.

ნენსი მაკუილიამსი: ფსიქოპატიური (ანტისოციალური) პიროვნება – ნაწილი II

წარმოგიდენთ ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსის, ფსიქოლოგის ნენსი მაკუილიამსის წიგნიდან “ფსიქოანალიტიკური დიაგნოზი” თავს “ფსიქოპატიური (ანტისოციალური) პიროვნების” თარგმანს. ეს არის თარგმანის მეორე ნაწილი, პირობითად თარგმანი დაყოფილია სამ ნაწილად. მესამე ნაწილიც მალევე განთავსდება ვებ გვერდზე. 

სოსო დოლიძის თარგმანი

რაც ადრეულმა მკვლევრებმა აღნიშნეს  გვიანდელი კვლევებით დადასტურდა (Robins, Tipp, &:. Przybeclc, 1991), რომ ფსიქოპატ ხალხი – რომლებმაც თავი დააღწია თვითგანადგურებასა და ციხეს- საშუალო ასაკში განიცდიან ეგრეთწოდებულ გადაღლას, ისინი ხშირ შემთხვევაში ხდებიან გასაოცრად თავაზიანი მოქალაქეები. შესაძლოა გახდნენ ფსიქოთერაპიისადმი მეტად რელევანტურები და მეტად მიიღონ მისგან სარგებელი, ვიდრე ახალგაზრდა ფსიქოპატებმა. ეს ცვლილება სავარაუდოდ გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით, რომელიც ამცირებს მოქმედების შინაგან სწრაფვას, ასევე შეიძლება იყოს დაკავშირებული ფიზიკური ძალის დაკარგვასთან რომელიც საშუალო ასაკისთვისაა დამახასიათებელი.  იქამდე სანამ ყოვლისმომცველი დაცვითი მექანიზმები არ აწყდებიან სერიოზულ წინააღმდეგობას, ადამიანის მოტივაცია, განავითაროს უფრო ჩამოყალიბებული ადაპტაციური მექნიზმები, არის მინიმალური. ყველანაირი პერსონოლოგიური ხასიათის გვიანდელ მოზარდებს და ადრეულ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ჯანმრთელი ფსიქოპათოლოგიის მამაკაცებს, როგორც წესი აქვთ ყოვლისმომცველი ყოვლისშემძლეობის მომცველი გრძნობები: სიკვდილი შორსაა და მოზარდობის პრეროგატივები ბოლომდე მათ ხელთაა. ინფანტილური გრანდიოზულობის შეგრძნება კვლავ იღვიძებს. (ეჭვი მაქვს, ის ფაქტი რომ ფსიქოპატია მამაკაცებში უფრო მეტია ვიდრე ქალებში შეიძლება აიხსნას იმ აქტით, რომ ქალები რეალობაში ლიმიტებს უფრო ადრეული ასაკიდან აწყდებიან: ჩვენ ფიზიკურად ნაკლებად ძლიერები ვართ; გვიწევს მენსტრუაციასთან და დაფეხმძიმების საფრთხესთან ერთად ცხოვრება, დიდი რისკის ქვეშ ვართ გაუპატიურებისა და ფიზიკური ძალადობის). მაგრამ რეალობა ადრე თუ გვიან ამას უპირისპირდება, შუა ასაკში სიკვდილი უკვე ისეთივე აბსტრაქტული ცნება აღარაა, ფიზიკური სიძლიერეც იკლებს, რეაქციის დრო მცირდება, ჯანმრთელობაც აღარაა ისეთი კარგი და იწყება რთული ცხოვრების გრძელვადიანი ეპიზოდი. ამ ფაქტებს შესაძლოა ქონდეს პიროვნებაზე შემცვლელი ეფექტი, პერსონა უფრო ინტერესდება ნაკლებად ყოვლისმომცველი ადაპტური პროცესებით.

