Browse Month by May 2017
.

ალენ ვანიე – შესავალი ფსიქოანალიზში

საიტზე რეგულარულად განთავსდება ის ქართული გამოცემები და თარგმანები რომელიც ეხება ფსიქოანალიტიკურ თეორიას და პრაქტიკას. ამჯერად გთავაზობთ ალენ ვანიეს წიგნს “შესავალი ფსიქოანალიზში” რომელიც თარგმნა გიგა მამინაშვილმა. გამომცემლობა “დიოგენე”.

წიგნი ფასდაკლებით იყიდება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (რომელიც დღეს მთავრდება), ასევე შესაძლებელია მისი ყიდვა წიგნის მაღაზიებში

ქვემოთ მოცემულია წიგნის ანოტაცია:

ფსიქოანალიზის, როგორც ფილოსოფიის, მედიცინისა და რელიგიის გზაჯვარედინზე აღმოცენებული დისციპლინის, როლი XX საუკუნის აზროვნებისათვის განმსაზღვრელია.

ალენ ვანიეს წიგნი შესავალი ფსიქოანალიზში ამ დისციპლინის ფუნდამენტური კონცეპტებისა და ფსიქოანალიზის ისტორიის გარდამტეხი მომენტების ფრანგული ფსიქოანალიტიკური სკოლისათვის დამახასიათებელი თეორიული და კლინიკური სიზუსტით განხილვის ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული მცდელობაა.

წიგნი განკუთვნილია როგორც ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსებისა და მომიჯნავე პროფესიების წარმომადგენლებისთვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისთვის, რადგან კვლევის ფსიქოანალიტიკური მეთოდი და მისი კონცეპტუალური სისტემა არა მხოლოდ პიროვნების ფსიქიკური ცხოვრების, არამედ სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ფენომენების გაგების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს.