თარგმანები

გლოვა და მელანქოლია – ზიგმუნდ ფროიდი

 

წარმოგიდგენთ ზიგმუნდ ფროიდის ერთ ერთ საკვანძო ნაშრომს “გლოვა და მელანქოლიის” ქართულ ენაზე თარგმანს.

ინგლისურდიდან თარგმნა ანი თაყნიაშვილმა

 

 

 

სიზმრები ჩვენ დაგვეხმარა, ნარცისული მენტალური აშლილობების პროტოტიპი დაგვესახა ნორმალურ ცხოვრებაში, ახლა ჩვენ ვეცდებით გლოვის ტიპიურ გავლენასთან შედარებით, მელანქოლიის ბუნების გაგებას. უნდა დავიწყოთ გაფრთხილებით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ჩვენი დასკვნების ღირებულების გადამეტებულად შეფასება.  მელანქოლია, რომლის დეფინიციაც მერყეობს აღწერით ფსიქიატრიაშიც კი, მრავალ კლინიკულ ფორმას იღებს, და ამ ფორმების დაჯგუფება ერთიანობაში დარწმუნებით ვერ ხერხდება;  ზოგიერთი ეს ფორმა მიგვითითებს სომატურ და არა ფსიქოგენურ ფაქტორებზე. ჩვენი მასალა, გარდა ისეთი შთაბეჭდილებებისა, რომლებიც თვალსაჩინოა ყველა დამკვირვებლისათვის, მხოლოდ მცირე რაოდენობის ქეისებს მოიცავს, რომელთა ფსიქოგენური ბუნება უდავოა. ამიტომაც ჩვენ პრეტენზია ვერ გვექნება დასკვნების ზოგად ვალიდურობაზე, თავადვე უნდა ავღნიშნოთ ის, რომ ჩვენს ხელთ არსებული კვლევების საშუალებებით, ვერ ვიპოვით ვერაფერ განსხვავებულს, მაგრამ მთელ რიგ დარღვევებს თუ ვერა, მათ მცირე ნაწილს მაინც აღმოვაჩენთ.

   მელანქოლიასა და გლოვას შორის კორელაცია გამართლებულია ამ ორი მდგომარეობის საერთო სურათით. ასევე გარემოს ზემოქმედების გამო, ორივეს გამომწვევი მიზეზები ერთია. გლოვა, როგორც წესი, რეაქციაა საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე, ანდაც რაიმე აბტრაქციის დაკარგვაზე, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანის ქვეყანა, თავისუფლება, იდეალი და ასე შემდეგ. ზოგიერთ ადამიანში იგივე ფაქტორები იწვევენ მელანქოლიას გლოვის მაგივრად, და ჩვენ შესაბამისად მათ პათოლოგიურ დისპოზიციას ვეჭვობთ. ისიც აღსანიშნავია, რომ გლოვა გულისხმობს ცხოვრებისადმი ნორმალური დამოკიდებულების საკმაო ცვლილებას, ამის მიუხედავად ჩვენ მაინც არასდროს მივიჩნევთ მას პათოლოგიურ მდგომარეობად და არ მივმართავთ სამედიცინო მკურნალობას, ვიმედოვნებთ, რომ მისი დაძლევა მოხდება გარკვეული დროის გასვლის შემდეგ და ამ პროცესში ნებისმიერ ჩარევას უსარგებლოდ ან მავნედაც კი აღვიქვამთ.

   მელანქოლიას შემდეგი განმასხვავებელი მენტალური თვისებები ახასიათებს: დარდის მტკივნეული განცდა, გარე სამყაროს მიმართ ინტერესის გაქრობა, სიყვარულის უნარის დაკარგვა, ყველა აქტივობის შემცირება, თვითღირებულების გრძნობების შემცირება იმ დონემდე, რომ ადამიანი მიმართავს საკუთარი თავის შეურაცხყოფას და დადანაშაულებას და საბოლოოდ სასჯელის მოლოდინის მდგომარეობაშია. ეს სურათი ცოტა უფრო გასაგები ხდება, როდესაც გავიაზრებთ იმას, რომ ერთი გამონაკლისის გარდა, ყველა ეს თვისება გვხვდება გლოვაშიც. თავმოყვარეობის დაკარგვა არ გვხვდება გლოვის პროცესში, მაგრამ სხვა მხრივ ყველა მახასიათებელი იგივეა. ნამდვილი გლოვა, რეაქცია იმის დაკარგვაზე ვინც უყვარდათ, მოიცავს იგივე მტკივნეულ გონების ჩარჩოს, გარე სამყაროს მიმართ ინტერესის დაკარგვას (იმ შემთხვევაში თუ ეს გარე სამყარო დაკარგულ ადამიანს არ გვახსენებს), ნებისმიერი ახალი ობიექტის შეყვარების შესაძლებლობას (ვინაიდან ეს აღიქმება დაკარგული ადამიანის ჩანაცვლებად), აქტივობების მიმართ უინტერესობას, თუ ისინი დაკარგულ ადამიანს არ უკავშირდება. მარტივად დასანახია, რომ ეგოს ამგვარი დათრგუნვა და შემოსაზღვრა, გლოვის მიმართ, ერთგული დამოკიდებულების გამოხატვაა და ეს ადგილს აღარ ტოვებს სხვა მიზნებისთვის ან ინტერესებისთვის. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ასე მარტივად შეგვიძლია ამ ატიტუდის ახსნა, ის აღარ გვეჩვენება პათოლოგიურად.

    გლოვის განწყობისათვის „მტკივნეულის“ წოდება შესაბამისად უნდა მივიჩნიოთ, ამის გამართლება სავარაუდოდ მაშინ უნდა დავინახოთ, როდესაც ტკივილის ვახასიათებთ.