იმის გამო, რომ ფსიქოპატ ხალხს აქვს სირთულე ემოციების ვერბალურად გამოხატვის  (განსხვავებით მანიპულაციისგან), ერთადერთი გზა, რომ სხვებს აგრძნობინონ თუ ისინი რას განიცდიან არის რომ სხვა ადამიანს პირადად განაცდევინოს თავისი მდგომარეობა. დისოციაციური დაცვის მექანიზმები ფსიქოპათ ხალხში ხშირად აღუნიშნავთ, თუმცა რთულია მათი აღწერა სპეციფიკური მაგალითების მოყვანის გზით. დისოციაციური ფენომენი შეიძლება იყოს გამოხატული დაწყებული რომელიმე ადამიანის როლის ტრივიალური მინიმიზაციიდან დამთავრებული ძალადობრივი დანაშაულის ტოტალური ამნეზიით. პერსონალური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, რომელსაც შეიძლება ქონდეს დისოციაციური ხარისხი, ფსიქოპატი ხალხის კრიტიკული დიაგნოსტიკური კრიტერიუმია. მოძალადე, რომელიც ხსნის, რომ მას და მის შეყვარებულს ქონდა ძალიან უმნიშვნელო კამათი, და „ის ხვდება რომ კარგავს თავის ხასიათის თვისებას“ ან ამბობს, რომ „ცუდი განსასჯელი გამოიტანა ამ კონკრეტულ მაგალითში“ აკეთებს მინიმიზაციას.  ინტერვიუერმა შემდეგ საკითხზე უნდა გაამახვილოს ყურადღება: „ზუსტად რა გააკეთე იმ დროს როდესაც დაკარგე კონტროლი თავზე?“, „რა გააკეთე იმ დროს როდესაც არასწორად განსაჯე?“ (როგორც წესი უკანასკნელ კითხვაზე პასუხი აჩვენებს წუხილს იმაზე რომ გამოიჭირეს და არა სინანულს დანაშაულის შესახებ).

როდესაც ფსიქოპატიური პიროვნება სწუხს იმის შესახებ რომ არის ემოციურად დისოცირებული ან რაიმე გამოცდილების თხრობის დროს ამნეზია აღენიშნება, განსაკუთრებით დანაშაულის ჩადენის დროს, რთულია დაადგინო მართლა დისოციაციას ქონდა ადგილი თუ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას მანიპულაციის გზით.

აქტინგ აუთი პრაქტიკულად ფსიქოპატიის დეფინიციად გამოდგება. ანტისოციალურ ადამიანებს აქვთ შიდაფსიქიკურად დაპროგრამებული მოქმედების გამოხატვა  გაღიზიანებისას, მათ იმპულსების კონტროლის შედეგად მიღებული თვითშეფასების ზრდის გამოცდილება არ აქვთ. ძველი კლინიკური ლიტერატურა შეიცავს წინააღმდეგობებით სავსე ცნობებს იმის შესახებ ფსიქოპატს შფოთვა აქვს თუ არა თუ მათი შფოთვა შეუმჩნეველია.  გრინვალდს (1974) სჯერა, რომ ისინი განიცდიან შფოთვას, თუმცა მათი აქტინგ აუთი არის ისეთი სწრაფი, რომ ამ ტოქსიკური გრძნობებისგან ისე მომენტალურად თავისუფლდებიან რომ სხვა ადამიანებს უჭირთ მათი შფოთვის შემჩნევა. (ისინი არასოდეს უშვებენ შფოთვას ახლოს, მათთვის შფოთვა შეფასებულია როგორც „სისუსტე“). რამდენადაც ჩვენ ემპირიულად მისი გამოკვლევა შეგვიძლია, ადამიანები რომლებზეც ფიქრობენ რომ აქვთ ნაკლები შფოთვა, არიან მეტად აკურატულები, განსკუთრებით როდესაც საქმე ეხება ნამდვილ ფსიქოპატებს: მათი გაბრაზების და შიშის ხარისხი გაცილებით დაბალია ვიდრე არაფსიქოპატი ხალხის. მათ სიტყვებზე „გაუპატიურება“ [rape] და „მაგიდა“ [table] ფაქტობრივად ერთნაირი რეაქცია აქვთ (Intratar et al., 1997). და ფაქტობრივად არანაირი არაცნობიერი რეაქცია არ აქვთ მოულოდნელ შემაშინებელ სტიმულზე (Patrick, 1994). ანტისოციალური ადამიანები, რომლებსაც გაჭირვებით მაგრამ მაინც შეუძლიათ მიიღონ ფსიქოთერაპიისგან სარგებელი, შესაძლოა აღენიშნებოდეთ შფოთვა რაღაც დოზით, (Gacano & Meloy, 1991; Gacano, Meloy, &: Berg, 1992) ეს შფოთვა შესაძლოა ერთგვარად წინაპირობა  იყოს ფსიქოთერაპიისგან სარგებლის მიღების.

