თარგმანები

კრიმინოლოგია, ფრთხილი მეზობელი – ელაინ პლეიერი

credit: www.withmydegree.org

წარმოგიდგენთ ელაინ პლეიერის ტექსტის “კრიმინოლოგია, ფრთხილი მეზობელის” ქართულ თარგმანს (თავი წიგნიდან Forensic Psychotherapy: Crime, Psychodynamics and the Offender Patient, London. 2000), სადაც ავტორი მოკლედ და საინტერესოდ აღწერს თანამედროვე კრიმინოლოგიის მიმდინარეობების ანალიზს და მის კავშირს ფსიქოთერაპიასთან და სასამართლო ფსიქოლოგიასთან.

ინგლისურიდან თარგმნა სოსო დოლიძემ

თავისუფალი თარგმანი

თანამედროვე ბრიტანული კრიმინოლოგია აერთიანებს დისციპლინათა დიდ ერთობას და აკადემიურ დისციპლინებს. თანხმდებიან რომ თანამედროვე კრიმინოლოგია ორ ნაწილად იყოფა, ესაა ” ლომბროზიული პროექტი” რომელიც ცდილობს მეცნიერულად  ახსნას ადამიანის კრიმინალური ქმედებები, არსი და ა .შ.  კრიმინალებს განსხვავებული ქცევები და იდენტობა აქვთ არაკრიმინალებთან შედარებით და მეორე “მმართველობითი პროექტი” [governmental project]. რომელიც მთავარ აქცენტს კრიმინალური სისტემის ადმინისტრირებაზე აკეთებს  (Garland 1994). დევიდ გარლანდის მიხედვით კრიმინოლოგია ორიენტირებულია სამეცნიერო შედეგებზე მაგრამ პარალელურად ახასიათებს ინსტიტუციონალური სფეროს განვითარება, ადმინისტრაციული კუთხე. სასამართლო ფსიქოთერაპიისთვის და ზოგადად კრიმინალის თერაპიისთვის კრიმინოლოგია უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროა.

 

ისტორიული კავშირები

ამჟამინდელი დისტანციური ურთიერთობა ფსიქოლოგიასა და კრიმინოლოგიას შორის წარსულში სხვანაირად იყო. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში კრიმინოლოგიაში დომინირებდა ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული კვლევები დანაშაულის გამომწვევ მიზეზების შესახებ რომელიც ყურადღებას ამახვილებდა დამნაშავის და მოძალადის პორტრეტზე.  1932 წელს შეიქმნა დელიქვენტური ქცევის სამეცნიერო მკურნალობის ცენტრი (მოგვიანებით 1948 წელს შეეცვალა სახელი და დაერქვა დელიქვენტურობის მკურნალობის სამეცნიერო ინსტიტუტი. ამ ცენტრმა თავისი კლინიკა გახსნა რომელსაც პორტმანის კლინიკა ეწოდა. (Saville and Rumney 1992).

