თარგმანები

ანტისოციალური (ფსიქოპატიური) პიროვნული აშლილობა – ნენსი მაკუილიამსი

წარმოგიდენთ ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსის, ფსიქოლოგის ნენსი მაკუილიამსის წიგნიდან “ფსიქოანალიტიკური დიაგნოზი” თავს “ფსიქოპატიური (ანტისოციალური) პიროვნების” თარგმანს. ეს არის თარგმანის პირველი ნაწილი, პირობითად თარგმანი დაყოფილია სამ ნაწილად. დანარჩენი ორი ნაწილიც მალევე განთავსდება ვებ გვერდზე. 

სოსო დოლიძის თარგმანი

ვსაუბრობ მენტალური ჯანმრთელობის პრაქტიკაში ყველაზე არაპოპულარული პაციენტებზე. ადამიანები, რომლებიც არსებითად ფსიქოპათები. არიან  აქ გამოვიყენებ მელოის (1988) ტერმინს მის ძველ ფორმას. ტერმინი „ანტისოციალური“ არის ის რაც ჩანს გარედან, რაც გარედანაა თვალსაჩინო ფსიქოლოგიის სოციალური შედეგების გათვალისწინებით, ჩემი მიზანი კი აქ არის პიროვნების სუბიექტური გამოცდილების და ფსიქოპატი ხალხის შიდა დინამიკა გამოკვლევა.

კვლევამ დაადასტურა კერნბერგის (1984) კონცეპტი რომელიც ხაზს უსვამს დიაპაზონს ნარცისულ კონდიციას (სელფის აშლილობა) და ექსტრემალურ ფსიქოპათიას შორის. (გაკანო, მელოი, ბერგი, 1992). რობერტ ჰარი (ჰარი და სხვები, 1990) განასხვავებს ნამდვილ ფსიქოპატებს ანტისოციალური ტენდენციების მქონე პიროვნებისაგან, იყენებს რა ტერმინს „ფსიქოპატი“. აქ თავისუფლად გამოვიყენებ ტერმინს „ფსიქოპატიურს“ რომელიც  „ანტისოციალურის“ ექვივალენტია, ხოლო ტერმინ „ფსიქოპათიას“ მთელი ანტისოციალური სპექტრის აღსაწერად. ჩემი 1994 წლის პრაქტიკისგან განსხავებით   ტერმინს „ფსიქოპატი“ გამოვიყენებ მხოლოდ ექსტრემალური პათოლოგიის ტერმინის აღსაწერად და თავს ავარიდებ ტერმინ „სოციოპატის“ გამოყენებას.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომ ექსტრემალური ფსიქოპათები არ ექვემდებარებიან მკურნალობას (სტოუნი, 2000), მრავალ ანტისოციალური ტენდენციების მქონე პიროვნებაზე თერაპიული გავლენის მოხდენა შესაძლებელია. ანტისოციალური სპექტრის დიაპაზონი ძალიან დიდია, დაწყებული ადამიანებით, რომელთა პერსონალიები ანტისოციალურ კონტინიუმზე გადახრილია ექსტრემალური ფსიქოპატიისკენ, დეზორგანიზებული, სადისტური და იმპულსური ხალხით ისეთები როგორებიც არიან რიჩარდ ჩეისი (Biondi & Hecox, 1992; Ressler & Schactman, 1992) რომელიც შემთხვევითი შერჩევით კლავდა ადამიანებს და მათ სისხლს სვამდა (იმის ილუზიით, რომ მისი სისხლი მოწამლული იყო და მას ეს სჭირდებოდა გადასარჩენად) დამთავრებული მოწესრიგებული პერსონაჟებით როგორებიც ყავს აღწერილი ბრაბიაკს და ჰარს (2007) თავის ნაშრომში ამერიკელი კორპორატიული ფსიქოპათების შესახებ „გველები ლუქსში“. ფსიქოპატიური კონტინიუმი ძირითადად არის მოსაზღვრე და ფსიქოპათიურ მიმართულებაში, რადგანაც კონცეპტუალურად დიაგნოზი ძირითადად ხაზს უსვამს ადამიანთა მიჯაჭვულობის ძირითად დარღვევებს და ეყრდნობა ძალიან პრიმიტიულ დაცვის მექანიზმებს.

ბურსტეინთან (1973a) ერთად მე დავამტკიცებდი, რომ არსებობს წარმატებული ხალხი რომელთა ხასიათი უფრო მეტად ფსიქოპატიურ სტრუქტურაში ჯდება ვიდრე სხვა პიროვნული ნიშნებში და რომლებიც სამართლიანადაა შეფასებული მაღალი დონის ანტისოციალურ პიროვნებებად. ასეთ ადამიანებს აქვს საკმარისი იდენტობის ინტეგრაცია, რეალობის აღქმის უნარი და იყენებენ უფრო მაღალი დონის დაცვის მექანიზმებს. ამ თვისებების გამო მათ ვერ მივაკუთვნებთ მოსაზღვრე ან ფსიქოტურ სპექტრს,  მათი ფიქრის და ქმედების ძირითადი გზები არის ანტისოციალური. ზოგიერთ ძალიან წარმატებულ თავდაპირველი,  ძირითადი ხედვა ფსიქოპატიური აქვს. ისეთ უნარების ქონა როგორებიცაა ეგოს სიძლიერე, სხვების დაუნდობელ განურჩევლობა და ა. შ. ხშირ შემთხვევაში არის პროფესიულ კიბეზე მაღალი საფეხურის მიღწევის საფუძველი. ეს ადამიანები ხშირად უფრო წარმატებულნი არიან მათზე ვისაც აქვთ ლოიალურობის გრძნობა, გააზრების და  თანაგანცდის უნარი.