 

ფსიქოპატიის პატერნები

ფსიქოპატ ხალხს ხშირად ქაოტური ბავშვობა აქვთ. გაუგებრობები, სასტიკი დისციპლინა, გადაჭარბებული ტკბობის საშუალება და მიტოვება ის ფაქტორებია რომელსაც მრავალი ავტორი აღნიშნავს (Abraham, 1935; Aichhorn, 1P36; Akhrar, 1992; Bird, 2001; Greenacre, 1958¡ Red! & Wincman, 1951). განსაკუთრებით მოძალადე ფსიქოპატების შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელია მათში აღმოაჩინო სასიყვარულო და მზრუნველობითი გავლენები. ფსიქოპატ ადამიანებს ხშირად ყავთ  სუსტი, დეპრესიული, მაზოხისტი დედები და ფეთქებადი, არათანმიმდევრული ან სადისტი მამები. ასევე მათ ოჯახებში ხშირად შეიმჩნევა ალკოჰოლიზმი და სხვადასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულება. ხშირია ოჯახის ტერიტორიული ცვლილებები, დანაკარგი და განშორებები. ზემოთჩამოთვლილ შემაშინებელ და არასტაბილურ გარემოში ნორმალური სიმშვიდე არის ადამიანის ადრეული ყოვლისშემძლეობის გრძნობა და მოგვიანებით სხვებზე ძალის დემონსტრირებით ისინი იმ ახალგაზრდა სელფს (მეს) იცავენ, რომელიც ნორმალურად ვერ განვითარდა. ძალაუფლების და დაცულობის არარსებობა განვითარების შესაბამის დროს, აიძულებს ბავშვს რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება გაატაროს იმ „მტკიცებულებების“ ძიებაში, რომელიც მას დაარწმუნებს რომ აქვს ყოვლისმომცველი ძალაუფლება.

მაშინაც კი, როდესაც მათ ეს გაცნობიერებული აქვთ, ფსიქოპატ ხალხს არ შეუძლიათ გამოხატონ ჩვეულებრივი ემოციები, რადგან მათთვის ეს აღქმულია როგორც სისუსტე. სავარაუდოდ მათ ოჯახში ბავშვობისას არავინ დახმარებია რომ გამოეხატა გრძნობები შესაბამისი სიტყვებით. მათ არ იციან როგორ გამოხატონ გრძნობები სიტყვებით, მათ ეს არ აქვთ გაშინაგნებული. კლინიკური დაკვირვებები გვიდასტურებს რომ ფსიქოპატი ხალხის ოჯახებში სიტყვებს ძირითადად სხვაზე კონტროლის დასამყარებლად იყენებდნენ. მომვლელებს არ შეეძლოთ ეპასუხათ მათ ემოციურ მოთხოვნილებებზე, ეს კიდევ ერთ კლინიკურ ასპექტთანაა დაკავშირებული: ბავშვები, რომელიც მოგვიანებით ფსიქოპატები გახდნენ ხშირად განებივრებული იყვნენ მატერიალურად,  ემოციურად კი დეპრივაციას განიცდიდნენ. ჩემი ანტისოციალური პაციენტის მშობლები, როდესაც ის ბრაზდებოდა ამ დროს ისინი მას ანებივრებდა ძვირფასი საჩუქრებით (სტერეო, მანქანა). ისინი არ ინტერესდებოდნენ მისი სიბრაზის გამომწვევი მიზეზებით და არ უსმენდნენ მას. ჩემი პაციენტის შემთხვევაში ამ ტიპის „სიკეთე“ დესტრუქციული ხასიათის მატარებელია, მას არ დაუტოვეს გზა გამოეხატა ემოციები ადეკვატურად, მის ცხოვრებას რაღაც აკლდა.

