თარგმანები

ნენსი მაკუილიამსი: ფსიქოპატიური (ანტისოციალური) პიროვნება – ნაწილი I

წარმოგიდენთ ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსის, ფსიქოლოგის ნენსი მაკუილიამსის წიგნიდან “ფსიქოანალიტიკური დიაგნოზი” თავს “ფსიქოპატიური (ანტისოციალური) პიროვნების” თარგმანს. ეს არის თარგმანის პირველი ნაწილი, პირობითად თარგმანი დაყოფილია სამ ნაწილად. დანარჩენი ორი ნაწილიც მალევე განთავსდება ვებ გვერდზე. 

სოსო დოლიძის თარგმანი

ვსაუბრობ მენტალური ჯანმრთელობის პრაქტიკაში ყველაზე არაპოპულარული პაციენტებზე. ადამიანები, რომლებიც არსებითად ფსიქოპათები. არიან  აქ გამოვიყენებ მელოის (1988) ტერმინს მის ძველ ფორმას. ტერმინი „ანტისოციალური“ არის ის რაც ჩანს გარედან, რაც გარედანაა თვალსაჩინო ფსიქოლოგიის სოციალური შედეგების გათვალისწინებით, ჩემი მიზანი კი აქ არის პიროვნების სუბიექტური გამოცდილების და ფსიქოპატი ხალხის შიდა დინამიკა გამოკვლევა.

კვლევამ დაადასტურა კერნბერგის (1984) კონცეპტი რომელიც ხაზს უსვამს დიაპაზონს ნარცისულ კონდიციას (სელფის აშლილობა) და ექსტრემალურ ფსიქოპათიას შორის. (გაკანო, მელოი, ბერგი, 1992). რობერტ ჰარი (ჰარი და სხვები, 1990) განასხვავებს ნამდვილ ფსიქოპატებს ანტისოციალური ტენდენციების მქონე პიროვნებისაგან, იყენებს რა ტერმინს „ფსიქოპატი“. აქ თავისუფლად გამოვიყენებ ტერმინს „ფსიქოპატიურს“ რომელიც  „ანტისოციალურის“ ექვივალენტია, ხოლო ტერმინ „ფსიქოპათიას“ მთელი ანტისოციალური სპექტრის აღსაწერად. ჩემი 1994 წლის პრაქტიკისგან განსხავებით   ტერმინს „ფსიქოპატი“ გამოვიყენებ მხოლოდ ექსტრემალური პათოლოგიის ტერმინის აღსაწერად და თავს ავარიდებ ტერმინ „სოციოპატის“ გამოყენებას.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომ ექსტრემალური ფსიქოპათები არ ექვემდებარებიან მკურნალობას (სტოუნი, 2000), მრავალ ანტისოციალური ტენდენციების მქონე პიროვნებაზე თერაპიული გავლენის მოხდენა შესაძლებელია. ანტისოციალური სპექტრის დიაპაზონი ძალიან დიდია, დაწყებული ადამიანებით, რომელთა პერსონალიები ანტისოციალურ კონტინიუმზე გადახრილია ექსტრემალური ფსიქოპატიისკენ, დეზორგანიზებული, სადისტური და იმპულსური ხალხით ისეთები როგორებიც არიან რიჩარდ ჩეისი (Biondi & Hecox, 1992; Ressler & Schactman, 1992) რომელიც შემთხვევითი შერჩევით კლავდა ადამიანებს და მათ სისხლს სვამდა (იმის ილუზიით, რომ მისი სისხლი მოწამლული იყო და მას ეს სჭირდებოდა გადასარჩენად) დამთავრებული მოწესრიგებული პერსონაჟებით როგორებიც ყავს აღწერილი ბრაბიაკს და ჰარს (2007) თავის ნაშრომში ამერიკელი კორპორატიული ფსიქოპათების შესახებ „გველები ლუქსში“. ფსიქოპატიური კონტინიუმი ძირითადად არის მოსაზღვრე და ფსიქოპათიურ მიმართულებაში, რადგანაც კონცეპტუალურად დიაგნოზი ძირითადად ხაზს უსვამს ადამიანთა მიჯაჭვულობის ძირითად დარღვევებს და ეყრდნობა ძალიან პრიმიტიულ დაცვის მექანიზმებს.