1939 წელს ჰედერსონმა განასხვავა „პასიური-პარაზიტული“ ფსიქოპათები აგრესიული ფსიქოპატებისგან.  ეს კატეგორია კარგად ჯდება პონზის სქემაში, ამ ადამიანებს ყავთ თბილი ოჯახი და კარგი მეგობრული ურთიერთობები (მინიმუმ მანამ, სანამ გამოაშკარავდება თავისი თაღლითური ბუნება). როგორც საზოგადოება, ჩანს რომ ჩვენში უფრო მისაღებია ფსიქოპათიის ეს უფრო დახვეწილი ვერსია, თუმცა ამ დახვეწილ ვერსიაშიც სხვების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება იგივეა რაც აგრესიულ ფსიქოპატებში. ბურსტეინის (1973a) კრიტერიუმი ფსიქოპათიის დიაგნოზის დასმისას ხაზს უსვამს ადამიანის სურვილს ცნობიერად მოახდინოს სხვების მანიპულაცია მეტი სარგებლის მისაღებად. ამ გზით თუ ვიხელმძღვანელებთ ფსიქოპატიური პიროვნების დიაგნოზს არანაირი კავშირი არ აქვს აშკარა კრიმინალთან და იმ ყველაფერთან რაც შიდა მოტივაციას უკავშირდება.

დრაივი, აფექტი და ტემპერამენტი ფსიქოპატთან

ფაქტი, რომ ბავშვები დაბადებიდანვე განსხვავდებიან ტემპერამენტით (რომელიც ყველა მშობელმა იცის, ვისაც ორზე მეტი ბავშვი ყოლია) ახლა უკვე მეცნიერულად დადასტურდა (Kagan, 1994; Thomas1 Chcss, & Birch, 1968). მახასიათებელები, რომელთა დემონსტრაციასაც ახდენს ბავშვი და დაკავშირებულია თანდაყოლილ ცვალებადობასთან შემდეგ სფეროებში: აქტივობის ხარისხი, აგრესიულობა, რეაქციულობა, კონსოლიდაცია და სხვა მსგავსი ფაქტორები შესაძლოა იყოს პიროვნებაში ფსიქოპათიის მიმართულების განმსაზღვრელი. ადრეული კვლევები რომელიც ჩატარებულია ტყუპებსა და ნაშვილებ ბავშვებზე (le.g., Vandenberg, Singer, & Pauls, 1986) ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც მოგვიანებით გახდნენ ანტისოციალური ქცევის მატარებლები სავარაუდოდ აქვთ უფრო მეტი კონსტიტუციურად მატარებელი აგრესია ვიდრე სხვებს. ამ წიგნის პირველი ვერსიის გამოქვეყნების წლებში იყო თავის ტვინის კვლევებში ნამდვილი აფეთქება, რომლებიც აჩვენებდა რომ ჩვენი რწმენა იმის შესახებ თუ რა არის დასწავლილი და რა თანდაყოლილი გულუბრყვილოდ გამოიყურება. გენეტიკური ფაქტორები შესაძლოა შეიცვალოს ადრეული გამოცდილებით, გენი შესაძლოა იყოს აქტივირებული და გათიშული, ტვინის ქიმიური ნაწილები იცვლებიან გამოცდილების წყალობით და ეს ყველაფერი ინტერაქციაშია ერთმანეთთან. კარგად ჩატარებულ გრძელვადიან კვლევაში კასპმა და მისმა კოლეგებმა (2002) აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომელთა გენიც არღვევს ნორეპიფერინსა და სხვა ნეიროტრანსმიტერებს (მონოამინის ოქსიდაზა ა [MAOA] ვარიაცია რომელსაც შეიძლება ქონდეს მუდმივი ეფექტი X ქრომოსომაზე)   არიან მეტად მოწყვლადნი განავითარონ ანტისოციალური პატერნები. (see Fonagy, 2003; Niehoff, 2003).

ადრეულ მიტოვებას, ძალადობას და ცუდი მოვლას შეუძლია მოახდინოს გავლენა ტვინის ორბიტოფრონტალურ ქერქზე, რომელიც ტვინის მორალურ ცენტრადაა მიჩნეული (Damasio, 1994; Martens, 2002; Yu, 2006). ამგვარად ბიოლოგიურ სუბსტრატი მაღალი დონის აფექტურ და ძლიერ აგრესიასთან ანტისოციალურ ადამიანებში, სავარაუდოდ პირდაპირ არ არის დაკავშირებულ მათ გენეტიკურ მემკვიდრეობასთან, მაგრამ საკმაოდ დიდი გავლენა აქვს გამოცდილებასა და გენის ინტერაქციასთან ერთად. ანტისოციალურ პიროვნებებს აქვთ დაბალი სეროტონინის დონე, (Coccaro, 19%), დიაგნოზ დასმულ ფსიქოპათებს აქვთ ავტონომიური ნერვული სისტემის შესამჩნევად დაბალი რეაქცია (lntraror et al., 1997; Lykken, 1995). ეს ფაქტი სავარაუდოდ ხსნის მათ სენსაციების მაძიებლის თვისებას და „გამოცდილებით სწავლის შეუძლებლობას“ (Cleck.lcy, 1941, p. 368).

ლუთმა, უილიამსონმა, ალპერტმა, პუჟემ და ჰარიმ (1998) აღმოაჩინეს, რომ ფსიქოპათებს ტვინის სქემაში აქვთ ანომალია რომელიც უკავშირდება ლინგვისტურ და აფექტურ პროცესებს, ისინი ასკვნიან, რომ მაღალი  ფსიქოპატებს არ უსწავლიათ გრძნობები რაციონალური გზებით, ისე როგორც უმეტესი ჩვენთაგანი სწავლობს. მართლაც, ისინი იძენენ ემოციური საუბრის უნარს, როგორც „მეორე ენას“ რომ მოახდინონ სხვა ადამიანებს მანიპულირება, ნაცვლად იმისა რომ გამოხატონ თავიანთი შინაგანი მდგომარეობა. ფსიქოპათებს აქვთ დაბალი დონის აფექტის რეგულაცია და საშუალო დონეზე მაღალი ბარიერი სასიამოვნო აღგზნებისთვის (Kernberg, 2005). მაშინ როდესაც უმეტესობა ჩვენგანს შეუძლია განიცადოს ემოციური დაკმაყოფილება კარგი მუსიკით, სასიყვარულო სექსუალური ურთიერთობით, ბუნებრივი სილამაზით, ჭკვიანური ხუმრობით ან საქმის კარგად შესრულებით, მათ სჭირდებათ უფრო მკვეთრი, უფრო ძლიერი გამოცდილება რომ თავი იგრძნონ ცოცხალ არსებებად.

რთულია ფსიქოპათი ხალხის ძირითად გრძნობებზე საუბარი, რადგან მათ ემოციების არტიკულაციის ნაკლები უნარი აქვთ. ისინი აკეთებენ საქმეს ლაპარაკის ნაცვლად. მათ აქვთ ძირითადი აღშფოთების უნარი სპეციალური აფექტების ქონის გარეშე. როდესაც ისინი გრძნობენ რაღაცას, რასაც განიცდიან ეს არის ბრმა ძალადობა და მანიაკალური გაღიზიანება. ამ სექციაში რომელიც ურთიერთობის პატერნებს ეხება მე გთავაზობთ იმას რაც მოდელლმა (1975) პირველად აღწერა, როგორც „მასიური აფექტური დაბლოკვა“. ყველაზე დიდი განსხვავება, რომელიც ფსიქოპათი ხალხის თერაპიის დროს განსხვავდება სხვა პიროვნული მახასიათებელი ადამიანის მკურნალობისგან არის ის, რომ თერაპევტს არ უნდა ქონდეს თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბების მოლოდინი თუ ის პაციენტის გრძნობების შეჯამებაზე გააკეთებს რეფლექსიას.

 

დაცვითი და ადაპტაციური პროცესები ფსიქოპათ ხალხში

პირველადი დაცვის მექანიზმი ფსიქოპათ ხალხში არის ყოვლისმომცველი კონტროლი. ისინი ასევე იყენებენ პროექციულ იდენტიფიკაციას, დისოციაციასა და აქტინგ აუთს. ძალის დემონსტრირების საჭიროება ფსიქოპატებში უპირველესი მნიშვნელობის მატარებელია. ეს იცავს სირცხვილის გრძნობას, ხოლო ექსტრემალურ ფსიქოპატებში სხვებს ხელს უშლის    მათში დაინახონ სექსუალური პერვერსიები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ატარებს კრიმინალის ელემენტებს (Resslcr &: Schact· man, 1992).  ცნობილი ფაქტი, რომ ფსიქოპატებში სინდისის გრძნობის ნაკლებობაა (Cleckley, 1941) დასტურდება არამხოლოდ სუსტი სუპერ ეგოს ქონით (Johnson, 1949) არამედ სხვა ხალხთან პირველადი მიჯაჭვულობის სიმცირითაც. ღრმად ანტისოციალური პიროვნებისთვის სხვა ადამიანთა ღირებულების აღიარება ამცირებს მათ შანსს რომ მათზე ქონდეთ გავლენა.