ყველაზე ძლიერი ბოლოდროინდელი  და არგუმენტირებული ფსიქოანალიტიკური მოსაზრება ფსიქოპატიის შესახებ (e. g., Kernberg, 2004; Meloy, 1997) ხაზს უსვამს მიჯაჭვულობის და შესაბამისი ინტერნალიზაციის პრობლემებს. ანტისოციალური პიროვნება ჩანს რომ არასოდესაა ფსიქოლოგიურად მიჯაჭვული, არ აქვს გაშინაგნებული კარგი ობიექტები და არაა იდენტიფიცირებული მომვლელებთან. მას არასოდეს უყვარს და ისიც არასოდეს უყვარდათ. მართლაც, იდენტიფიკაცია  „უცნაურ სელფობიექტთან“ (Groststein, 1982) აღიქმება როგორც საფრთხე. მელოი (1988) წერს „ღრმა და არაცნობიერი იდენტიფიკაციის სირთულე  თავდაპირველ, პირველადი მშობლის ფიგურასთან და საბოლოოდ არქეტიპული იდენტიფიკაცია საზოგადოებასთან, კულტურასთან და ზოგადად ადამიანებთან“ (გვ. 44).

მრავალმა აყვანილი ბავშვის მშობელმა იცის, იმ რთული საკითხის შესახებ, რომელიც უკავშირდება ბავშვთა სახლებში ან თავშესაფრებში აღზრდილ ბავშვებს, მიუხედავად იმისა თუ რამდენად მზრუნველი და მოსიყვარულეა მისი ახლანდელი აღმზრდელი, რა ხშირია ამ ბავშვებში განვითარებული მიჯაჭვულობის დარღვევები, რომელიც მათ უშლის ხელს მუდმივად შეიყვაროს ვინმე,.   პატარა ბავშვები, რომელთან აქვთ ასეთი გამოცდილება ხშირად აქვთ დეზორგანიზებულობის და დეზორიენტირებული მიჯაჭვულობის პრობლემები, მათ აღენიშნებათ ორგანიზებული სტრატეგიის ინტერნალიზაციის არარსებობა (D. Diamond, ~004; Main & Solomon, 1.986). ეს იმიტომ, რომ მიჯაჭვულობის ობიექტი აღიქმება როგორც ტერორის და ძალადობის წყარო, რომელიც იწვევს კონტრადიქციულ ქცევებს როგორიცაა ერთდროულად დედის მიმართ ღიმილი და ამავე დროს მისი ცემა. დეზორგანიზებული-დეზორიენტირებული სტილის ერთ ერთი ქვე ტიპია დეზორგანიზებული-მაკონტროლებელი სტილი რომელიც ბავშვში თავს იჩენს ექვსი წლიდან (Hesse & Main, 1999).