   ახლა კი განვიხილოთ, რა არის ის სამუშაო რასაც გლოვა ასრულებს? არა მგონია გადაჭარბებაში ჩაგვეთვალოს თუ მას შემდეგი გზით წარმოვადგენთ: რეალობასთან კავშირი გვიჩვენებს, რომ საყვარელი ობიექტი აღარ არსებობს და ის მოითხოვს, რომ მთლიანი ლიბიდო გამოცალკევდეს თავისი დანართებისგან და მიიმართოს ამ ობიექტისკენ.  ეს მოთხოვნა წარმოშობს გასაგებ პოზიციას: ზოგადი დაკვირვების საკითხია, ის რომ ადამიანები არასოდეს ნებაყოფლობით არ ტოვებენ ლიბინალურ პოზიციას, მაშინ კი, როდესაც შემცვლელი უკვე არსებობს. ეს წინააღმდეგობა იმდენად ინტენსიურია, რომ რეალობიდან გაქცევა და ამ ობიექტის ჰალუცინატორული, სასიამოვნო ფსიქოზის საშუალებით შენარჩუნება ხდება. ჩვეულებრივ რეალობის აღიარება მაინც ხდება, მოუხედავად ამისა მისი მოთხოვნები არ სრულდება ერთდროულად. ეს პროცესი ნელნელა სრულდება და დიდ დროს და კატექსურ ენერგიას მოითხოვს, და ამ დროის მანძილზე დაკარგული ობიექტის არსებობა ფსიქიკურად გრძელდება. ყოველი მოგონება და მოლოდინი, რომელშიც ლიბიდო დაკავშირებულია ამ ობიექტთან, აღმოცენდება და ჰაიპერკატექსირებული ხდება და ლიბიდოს გამოცალკევება სწორედ ამის მეშვეობით ხდება. რატომ არის ეს კომპრომისი, რომლითაც რეალობის ბრძანება ხორციელდება, ასეთი მტკივნეული,ეკონომიკის ფარგლებში არ არის მარტივად ასახსნელი. როდესაც გლოვა თავის სამუშაოს დაასრულებს, ეგო კვლავ თავისუფალი ხდება.

   მოდით ახლა ის ყველაფერი რაც გავიგეთ გლოვის შესახებ, დავუკავშიროთ მელანქოლიას. ქეისების სერიიდან ერთ-ერთში გამოჩნდა, რომ მელანქოლიაც შეიძლება იყოს საყვარელი ობიექტის დაკარგვაზე რეაქცია. როდესაც მიზეზები განსხვავებულია, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ უფრო იდეალური სახის დაკარგვასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ობიექტი რეალურად არც მომკვდარა, მაგრამ ის დაიკარგა როგორც სიყვარულის ობიექტი. კიდევ სხვა ქეისებში, გამართლებულია ვიფიქროთ, რომ მსგავსი დანაკარგი მართლა მოხდა, მაგრამ ზუსტად ვერ ვხედავთ რა დაიკარგა, და კიდევ უფრო მიზანშეწონილია, ვიფიქროთ, რომ პაციენტიც ვერ აღიქვამს ცნობიერად იმას, თუ რა დაკარგა. ეს შეიძლება ასე იყოს მაშინაც კი, როდესაც პაციენტმა იცის რამ გამოიწვია მისი მელანქოლია, ეს მხოლოდ იმ გაგებით, რომ  მან იცის ვინ  დაკარგა, მაგრამ არ იცის რა დაკარგა კონკრეტულ ადამიანში ადამიანში. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მელანქოლია რაღაც გზით დაკავშირებულია ცნობიერიდან ამოღებული ობიექტის დაკარგვასთან, გლოვისაგან განსხვავებით, სადაც დანაკარგის შესახებ არაცნობერი არაფერი არ არის.

    გლოვის დროს ინტერესების დაკარგვა მთლიანად გამოწვეულია გლოვის მუშაობით, რომელშიც ეგო ასე ვთქვათ შთანთქმულია. მელანქოლიის დროს, უცნობი დანაკარგი მსგავსი შინაგანი სამუშაოების შესრულებას გამოიწვევს და შესაბამისად მელაქოლიურ ინჰიბიციაზე პასუხისმგებელი იქნება. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მელაქოლიკის ინჰიბიცია გვაკვირვებს, ვერ ვხვდებით რამ გამოიწვია მისი ბოლომდე მოცვა ამ მდგომარეობით. მელანქოლიის დროს ასევე ადამიანი ავლენს ისეთ რამეს, რაც გლოვის დროს არ გვხვდება- ესაა თავმოყვარეობის  შემცირება და ეგოს გაღარიბება დიდი მასშტაბებით. გლოვის დროს სამყარო ხდება ცარიელი და ღარიბი, მელანქოლიის დროს კი ეგო. პაციენტი თავის ეგოს წარმოგვიდგენს, როგორც უღირსს, რომელსაც არ შეუძლია არაფრის მიღწევა და არის მორალურად საზიზღარი და მიუღებელი; პაციენტი კიცხავს თავის თავს, ელოდება, რომ გარიყული და დასჯილი იქნება. ის თავს იმცირებს ყველას წინაშე და თანაუგრძნობს თავის ნათესავებს იმის გამო, რომ ისინი ასეთ უღირს ადამიანთან არიან დაკავშირებულნი. ეს ადამიანი სულაც არ თვლის, რომ მასში ცვლილებები მოხდა და ამიტომ არ აკრიტიკებს თავს, არამედ ის თვითკრიტიკას წარსულზეც ავრცელებს, ის აცხადებს, რომ არც ადრე ყოფილა უკეთესი ადამიანი. ეს ყველაფერი საბოლოოდ გვირგვინდება უძილობითა და კვებაზე უარის თქმით. ასეთ დროს ადამიანი თრგუნავს იმ ინსტიქტს, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას სიცოცხლისთვის ბრძოლისაკენ მოუწოდებს.