ბურსტეინთან (1973a) ერთად მე დავამტკიცებდი, რომ არსებობს წარმატებული ხალხი რომელთა ხასიათი უფრო მეტად ფსიქოპატიურ სტრუქტურაში ჯდება ვიდრე სხვა პიროვნული ნიშნებში და რომლებიც სამართლიანადაა შეფასებული მაღალი დონის ანტისოციალურ პიროვნებებად. ასეთ ადამიანებს აქვს საკმარისი იდენტობის ინტეგრაცია, რეალობის აღქმის უნარი და იყენებენ უფრო მაღალი დონის დაცვის მექანიზმებს. ამ თვისებების გამო მათ ვერ მივაკუთვნებთ მოსაზღვრე ან ფსიქოტურ სპექტრს,  მათი ფიქრის და ქმედების ძირითადი გზები არის ანტისოციალური. ზოგიერთ ძალიან წარმატებულ თავდაპირველი,  ძირითადი ხედვა ფსიქოპატიური აქვს. ისეთ უნარების ქონა როგორებიცაა ეგოს სიძლიერე, სხვების დაუნდობელ განურჩევლობა და ა. შ. ხშირ შემთხვევაში არის პროფესიულ კიბეზე მაღალი საფეხურის მიღწევის საფუძველი. ეს ადამიანები ხშირად უფრო წარმატებულნი არიან მათზე ვისაც აქვთ ლოიალურობის გრძნობა, გააზრების და  თანაგანცდის უნარი.

1939 წელს ჰედერსონმა განასხვავა „პასიური-პარაზიტული“ ფსიქოპათები აგრესიული ფსიქოპატებისგან.  ეს კატეგორია კარგად ჯდება პონზის სქემაში, ამ ადამიანებს ყავთ თბილი ოჯახი და კარგი მეგობრული ურთიერთობები (მინიმუმ მანამ, სანამ გამოაშკარავდება თავისი თაღლითური ბუნება). როგორც საზოგადოება, ჩანს რომ ჩვენში უფრო მისაღებია ფსიქოპათიის ეს უფრო დახვეწილი ვერსია, თუმცა ამ დახვეწილ ვერსიაშიც სხვების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება იგივეა რაც აგრესიულ ფსიქოპატებში. ბურსტეინის (1973a) კრიტერიუმი ფსიქოპათიის დიაგნოზის დასმისას ხაზს უსვამს ადამიანის სურვილს ცნობიერად მოახდინოს სხვების მანიპულაცია მეტი სარგებლის მისაღებად. ამ გზით თუ ვიხელმძღვანელებთ ფსიქოპატიური პიროვნების დიაგნოზს არანაირი კავშირი არ აქვს აშკარა კრიმინალთან და იმ ყველაფერთან რაც შიდა მოტივაციას უკავშირდება.

დრაივი, აფექტი და ტემპერამენტი ფსიქოპატთან

ფაქტი, რომ ბავშვები დაბადებიდანვე განსხვავდებიან ტემპერამენტით (რომელიც ყველა მშობელმა იცის, ვისაც ორზე მეტი ბავშვი ყოლია) ახლა უკვე მეცნიერულად დადასტურდა (Kagan, 1994; Thomas1 Chcss, & Birch, 1968). მახასიათებელები, რომელთა დემონსტრაციასაც ახდენს ბავშვი და დაკავშირებულია თანდაყოლილ ცვალებადობასთან შემდეგ სფეროებში: აქტივობის ხარისხი, აგრესიულობა, რეაქციულობა, კონსოლიდაცია და სხვა მსგავსი ფაქტორები შესაძლოა იყოს პიროვნებაში ფსიქოპათიის მიმართულების განმსაზღვრელი. ადრეული კვლევები რომელიც ჩატარებულია ტყუპებსა და ნაშვილებ ბავშვებზე (le.g., Vandenberg, Singer, & Pauls, 1986) ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც მოგვიანებით გახდნენ ანტისოციალური ქცევის მატარებლები სავარაუდოდ აქვთ უფრო მეტი კონსტიტუციურად მატარებელი აგრესია ვიდრე სხვებს. ამ წიგნის პირველი ვერსიის გამოქვეყნების წლებში იყო თავის ტვინის კვლევებში ნამდვილი აფეთქება, რომლებიც აჩვენებდა რომ ჩვენი რწმენა იმის შესახებ თუ რა არის დასწავლილი და რა თანდაყოლილი გულუბრყვილოდ გამოიყურება. გენეტიკური ფაქტორები შესაძლოა შეიცვალოს ადრეული გამოცდილებით, გენი შესაძლოა იყოს აქტივირებული და გათიშული, ტვინის ქიმიური ნაწილები იცვლებიან გამოცდილების წყალობით და ეს ყველაფერი ინტერაქციაშია ერთმანეთთან. კარგად ჩატარებულ გრძელვადიან კვლევაში კასპმა და მისმა კოლეგებმა (2002) აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომელთა გენიც არღვევს ნორეპიფერინსა და სხვა ნეიროტრანსმიტერებს (მონოამინის ოქსიდაზა ა [MAOA] ვარიაცია რომელსაც შეიძლება ქონდეს მუდმივი ეფექტი X ქრომოსომაზე)   არიან მეტად მოწყვლადნი განავითარონ ანტისოციალური პატერნები. (see Fonagy, 2003; Niehoff, 2003).