ალტერნატიული მიდგომა რომელიც ცდილობს იკვლიოს ადამიანში ყოვლისშემძლეობის ფანტაზიის და ანტისოციალური ტენდენციების წარმოშობა არის მშობლების დამოკიდებულება ბავშვისადმი, რომელებიც ღრმადა არიან დარწმუნებულნი და თავადაც არწმუნებენ ბავშვს მის ყოვლისშემძლეობაში, რომ ცხოვრებისეული ლიმიტები მას ხელს ვერ შეუშლის იყოს მუდმივად დომინანტურ მდგომარეობაში. ასეთი მშობლები იდენტიფიცირდებიან ბავშვის წინააღმდეგობასთან და თავიანთი ზიზღის და ავტორიტარულობის  აქტინგ აუთს მიმართავენ ბავშვის მასწავლებლებზე, მრჩევლებზე, ან კანონის დამცველ მოხელეებზე რომლებიც ლიმიტებს უწესებენ მათ ბავშვებს. ისევე როგორც ყველა სხვა ხასიათის ტიპი, ფსიქოპატია შესაძლოა იყოს „მემკვიდრეობით“ მიღებული იმ გაგებით როდესაც ბავშვი აკეთებს თავისი მშობლების დაცვითი გამოსავლების იმიტაციას. როდესაც ბავშვის ფსიქოპატიის გამომწვევი მიზეზები ნაკარნახევია მშობლების იმიტაციით/მოდელირებით, ასეთ შემთხვევაში მკურნალობის პროგნოზი გაცილებით უკეთესია ვიდრე იმ შემთხვევაში როდესაც ფსიქოპატია გამოწვეულია ქაოსით და გულგრილობით. ამ შემთხვევაში მინიმუმ ბავშვს აქვს უნარი იდენტიფიცირდეს ვინმესთან , აქვს შესაძლებლობა გააბას კავშირი. ამ სახის ოჯახი ზრდის უფრო მეტად ჯანმრთელ ანტისოციალური ტენდენციების მქონე პიროვნებას, ბავშვის გამოცდილებაში რაც მეტი ტრავმატული გამოცდილებაა ნამდვილი ან პირველადი ფსიქოპატების სტრუქტურაც მეტად დამახინჯებულია.

ფსიქოპატიური სელფი

ბიოლოგიური სუბსტრატი რომელიც კავშირშია ფსიქოპატიასთან არის აგრესიის ხარისხი, რომელიც უშლის ბავშვს ხელს იყოს მშვიდი, კომფორტული და სარკისებური. ბავშვები რომლებიც დაბადებიდანვე ჰიპერაქტიურები და დისტრაქტიულები არიან სჭირდებათ უფრო მეტად აქტიური და ენერგიული მოვლა ვიდრე მშვიდი და ადვილად ნუგეშისმომცემი ახალგაზრდები. სავარაუდოდ მათ აღზრდისას სჭირდებათ მამის ფიგურის უფრო პირდაპირი  ჩარევა ვიდრე ამას სკოლამდელი ასაკის ბავშვები ღებულობენ დასავლურ საზოგადოებებში (Cath, 1986; M.’j. Diamond, 2007; McWilliams, 2005a; J. Shapirn, Diamo11d, & Greenberg, 1995). ასევე ეს ბავშვები სავარაუდოდ სარგებელს მიიღებენ დამატებითი მომვლელებითაც. ვიცი ბავშვები რომელთაც ახასიათებთ აგრესიის მაღალი ხარისხი, რომელთა მოვლაც ერთი მშობლისთვის ძალიან რთული იყო თუმცა საკმარისი სტიმულაციის და სასიყვარულო დისციპლინის შემდეგ განავითარეს მყარი მიჯაჭვულობა. თანამედროვე დასავლური საზოგადოების კულტურული დასკვნების გათვალისწინებით, რომ ერთი მშობელი არის ადეკვატური, ამ მიდგომით ჩვენ სავარაუდოდ უფრო მეტ ფსიქოპატს გავზრდით.

როდესაც გარე ობიექტი განიცდის მარცხს, ერთადერთი ობიექტი რომელსაც შეუძლია ემოციურად მოახდინოს ინვესტიცია არის სელფი და მისი ძალაუფლება. სელფის პრეზენტაციები შეიძლება იყვნენ პოლარიზებულები პიროვნულ ყოვლისშემძლეობის სასურველ კონდიციასა და სასოწარკვეთილ უძლურების თავზარდამცემ კონდიციას შორის. აგრესიულ და სადისტურ აქტებს ფსიქოპატ პიროვნებაში სავარაუდოდ შეუძლია სელფის, მეს შეგრძნების სტაბილიზირება, ის ამცირებს არასასურველი აღშფოთებას.