    უსარგებლო იქნება, სამეცნიერო თუ თერაპიული თვალსაზრისით, შევეწინააღმდეგოთ  პაციენტს, რომელიც თავის ეგოს წინააღმდეგ ამ ბრალდებებს აყენებს. უნდა ჩავთვალოთ, რომ ის რაღაცაში მაინც არის მართალი და ის აღწერს ისეთ რამეს, რაც მისთვის რეალობას შეესაბამება, უნდა დავუდასტუროთ მისი განცხადებების ნაწილი მაინც. მას მართლაც იმდენად აქვს დაკარგული ინტერესი და უნარი სიყვარულისა თუ მიღწევის, რამდენადაც თავად აღწერს. მაგრამ ეს როგორც ვიცით მეორადია. შინაგანი პროცესების ეფექტია ის, რაც ანადგურებს მისი ეგოს მუშაობას, რაც ჩვენთვის ამოუცნობი, მაგრამ გლოვის პროცესებთან შედარებადია. მისი სხვა ბრალდებულებებიც საკუთარი თავის მიმართ, გამართლებულია. მას არამელანქოლიკ ადამიანებთან შედარებით  უფრო ბასრი თვალი აქვს. როდესაც თვითკრიტიკის დროს ის თავს უწოდებს: მეწვრილმანეს, ეგოისტს, უსინდისოს, ამბობს, რომ აკლია დამოუკიდებლობა და მისი ერთადერთი მიზანი აქამდე საკუთარი ბუნების სისუსტეების დამალვა იყო, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის ახლოს მივიდა საკუთარი თავის ამოცნობასთან. ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ შეიძლება დავფიქრდეთ თუ რატომაა საჭირო ადამიანი გახდეს ავად, იმისათვის, რომ მსგავს ჭეშმარიტებასთან მიუწვდებოდეს ხელი?  როდესაც ნებისმიერი ადამიანი მსგავს აზრებს უზიარებს სხვა ადამიანების საკუთარი თავის შესახებ, ის უნდა ჩაითვალოს ავად, არ აქვს მნიშვნელობა ის სიმართლეს ამბობს თუ უბრალოდ არასამართლიანია საკუთარი თავის მიმართ. არ არის იმის დანახვა რთული, რომ თვითდამცირების ხარისხსა და ამ ყველაფრის ნამდვილ დასაბუთებას შორის, არ არსებობს შესაბამისობა. მელანქოლიის დროს, კარგი, კეთილსინდისიერი, ქმედუნარიანი ქალიც ისევე გააკრიტიკებს საკუთარ თავს, როგორც ქალი, რომელიც შეიძლება მართლაც უღირსი იყოს. თავიდან დახასიათებული კეთილსინდისიერი ქალი შეიძლება კიდევ უფრო გახდეს ავად, ვიდრე ის ქალი, რომელზეც კარგი არაფერია სათქმელი. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ მელაქოლიკი არ იქცევა იმ ადამიანის მსგავსად, რომელსაც სტანჯავს სინდისის ქენჯნა ნორმალურ პირობებში. სირცხვილის გრძნობები სხვა ადამიანების მიმართ ხშირად ვლინდება ჩვეულებრივი ადამიანის შემთხვევაში სინდისის ქენჯნის დროს, მაშინ, როდესაც ეს მელანქოლიკის  შემთხვევაში ნაკლებად ვლინდება. მელანქოლიკთან ამის საპირისპირო მახასიათებელს შეგვიძლია გავუსვათ ხაზი, მათ ახასიათებს სიამოვნების პოვნა კომუნიკაციაში და საკუთარი თავის ექსპოზიციაში.

   აქედან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა აქ აქვს იმას, მელანქოლიკის თვითკრიტიკა სიმართლეს შეესაბამება თუ არა, მნიშვნელოვანია ის, რომ მისი თვითკრიტიკა სწორად გამოხატავს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მან დაკარგა საკუთარი თავის პატივისცემა და ამისათვის კარგი მიზეზი უნდა ჰქონდეს. ამის შემდეგ ჩვენ ვაწყდებით წინააღდეგობისაგან წარმოქმნილ პრობლემას და ამ პრობლემის გადაჭრა მართლაც რთულია. გლოვის ანალოგიამ დაგვანახა, რომ პაციენტი განიცდის გარკვეული ობიექტის დანაკარგს; რასაც ის გვიყვება, მისი ეგოს დაკარგვაზე მიუთითებს.

   სანამ ამ წინააღმდეგობას უფრო ღრმად განვიხილავთ, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ ახერხებს მელანქოლიკის აშლილობა მისი ეგოს აგებას. ჩვენ ვხედავთ პაციენტში, თუ როგორ განთავსდება მისი ეგოს ერთი ნაწილი მეორის წინააღმდეგ, როგორ განსჯის მას კრიტიკულად და როგორ იღებს მას, როგორც ობიექტს. ეგოსაგან გამოცალკევებული ეს ნაწილი თავის დამოუკიდებელ მოქმედებას სხვა სიტუაციებშიც დაამტკიცებს, აუცილებელია ჩვენ ვიპოვოთ გზა, რომელიც დაგვეხმარება ამ ნაწილის გამოცალკევებაში მთლიანი ეგოდან. ეგოს ეს ნაწილი, რომელზეც ვსაუბრობთ, საყოველთაოდ „სინდისის“ სახელით არის ცნობილი. ცნობიერების ცენზურასა და რეალობის-ტესტირებასთან ერთად, სინდისი ეგოს ძირითადად ნაწილებს შორის უნდა განვიხილოთ. ასევე აუცილებელია მტკიცებულების მოპოვება, იმის საჩვენებლად, რომ ის საკუთრივ, დამოუკიდებლად შეიძლება გახდეს დაავადებული. მელანქოლიის კლინიკურ სურათში, მორალური საფუძვლებით ეგოს მიმართ უკმაყოფილება, ერთერთი ყველაზე გამოკვეთილი ასპექტია. პაციენტის თვითშეფასება უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული ისეთ ფაქტორებზეა, როგორებიცაა: სხეულის უძლურება, სისუსტე ანდაც სოციალური არასრულფასოვნება. ამის სანაცვლოდ გვხვდება გაღარიბების და გასაცოდავების შიში.

   არსებობს ერთი, არც თუ ისე რთულად დასანახი დაკვირვება, რომელიც ზემოთ აღნიშნულ წინააღმდეგობას ხსნის. თუ მელანქოლიკის მრავალ და განსხვავებულ, საკუთარი თავის დამადანაშაულებელ ტექსტებს მოვისმენთ, მივხვდებით, რომ მათგან ყველაზე სასტიკები, თავად პაციენტს კი არა მისთვის ახლობელ ადამიანს შეესაბამება, რომელიც პაციენტს ან უყვარს, ან უყვარდა ან უნდა უყვარდეს. ამ ყველაფერს მივყავართ კლინიკურ სურათამდე: საკუთარი თავის დადანაშაულება რეალურად სიყვარულის ობიექტის დადანაშაულებაა, რაც საბოლოოდ პაციენტის ეგოს მიეწერება და მისი ნაწილი ხდება. მაგალითად ქალი, რომელიც ხმამაღლა გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მის ქმარს ისეთი უუნარო ცოლი ჰყავს, როგორიც თვითონაა, რეალურად ადანაშაულობს თავის ქმარს უუნარობაში (რა მნიშვნელობითაც არ უნდა ამბობდეს ის ამას). რა თქმა უნდა ამ თავის დადანაშაულებებს შორის, რამდენიმე ისეთიც გვხვდება, რომელთაც პაციენტი გულწრფელად მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს. სწორედ ეს გულწრფელად წარმოთქმული თვითკრიტიკა ნიღბავს დანარჩენებს. ისინი მომდინარეობენ  სიყვარულის კონფლიქტის დადებითი და უარყოფითი მხარეებიდან, რამაც გამოიწვია სიყვარულის დაკარგვა. პაციენტების ქცევაც უფრო გასაგები ხდება. მათ არ სრცხვენიათ და არ მალავენ საკუთარ თავს, რადგან ყველაფერი დამამცირებელი რასაც საკუთარ თავზე ამბობენ, რეალურად სხვაზეა ნათქვამი. ისინი გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ სულაც არ არიან მორჩილები და თავმდაბლები, როგორც ეს შეიძლება მართლაც „უსარგებლო“ ადამიანების შემთხვევაში იყოს. პირიქით, ისინი მუდამ ისე იქცევიან, თითქოს მათ უსამართლოდ ეპყრობიან და თავს უმნიშვნელოდ აგრძნობინებენ.