მეორე მსოფლიო ომამდე ინგლისში კრიმინოლოგია დაქვემდებარებული იყო მედიკო ფსიქოლოგიურ მოდელს.  კრიმინოლოგიის, როგორც აკადემიური დისციპლინის განვითარება და მისი უნივერსიტეტებთან ინტეგრაცია 1930 იან წლებში დაიწყო. მასზე გავლენა იქონია ამერიკულმა სოციოლოგიურმა სკოლამ, დანაშაული ინდივიდუალური ფსიქოპათოლოგიის ნაცვლად უფრო მეტად სოციალურ კონტექსტში აღიქმებოდა. ზოგიერთი სოციოლოგი ამტკიცებდა რომ კრიმინალი სოციუმისთვის დადებითადაც კი მოქმედებდა რადგან კრიმინალური ქცევა შესაძლოა ყოფილიყო “ნორმალური” რექცია ზოგიერთი სიტუაციისადმი (Davis 1937; Miller 1958).  დისკურსი, რომ დანაშუალის ჩადენას განაპირობებს სოციალური და საზოგადოებრივი ფაქტორები დომინანტური გახდა, ეს ფაქტი იხსნებოდა “სოციალური დეზორგანიზაციის” (Shaw and McKay 1942), “დიფერენციალური ასოციაციის”  (Sutherland and Gressey 1960) და “სუბკულტურილი კონფლიქტების” (Cohen 1955) ფენომენებით. ამგვარად სოციალური პოზიტივიზმი ხსნიდა რომ დანაშაული, კრიმინალი  დაზიანებული სოციალური კონდინციების შედეგი რომელიც გამოწვეულია სიღარიბით, უთანასწორობით და დანაკარგით. მოიაზრებოდა რომ უნდა ებრძოლო “გამომწვევ მიზეზებს” სოციალური კეთილდღეობის შექმნით, განათლების სისტემის შექმნით დასაქმებით, უსახლკარობასთან ბრძნოლით და ურბანული დაგეგმარებით.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გახშირებული კრიმინალის დონის მომატების ფონზე პოზიტივისტურმა მიდგომებმა ოდნავ უკან გადაიწია და ისევ წინ წამოიწია მეთვრამეტე საუკუნის და ადრეული მეცხრამეტე საუკუნის ცნებებმა რომელიც კრიმინალს ხატავს როგორც რაციონალურ და მორალურ აქტორს, რომელიც თავისუფლად ირჩევს კრიმინალურ ქმედებებს პირადი ინტერესების შესაბამისად. თუმცა პოზიტივისტური სკოლა ძალიან შორსაა საბოლოო დამარცხებისაგან. პოზიტივიზმის ძირითადი მიდგომები „გადარჩა“ და თანამედროვე კრიმინ კრიმინოლოგიის მთავარ კომპონენტებად შემორჩა. იანგი (1994) ავითარებს აზრს რომ თანამედროვე კრიმინოლოგიის დისციპლინაში არის ორი იდეის დაპირისპირება: ერთი მხრივ ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს „თავისუფალი სურვილი, რაციონალურობა და თავისუფალი მორალური არჩევანი““, მეორე იდეის მიხედვით კი ადამიანი არის არა რაციონალური აქტორი, რომლის ქცევაც დეტერმინირებულია შიდა და გარე ძალებით, რომელთა მართვაც მას არ შეუძლია (გვ. 69). აკეთებს ოთხ პარადიგმას კრიმინოლოგიის 90 იან წლებში: მემარცხენე იდეალიზმი, მემარცხენე რეალისტური კრიმინოლოგია, ადმინისტრაციული კრიმინოლოგია და მემარჯვენე რეალისტური კრიმინოლოგია.  იანგი 90 იან წლებში განიხილავდა კრიმინოლოგიის ოთხ მთავარ პარადიგმას: „მემარცხენე იდეალიზმი, ახალი ადმინისტრაციული კრიმინოლოგია და მემარცხენე და მემარჯვენე რეალიზმი“ (გვ. 80).

მემარცხენე იდეალიზმი

მემარცხენე იდეალისტებისთვის კრიმინალი გამოწვეულია მატერიალური უთანასწორობით და კლასობრივი საზოგადოებით. ასეთ საზოგადოებებში ინდივიდის ცნობიერება სრტუქტურირებულია ინსტიტუციებისაგან რომელიც დაფუძნებულია დომინანტურ იდეოლოგიაზე და რომელიც განსაზღვრავს რა არის “კარგი” და “ცუდი”, “ნორმალური” და “არანორმალური”, “სასურველი” და “არასასურველი”, ეს კონსტრუქტები ემორჩილებიან სოციალურ წესებს. ამ პერსპექტივით კრიმინალური მართლმსაჯულების სისტემა ემსახურება იმ ფენას, რომელიც არის დომინანტური და ძალაუფლების პოზიციების მქონე საზოგადოებაში და არაღიარებულ ფენებს რეპრესირებულ მდგომარეობაში აყენებს. ამის გამო კრიმინალური მართლმსაჯულების მიზანია ამ წესრიგის შენარჩუნება ვიდრე რეალურად კრიმინალთან ბრძოლა.