ადრეულ მიტოვებას, ძალადობას და ცუდი მოვლას შეუძლია მოახდინოს გავლენა ტვინის ორბიტოფრონტალურ ქერქზე, რომელიც ტვინის მორალურ ცენტრადაა მიჩნეული (Damasio, 1994; Martens, 2002; Yu, 2006). ამგვარად ბიოლოგიურ სუბსტრატი მაღალი დონის აფექტურ და ძლიერ აგრესიასთან ანტისოციალურ ადამიანებში, სავარაუდოდ პირდაპირ არ არის დაკავშირებულ მათ გენეტიკურ მემკვიდრეობასთან, მაგრამ საკმაოდ დიდი გავლენა აქვს გამოცდილებასა და გენის ინტერაქციასთან ერთად. ანტისოციალურ პიროვნებებს აქვთ დაბალი სეროტონინის დონე, (Coccaro, 19%), დიაგნოზ დასმულ ფსიქოპათებს აქვთ ავტონომიური ნერვული სისტემის შესამჩნევად დაბალი რეაქცია (lntraror et al., 1997; Lykken, 1995). ეს ფაქტი სავარაუდოდ ხსნის მათ სენსაციების მაძიებლის თვისებას და „გამოცდილებით სწავლის შეუძლებლობას“ (Cleck.lcy, 1941, p. 368).

ლუთმა, უილიამსონმა, ალპერტმა, პუჟემ და ჰარიმ (1998) აღმოაჩინეს, რომ ფსიქოპათებს ტვინის სქემაში აქვთ ანომალია რომელიც უკავშირდება ლინგვისტურ და აფექტურ პროცესებს, ისინი ასკვნიან, რომ მაღალი  ფსიქოპატებს არ უსწავლიათ გრძნობები რაციონალური გზებით, ისე როგორც უმეტესი ჩვენთაგანი სწავლობს. მართლაც, ისინი იძენენ ემოციური საუბრის უნარს, როგორც „მეორე ენას“ რომ მოახდინონ სხვა ადამიანებს მანიპულირება, ნაცვლად იმისა რომ გამოხატონ თავიანთი შინაგანი მდგომარეობა. ფსიქოპათებს აქვთ დაბალი დონის აფექტის რეგულაცია და საშუალო დონეზე მაღალი ბარიერი სასიამოვნო აღგზნებისთვის (Kernberg, 2005). მაშინ როდესაც უმეტესობა ჩვენგანს შეუძლია განიცადოს ემოციური დაკმაყოფილება კარგი მუსიკით, სასიყვარულო სექსუალური ურთიერთობით, ბუნებრივი სილამაზით, ჭკვიანური ხუმრობით ან საქმის კარგად შესრულებით, მათ სჭირდებათ უფრო მკვეთრი, უფრო ძლიერი გამოცდილება რომ თავი იგრძნონ ცოცხალ არსებებად.