ძალოვანი უწყებების აგენტები ხშირად გაოცებულნი არიან იმით, თუ რამდენად ჩადის კრიმინალი მკვლელობას იმისათვის რომ დამალოს გაცილებით მცირე დანაშაული (როგორიცაა სექსუალური კომპულსიები, რამდენიმე დოლარის ამოღება მსხვერპლის ჯიბიდან და ა. შ.) რადგან ეს მცირე დანაშაულები აღქმულია როგორც სისუსტეებად (N. Susalis, personal communication, May 7, 1993). კერნბერგი (1984) ამას უკავშირებს „ავთვისებიან გრანდიოზულობას“, ფრაზა რომლის ნამდვილობაში რწმუნდება ყველა რომელსაც გამოუცდია ისეთი ადამიანის კონტაქტი რომელიც ცდილობს თერაპიის საბოტაჟით სადისტურად მოახდინოს ტრიუმფი.

მნიშვნელოვანია გავარჩიოთ ფსიქოპათიური მანიპულაცია იმ მანიპულაციებისგან რომელსაც სჩადის ისტერიული და მოსაზღვრე პაციენტები. პირველი მიზანმიმართულად ემსახურება სხვათა გამოყენებას. უკანასკნელი კი ემსახურება იმას, რომ მსხვერპლმა თავი იგრძნოს გამოყენებულად ეს იმ დროს როცა პაციენტს შეიძლება ბოლომდე არ ქონდეს გაანალიზებული თავისი მანიპულაციური ზრახვები. როგორც მეოთხე თავში აღვნიშნე, ტერმინი „მანიპულაცია“ უმჯობესია  დავუკავშიროთ მხოლოდ ცნობიერად განზრახულ ფსიქოპათიურ ფენომენს. ისტერიულ და მოსაზღვრე პაციენტებში შესაძლოა ვხვდებოდეთ მსგავს პროცესებს, როდესაც მათი სურვილები ხვდება არაპირდაპირ მნიშვნელობებს და სხვებს უკეთებს პროვოკაციას, მაგრამ მათი ქცევების წყარო არის განსხვავებული, ეს ქცევები არაცნობიერად განსაზღვრულნი არიან ადამიანური ურთიერთობების მოპოვების და შენარჩუნებისთვის  და არ ემსახურება სხვა ადამიანთა განურჩევლად გამოყენებას.

რაც ადრეულმა მკვლევრებმა აღნიშნეს  გვიანდელი კვლევებით დადასტურდა (Robins, Tipp, &:. Przybeclc, 1991), რომ ფსიქოპატ ხალხი – რომლებმაც თავი დააღწია თვითგანადგურებასა და ციხეს- საშუალო ასაკში განიცდიან ეგრეთწოდებულ გადაღლას, ისინი ხშირ შემთხვევაში ხდებიან გასაოცრად თავაზიანი მოქალაქეები. შესაძლოა გახდნენ ფსიქოთერაპიისადმი მეტად რელევანტურები და მეტად მიიღონ მისგან სარგებელი, ვიდრე ახალგაზრდა ფსიქოპატებმა. ეს ცვლილება სავარაუდოდ გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით, რომელიც ამცირებს მოქმედების შინაგან სწრაფვას, ასევე შეიძლება იყოს დაკავშირებული ფიზიკური ძალის დაკარგვასთან რომელიც საშუალო ასაკისთვისაა დამახასიათებელი.  იქამდე სანამ ყოვლისმომცველი დაცვითი მექანიზმები არ აწყდებიან სერიოზულ წინააღმდეგობას, ადამიანის მოტივაცია, განავითაროს უფრო ჩამოყალიბებული ადაპტაციური მექნიზმები, არის მინიმალური. ყველანაირი პერსონოლოგიური ხასიათის გვიანდელ მოზარდებს და ადრეულ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ჯანმრთელი ფსიქოპათოლოგიის მამაკაცებს, როგორც წესი აქვთ ყოვლისმომცველი ყოვლისშემძლეობის მომცველი გრძნობები: სიკვდილი შორსაა და მოზარდობის პრეროგატივები ბოლომდე მათ ხელთაა. ინფანტილური გრანდიოზულობის შეგრძნება კვლავ იღვიძებს. (ეჭვი მაქვს, ის ფაქტი რომ ფსიქოპატია მამაკაცებში უფრო მეტია ვიდრე ქალებში შეიძლება აიხსნას იმ აქტით, რომ ქალები რეალობაში ლიმიტებს უფრო ადრეული ასაკიდან აწყდებიან: ჩვენ ფიზიკურად ნაკლებად ძლიერები ვართ; გვიწევს მენსტრუაციასთან და დაფეხმძიმების საფრთხესთან ერთად ცხოვრება, დიდი რისკის ქვეშ ვართ გაუპატიურებისა და ფიზიკური ძალადობის). მაგრამ რეალობა ადრე თუ გვიან ამას უპირისპირდება, შუა ასაკში სიკვდილი უკვე ისეთივე აბსტრაქტული ცნება აღარაა, ფიზიკური სიძლიერეც იკლებს, რეაქციის დრო მცირდება, ჯანმრთელობაც აღარაა ისეთი კარგი და იწყება რთული ცხოვრების გრძელვადიანი ეპიზოდი. ამ ფაქტებს შესაძლოა ქონდეს პიროვნებაზე შემცვლელი ეფექტი, პერსონა უფრო ინტერესდება ნაკლებად ყოვლისმომცველი ადაპტური პროცესებით.