სასამართლო ფსიქოლოგიას მემარცხენე იდეოლოგიასთან არ აქვს ღრმა კავშირები. თერაპევტული პროგრამები, რომლის წევრები არიან “მზრუნველი პროფესიონალები” ახდენენ კრიმინალის ინდივიდუალიზაციას, პათოლოგიზაციას და კავშირს უსვამენ კრიმინალური ქცევის კონტროლის უუნარობაზე.  ფსიქოთერაპიის კორექციის როლი ძალიან შეზღუდულია. მიუხედავად ამისა მემარცხენე იდეალისტური პერსპექტივიდან შესაძლებელია ფსიქოთერაპევტის უფრო რადიკალურში დანახვა. ეს შესაძლოა გამოხატული იქნეს იმით რომ  პროფესიონალმა მიახვედროს მოძალადე თავის ქცევას, და გააცნობიერებინოს რამდენად ესადაგება და რა კავშირშია ის სოციალურ წესრიგთან. თერაპევტი გაზრდის მის აქტივობას და წაახალისებს პოლიტიკურ ზეწოლას სოციალური ცვლილებებისთვის.

მემარცხენე რეალისტური კრიმინოლოგია 

მემარცხენე რეალისტები ხშირად აკრიტიკებენ თავიანთ მემარცხენე იდეალისტ კოლეგებს თავიანთ დასკვნებში. რეალისტები არ ეწინააღმდეგებიან იდეას რომ კრიმინალი გამოწვეულია საზოგადოებრივი უთანასწორობით მაგრამ ისინი აკრიტიკებენ იდეას, რომ სიღარიბე და დანაკარგი ყველა შემთხვევაში ავტომატურად იწვევს კრიმინალურ ქცევას. კრიმინალის გამომწვევი მხოლოდ უთანასწორობა და კაპიტალიზმი არ არის. ასეთი ტიპის ანალიზი ორ მნიშვნელოვან ასპექტს ეწინააღმდეგება. მკვლელობა, გაუპატიურება და სხვა ტიპის ძალადობრივი და სექსუალური კრიმინალები არ არის მიანცდამაინც დაკავშირებულ ერთ რომელიმე საზოგადოების სექტორთან. მეორე, მემარცხენე რეალისტები ადანაშაულებენ იდეალისტებს იმაში, რომ იდეალისტური მიდგომა ამახინჯებს რეალობას და ზედმეტ ყურადღებას უთმობს დანაშაულის კოლექტივისტურ ხასიათს.

მემარცხენე რეალისტებისთვის კრიმინალი აღქმულია არის არა როგორც მატერიალური სიდუხჭირის გარდაუვალი აბსოლუტური შედეგი, არამედ პასუხი შესაბამის დანაკარგზე.  ამგვარად მემარცხენე რეალიზმი ითვალისწინებს როგორც სუბიექტურ, ასევე ობიექტურ სოციალური კონტექსტის რეალობებს. ზოგიერთი სოციალური გარემოებები როგორიცაა უმუშევრობა, უსახლკარობა მათ აქვთ კავშირი კრიმინალურ ქცევებთან არა მექნიკურ დონეზე, არამედ ისინი ადამიანთა ქმედების დეტერმინაციას ახდენენ და გზას უღობავენ ინდივიდის მორალურ არჩევანს. ინდივიდის სუბიექტური ისტორიაზე დამოკიდებულებით და გადაჭრის გზის ინდივიდუალისტური ბუნებიდან გამომდინარე კრიმინალი არ არის დაკავშირებული მხოლოდ უმუშევრობასთან და სიღარიბესთან, არამედ ის გვხვდება ყველა სოციალურ ფონზე.

ბიოლოგიური კორელაციური ფაქტორები არ არის უარყოფილი მემარცხენე რეალისტების მიერ. თუმცა ისინი ეწინააღმდეგებიან მოსაზრებას რომ კრიმინალი ფიზიოლოგიურად დეტერმინირებული ქმედებაა. ისინი უფრო მეტად კულტურულ ფაქტორებს უსვამენ ხაზს.