   მთელი ეს პროცესი შემდეგნაირად შეგვიძლია ავხსნათ: ერთ დროს არსებობდა პაციენტის არჩევანი: სხვა კონკრეტული პირისთვის ლიბიდოს მიკუთვნება, შემდეგ გარკვეული იმედგაცრუების შედეგად ეს ურთიერთობა დაინგრა. ამ ურთიერთობის დამთავრების შედეგი არ იყო რასაც ჩვენ ვუწოდებთ ნორმალურს, არ მოხდა ლიბიდოს ამ პიროვნებიდან სხვაზე გადატანა, არამედ შედეგი იყო რაღაც განსხვავებული. ობიექტ-კატექსისს წინააღმდეგობის მცირე უნარი აღმოაჩნდა და მისი დასრულება მოხდა. მაგრამ ლიბიდოს მიკუთვნება არ მოხდა სხვა ობიექტზე, არამედ ის მოთავსდა ეგოში. მისი ფუნქცია გახდა მიტოვებულ ობიექტთან ერთად ეგოს იდენტიფიკაციის ჩამოყალიბება. ეგო საბოლოოდ შეფასებული და განსჯილია, ისე თითქოს თვითონ იყოს ეს ობიექტი, მიტოვებული ობიექტი. ამ ფორმით ობიექტის დანაკარგი გადაიქცა ეგოს დანაკარგად, ხოლო კონფლიქტი ეგოსა და საყვარელ ადამიანს შორის გადაიქცა ეგოს კრიტიკულ აქტივობასა და იდენტიფიკაციით შეცვლილ ეგოს შორის სხვაობად. ერთი ორი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია მსგავსი პროცესის წინაპირობებისა და შედეგების შესახებ; ერთი მხრივ  საყვარელი ობიექტის მიმართ უნდა ყოფილიყო ძლიერი ფიქსაცია, მეორეს მხრივ, ამის საპირისპიროდ, ობიექტ-კატექსისს ჰქონდა წინააღმდეგობის მცირე ძალა. როგორ ოტო რენკი აღნიშნავდა, ეს წინააღმდეგობა გულისხმობს, რომ ობიექტის-არჩევანი განხორციელდა ნარცისტულ საფუძველზე, ასე რომ როდესაც წინააღმდეგობა შეხვდება, ობიექტ-კატექსისი შეიძლება რეგრესირდეს ნარცისიზმად. ობიექტთან ნარცისტული იდენტიფიკაცია ხდება ეროტიული კატექსისის შემცვლელი, რისი შედეგიც არის ის რომ, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის მიუხედავად, ეს ურთიერთობა არ ითმობა. სიყვარულის ობიექტის იდენტიფიკაციის ჩანაცვლება, ნარცისტული დამოკიდებულებების მნიშვნელოვანი მექანიზმია. კარლ ლანდაუერი ამის შესახებ მიუთითებს შიზოფრენიის შემთხვევაში გამოჯანმრთელების პროცესზე. ის წარმოადგენს რეგრესიას, ერთი ტიპის ობიექტ-არჩევნიდან, თავდაპირველ ნარცისიზმამდე. იდენტიფიკაცია არის ობიექტის არჩევის წინასწარი ეტაპი, და ის გამოიხატება ამბივალენტური გზით, რომელშიც ეგო არჩევს ობიექტს. ეგოს სურს, რომ ეს ობიექტი თავის თავში გააერთიანოს, და იმ ლიბიდოს განვითარების ორალური თუ კანიბალური ფაზის გამო რომელშიც ის იმყოფება, მას სურს ამ ობიექტის  თავის თავში გაერთიანება მისი შთანთქმით. აბრაამი მართალი იყო, როდესაც მელაქოლიის რთულ ფორმებში გამოვლენილ კვების უარყოფას მიაკუთვნებდა ამ კავშირს.

    დასკვნა, რომელსაც ჩვენი თეორია მოითხოვს (მელანქოლიის საფუძველშია ნარცისტული ტიპის ობიექტ-არჩევანი) , ჯერჯერობით არ დადასტურებულა დაკვირვებით. ამ სტატიის დასაწყისში მე ავღნიშნე, რომ ის ემპირიული მონაცემები, რომლებზეც ეს კვლევაა დაფუძნებული, არასაკმარისია. თუ ჩავთვლით, რომ ჩვენი დასკვნები დაემთხვევა დაკვირვების შედეგებს, მათში ობიექტ-კატექსისიდან, ლიბიდოს ნასცისტული კვლავ ორალურ ფაზამდე რეგრესიაც უნდა ჩავრთოთ მელანქოლიის დახასიათებისას. გადაცემის ნევროზების შემთხვევაშიც ხშირია ობიექტთან იდენტიფიკაციები, ისინი ხშირად ფიგურირებენ სიმპტომების ფორმაციაში, განსაკუთრებით ისტერიის დროს. განსხვავება ნარცისტულსა და ისტერიულ იდენტიფიკაციას შორის ასე შეგვიძლია დავინახოთ: ნარცისტულ იდენტიფიკაციაში ობიექტ-კატექსისი მიტოვებულია, ისტერიულში კი ის რჩება და მისი გავლენა ჩანს კიდეც, მაგრამ ეს ძირითადად კონკრეტულ ქმედებებს უკავშირდება. გადაცემის ნევროზების შემთხვევაშიც, იდენტიფიკაცია რაიმე საერთოს არსებობის გამოვლენაა, ეს შეიძლება სიყვარული იყოს. ზემოთ აღნიშნულ ორი სახის იდენტიფიკაციას შორის, ნარცისტული იდენტიფიკაციის შესახებ უფრო დიდი ხანია ვიცით და ის გვეხმარება ისტერიული იდენტიფიკაციის გაგებაში, რომელიც ჯერჯერობით უფრო ნაკლებადაა შესწავლილი.

