. ეს იყო მოსამზადებელი კონფერენცია რათა შექმნილიყო საერთაშორისო სატრენინგო ორგანიზაცია ანალიტიკოსთა მომზადების საერთო სტანდარტის მისაღებად.  კონგრესზე მოწვეულები იყვნენ საზოგადოებების დელეგატები. კონფერენციას ფერენცი უძღვებოდა. ეიტიგნონმა მნიშვნელოვანი პრინციპები წარადგინა. ტრენინგი უნდა ყოფილიყო არა ინდივიდთა კერძო ინიციატივა, არამედ ამის სანაცვლოდ სხვადასხვა ქვეყნებს უნდა შეექმნათ ტრენინგის ინსტიტუტები და დაეწესებინათ რეგულაციები. ეს ინსტიტუტები კი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის მართველობის ქვეშ უნდა გაერთიანებულიყო. ტრენინგი უნდა ყოფილიყო „ინსტრუქციული ანალიზის“ შემცველი, ასევე სუპერვიზიის ქვეშ ანალიზანტ ანალიტიკოსს პაციენტები უნდა მიეღო. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც  ფსიქოანალიტიკური პრაქტიკა სურდა, აუცილებლად უნდა გაევლო ეს ტრენინგი რათა  საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი გამხდარიყო. კონფერენციაზე შეთანხმდნენ, რომ საზოგადოების ერთ ფრთას უნდა აერჩია ტრენინგის კომიტეტი არაუმეტეს შვიდი წევრის შემადგენლობით. ამ კომიტეტს უნდა მოეხდინა საერთაშორისო ტრენინგის ბორდის ფორმაცია (მოგვიანებით დაერქვა კონგრესი – ITC). ეს ბორდი უნდა ყოფილიყო საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ძირითადი ორგანო ფსიქოანალიტიკური ტრენინგის კუთხით. ეიტიგნონი ტრენინგის ბორდის პირველ პრეზიდენტად დაინიშნა.

ჯონსი აღნიშნავს, რომ კონგრესზე ნათელი გახდა ამერიკელ და ევროპელ ანალიტიკოსთა შორის სერიოზული უთანხმოება რომელიც lay analysis უკავშირდებოდა.  [lay analysis ნიშნავს ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის განხორციელებას, რომელსაც ატარებს არა სამედიცინო სფეროს, განათლების მქონე წარმომადგენელი მთარგმნ. შენიშვნა]. ფროიდიც და ფერენციც ეთანხმებოდნენ აზრს, რომ ტრენინგის მსურველი მომავალი ანალიტიკოსისთვის აუცილებელი არ ყოფილიყო სამედიცინო განათლება. ამერიკელები კი ასოციაციისთვის ითხოვდნენ რომ აპლიკანტისთვის სამედიცინო ხარისხი სავალდებულო ყოფილიყო. ისინი ამ პოზიციას ამყარებდნენ იმ ფაქტით, რომ ამერიკაში ექიმბაშობა ძალიან იყო გავრცელებული. ჯონსმა და ეიტიგნონმა საშუალო პოზიცია დაიჭირეს – მათი აზრით სამედიცინო ფორმაცია წახალისებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა სავალდებულო. საბოლოოდ კონგრესმა  მიიღო გადაწყვეტილება რომ საერთაშორისო ტრენინგ კონგრესს (ITC) უნდა შეემუშავებინა ტრენინგის სქემა, ხოლო ამ სქემის შემუშავებამდე არ მიღებულიყო გადაწყვეტილებები ამ კუთხით. ტრენინგის სქემისთვის შექმნილ კომიტეტში, რომლის ხელმძღვანელადაც ეიტიგნონი დანიშნეს, მხოლოდ ბერლინელი ფსიქოანალიტიკოსები შედიოდნენ მათმა დასკვნებმა კი სხვა ფრთა საზოგადოებების მოწონება ვერ დაიმსახურა.  ახალი, ნამდვილად საერთაშორისო კომიტეტი შემდეგ კონგრესზე ჯონსის ხელმძღვანელობით დაინიშნა. კომიტეტის რეპორტი ერთხმად მიიღეს  1932 წლის ვისბადენის კონგრესზე. კომიტეტის რეკომენდაციით კანდიდატების შერჩევა ტრენინგისთვის, მათ შორის lay analysis კანდიდატების, უნდა ყოფილიყო კონკრეტული ინდივიდუალური საზოგადოების პირდაპირი დისკრეცია.