მემარცხენე რეალიზმის ფუძემდებლები არ ეწინააღმდეგებიან ფსიქოთერაპევტულ ანალიზს, რომელიც ცდილობს გაარკვიოს ესა თუ ინდივიდი რატომ იქცევა ასე კონკრეტულ სიტუაციაში. მემარცხენე რეალისტები აცნობიერებენ რომ კრიმინალის კონტროლს სჭირდება მრავალმხრივი სოციალური პროგრამები სოციალური უსამართლობის აღმოსაფხვრელად. ფსიქოთერპევტული ინტერვენცია, რომელიც ეხმარება მოძალადეს გააცნობიეროს თუ რატომ არის იმ მდგომარეობაში რაშიც არის, და დაეხმარება ანტისოციალური ქცევის გაანალიზებაში,  ერგება მემარცხენე რეალიზმის პრინციპებს.

ადმინისტრაციული კრიმინოლოგია

ადმინისტრაციული კრიმინოლოგია ბრიტანული კრიმინოლოგიის  დომინანტური პარადიგმაა  (Rock 1988; Young 1988). ამ მიმართულების ძირითადი აქცენტი პოლიტიკის საკითხებზეა გაკეთებული, რომელიც კრიმინალის კონტროლს და კრიმინალური მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურ დაფინანსებას ეხება. ნაკლებად ექცევა ყურადღება ძალადობის გამომწვევ ძირითად ფაქტორებს. კრიმინალური ქცევა გაგებულია არა როგორც “არანორმალური” ქცევა რომელსაც მოძალადე ახორციელებს, არამედ “ნორმალური” ოპორტუნისტული პასუხი რაიმე სიტუაციისადმი, რომელი სიტუაციაც აძლევს დამნაშავეს საშუალებას ჩაიდინოს კრიმინალი. ამ მიდგომის თეორიული საფუძველი შეგვიძლია ვეძიოთ ტრევის ჰირშის კონტროლის თეორიაში, რომელიც ამტკიცებს რომ ძირითადი კითხვა კრიმინოლოგებისთვის არის არა ის თუ რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს, არამედ კონკრეტული ხალხი რატომ იკავებს ამისაგან თავს. პირში ამტკიცებს რომ დანაშაული ხდება იქ, სადაც არ არსებობს კონტროლის ფაქტორები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ კრიმინალური ქმედებები ხდება იქ, სადაც კრიმინალის ჩადენის შესაძლებლობა არსებობს და არ არსებობს მექანიზმები, რომელიც გააკონტროლებდა ინდივიდის ქცევას.

პირშის ეს მიდგომა, რომელიც ადმინისტრაციული კრიმინოლოგიის მიმდევრებმა აითვისეს  მიზანმიმართულია სიტუაციური კრიმინალის პრევენციისკენ, რომელის გულისხმობს კრიმინალის კონტროლს იმით, რომ პოტენციურ დამნაშავეებს შეეზღუდოთ დანაშაულის ჩადენის სტრუქტურული შესაძლებლობები. მაგალითად სამეზობლო სათვალთვალო ტერიტორიის განვითარება და ვიდეო კამერების დამონტაჟება საჯარო სივრცეებში შექმნილია კრიმინელების შესაფერხებლად. სახლში დამონტაჟებული ვიდეო თვალები და ასევე მანქანაში დამონტაჟებული ფარული ვიდეო კამერები იმისათვის გამოიყენება რომ კრიმინალებისთვის დანაშაულის ჩადენა უფრო რთულად იყოს შესაძლებელი. ამ მიდგომით სოციალური სიტუაციის ფაქტორები დაკნინებულია იმ დონემდე რომ კრიმინალის ჩადენის კონტექსტში ყურადღება ეთმობა მხოლოდ იმას, თუ რამდენად მარტივად შეუძლია კრიმინალს ამა თუ იმ საზოგადოებაში დანაშაულის ჩადენა. დამნაშავე აღქმულია როგორც რაციონალური აქტორი, რომელიც ჩადის დანაშაულს იმის მიხედვით თუ რა მოცემულობა და შანსი აქვს. პოზიტივისტური დასკვნა რომ გარკვეული სოციალური ფაქტორები მოტივაციას უქმნის ადამიანს ჩაიდინოს დანაშაული, არაღიარებულია.