   ასე რომ, მელანქოლიის ზოგიერთი დამახასიათებელი თვისება გლოვისას ემთხვევა, დანარჩენები კი ნარცისტული ობიექტ-არჩევანიდან ნარცისიზმამდე რეგრესიის პროცესს. ერთის მხრივ, გლოვის მსგავსად, ისაა სიყვარულის ობიექტის დაკარგვაზე რეაქცია; მაგრამ მელანქოლიას ასევე ახასიათებს ისეთი დეტერმინანტი, რომელიც ნორმალური გლოვის პროცესში არ გვხვდება, ან თუ გვხვდება მაშინ ამ პროცესს პათოლოგიურ გლოვად გადააქცევს. სიყვარულის ობიექტის დაკარგვა იწვევს იმას, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში ამბივალენტობამ იჩინოს თავი. როდესაც აკვიატებული ნევროზის ნიშნები არსებობს, ამბივალენტობით გამოწვეული კონფლიქტი გლოვას პათოლოგიურ როლს ანიჭებს და აიძულებს მას, რომ საკუთარი თავის დადანაშაულებით გამოიხატოს იმ დონემდე, რომ მგლოველი საკუთარ თავს ადანაშაულებს სიყვარულის ობიექტის დაკარგვის გამო. დეპრესიის ეს ობსესიური მდგომარეობები, რომლებიც საყვარელი ადამიანის დაკარგვას მოსდევს, კარგად გვიჩვენებს იმას, თუ რისი მიღწევა შეუძლია ამბივალენტობით გამოწვეულ კონფლიქტს დამოუკიდებლად. მელანქოლიის დროს, ის შემთხვევები, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების განვითარებას, ძირითადად სცდებიან სიკვდილით გამოწვეულ დანაკარგს და მოიცავენ ისეთ გულისგატეხვის, უარყოფის, უგულებელყოფის სიტუაციებს, რომლებსაც შეუძლიათ სიყვარულისა და სიძულვილის საწინააღმდეგო გრძნობების გაჩენა ურთიერთობაში ანდაც უკვე არსებული ამბივალენტობის განმტკიცება. ეს ამბივალენტობით გამოწვეული კონფლიქტი არ უნდა გამოგვრჩეს, როდესაც მელანქოლიის წინა პერიოდის მდგომარეობებზე ვსაუბრობთ. თუ ობიექტის სიყვარული – სიყვარული, რომელიც ვერ დაითმობა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ობიექტი უკვე დათმობილია- თავს ნარცისულ იდენტიფიკაციას აფარებს, ამას მოყვება შემცვლელი ობიექტის სიძულვილი, რომელიც შეურაცხყოფს და ტანჯავს მას, და შემდგომ სადისტურ სიამოვნებას იღებს მისი ტანჯვით. მელანქოლიაში აღნიშნული თვითგვემა, რომელიც სიამოვნების მომტანია, ხაზს უსვამს სიძულვილითა და სადიზმით სიამოვნების მიღებას, რომლებიც ობიექტთან არიან დაკავშირებულები. აკვიატებული ნევროზისა და მელანქოლიის შემთხვევაშიც, პაციენტები როგორც წესი, საკუთარი თავის დასჯით ახერხებენ პირველადი ობიექტისთვის სამაგიეროს გადახდას თავიანთი დაავადებით, რომელიც ობიექტისადმი პირდაპირი აგრესიის გამოხატვის ნაცვლად განუვითარდათ. როგორც წესი ის ობიექტი, ანუ ადამიანი, რომელსაც უკავშირდება პაციენტის ემოციური აშლილობა, მის უშუალო გარემოში იმყოფება. მელანქოლიკის ობიექტთან დაკავშირებულმა ეროტიულმა კატექსისმა ორმაგი ცვლილება განიცადა: მისი ნაწილი რეგრესირდა იდენტიფიკაციამდე, მისი მეორე ნაწილი, რომელიც ამბივალენტობით გამოწვეული კონფლიქტის გავლენის ქვეშ იყო, სადიზმის ეტაპზე დაბრუნდა.