იმის გამო, რომ ფსიქოპატ ხალხს აქვს სირთულე ემოციების ვერბალურად გამოხატვის  (განსხვავებით მანიპულაციისგან), ერთადერთი გზა, რომ სხვებს აგრძნობინონ თუ ისინი რას განიცდიან არის რომ სხვა ადამიანს პირადად განაცდევინოს თავისი მდგომარეობა. დისოციაციური დაცვის მექანიზმები ფსიქოპათ ხალხში ხშირად აღუნიშნავთ, თუმცა რთულია მათი აღწერა სპეციფიკური მაგალითების მოყვანის გზით. დისოციაციური ფენომენი შეიძლება იყოს გამოხატული დაწყებული რომელიმე ადამიანის როლის ტრივიალური მინიმიზაციიდან დამთავრებული ძალადობრივი დანაშაულის ტოტალური ამნეზიით. პერსონალური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, რომელსაც შეიძლება ქონდეს დისოციაციური ხარისხი, ფსიქოპატი ხალხის კრიტიკული დიაგნოსტიკური კრიტერიუმია. მოძალადე, რომელიც ხსნის, რომ მას და მის შეყვარებულს ქონდა ძალიან უმნიშვნელო კამათი, და „ის ხვდება რომ კარგავს თავის ხასიათის თვისებას“ ან ამბობს, რომ „ცუდი განსასჯელი გამოიტანა ამ კონკრეტულ მაგალითში“ აკეთებს მინიმიზაციას.  ინტერვიუერმა შემდეგ საკითხზე უნდა გაამახვილოს ყურადღება: „ზუსტად რა გააკეთე იმ დროს როდესაც დაკარგე კონტროლი თავზე?“, „რა გააკეთე იმ დროს როდესაც არასწორად განსაჯე?“ (როგორც წესი უკანასკნელ კითხვაზე პასუხი აჩვენებს წუხილს იმაზე რომ გამოიჭირეს და არა სინანულს დანაშაულის შესახებ).

როდესაც ფსიქოპატიური პიროვნება სწუხს იმის შესახებ რომ არის ემოციურად დისოცირებული ან რაიმე გამოცდილების თხრობის დროს ამნეზია აღენიშნება, განსაკუთრებით დანაშაულის ჩადენის დროს, რთულია დაადგინო მართლა დისოციაციას ქონდა ადგილი თუ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას მანიპულაციის გზით.

აქტინგ აუთი პრაქტიკულად ფსიქოპატიის დეფინიციად გამოდგება. ანტისოციალურ ადამიანებს აქვთ შიდაფსიქიკურად დაპროგრამებული მოქმედების გამოხატვა  გაღიზიანებისას, მათ იმპულსების კონტროლის შედეგად მიღებული თვითშეფასების ზრდის გამოცდილება არ აქვთ. ძველი კლინიკური ლიტერატურა შეიცავს წინააღმდეგობებით სავსე ცნობებს იმის შესახებ ფსიქოპატს შფოთვა აქვს თუ არა თუ მათი შფოთვა შეუმჩნეველია.  გრინვალდს (1974) სჯერა, რომ ისინი განიცდიან შფოთვას, თუმცა მათი აქტინგ აუთი არის ისეთი სწრაფი, რომ ამ ტოქსიკური გრძნობებისგან ისე მომენტალურად თავისუფლდებიან რომ სხვა ადამიანებს უჭირთ მათი შფოთვის შემჩნევა. (ისინი არასოდეს უშვებენ შფოთვას ახლოს, მათთვის შფოთვა შეფასებულია როგორც „სისუსტე“). რამდენადაც ჩვენ ემპირიულად მისი გამოკვლევა შეგვიძლია, ადამიანები რომლებზეც ფიქრობენ რომ აქვთ ნაკლები შფოთვა, არიან მეტად აკურატულები, განსკუთრებით როდესაც საქმე ეხება ნამდვილ ფსიქოპატებს: მათი გაბრაზების და შიშის ხარისხი გაცილებით დაბალია ვიდრე არაფსიქოპატი ხალხის. მათ სიტყვებზე „გაუპატიურება“ [rape] და „მაგიდა“ [table] ფაქტობრივად ერთნაირი რეაქცია აქვთ (Intratar et al., 1997). და ფაქტობრივად არანაირი არაცნობიერი რეაქცია არ აქვთ მოულოდნელ შემაშინებელ სტიმულზე (Patrick, 1994). ანტისოციალური ადამიანები, რომლებსაც გაჭირვებით მაგრამ მაინც შეუძლიათ მიიღონ ფსიქოთერაპიისგან სარგებელი, შესაძლოა აღენიშნებოდეთ შფოთვა რაღაც დოზით, (Gacano & Meloy, 1991; Gacano, Meloy, &: Berg, 1992) ეს შფოთვა შესაძლოა ერთგვარად წინაპირობა  იყოს ფსიქოთერაპიისგან სარგებლის მიღების.