სერიული მკვლელმა დევიდ ბერკოვიცმა იგივე „სემის შვილმა“, მას შემდეგ დაიწყო ქალების მკვლელობა, რაც აღმოაჩინა რომ მისი ბიოლოგიური დედა იყო მეძავი და არა ისეთი ამაღლებული ფიგურა, როგორიც მას წარმოედგინა (Abrahamsen, 1985). აყვანილი ბავშვი, რომლის თვითშეფასება მიჯაჭვული იყო ფანტაზიაზე რომ ყავდა აღმატებული „რეალური“ დედა, როდესაც მისი ილუზია დაიმსხვრა, ის გახდა მოძალადე. მსგავსი შემთხვევები რომელიც უკავშირდება დანაშაულს და გრანდიოზულობის იდეის მსხვრევას მრავალ ანტისოციალური ადამიანის შემთხვევაშია აღწერილი, მაგრამ მანიპულაციური ხალხის დაკვირვებით მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ცხადყოფს რომ ეს პატერნი მხოლოდ ანტისოციალური პიროვნებების შემთხვევაში არ გვხვდება. ყველა ადამიანი, რომლის  უპირატესობის ფანტაზმი ემყარება არარეალურ მოვლენებსა და ფაქტებს და რომელიც აღმოაჩენს მტკიცებულებას რომ არის ჩვეულებრივი, „უბრალო“ ადამიანია, შეიძლება შეეცადოს რომ თვითშეფასება დაიბრუნოს ძალის დემონსტრაციით.

ბავშვის გარემო რაც უფრო ქაოსურია, რაც უფრო გადაღლილი და არაადეკვატურია მომვლელები, უფრო მოსალოდნელია რომ ახალგაზრდას არ ექნება ეფექტური ლიმიტები და სერიოზულად არ მიიღებს იმ შედეგებს რასაც იმპულსური ქცევები განაპირობებენ. სოციალური დასწავლის თეორიის მიხედვით, გრანდიოზულობის შეგრძნება უფრო მოსალოდნელია ისეთ ბავშვებში რომლებიც მუდმივი დისციპლინის გარეშე იზრდებიან.

კიდევ ერთი ხასიათის ნიშანი, რომელიც აღნიშვნის ღირსია ანტისოციალურ ხალხში არის პრიმიტიული შური, გაანადგუროს ის რაც ყველაზე მეტად მოსწონს (Klein, 1957). მიუხედავად იმისა რომ ანტისოციალური პიროვნებები იშვიათად აკეთებენ შურის არტიკულაციას, მათი მრავალი ქცევა ამის დემონსტრაციას ახდენს. აქტიური დევალვაცია და ყველაფრის დამდაბლება რომელიც ადამიანთა ცხოვრების მაღალი ღირებულებებს უკავშირდება არის ყველა ანტისოციალური პიროვნების დამახასიათებელი ნიშანი მიუხედავად ხასიათის პათოლოგიის ხარისხისა. ფსიქოზური რეგისტრის ხალხი კლავს იმას, რაც მას მოსწონს. მაგალითად სერიული მკვლელი ტედ ბანდმა აღწერა თავისი სურვილი რომ მოეკლა პატარა ლამაზი ქალბატონები (რომლებსაც სხვები მათ თავის დედას ადარებდა) იმის სადემონსტრაციოდ რომ მათ ისინი „ეკუთვნოდა“ (Michaud & Aynesworth, 1983). მკვლელები, რომლებიც აღწერილია ტრუმან კაპოტეს წიგნში „ცივ სისხლში“ (1965) „უმიზეზოდ“ განადგურებულია ბედნიერი ოჯახი, სავარაუდოდ მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახი ბედნიერი იყო და მკვლელს არ შეეძლო აეტანა მათი ბედნიერება.