   სუიციდის ტენდენციის გაშიფვრა სწორედ სადიზმს შეუძლია, ეს ტენდენცია მელანქოლიას საინტერესოდ და ამავდროულად საშიშად აჩენს. ეგოს მიერ საკუთარი თავის სიყვარული  (ეს ჩვენ ამოვიცანით, როგორც პირველადი მდგომარეობა, რომლიდანაც ინსტიქტური ცხოვრება იწყება) და ნარცისტული ლიბიდოს რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ვიგებთ როგორც შეუძლია ეგოს, დაყვეს საკუთარ განადგურებას. ჩვენ უკვე ვიცით ის, რომ ყველა ნევროტიკის სუიციდური აზრები წარმოშობილია, სხვების მიმართ სასიკვდილი იმპულსების საკუთარი თავისაკენ შეტრიალებით, მაგრამ ვერ შევძელით იმის ახსნა, თუ რა ძალები განაპირობებენ საბოლოოდ ამ აზრების რეალურად განხორციელებას. მელანქოლიის ანალიზმა გვიჩვენა, რომ ეგოს საკუთარი თავის მოკვლა შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც, ობიექტ-კატექსისის დაბრუნების წყალობით, ის საკუთარ თავს ექცევა როგორც ობიექტს- როდესაც მას შეუძლია ის მტრული განწყობები რაც ობიექტის მიმართ აქვს საკუთარი თავისკენ მიმართოს, ეს განწყობები ასევე წარმოადგენენ ეგოს თავდაპირველ რეაქციას გარე სამყაროში არსებული ობიექტების მიმართ. ობიექტი მართალია უკვე მოშორებული იყო, მაგრამ ის მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე თავად ეგო. ორ სრულიად საპირისპირო სიტუაციაში:  სიყვარულისა და სუიციდის დროს, ეგო ობიექტისაგან წაილეკება, მაგრამ ორი სრულიად სხვადასხვა გზით. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს მელანქოლიის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანი, გაღარიბების, გაუბედურების შიში. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს შიში ანალური ეროტიზმიდან წარმოიშობა, რომელიც თავისი კონტექსტიდან ამოგდებულია და რეგრესიულად შეცვლილია. მელანქოლიის შემთხვევაში ის ფაქტია გასათვალისწინებელი, რომ ის გარკვეული დროის გასვლის შემდეგ სრულიად გაივლის, ისე რომ დიდი ცვლილებების კვალსაც არ დატოვებს, ეს გლოვაშიც ასეა. გლოვის შემთხვევაში დრო საჭიროა რეალობის დეტალებში შემოწმებისათვის, როდესაც ეს განხორციელდება, ეგო წარმატებით შეძლებს დაკარგული ობიექტისგან თავისი ლიბიდოს განთავისუფლებას. მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მელანქოლიის დროსაც ეგო ანალოგიური სამუშაოთია დაკავებული, თუმცა არც ერთი შემთხვევის დროს არ გვაქვს რეალურად წვდომა მიმდინარე მოვლენებთან. მელანქოლიის დროს ვლინდება მოთენთილობა, რაც ამ მდგომარეობის რიგიდულობაზე მიუთითებს. მელანქოლიის კომპლექსი გახსნილი ჭრილობასავით მოქმედებს- თავისკენ იზიდავს კატექსურ ენერგიას (რასაც ტრანსფერაციის ნევროზში „ანტიკატექსისი“ ვუწოდეთ) ყველა მიმართულებიდან, რაც აცარიელებს ეგოს და საბოლოოდ ის გამოფიტული რჩება. მარტივად შეიძლება ის რეზისტენტული იყოს ეგოს სურვილის წინააღმდეგ, დაიძინოს. ეს სომატური ფაქტორი და მეორე ფაქტორი, რომელიც ფსიქოგენეტიკურად ვერ აიხსნება, თავს იჩენენ მდგომარეობაში, რომელიც საღამოობით აღმოცენდება ხოლმე. ამ ყველაფრიდან ჩნდება კითხვა იმის შესახებ, რომ  შეიძლება ეგოს დაკარგვას დამოუკიდებლად არ შეეძლოს მელანქოლიის სურათის შექმნა და ეგო-ლიბიდოს გამოფიტვას ტოქსინების გამო არ შეეძლოს დაავადების გარკვეული ფორმების წარმოქმნა.

   მელანქოლიის ყველაზე მეტად აღსანიშნავი თვისებაა მისი მანიად გადაქცევის ტენდენცია- მდგომარეობა, რომელიც თავისი სიმპტომებით სრულიად განსხვავდება მისგან. მაგრამ ეს არ ხდება ყველა მელანქოლიის შემთხვევაში. ზოგიერთ შემთხვევას აქვს ხოლმე დროებითი „ჩავარდნები“, ამ ინტერვალებს შორის მანიის სიმპტომები შეიძლება ძალიან სუსტად ან საერთოდ არ იყოს გამოვლენილი. ასეთ შემთხვევებში შეიძლება ბევრმა მიიჩნიოს, რომ საქმე გვაქვს არა-ფსიქოგენურ შემთხვევებთან, რეალურად ხშირ შემთხვევებში ესაა ფსიქოანალიტიკური თერაპიის ეფექტურობის შედეგი. ამ ყველაფერზე დაკვირვებით აუცილებელია ჩვენი ანალიტიკური ახსნა მელანქოლიიდან მანიამდე გადასვლასთან დაკავშირებით გავაფართოვოთ. ორი რამ შეგვიძლია გავითვალისწინოთ ამ პროცესში, პირველი ესაა ფსიქოანალიტიკური შთაბეჭდილება, და მეორე ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ზოგადი, ეკონომიკური გამოცდილება. ის შთაბეჭდილება, რომელიც სხვადასხვა ფსიქოანალიტიკოსებმა ჩამოაყალიბეს, შემდეგში მდგომარეობს: მანიის შინაარსი დიდად არ განსხვავდება მელანქოლიის შინაარსისაგან, ორივე აშლილობა ებრძვის ერთი და იგივე კომპლექსს, მაგრამ მელანქოლიის შემთხვევაში ეგო დანებდა ამ კომპლექსს, მანიის შემთხვევაში კი დაიმორჩილა ან გზიდან ჩამოიშორა ის. რაც შეეხება მეორე პროცესს, მისი განხილვის საშუალებას გვაძლევს ისეთ მდგომარეობებზე დაკვირვება, რომლებიც ქმნიან მანიის მოდელს (სიხარული, ტრიუმფის შეგრძნება) და რომლებიც ეფუძნება ერთი და იგივე ეკონომიკურ მდგომარეობებს. აქ შემდეგი რამ მოხდა: გარკვეული გავლენის გამო, ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებული ფსიქიკური ენერგიის დიდი ნაწილი, საბოლოოდ უსარგებლო გახდა და შესაბამისად მისი გამოვლენა სხვადასხვა გზით გახდა შესაძლებელი. ყველა ასეთი სიტუაცია ხასიათდება აღფრთოვანებით, მხიარული ემოციებით, ყველანაირი ქმედების მიმართ გაზრდილი მზაობით- ანუ მანიის ანალოგიურად და დეპრესიისა და მელანქოლიის საპირისპიროდ. ჩვენ შეიძლება მტკიცება დავიწყოთ, რომ მანია არაფრით განსხვავდება მსგავსი ტრიუმფისაგან, მაგრამ მანიის შემთხვევაში ის, თუ რა დაძლია ეგომ და რას ზეიმობს, მისგან დაფარული რჩება. ალკოჰოლით ინტოქსიკაცია, რაც ასევე ამ მდგომარეობების კლასს მიეკუთვნება, შეიძლება მსგავსად აიხსნას. ალკოჰოლის შემთხვევაში ალბათ რეპრესირებული ენერგიის გამოვლენა ხდება. პოპულარული შეხედულებაა, ის რომ მანიის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, სიამოვნებას პოულობს თავის მოძრაობებსა და ქცევებში, იმიტომ, რომ „მხიარულია“. რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი შეხედულება. სინამდვილეში, სუბიექტის გონებაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა (რაც ზევითაც ვახსენეთ) შესრულდა, და ესაა ერთის მხრივ მისი ამაღლებული განწყობისა და თავისუფალი ქცევის მიზეზი.