აბრაჰამი ბად ჰომბურგში (1925) მეორედ აირჩიეს საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის პრეზიდენტად, თუმცა ის კონგრესიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ეიტიგნონმა გადაიბარა მისი უფლება-მოვალეობები, მდივანი კი ანა ფროიდი გახდა.

ეიტიგნონი უკვე ფორმალურად გახდა ასოციაციის პრეზიდენტი ინსბრუკში (1927).  კომიტეტმა [დამფუძნებლების მიერ შექმნილი საიდუმლო კომიტეტი] კი, როგორც საიდუმლო ორგანიზაციამ შეწყვიტა არსებობა. მისი ადგილი ასოციაციის ოფიცრებმა დაიკავეს. კერძოდ პრეზიდენტმა, ორმა ვიცე პრეზიდენტმა, მდივანმა და ხაზინადარმა. კომიტეტს ასოციაციაში ცენტრალური აღმასრულებელის ფუნქცია დაევალა. 1929 წელს კონგრესი პირველად ჩატარდა კონტინენტური ევროპის მიღმა, ოქსფორდში. ეიტიგნონმა ხაზი გაუსვა ასოციაციის ნელი ნაბიჯებით განვითარების ფაქტს. მისი აზრით ეს გამოწვეული იყო იმით, რომ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრობისთვის აუცილებელი მოთხოვნა დასრულებული ანალიზი გახლდა. ის სამი წლის შემდეგ ისევ აირჩიეს პრეზიდენტად. ეს გადადება [ორი წლის ნაცვლად კონგრესი სამი წლის შემდეგ ჩატარდა] გამოწვეული იყო 1932 წლიდან 1933 წლამდე გერმანიის მძიმე ეკონომიკური პრობლემებით. ეიტიგნონმა აღნიშნა რომ იმდროისთვის შვიდი ტრენინგის ინსტიტუცია არსებობდა. ხოლო უფრო ახალი ინსტიტუციები ხელმძღვანელობდნენ ბერლინის ვენასისა და ლონდონის ტრენინგის მეთოდებით.

ახალმა ქვე ტრენინგ კომიტეტმა მიიღო რეკომენდაციები რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ტრენინგზე პასუხისმგებლობები უნდა იყვნენ ტრენინგთა კომიტეტები. Lay analysis ის კანდიდატების შერჩევის შესახებ წესები უნდა მიეღო თითოეულ ა კომისიას ინდივიდუალურად, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა ყოფილიყო გამონაკლისების დაშვების საშუალებებიც.  არავის არ უნდა ქონოდა კვალიფიციურ ფსიქოანალიტიკოსობაზე პრეტენზია, მანამ სანამ არ დაასრულებდა ტრენინგის კომიტეტის კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელ ანალიტიკურ ტრენინგს. Lay analysis კანდიდატებს უნდა დაედოთ პირობა რომ არასოდეს ჩაერთვებოდნენ საკონსულტაციო მუშაობაში, კონსულტანტის მიერ პაციენტის რეფერირება კი ისევ ლეგალური რჩებოდა. ტრენინგი უნდა გაგრძელებულიყო მინიმუმ სამ წელს, ის შეიცავდა ორ წლიან თეორიულ სწავლას და ანალიტიკურ ტრენინგს უკვე შემდგარი ანალიტიკოსისაგან. ასევე ორ „კონტროლირებად“ (სუპერვიზია) ანალიზს თითოეულს მინიმუმ ერთი წლით. მოსაზღვრე სფეროებში არაანალიტიკური კვლევები ასევე წახალისებული იყო. Lay analysis ანალიტიკოსებს სჭირდებოდათ სწავლა და პრაქტიკა ფსიქიატრიასა და ფსიქოლოგიაში. სამედიცინო განათლება და ნევროლოგიის და ფსიქიატრიის ცოდნა.  იმ შემთხვევაში თუ კანდიდატები უცხო ქვეყნებიდან იქნებოდა ეს მათი ქვეყნის ტრენინგის კომიტეტისგან უნდა ყოფილიყო დამოწმებული. ამგვარად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანალიტიკოსად გახდომის დღეს მოქმედი უმეტესი რეგულაცია ორმოცდაათ წელიწადზე დიდი ხნის წინ იყო მიღებული.

აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიმჩნეოდა დიდი ფსიქოანალიტიკური პროგრესი, რამდენიმე წამყვან ევროპელ ანალიტიკოსს სთხოვეს ჩასულიყვნენ ამერიკაში იქ ჩაეტარებინათ ტრენინგები. კონგრესმა ამერიკის საზოგადოებების ფედერაციაში ამერიკის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის რეორგანიზაცია მოახდინა, ამის შედეგად ამერიკის ფსიქოანალიტიკური ასოციაცია ხდებოდა აღმასრულებელი ორგანო რომელიც, გაუკეთებდა სუპერვიზიის და მუშაობის ორგანიზებას სხვა ფრთა ორგანიზაციებში. მხოლოდ „ამერიკის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის“ რეკომენდაციით შეძლებდა ამერიკის ფრთა საზოგადოებები „საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციაში“ გაწევრიანებას. თავად ამერიკის ფსიქოანალიტიკურმა ასოციაციამ უარი თქვა ყოფილიყო საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ფრთა საზოგადოება, თუმცა მისი დირექტორი ინარჩუნებდა ადგილს  საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ საზოგადოების ცენტრალურ აღმასრულებელ ორგანოში, ეს თანამდებობა საერთაშორისო ასოციაციის მესამე ვიცე პრეზიდენტობას ნიშნავდა.

ჯონსი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს (ამ პოსტს ის ხუთ წელზე მეტ ხანს უხელმძღვანელებს) ეიტიგნონმა კი საერთაშორისო ტრენინგ კომიტეტის პრეზიდენტობა გააგრძელა. 1934 წელს კონგრესი ლუცერნეში ჩატარდა. ის ახლადგარდაცვლილ ფერენცის ხსოვნას მიეძღვნა, ადამიანის რომელმაც დააფუძნა ფსიქოანალიტიკური ასოციაცია. კონკრესმა ხაზი გაუსვა ფაქტს რომ ამერიკის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის რეორგანიზაციას დასრულება სჭირდებოდა და იმედი გამოთქვა რომ მისი წესდების დაწერა დაჩქარდებოდა და მალევე გადაეგზავნებოდა ცენტრალურ აღმასრულებელ ორგანოს. ეს მალევე გაკეთდა, ამერიკის წესდებები რატიფიცირებული იქნა შემდეგ კონგრესზე რომელიც 1936 წელს მერილენდში ჩატარდა. გადაწყდა რომ ამერიკის ფსიქოანალიტიკურ ასოციაციას შეეძლო ვეტო დაედო ნებისმიერ რეზოლუციისთვის, რომელსაც კონგრესი მიიღებდა, განსაკუთრებით იმათ რომელიც ამერიკას ეხებოდა,. ამგვარად ამერიკას განსაკუთრებული პოზიცია და დიდი ავტონომია ერგო.

ომამდე ბოლო კონგრესი 1938 წელს პარიზში ჩატარდა. ჯონსმა ვენის საზოგადოების დაშლა გამოაცხადა, რაც გამოწვეული იყო ავსტრიის ნაცისტური ოკუპაციით. მხოლოდ რამდენიმე წევრიღა რჩებოდა ვენაში. მან ასევე საზოგადოებას მოახსენა ამერიკის ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებასთან ბოლო პერიოდის კომუნიკაციის დეტალები. ამერიკელებს, სხვა შემოთავაზებებთან ერთად ქონდა ედეა, რომ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციას შეეწყვიტა ადმინისტრაციული და აღმასრულებელი ფუნქციები და მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობით დაკავებულიყო. ჯონსმა შეთავაზების შეთანხმდნენ რომ კომიტეტს  აღმასრულებელი ფუნქცია  ამერიკის ფსიქოანალიტიკური ასოციაციისთვის შეეთავაზებინა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, როგორც ჩანს ევროპული კომიტეტი ხვდებოდა ხოლმე ერთმანეთს, თუმცა მათ არცერთ შეხვედრას არ დასწრებია ამერიკელი ანალიტიკოსები.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე ცოტა ხნით ადრე მარსფილდ გარდენში (ლონდონი)რამმდენიმე წამყვანი ამერიკელი ანალიტიკოსისა და ბრიტანული საზოგადოების წევრებს შორის შედგა  შეხვედრა. ჯონსს, რომელიც საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციაციას 1932 წლიდან მართავდა (თავდაპირველად გლოვერთან და შემდეგ ანა ფროიდთან ერთად) ემერიკელებმა პერსონალურად დაესხნენ თავს. მან საბოლოოდ წარმატებით დაარწმუნა ისინი რომ ის მეფე ჯორჯ მესამის რეინკარნაცია არ იყო. მოგვიანებით, როდესაც ომი დამთავრდა, ჯონსის გადმოცემით, სავოი ჰოტელში შემდგომი კონგრესის  უფრო ოფიციალური შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრაზე, 1948 წელს, ესწრებოდნენ 7 ამერიკის და ექვსი ინგლისის წარმომადგენელი სადაც შეთანხმდნენ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წესდებაში შეიტანდნენ ცვლილებებს. უკვე აღარ იყო საერთაშორისო ტრენინგ კომიტეტის ხსენება, რომელმაც დაასრულებული ქონდა თავისი არსებობა. მიუხედავად იმისა რომ ეს არ იყო წესდებაში ასახული, შეთანხმდნენ რომ ასოციაციის პრეზიდენტობა გადანაწილდებოდა ამერიკასა და ევროპას შორის,. იქედან გამომდინარე რომ ჯონსი 15 წლიანი მმართველობის შემდეგ გადადგა, პრეზიდენტად ამერიკელი პრეზიდენტი, ლეო ბარტემეიერი აირჩიეს, ჯონსი კი ასოციაციის მუდმივი საპატიო პრეზიდენტი გახდა. ეს ომის შემდგომ გამართულ პირველ კონგრესზე 1949 წელს ციურიხში მოხდა. ეს ასევე პირველი კონგრესი გახლდათ ფროიდის სიკვდილის შემდეგ რომელიც 1939 წელს გარდაიცვალა.