ადმინისტრაციული პარადიგმაში კრიმინოლოგია ყველაზე ემპირიული და პრაგმატულია. მისი მიზანია იპოვოს პასუხები, დროებითი საშუალებები მაინც რომელიც დანაშაულის გაკონტროლებას შეუწყობს ხელს. ადმინისტრაციული კრიმინალური მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ბევრმა თანამედროვე მკვლევარმა ემპირიული კვლევების გზით. ბრიტანეთის home office კოჰორტულმა კვლევებმა ცხადყო რომ კრიმინალური ქცევას იმაზე ფართო განსაზღვრება აქვს ვიდრე ამას აქამდე წარმოიდგენდნენ (Home Office, 1989). გარდა ამისა საზოგადოებაში ამაღლდა ცნობიერება ე. წ.  “თეთრი საყელოს დანაშაულების” მიმართ. ეს ეხება ისეთ დანაშაულებს, რომელიც ხდება ძალაუფლების მქონე ორგანიზაციებში სადაც არაა დაცული უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები სამუშაო ადგილებზე, გარემოს დაბინძურების საკითხები, თაღლითობა ბიზნესში, ეს ყველაფერი იმის გაანალიზებას უწყობს ხელს  რომ დანაშაული და კრიმინალი მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მარგინალურ და “არანორმალურ” სექტორს არ უკავშირდება.

გარდა ადმინისტრაციული კრიმინოლოგიის ემპირიული და პრაგმატული კრიტიკისა,  შეიძლება ითქვას, რომ ის არა მარტო ვერ უმკლავდება იმ გამოწვევებს რაც აქვს, არამედ ის ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მართლმსაჯულების პრინციპებს. სახელმწიფოს მიერ ადამიანის დანაშაულისთვის დასჯა უნდა იყოს თანაბარი ანგარიშსწორების პრინციპებზე დაყრდნობილი, რომელიც ნიშნავს რომ ადამიანმა უნდა მიიღოს ჩადენილი დანაშაულის მართლზომიერი სასჯელი.

ფსიქოთერაპიის მეთოდოლოგია რომელიც ტრადიციულად კლინიკურ შეფასებაზე დაყრდნობით და შემთხვევების განხილვით ოპერირებს თავისი არსით ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული კრიმინოლოგიის პარადიგმის უკომპრომისო ემპირიზმს. თუმცა იმის თქმაც არასწორი იქნება, რომ ადმინისტრაციულ კრიმინოლოგიის ჩარჩოში ფსიქოთერაპიის ადგილი არ არის. ადმინისტრაციული კრიმინოლოგია არ უარყოფს ფაქტს რომ ინდივიდუალური პათოლოგია შეიძლება იყოს  კრიმინალური ქცევის გამომწვევი. ადმინისტრაციული პარადიგმის მიხედვით არსებობს კრიმინალური ქცევა რომელიც ინდივიდუალურ პათოლოგიას უკავშირდება, მაგრამ ამავე დროს არსებობს საზოგადოებაში გარემოებები სადაც კრიმინალი წინასწარ შედგენილი სქემებით და პრინციპებით რაციონალურად მოქმედებს.