   ზემოთ აღნიშნული, მანიასთან დაკავშირებული ორი პროცესის გათვალისწინებით შემდეგი დასკვნის გაკეთება შეიძლება: მანიის შემთხვევაში, ეგომ როგორც სჩანს გადაიტანა ობიექტის დაკარგვა და ამიტომ ანტიკატექსისის მთელი კვოტა, რომელიც მელანქოლიის მტკივნეულმა პროცესებმა, ეგოდან თავისკენ  მიიზიდეს, ხელმისაწვდომი ხდება. ამასთან ერთად მანიით შეპყრობილი სუბიექტი, ტკივილის მიმყენებელი ობიექტისაგან განთავისუფლებას, ახალი ობიექტ-კატექსისის ძებნით ავლენს. ეს ახსნა დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ის ბუნდოვანი და განუსაზღვრელია, ასევე უფრო მეტ ახალ პრობლემასა და ეჭვებს წარმოშობს, რომლებზე პასუხის გაცემაც ჩვენ არ შეგვიძლია. მაგრამ ამის მიუხედავად მათ შესახებ დისკუსიას არ გავექცევით. პირველ რიგში, ნორმალური გლოვის პროცესიც დაძლევს ობიექტის დაკარგვას და ასევე თავისკენ იზიდავს ეგოს მთელ ენერგიას. ისმის კითხვა: მაშინ ამ ყველაფერს რატომ არ მოსდევს ტრიუმფის ფაზა? ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა შეუძლებლად მიმაჩნია. ისიც არ მავიწყდება, რომ რეალურად არც იმ ეკონომიკური პროცესის შესახებ ვიცით რამე, რომლითაც გლოვა თავის ამოცანას ასრულებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდი დაგვეხმარება. თითოეული მოგონება თუ სიტუაცია, რომელიც დაკარგულ ობიექტზე ლიბიდოს მიჯაჭვულობას გამოხატავს, ეჯახება რეალობას, რომელშიც ეს ობიექტი აღარ არსებობს.  ეგოს ამ დროს ესმევა შეკითხვა, მანაც უნდა გაიზიაროს თუ არა იგივე ბედი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში მას ცოცხლად ყოფნის მდგომარეობიდან მიღებული- ნარცისული კმაყოფილების გრძნობები ეხმარებიან. ისინი მოუწოდებენ ეგოს, რომ გაწყვიტოს კავშირი დაკარგულ ობიექტთან. შეიძლება ჩავთვალოთ, ამ კავშირის გაწყვეტის პროცესი იმდენად ნელი და თანდათანობითია, რომ იმ დროისთვის, როდესაც ის დასრულდება, მისთვის აუცილებელია ენერგიაც გამოლეულია. შეიძლება გლოვასთან დაკავშირებული ამ ვარაუდის განხილვის შემდეგ, გაგვიჩნდეს სურვილი მელანქოლიის შემთხვევაშიც იგივე გავაკეთოთ. მაგრამ მენალქოლიის შემთხვევაში ვხვდებით დიდ გაურკვევლობებს. აქამდე მელანქოლია ტოპოგრაფიული გადმოსახედიდან არ განგვიხილავს, არ გვიკითხავს საკუთარი თავისთვის, რა ფსიქიკურ სისტემებს გაივლის მელანქოლია? ამ აშლილობის მენტალური პროცესების რა ნაწილებია დაკავშირებული არაცნობიერ ობიექტ-კატექსისთან? და რა ნაწილებია ეგოსთან კავშირში?

    სწრაფი და მარტივი პასუხია შემდეგი: ობიექტის არაცნობიერი პრეზენტაცია ლიბიდოსგან მიტოვებული იქნა. მაგრამ, რეალობაში ეს პრეზენტაცია შედგება უამრავი შთაბეჭდილებებისაგან და ლიბიდოსაგან გამოცალკევების ეს პროცესი ვერ შესრულებდა მხოლოდ ერთ მომენტში, მაგრამ როგორც გლოვის დროს, ეს პროცესი აუცილებლად უნდა იყოს თანდათანობითი პროგრესის შემცველი. რთულია იმის გადაწყვეტა, ის ერთდროულად იწყება რამდენიმე წერტილიდან თუ რაიმე განსაზღვრულ თანმიმდევრობას მიჰყვება. ანალიზის დროს პირველი ვარაუდი უფრო ხშირად იჩენს ხოლმე თავს, შემდგომ სხვა მოგონებაც აქტიურდება. ასევე პაციენტის ჩივილები, რომლებიც ძირითადად ერთნაირად და მონოტორულად ჟღერს, ყოველ ჯერზე სხვადასხვა არაცნობიერი წყაროდან იღებენ სათავეს. თუ ობიექტი არ ფლობს ეგოს ამ მნიშვნელობას-რომელიც განმტკიცებულია ათასნაირი სხვადასხვა ბმულებით- მაშინ დანაკარგი ისეთი არ იქნება, რომ გლოვა ან მელანქოლია გამოიწვიოს. გამოყოფილი ლიბიდოს ეს თვისება უნდა მივაწეროთ როგორც გლოვას, ისე მელანქოლიას, ის სავარაუდოდ ეყრდნობა ერთიდაიგივე ეკონომიკურ სიტუაციას და ერთიდაიგივე მიზანს ემსახურება ორივეში. მიუხედავად ამისა, როგორც ვნახეთ მელანქოლია უფრო მეტ რამეს მოიცავს, ვიდრე ტიპიური გლოვა. მელანქოლიის დროს, ობიექტთან ურთიერთობა არ არის მარტივი; ის გართულებულია ამბივალენტურობიდან გამოწვეული კონფლიქტით. ეს ამბივალენტობა ან სტრუქტურულია (ანუ ამ კონკრეტული ეგოდან შექმნილი ყველა სიყვარულის ურთიერთობის ელემენტია) და ან იმ გამოცდილებებიდან წარმოიქმნება, რომლებიც ობიექტის დაკარგვის საშიშროებას შეიცავდნენ. ამ მიზეზის გამო, მელანქოლიის გამომწვევი  მიზეზებს უფრო ფართო დიაპაზონი აქვთ , ვიდრე გლოვის, რომელიც ძირითადად გამოწვეული ობიექტის რეალურად დაკარგვით ან მისი სიკვდილით. მელანქოლიაში, უამრავი ცალკეული ბრძოლა მიმდინარეობს ობიექტთან დაკავშირებით, რომლებშიც სიყვარული და სიძულვილი ებრძვიან ერთმანეთს; ერთი ცდილობს გამოყოს ლიბიდო ობიექტიდან, მეორე ცდილობს ლიბიდოს ეს პოზიცია შეინარჩუნოს თავდასხმის წინააღმდეგ. ამ ცალკეული ბრძოლების ადგილმდებარეობაა სისტემა Ucs, ნივთების შესახებ არსებული მოგონებების რეგიონი (სიტყვა-კატექსისის საწინააღმდეგოდ). გლოვის დროსაც, ლიბიდოს გამოცალკევების მცდელობებიც ამ სისტემაში მიმდინარეობს, მაგრამ ამ შემთხვევაში არაფერი უშლის ხელს ამ პროცესებებს იმაში, რომ Pcs-ს გავლით ნორმალური გზის მივიდნენ ცნობიერამდე. ეს გზა მელანქოლიის დროს დაბლოკილია, ეს შეიძლება მისი გამომწვევი მიზეზების მრავალსფეროვნებას მივაწეროთ ან მათ კომბინაციას. სტრუქტურული ამბივალენტობა თავისი ბუნებით რეპრესირებულ საგნებს ეკუთვნის. ობიექტთან დაკავშირებულმა ტრამვულმა გამოცდილებებმა, შეიძლება გაააქტიურეს სხვა რეპრესირებული მასალები. აქედან გამომდინარე, ამბივალენტობით გამოწვეული,ამ ბრძოლასთან დაკავშირებული ყველაფერი გამოცალკევებულია ცნობიერიდან, სანამ მელანქოლიის სახასიათო შედეგები არ გამოვლინდება. ეს, როგორც ვიცით, მოიცავს ლიბიდურ კატექსისისში ობიექტის მიტოვებას, მაგრამ საბოლოოდ ეგოში დაბრუნებას, ანუ იქ საიდანაც მოქმედება დაიწყო. ეგოში გაქცევით, სიყვარული გადაურჩება განადგურებას. ლიბიდოს ამ რეგრესიის შემდეგ, პროცესს შეუძლია ცნობიერი გახდეს და ცნობიერში ის წარმოდგენილია, როგორც კონფლიქტი ეგოს ერთ ნაწილსა და კრიტიკულ სააგენტოს შორის.