1956 წელს აღინიშნა ფროიდის ასი წლის იუბილე, ჯონსმა ამ მოვლენას ლექციების სერია მიუძღვნა. პარიზის კონგრესზე ახალი რეგიონალური ასოციაცია შეიქმნა რომელსაც ამერიკის ფსიქოანალიტიკური ასოციაცია უხელმძღვანელებდა. რეგიონალურ ასოციაცის ქონდა ყველა სახის ტრენინგის ჩატარების ლოკალური ავტონომია. ლოკალური ამერიკული საზოგადოებები უნდა ყოფილიყვნენ ამერიკის ფსიქოანალიტიკურ ასოციაციასთან აფილირებულები, მაგრამ მხოლოდ ამერიკის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრებს შეეძლოთ ყოფილიყვნენ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრები. ამ გზით გადაწყდა მრავალწლიანი პრობლემა ამერიკასა და ევროპას შორის.

1959 წლის კოპენჰაგენის კონგრესი პირველი იყო 1910 წელის შემდეგ, როცა მას ჯონსი არ ესწრებოდა, ერნერსტ ჯონსი 1958 წელს გარდაიცვალა.

1951 წელს, კურტ ეისერის მდივნობით, ზიგმუნდ ფროიდის არქივი ნიუ იორკში გადაიტანეს. ამის მიზანს წარმოადგენდა ყველა იმ მასალის შეგროვება რომელიც ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრებას და სამეცნიერო ინტერესებს ეხებოდა.  მრავალი წლის განმავლობაში ეისერი და მისი მოადგილე აგროვებდა არქივისთვის მასალას, რომელშიც შედიოდა ძალიან მნიშვნელოვანი წერილები და სხვა მატერია.

კოპენჰაგენის 1967 წლის კონგრესზე შეთანხმდნენ რომ გამოეცათ ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოლოგიური თხზულებების სტანდარტული გამოცემა (Standard Edition of Freud’s Psychological Works).

1971 წლის კონგრესი ვენაში ჩატარდა. ეს პირველი შემთხვევა იყო როცა კონგრესი  ფსიქოანალიზის დაბადების ადგილზე ტარდებოდა. ეს ასევე პირველი შემთხვევა გახლდათ ანა ფროიდისთვის რომელმაც  1938 წლის შემდეგ  პირველად მოინახულა ვენა. პრეზიდენტი ლეო რანლი [ავსტრიის პრეზიდენტი] პირადად შეხვდა ანა ფროიდს.

1973 წელს პარიზში ჩატარებულ კონგრესს დიდი დებატები მოყვა.  რიტვომ ბავშვთა ტრენინგის ანალიზის ტემა წამოსწია. განიხილებოდა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციაში რა სტატუსი მისცემოდათ ბავშვთა ანალიზში დატრენინგებულ ანალიტიკოსებს, რომელთაც არ ქონდათ გავლილი მოზრდილთა ანალიზი. საბოლოოდ კონგრესმა უარყო რიტვოს მოხსენება, რომელიც გულისხმობდა არსებული სტატუს კვოს შენარჩუნებას, რომლის მიხედვითაც მხოლოდ მოზრდილთა ანალიზში ტრენინგგავლილ ანალიტიკოსებს შეეძლოთ ასოციაციის წევრობა. ანა ფროიდი საპატიო პრეზიდენტი გახდა, რომელმაც 1970 წელს გარდაცვლილი ჰაინც ჰარტმანი ჩაანაცვლა. ქალბატონი ფროიდი  საპატიო პრეზიდენტის პოსტს 1973 წლიდან მის გარდაცვალებამდე იკავებდა (1982).