ტრანსფერი და კონტრ ტრანსფერი ფსიქოპატ პაციენტებთან

ფსიქოპატი ადამიანის ძირითად ტრანსფერს თერაპევტზე წარმოადგენს თავისი შინაგანი ძალადობრივი ბუნების პროექცია, დასკვნა რომ კლინიკოსს უნდა გამოიყენოს პაციენტი სულელური მიზნებისთვის. იმის გამო რომ ფსიქოპატ ადამიანს არ აქვს სიყვარულის და ემპათიის ემოციური გამოცდილება, მას არ შეუძლია თერაპევტის ინტერესის გაგება და ყოველთვის ცდილობს პრაქტიკოსის კუთხეში მოქცევას. თუ პაციენტს აქვს მიზეზი რომ თერაპიული პროცესი მას რამეში გამოადგება (მაგალითად რეპორტის წარსადგენად პრობაციის ოფიცერთან) ის ამ შემთხვევაში ძალიან თავაზიანია თერაპევტის მიმართ, გამოუცდელი კლინიკოსი შესაძლოა ამ ყველაფერს ვერ მიხვდეს.

გავრცელებული კონტრ ტრანსფერი იმაზე რასაც პაციენტი აკეთებს თერაპევტის მიმართ (თერაპევტის გამოყენება, მისი დროის განრიგის მოშლა) არის შოკი და იმ გრძნობის წინააღმდეგობა რომ თერაპევტის როგორც დამხმარეს იდენტობას საფრთხე ემუქრება. გულუბრყვილო პრაქტიკოსმა შესაძლოა ვერ გაუძლოს ცდუნებას და დაიწყოს თავისი სასარგებლო განზრახვების დამტკიცება. როდესაც ამას ვერ აკეთებს ზიზღი და მორალური აღშფოთება პაციენტის მიმართ ხშირი რეაქციებია.  ეს „არაემპათიური“ გრძნობები ჩვეულებრივ თანაგრძნობის გამომხატველ ხალხში უნდა გავიგოთ პარადოქსულად,  ფსიქოპათიური ფსიქოლოგიის ემპათიად: კლიენტს არ შეუძლია იფიქროს/გაითვალისწინოს თერაპევტი, თერაპევტი კი აღმოაჩენს, რომ პაციენტზე ზრუნვა ძალიან რთულია. პაციენტის მორალური ზიზღი არ არის იშვიათი შემთხვევა, ეს არ არის სადარდებელი, რადგანაც ზიზღის შესაძლებლობა მიჯაჭვულობის ერთ ერთი ფორმაა (Bollas, 1987). თუ ერთს შეუძლია ტოლერანტულად შეხედოს შიდაფსიქიკური სიცივის გამოცდილებას და ზიზღსაც კი, სხვას შეიძლება ქონდეს არასასიამოვნო მაგრამ სასარგებლო განცდა თუ რა არის იყო ფსიქოპატიურად ორგანიზებული პიროვნება.

სხვა გავრცელებული კონტრ ტრანსფერი უფრო დამატებითია ვიდრე ძირითადი (Ra<:ker, 1968; sce Chapter l) და ძირითადად გულისხმობს შიშს. ადამიანები, რომლებიც ფსიქოპატებთან მუშაობენ ხშირად უსვამენ ხაზს მათ სიცივეს, ისეთი თვალებით გამოხედვას სადაც არ ჩანს დანაშაულის სინანული და შიშობენ რომ პაციენტს ის „თავის კონტროლის ქვეშ ყავს“ (Meloy, 1988). ასეთი შიშნარევი განცდები ხშირია. მნიშვნელოვანია თერაპევტმა ტოლერანტულად შეხედოს პაციენტის გამაღიზიანებელ რეაქციებს ნაცვლად მათი უარყოფისა ან კომპენსირებისა, საფრთხის მინიმიზირება, რომელიც ნამდვილი სოციოპატი პაციენტისგან მოდის არის არასწორი (ამან შეიძლება მისცეს ბიძგი კლიენტს თავისი დესტრუქციული ძალის რეალიზაცია მოახდინოს). უარყოფის და სადისტური მოქცევის გამოცდილება ბიძგს აძლევს თერაპევტს იგრძნოს ზიზღი და უიმედობა. ხშირად შეურაცხმყოფელი მესიჯები რომელიც პაციენტიდან მოდის შეიცავს შურისგან დაცვის მექანიზმებს.

Leave a Reply