მემარჯვენე რეალისტური კრიმინოლოგია

მემარჯვენე რეალისტურმა კრიმინოლოგიამ ფართო გასაქანი ამერიკულ კრიმინოლოგიაში ჰპოვა, თუმცა ბრიტანულ აკადემიურ წრეებში ფართო აღიარება დიდი ხნით ვერ მოიპოვა (ნახეთ Rock 1994). მემარჯვენე რეალისტისთვის კრიმინოლოგიის ძირითადი ამოცანაა განსაზღვროს თუ საზოგადოებაში როგორ შეიძლება ეფექტურად გაკონტროლდეს კრიმინალის დონე. ამ მიდგომის მოწინავე ფიგურაა ამერიკელი კრიმინოლოგი ჯეიმს ქ. უილსონი რომელმაც შეტევა მიიტანა ლიბერალურ სადამსჯელო პოლიტიკაზე იმით რომ უბრალოდ უარყო კავშირი სიღარიბესა და კრიმინალს შორის. მისი თქმით (1985) 1960 იან წლებში ამერიკაში კრიმინალის მაჩვენებელი გაიზარდა იმის მიუხედავად რომ მთავრობა სოციალურ პროგრამებში დიდ თანხებს დებდა და მოწადინებული იყო აღმოეფხვრა სოციალური უთანასწორობა. უილსონის მიხედვით (1985, გვ.253) ყველაზე მეტად რაც ახალისებს კრიმინალს ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მისი საზოგადოების შეჯიბრებითი და ინდივიდუალური კულტურა. ამ მეთოდს ჩარევის საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია. ის მეტ ყურადღებას ამახვილებს სოციალური კონტროლის არაფორმალურ მექანიზმებზე. განსაკუთრებით ბავშვის აღზრდაზე, რომელიც მოგვიანებით დაემორჩილება სოციალურ წესებს. უილსონის და ჰერნშტაინის მიხედვით ბავშვი  ოჯახში აღზრდით იღებს იმ მეთოდებს რომლის ინტერნალიზებასაც ახდენს, ეს შემდეგ უფრო ძლიერდება სკოლაში, განათლების სისტემაში, ამის გამო საბოლოოდ ჩამოყალიბებული ადამიანი  არ არღვევს სოციალურ წესრიგს. მაღალი კრიმინალით გამოირჩევა ის დასახლებები სადაც სოციალური კონტროლის ეს არაფორმალური მექანიზმები არაა კარგად განვითარებული. ამ შემთხვევაში პოლიციის მიზანია ეფექტურად მართოს დასახლება და გამოიყენოს ეფექტური მეთოდები. ეს მიდგომა აღიარებს ისეთი დასახლებების არსებობას, სადაც მდგომარეობა იმდენადაა გაუარესებული, რომ გამოსწორება შეუძლებელია. სოციალური სარგებლიანობის პრინციპი არის ის ძირითადი მექანიზმი როდესაც საქმე გვაქვს განმეორებადი ქცევის კრიმინალთან, რომელიც კრიმინალს უსჯის დიდი ოდენობით სასჯელს იმისათვის რომ საზოგადოებაში შეინარჩუნოს სიმშვიდე და არსებული სტატუს-კვოამგვარად პრიორიტეტს წარმოადგენს არა ლიბერალური მართლმსაჯულება, არამედ სოციალური წესრიგის შენარჩუნება.

იმისათვის რომ მემარჯვენე რეალიზმის სისტემამ მოახდინოს თერაპევტული პროგრამების ინკორპორაცია საჭიროა რამდენიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილება. იმის გათვალისწინებით, რომ მემარჯვენე რეალიზმისთვის უფრო მნიშვნელოვანი საზოგადოების უსაფრთხოებაა ვიდრე ინდივიდუალური ადამიანის უფლებები თერაპიაც მეტად უნდა იყოს ფოკუსირებული პრევენციაზე  ვიდრე განკურნებაზე. ამ სისტემაში აშკარა “ფავორიტები” იქნებიან ბავშვები, რომელთაც  “დეფექტური” მშობლები ყავთ, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ მათ ადეკვატურ აღზრდას. ფსიქოლოგს კი ამ შემთხვევაში კომპენსატორული ფუნქცია ენიჭება, რომელმაც ბავშვი საზოგადოებისთვის უნდა მოამზადოს  შესაბამისი უნარებით. მემარჯვენე რეალიზმისთვის უფრო მისაღებია ბიჰევიორალურ ასპექტებზე მიმართული თერაპია რომელსაც მეტი ამბიციები აქვს. მიუხედავად მეთოდოლოგიისა მემარჯვენე რეალიზმში  ნებისმიერი თერაპიული მიმდინარეობის „გადარჩენა“ დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მოახდენს ის  “მარგინალური სარგებლის” დემონსტრირებას კრიმინალის კონტროლის კონტექსტში.