 

ფსიქოპატიის პატერნები

ფსიქოპატ ხალხს ხშირად ქაოტური ბავშვობა აქვთ. გაუგებრობები, სასტიკი დისციპლინა, გადაჭარბებული ტკბობის საშუალება და მიტოვება ის ფაქტორებია რომელსაც მრავალი ავტორი აღნიშნავს (Abraham, 1935; Aichhorn, 1P36; Akhrar, 1992; Bird, 2001; Greenacre, 1958¡ Red! & Wincman, 1951). განსაკუთრებით მოძალადე ფსიქოპატების შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელია მათში აღმოაჩინო სასიყვარულო და მზრუნველობითი გავლენები. ფსიქოპატ ადამიანებს ხშირად ყავთ  სუსტი, დეპრესიული, მაზოხისტი დედები და ფეთქებადი, არათანმიმდევრული ან სადისტი მამები. ასევე მათ ოჯახებში ხშირად შეიმჩნევა ალკოჰოლიზმი და სხვადასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულება. ხშირია ოჯახის ტერიტორიული ცვლილებები, დანაკარგი და განშორებები. ზემოთჩამოთვლილ შემაშინებელ და არასტაბილურ გარემოში ნორმალური სიმშვიდე არის ადამიანის ადრეული ყოვლისშემძლეობის გრძნობა და მოგვიანებით სხვებზე ძალის დემონსტრირებით ისინი იმ ახალგაზრდა სელფს (მეს) იცავენ, რომელიც ნორმალურად ვერ განვითარდა. ძალაუფლების და დაცულობის არარსებობა განვითარების შესაბამის დროს, აიძულებს ბავშვს რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება გაატაროს იმ „მტკიცებულებების“ ძიებაში, რომელიც მას დაარწმუნებს რომ აქვს ყოვლისმომცველი ძალაუფლება.

მაშინაც კი, როდესაც მათ ეს გაცნობიერებული აქვთ, ფსიქოპატ ხალხს არ შეუძლიათ გამოხატონ ჩვეულებრივი ემოციები, რადგან მათთვის ეს აღქმულია როგორც სისუსტე. სავარაუდოდ მათ ოჯახში ბავშვობისას არავინ დახმარებია რომ გამოეხატა გრძნობები შესაბამისი სიტყვებით. მათ არ იციან როგორ გამოხატონ გრძნობები სიტყვებით, მათ ეს არ აქვთ გაშინაგნებული. კლინიკური დაკვირვებები გვიდასტურებს რომ ფსიქოპატი ხალხის ოჯახებში სიტყვებს ძირითადად სხვაზე კონტროლის დასამყარებლად იყენებდნენ. მომვლელებს არ შეეძლოთ ეპასუხათ მათ ემოციურ მოთხოვნილებებზე, ეს კიდევ ერთ კლინიკურ ასპექტთანაა დაკავშირებული: ბავშვები, რომელიც მოგვიანებით ფსიქოპატები გახდნენ ხშირად განებივრებული იყვნენ მატერიალურად,  ემოციურად კი დეპრივაციას განიცდიდნენ. ჩემი ანტისოციალური პაციენტის მშობლები, როდესაც ის ბრაზდებოდა ამ დროს ისინი მას ანებივრებდა ძვირფასი საჩუქრებით (სტერეო, მანქანა). ისინი არ ინტერესდებოდნენ მისი სიბრაზის გამომწვევი მიზეზებით და არ უსმენდნენ მას. ჩემი პაციენტის შემთხვევაში ამ ტიპის „სიკეთე“ დესტრუქციული ხასიათის მატარებელია, მას არ დაუტოვეს გზა გამოეხატა ემოციები ადეკვატურად, მის ცხოვრებას რაღაც აკლდა.

ყველაზე ძლიერი ბოლოდროინდელი  და არგუმენტირებული ფსიქოანალიტიკური მოსაზრება ფსიქოპატიის შესახებ (e. g., Kernberg, 2004; Meloy, 1997) ხაზს უსვამს მიჯაჭვულობის და შესაბამისი ინტერნალიზაციის პრობლემებს. ანტისოციალური პიროვნება ჩანს რომ არასოდესაა ფსიქოლოგიურად მიჯაჭვული, არ აქვს გაშინაგნებული კარგი ობიექტები და არაა იდენტიფიცირებული მომვლელებთან. მას არასოდეს უყვარს და ისიც არასოდეს უყვარდათ. მართლაც, იდენტიფიკაცია  „უცნაურ სელფობიექტთან“ (Groststein, 1982) აღიქმება როგორც საფრთხე. მელოი (1988) წერს „ღრმა და არაცნობიერი იდენტიფიკაციის სირთულე  თავდაპირველ, პირველადი მშობლის ფიგურასთან და საბოლოოდ არქეტიპული იდენტიფიკაცია საზოგადოებასთან, კულტურასთან და ზოგადად ადამიანებთან“ (გვ. 44).