1979 წელს საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაცია ნიუ იორკს ეწვია სადაც  პირველი ტრანსატლანტიკური კონგრესი ჩატარდა. იქ აღინიშნა რომ ასოციაციას 5000 წევრი ყავდა და მისი რაოდენობა კიდევ იზრდებოდა. იერუსალიმში შეიქმნა ფსიქოანალიტიკური სწავლებისა და კვლევების ზიგმუნდ ფროიდის ცენტრი ადგილობრივი ჰებრეუს უნივერსიტეტის თაოსნობით. ასევე აღინიშნა ზიგმუნდ ფროიდის საზოგადოების დამსახურების შესახებ (Sigmund Freud Gesellschaft), რომელიც მე 19 ბერგასსეზე [Berggasse] განთავსდა. საზოგადოება მისი დაარდების წლიდან (1968) ძალიან აქტიურად იყო ჩართული ბიბლიოთეკისა და არქივის საქმიანობაში, ბეჭდავდა ილუსტრაციებს და მართავდა ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმს, რომელიც ოფიციალურად 1971 წლის ვენის კონგრესზე გაიხსნა.

1980 წლიდან საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციას ლათინურ ამერიკაში მესამე ადმინისტრაციული რეგიონი დაემატა.  ლათინურ ამერიკაში პირველი კონგრესი 1991 წელს ბუენოს აირესში ჩატარდა. ჰორაციო ეჩეგოიენი კი იყო პირველი ლათინური ამერიკის წარმომადგენელი პრეზიდენტი 1993-1997 წლებში.

ალბათ ყველა თანხმდება რომ კონგრესების ჩატარება საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ერთერთი მთავარი საქმიანობაა. სხვადასხვა პრეზიდენტებმა ამ საქმეში გადამწყვეტი როლი შეასრულეს. მაგრამ უდიდესი წვლილი ასოციაციის საქმიანობაში შესრულებული აქვთ სხვა ადამიანებს, განსაკუთრებით მდივნებს, ხაზინადარებს და ცენტრალურ ოფისს ბოლო სამი დეკადის განმავლობაში. ასოციაცია არა მარტო სტაბილურად გაიზარდა და განვითარდა რომელიც 2009 წლისთვის 12000 წევრს აღწევდა არამედ, ის უფრო აქტიური გახდა კონგრესიდან კონგრესამდე პერიოდშიც, განსაკუთრებით ახალი და განვითარებადი ჯგუფებისათვის დახმარებისა და რჩევების მიცემაში. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციასა და ევროპულ ფსიქოანალიტიკურ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გაიზარდა. მათ მიზანს პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ახალი საზოგადოებების და სასწავლო ჯგუფების შექმნა წარმოადგენდა. ასევე მიზნად დაისახეს აღმოსავლეთ ევროპის ფსიქოანალიტიკური ინსტიტუტის შექმნა. 1997 წელს შეიქმნა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტი, ხოლო 1998 წელს საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციას მიენიჭა საკონსულტაციო სტატუსი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში.

ასოციაციამ, რომელიც 1910 წელს შეიქმნა, მიაღწია მის სრულ მომწიფებას და დღეს ის იმაზე უფრო ინტერნაციონალური და საერთაშორისოა ვიდრე ოდესმე. 2010 წელს პირველი ფსიქოანალიტიკური კონფერენცია  ჩინეთში ჩატარდა სადაც აზიის კონტექსტში იქნა განიხილული ფსიქოანალიტიკური განვითარება და ევოლუცია. 2010 წელი მნიშვნელოვანი წელი იყო საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციისთვის, მან მისი დაფუძნების 100 წლის იუბილე აღნიშნა. მრავალი ღონისძიება ჩატარდა გლობალური მასშტაბით  სადაც  ასოციაციის ასი წლის იუბილე იზეიმეს და განიხილეს გამოწვევები მომავალი ასი წლისთვის.

ადაპტირებულია 1982 წლის უილიამ ჰ. ჯილეპის სტატიიდან.

 

Main Sources:

  • Ernest Jones: Sigmund Freud, Life And Work
  • Ernest Jones: Free AssociationsZeitschrift für Psychoanalyse
  • International Journal of Psycho-Analysis

 

Leave a Reply