დასკვნა

კრიმინოლოგია ძალიან ფართო დისციპლინაა, მის თავში მოიაზრებს სხვადასხვა სკოლებსა და დისციპლინებს. აქ მოყვანილი ოთხი ტიპის სოციოლოგიური პარადიგმა რა თქმა უნდა არ არის საკმარისი, თუმცა შესაძლებლობას იძლევა შეგვექმნას წარმოდგენა ძირითადი მიმართულებების მსოფლმხედველობაზე და მის კავშირზე ფსიქოთერაპიასთან. მიუხედავად იმისა რომ კრიმინოლოგია და სასამართლო ფსიქოთერაპია მრავალ საერთო თემას ფარავს, ისინი მაინც გარკვეულ დისტანციაზე არიან ერთმანეთისაგან.

თანამედროვე კრიმინოლოგია ძალიან ფრთხილად უყურებს პოზიტივისტურ ანალიზს.  ნაკლებად თანამშრომლობს იმათთან ვინც დანაშაულის გამომწვევი ქმედებების ინდივიდუალიზაციას ახდენს და კრიმინალურ ქცევას პერსონალურ პათოლოგიად აღიქვამს. კრიმინალისტების ძალიან მცირე ნაწილია, რომელებიც ამბობენ, რომ არსებობს ადამიანები რომელთა ანტისოციალური ქცევები პირდაპირ დაკავშირებულია მათ ფსიქოპათოლოგიასთან  და ფსიქოთერაპიული და სხვა ფსიქოლოგიური მკურნალობით  კრიმინალმა შეიძლება მიიღოს სარგებელი.

კრიმინალური მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ახორციელებს დასჯას, თავისი არსით არის არაშეთანხმებითი, არ უშვებს გამონაკლისს. პრინციპულია რომ კრიმინალურმა მართლმსაჯულების სისტემამ კანონდამრღვევი არ აიძულოს  მკურნალობაზე სანამ ის არ დაექვემდებარება 1983 წელს გამოცემულ მენტალური ჯანმრთელობის აქტს. თერაპიული პროგრამები კრიმინალური მართლმსაჯულების სისტემაში მხოლოდ და მხოლოდ ეთიკური პრინციპებით უნდა ოპერირებდეს და მკურნალობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. მაგრამ ისეთ სეტინგში სადაც სახელმწიფოს პრეტენზია აქვს ძალაუფლებაზე და უფლებას ართმევს დამნაშავეს თერაპიის ნებაყოფლობითობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საკითხავია რამ უნდა აიძულოს კანონდამრღვევი რომ მკურნალობაზე თანხმობა განაცხადოს?

თუ კი თერაპიული სერვისები ადმინისტრაციულად მოცილებული იქნება სადამსჯელო ინსტანციებს ეს უკეთესი იქნება და ბევრ პრობლემას მოაგვარებს.  მაგრამ მეორე მხრივ თუ მკურნალობის ყველა შესაძლებლობა განცალკევებული იქნება  სადამსჯელო ფორმალურ მხარესთან და მისი ადგილმდებარეობა სადამსჯელო სისტემის გარეთ იქნება, ეს კიდევ სხვა პრობლემას წარმოქმნის.

სახელმწიფოს როლი და მისი ძალაუფლების ლეგიტიმაცის ფაქტორები მოქალაქეების დაცვის კონტექსტში ფართო განხილვის თემაა თანამედროვე კრიმინოლოგიაში. მიშელ ფუკოს ნაშრომის მიხედვით (1979) მზაკვრულადაა გაზრდილი სახელმწიფოს მეთვალყურეობის კონტროლის ძალაუფლება (Cohen, 1979).

ადვილად შეგვიძლია დავინახოთ მრავალი ხაფანგი კრიმინოლოგიისთვის რომელიც ხელს უშლის მას ფსიქოთერაპიასთან კავშირის დამყარებაში. ის უფსკრული რომელიც კრიმინოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის არსებობს კრიმინოლოგიის ხასიათიდან გამომდინარეა, რადგან ის მეტწილად არ აღიარებს იმ ინდივიდუალიზმს რომელიც სასამართლო ფსიქოლოგიისთვის ასეთი ორგანულია. მაგრამ ამის საპირისპიროდ საჭიროა სასამართლო ფსიქოთერაპიის მხარესაც არსებობდეს ის ფლექსიბილურობა რომ მან დაუშვას და აღიაროს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები, როგორც კრიმინალური ქცევის გაგების რელევანტური კრიტერიუმები.

Leave a Reply