მრავალმა აყვანილი ბავშვის მშობელმა იცის, იმ რთული საკითხის შესახებ, რომელიც უკავშირდება ბავშვთა სახლებში ან თავშესაფრებში აღზრდილ ბავშვებს, მიუხედავად იმისა თუ რამდენად მზრუნველი და მოსიყვარულეა მისი ახლანდელი აღმზრდელი, რა ხშირია ამ ბავშვებში განვითარებული მიჯაჭვულობის დარღვევები, რომელიც მათ უშლის ხელს მუდმივად შეიყვაროს ვინმე,.   პატარა ბავშვები, რომელთან აქვთ ასეთი გამოცდილება ხშირად აქვთ დეზორგანიზებულობის და დეზორიენტირებული მიჯაჭვულობის პრობლემები, მათ აღენიშნებათ ორგანიზებული სტრატეგიის ინტერნალიზაციის არარსებობა (D. Diamond, ~004; Main & Solomon, 1.986). ეს იმიტომ, რომ მიჯაჭვულობის ობიექტი აღიქმება როგორც ტერორის და ძალადობის წყარო, რომელიც იწვევს კონტრადიქციულ ქცევებს როგორიცაა ერთდროულად დედის მიმართ ღიმილი და ამავე დროს მისი ცემა. დეზორგანიზებული-დეზორიენტირებული სტილის ერთ ერთი ქვე ტიპია დეზორგანიზებული-მაკონტროლებელი სტილი რომელიც ბავშვში თავს იჩენს ექვსი წლიდან (Hesse & Main, 1999).

ალტერნატიული მიდგომა რომელიც ცდილობს იკვლიოს ადამიანში ყოვლისშემძლეობის ფანტაზიის და ანტისოციალური ტენდენციების წარმოშობა არის მშობლების დამოკიდებულება ბავშვისადმი, რომელებიც ღრმადა არიან დარწმუნებულნი და თავადაც არწმუნებენ ბავშვს მის ყოვლისშემძლეობაში, რომ ცხოვრებისეული ლიმიტები მას ხელს ვერ შეუშლის იყოს მუდმივად დომინანტურ მდგომარეობაში. ასეთი მშობლები იდენტიფიცირდებიან ბავშვის წინააღმდეგობასთან და თავიანთი ზიზღის და ავტორიტარულობის  აქტინგ აუთს მიმართავენ ბავშვის მასწავლებლებზე, მრჩევლებზე, ან კანონის დამცველ მოხელეებზე რომლებიც ლიმიტებს უწესებენ მათ ბავშვებს. ისევე როგორც ყველა სხვა ხასიათის ტიპი, ფსიქოპატია შესაძლოა იყოს „მემკვიდრეობით“ მიღებული იმ გაგებით როდესაც ბავშვი აკეთებს თავისი მშობლების დაცვითი გამოსავლების იმიტაციას. როდესაც ბავშვის ფსიქოპატიის გამომწვევი მიზეზები ნაკარნახევია მშობლების იმიტაციით/მოდელირებით, ასეთ შემთხვევაში მკურნალობის პროგნოზი გაცილებით უკეთესია ვიდრე იმ შემთხვევაში როდესაც ფსიქოპატია გამოწვეულია ქაოსით და გულგრილობით. ამ შემთხვევაში მინიმუმ ბავშვს აქვს უნარი იდენტიფიცირდეს ვინმესთან , აქვს შესაძლებლობა გააბას კავშირი. ამ სახის ოჯახი ზრდის უფრო მეტად ჯანმრთელ ანტისოციალური ტენდენციების მქონე პიროვნებას, ბავშვის გამოცდილებაში რაც მეტი ტრავმატული გამოცდილებაა ნამდვილი ან პირველადი ფსიქოპატების სტრუქტურაც მეტად დამახინჯებულია.

ფსიქოპატიური სელფი

ბიოლოგიური სუბსტრატი რომელიც კავშირშია ფსიქოპატიასთან არის აგრესიის ხარისხი, რომელიც უშლის ბავშვს ხელს იყოს მშვიდი, კომფორტული და სარკისებური. ბავშვები რომლებიც დაბადებიდანვე ჰიპერაქტიურები და დისტრაქტიულები არიან სჭირდებათ უფრო მეტად აქტიური და ენერგიული მოვლა ვიდრე მშვიდი და ადვილად ნუგეშისმომცემი ახალგაზრდები. სავარაუდოდ მათ აღზრდისას სჭირდებათ მამის ფიგურის უფრო პირდაპირი  ჩარევა ვიდრე ამას სკოლამდელი ასაკის ბავშვები ღებულობენ დასავლურ საზოგადოებებში (Cath, 1986; M.’j. Diamond, 2007; McWilliams, 2005a; J. Shapirn, Diamo11d, & Greenberg, 1995). ასევე ეს ბავშვები სავარაუდოდ სარგებელს მიიღებენ დამატებითი მომვლელებითაც. ვიცი ბავშვები რომელთაც ახასიათებთ აგრესიის მაღალი ხარისხი, რომელთა მოვლაც ერთი მშობლისთვის ძალიან რთული იყო თუმცა საკმარისი სტიმულაციის და სასიყვარულო დისციპლინის შემდეგ განავითარეს მყარი მიჯაჭვულობა. თანამედროვე დასავლური საზოგადოების კულტურული დასკვნების გათვალისწინებით, რომ ერთი მშობელი არის ადეკვატური, ამ მიდგომით ჩვენ სავარაუდოდ უფრო მეტ ფსიქოპატს გავზრდით.