   მელანქოლიის დროს რაზე მიუწვდება ხელი ცნობიერს, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი არაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეგო “აფუჭებს” საკუთარ თავს და ბრაზს გამოხატავს საკუთარი თავის მიმართ, და პაციენტის მსგავსად ჩვენც არ გვესმის სადამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს. ჩვენ ამ ფუნქციას არაცნობიერს მივაკუთვნებთ, იმიტომ რომ არ არის რთული შევამჩნიოთ მელანქოლიისა და გლოვის პროცესების ანალოგიურობა. როგორც გლოვა უბიძგებს ეგოს ობიექტის მიტოვებას ამ ობიექტის მკვდრად გამოცხადებით და მისთვის სიცოცხლის გაგრძელების შეთავაზებით, ასევე ამბივალენტობით გამოწვეული ყოველი ბრძოლაც ამცირების ლიბიდოს ფიქსაციას ობიექტზე და ამას ობიექტის უგულებელყოფით ახერხებს. Ucs.-ში მიმდინარე პროცესს შეუძლია დასრულდეს, ან რისხვის დამთავრების შემდეგ ან ობიექტის მიტოვების და გამოუსადეგრად შეფასების შემდეგ.  ჩვენ ვერ ვიტყვით, ამ ორი შესაძლებლობიდან, მელანქოლიის დასრულების აქტის დროს, რომელია უფრო რეგულარული ან ჩვეული. ვერც იმას გავიგებთ რა გავლენა აქვს ასეთ დასასრულს მომავალში ამ შემთხვევაზე. ეგომ შეიძლება ამ დროს კმაყოფილება განიცადოს იმის ცოდნით, რომ ის ობიექტზე უფრო უკეთესია. თუნდაც დავეთანხმოთ მელანქოლიის შესახებ ამ შეხედულებას, ის მაინც არ ხსნის იმ ამოცანას, რომლის ამოხსნაც გვქონდა განზარხული. ჩვენ წარმოგვედგინა, რომ მელანქოლიის შემდეგ მანიის აღმოცენების ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გვეძია ამბივალენტობაში. ამ შეხედულების მხარდაჭერა ვიპოვოთ სხვა მრავალი სფეროს ანალოგიებში. მაგრამ არსებობს ერთ ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ამ შეხედულებაზე საუბრისას. მელანქოლიის სამი წინაპირობიდან- ობიექტის დაკარგვა, ამბივალენტურობა, ლიბიდოს რეგრესია ეგოში- პირველი ორი ასევე გვხვდება საკუთარი თავის ობსესიურ დადანაშაულებასა და კრიტიკაში, რაც აღმოცენდება სიკვდილის საპასუხოდ. ასეთ შემთხვევებში ნამდვილად ამბივალენტურობაა კონფლიქტის მოტივი და დაკვირვება გვიჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც კონფლიქტი დასრულდება, გონების მანიაკალურ მდგომარეობაში აღარაფერი მსგავსი აღარაა დარჩენილი. აქედან გამომდინარე მესამე ფაქტორთან მივდივართ, რომელიც შედეგებზე ერთადერთი პასუხისმგებელია. კატექსისის მასა, რომელიც თავიდან შესაზღვრულია და მელანქოლიის სამუშაოების დასრულების შემდეგ თავისუფლდება და მანიის აღმოცენებას შესაძლებელს ხდის, ლიბიდოს ნარცისიზმად  რეგრესიასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეგოში მიმდინარე კონფლიქტმა, რომელსაც მელანქოლია ობიექტისათვის ბრძოლას ანაცვლებს, უნდა იმოქმედოს მტკივნეული ჭრილობის მსგავსად, რომელიც განსაკუთრებულად მაღალ ანტიკატექსისს მოითხოვს. მაგრამ აქაც მანიის შესახებ შემდგომი ახსნებისაგან თავი უნდა შევიკავოთ,მანამ, სანამ მის ეკონომიკურ ბუნებას კარგად არ გავიგებთ, თავიდან ფიზიკური ტკივილის და შემდგომ მენტალურის შესახებ. როგორც ვიცით, გონების გართულებული პრობლემების ურთიერთდამოკიდებულება გვაიძულებს მივატოვოთ გარკვეული შეკითხვები, მანამდე ვიდრე მათ პასუხები გაეცემათ, ან  სანამ სხვა შეკითხვებზე გაცემული პასუხები შეძლებენ დახმარებას.

Leave a Reply