Browse Month by June 2017
თარგმანები

ნენსი მაკუილიამსი: ფსიქოპატიური (ანტისოციალური) პიროვნება – ნაწილი III

წარმოგიდენთ ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსის, ფსიქოლოგის ნენსი მაკუილიამსის წიგნიდან “ფსიქოანალიტიკური დიაგნოზი” თავს “ფსიქოპატიური (ანტისოციალური) პიროვნების” თარგმანს. ეს არის თარგმანის მესამე ნაწილი, პირობითად თარგმანი დაყოფილია სამ ნაწილად. 

P.S. თარგმანს ამ შემთხვევაში არ აქვს პროფესიონალური ნაშრომის პრეტენზია, სავარაუდოდ მკითხველი და განსაკუთრებით თარგმანში გამოცდილი სპეციალისტი ამ კუთხით ბევრ შეცდომას ნაახვს ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია რომ მკითხველისთვის გასაგები და მარტივად აღსაქმელი იყოს თარგმნილი ტექსტი.  

სოსო დოლიძის თარგმანი

ფსიქოპატიის დიაგნოზი

 

მიუხედავად იმის გათვალისწინებით, რომ ანტისოციალურ ხალხს ცუდი რეპუტაცია აქვთ, მრავალი ფსიქოპატი პაციენტის შესახებ მსმენია რომელთაც თერაპია დაეხმარათ. ზოგიერთი პაციენტი ძალიან დაზიანებულია, ან ცდილობს და მოტივირებულია თერაპევტს დაუმსხვრიოს ყოველგვარი მცდელობა რომ ის განკურნონ. მელოიმ (1988)  კარგად განასხვავა ერთმანეთისგან შემფასებლისა და თერაპევტის როლი. ამ განსხვავების საჭიროება არ დგას პიროვნების სხვა ტიპებთან მუშაობის დროს, რადგანაც მათი მიზანი ფსიქოპატისაგან განსხვავებით არ არის თერაპევტის „დამარცხება“ ფსიქოთერაპიის პროცესში.  მელოისეული ახსნა თერაპიული ნიჰილიზმისა(Lion, 1978) ემთხვევა ჩემს გამოცდილებას.

სტერეოტიპული თქმულებაა, თითქოს ყველა ფსიქოპატი პიროვნება ან ანტისოციალური პიროვნების მქონე დარღვევის ადამიანი, როგორც კლასი, არის განუკურნებელი.  ასეთი შეფასება იგნორირებას უკეთებს ინდივიდუალურ განსხვავებებსა და ამძაფრებს ფსიქოპათოლოგიის უიმედო ბუნების წარმოჩინებას. ამ რეაქციებს ვიღებ თითქმის ერთნაირად საჯარო მენტალური ჯანმრთელობის კლინიკოსებისგან, რომლებიც რეფერალის გზებით მკურნალობენ ადამიანებს პრობაციიდან, ციხიდან და სასამართლოდან; ვასკვნი, რომ მკურნალობის რეფერირების იძულებითი ფორმის გამო ფსიქოთერაპიული მიზანი ამ შემთხვევაში არის შეუძლებელი.

ასეთი რეაქციები ხშირად ინტერნალიზებული „ორალური ტრადიციების“ შედეგია, რომლებიც სატრენინგო ოთახებში გამოცდილი კლინიცისტები ასწავლიან ახალგაზრდა კოლეგებს. ეს დასკვნები უმეტესწილად არ ემსახურება, პირდაპირ, ინდივიდუალურ გამოცდილებას. ეს ,რაღაც გაგებით, არის მასის ატიტუდი სადაც მორალური შეფასებები ხელს უშლის პროფესიონალურ შეფასებას. ფსიქოპატის ბიჰევიორალური ფსიქოლოგია რომელიც არის სხვების დევალვაცია და დეჰუმანიზაცია, ხდება კლინიკოსის იდენტიფიკაცია იმასთან რასაც კლინიკოსი ფიქრობს თუ ფსიქოპატი რას განიცდის სხვების მიმართ (meloy 1988).

კარონმა და ვანდენბოსმა (1981) დააფიქსირეს მსგავსი კრიტიკული აზრი მსგავს და ემპირიულად დაუდასტურებელ რწმენაზე, რომ შიზოფრენიის განკურნება შეუძლებელია.

ამგვარი მიდგომა შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ უმეტეს ტრენინგ პროგრამებში – ისეთებშიც კი რომლებიც თავიანთ სტუდენტებს აგზავნიან ინტერნებად და პრაქტიკოსებად ციხეებში, ახალგაზრდულ გამოსასწორებელ ცენტრებსა და ნარკოტიკისგან გამოსასწორებელ დაწესებულებებში, სადაც მრავლადაა ფსიქოპატიური სტრუქტურის მქონე პაციენტი, ან საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ან ძალიან ზოგადად ისწავლება ის უნარები რომელიც პრაქტიკოსმა უნდა იცოდეს ამ ტიპის ადამიანებთან სამუშაოდ. როდესაც ახალი თერაპევტი წარუმატებლად გამოიყენებს იმ უნარებს, რომელიც სხვა პიროვნების ტიპის დარღვევის მქონე ადამიანთან მუშაობს, მათ შეიძლება პაციენტი დაადანაშაულონ ნაცვლად იმისა რომ მათ პროფესიულ ფორმაციაში შეიტანონ ეჭვი.

მკურნალობისადმი შესაძლებლობის შეფასება ამ ტექსტის მიზანი არ არის, თუმცა რეკომენდაციას ვუწევ კერნბერგის სტრუქტურული ინტერვიუს გამოყენებას იმის შესაფასებლად რამდენადაა საჭირო ფსიქოთერაპიის გამოყენება რომელიმე ფსიქოპატიური სტრუქტურის განაგრძეთ კითხვა