რთულია ფსიქოპათი ხალხის ძირითად გრძნობებზე საუბარი, რადგან მათ ემოციების არტიკულაციის ნაკლები უნარი აქვთ. ისინი აკეთებენ საქმეს ლაპარაკის ნაცვლად. მათ აქვთ ძირითადი აღშფოთების უნარი სპეციალური აფექტების ქონის გარეშე. როდესაც ისინი გრძნობენ რაღაცას, რასაც განიცდიან ეს არის ბრმა ძალადობა და მანიაკალური გაღიზიანება. ამ სექციაში რომელიც ურთიერთობის პატერნებს ეხება მე გთავაზობთ იმას რაც მოდელლმა (1975) პირველად აღწერა, როგორც „მასიური აფექტური დაბლოკვა“. ყველაზე დიდი განსხვავება, რომელიც ფსიქოპათი ხალხის თერაპიის დროს განსხვავდება სხვა პიროვნული მახასიათებელი ადამიანის მკურნალობისგან არის ის, რომ თერაპევტს არ უნდა ქონდეს თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბების მოლოდინი თუ ის პაციენტის გრძნობების შეჯამებაზე გააკეთებს რეფლექსიას.

 

დაცვითი და ადაპტაციური პროცესები ფსიქოპათ ხალხში

პირველადი დაცვის მექანიზმი ფსიქოპათ ხალხში არის ყოვლისმომცველი კონტროლი. ისინი ასევე იყენებენ პროექციულ იდენტიფიკაციას, დისოციაციასა და აქტინგ აუთს. ძალის დემონსტრირების საჭიროება ფსიქოპატებში უპირველესი მნიშვნელობის მატარებელია. ეს იცავს სირცხვილის გრძნობას, ხოლო ექსტრემალურ ფსიქოპატებში სხვებს ხელს უშლის    მათში დაინახონ სექსუალური პერვერსიები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ატარებს კრიმინალის ელემენტებს (Resslcr &: Schact· man, 1992).  ცნობილი ფაქტი, რომ ფსიქოპატებში სინდისის გრძნობის ნაკლებობაა (Cleckley, 1941) დასტურდება არამხოლოდ სუსტი სუპერ ეგოს ქონით (Johnson, 1949) არამედ სხვა ხალხთან პირველადი მიჯაჭვულობის სიმცირითაც. ღრმად ანტისოციალური პიროვნებისთვის სხვა ადამიანთა ღირებულების აღიარება ამცირებს მათ შანსს რომ მათზე ქონდეთ გავლენა.

ძალოვანი უწყებების აგენტები ხშირად გაოცებულნი არიან იმით, თუ რამდენად ჩადის კრიმინალი მკვლელობას იმისათვის რომ დამალოს გაცილებით მცირე დანაშაული (როგორიცაა სექსუალური კომპულსიები, რამდენიმე დოლარის ამოღება მსხვერპლის ჯიბიდან და ა. შ.) რადგან ეს მცირე დანაშაულები აღქმულია როგორც სისუსტეებად (N. Susalis, personal communication, May 7, 1993). კერნბერგი (1984) ამას უკავშირებს „ავთვისებიან გრანდიოზულობას“, ფრაზა რომლის ნამდვილობაში რწმუნდება ყველა რომელსაც გამოუცდია ისეთი ადამიანის კონტაქტი რომელიც ცდილობს თერაპიის საბოტაჟით სადისტურად მოახდინოს ტრიუმფი.

მნიშვნელოვანია გავარჩიოთ ფსიქოპათიური მანიპულაცია იმ მანიპულაციებისგან რომელსაც სჩადის ისტერიული და მოსაზღვრე პაციენტები. პირველი მიზანმიმართულად ემსახურება სხვათა გამოყენებას. უკანასკნელი კი ემსახურება იმას, რომ მსხვერპლმა თავი იგრძნოს გამოყენებულად ეს იმ დროს როცა პაციენტს შეიძლება ბოლომდე არ ქონდეს გაანალიზებული თავისი მანიპულაციური ზრახვები. როგორც მეოთხე თავში აღვნიშნე, ტერმინი „მანიპულაცია“ უმჯობესია  დავუკავშიროთ მხოლოდ ცნობიერად განზრახულ ფსიქოპათიურ ფენომენს. ისტერიულ და მოსაზღვრე პაციენტებში შესაძლოა ვხვდებოდეთ მსგავს პროცესებს, როდესაც მათი სურვილები ხვდება არაპირდაპირ მნიშვნელობებს და სხვებს უკეთებს პროვოკაციას, მაგრამ მათი ქცევების წყარო არის განსხვავებული, ეს ქცევები არაცნობიერად განსაზღვრულნი არიან ადამიანური ურთიერთობების მოპოვების და შენარჩუნებისთვის  და არ ემსახურება სხვა ადამიანთა განურჩევლად გამოყენებას.

 

Leave a Reply