როდესაც გარე ობიექტი განიცდის მარცხს, ერთადერთი ობიექტი რომელსაც შეუძლია ემოციურად მოახდინოს ინვესტიცია არის სელფი და მისი ძალაუფლება. სელფის პრეზენტაციები შეიძლება იყვნენ პოლარიზებულები პიროვნულ ყოვლისშემძლეობის სასურველ კონდიციასა და სასოწარკვეთილ უძლურების თავზარდამცემ კონდიციას შორის. აგრესიულ და სადისტურ აქტებს ფსიქოპატ პიროვნებაში სავარაუდოდ შეუძლია სელფის, მეს შეგრძნების სტაბილიზირება, ის ამცირებს არასასურველი აღშფოთებას.

სერიული მკვლელმა დევიდ ბერკოვიცმა იგივე „სემის შვილმა“, მას შემდეგ დაიწყო ქალების მკვლელობა, რაც აღმოაჩინა რომ მისი ბიოლოგიური დედა იყო მეძავი და არა ისეთი ამაღლებული ფიგურა, როგორიც მას წარმოედგინა (Abrahamsen, 1985). აყვანილი ბავშვი, რომლის თვითშეფასება მიჯაჭვული იყო ფანტაზიაზე რომ ყავდა აღმატებული „რეალური“ დედა, როდესაც მისი ილუზია დაიმსხვრა, ის გახდა მოძალადე. მსგავსი შემთხვევები რომელიც უკავშირდება დანაშაულს და გრანდიოზულობის იდეის მსხვრევას მრავალ ანტისოციალური ადამიანის შემთხვევაშია აღწერილი, მაგრამ მანიპულაციური ხალხის დაკვირვებით მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ცხადყოფს რომ ეს პატერნი მხოლოდ ანტისოციალური პიროვნებების შემთხვევაში არ გვხვდება. ყველა ადამიანი, რომლის  უპირატესობის ფანტაზმი ემყარება არარეალურ მოვლენებსა და ფაქტებს და რომელიც აღმოაჩენს მტკიცებულებას რომ არის ჩვეულებრივი, „უბრალო“ ადამიანია, შეიძლება შეეცადოს რომ თვითშეფასება დაიბრუნოს ძალის დემონსტრაციით.

ბავშვის გარემო რაც უფრო ქაოსურია, რაც უფრო გადაღლილი და არაადეკვატურია მომვლელები, უფრო მოსალოდნელია რომ ახალგაზრდას არ ექნება ეფექტური ლიმიტები და სერიოზულად არ მიიღებს იმ შედეგებს რასაც იმპულსური ქცევები განაპირობებენ. სოციალური დასწავლის თეორიის მიხედვით, გრანდიოზულობის შეგრძნება უფრო მოსალოდნელია ისეთ ბავშვებში რომლებიც მუდმივი დისციპლინის გარეშე იზრდებიან.

კიდევ ერთი ხასიათის ნიშანი, რომელიც აღნიშვნის ღირსია ანტისოციალურ ხალხში არის პრიმიტიული შური, გაანადგუროს ის რაც ყველაზე მეტად მოსწონს (Klein, 1957). მიუხედავად იმისა რომ ანტისოციალური პიროვნებები იშვიათად აკეთებენ შურის არტიკულაციას, მათი მრავალი ქცევა ამის დემონსტრაციას ახდენს. აქტიური დევალვაცია და ყველაფრის დამდაბლება რომელიც ადამიანთა ცხოვრების მაღალი ღირებულებებს უკავშირდება არის ყველა ანტისოციალური პიროვნების დამახასიათებელი ნიშანი მიუხედავად ხასიათის პათოლოგიის ხარისხისა. ფსიქოზური რეგისტრის ხალხი კლავს იმას, რაც მას მოსწონს. მაგალითად სერიული მკვლელი ტედ ბანდმა აღწერა თავისი სურვილი რომ მოეკლა პატარა ლამაზი ქალბატონები (რომლებსაც სხვები მათ თავის დედას ადარებდა) იმის სადემონსტრაციოდ რომ მათ ისინი „ეკუთვნოდა“ (Michaud & Aynesworth, 1983). მკვლელები, რომლებიც აღწერილია ტრუმან კაპოტეს წიგნში „ცივ სისხლში“ (1965) „უმიზეზოდ“ განადგურებულია ბედნიერი ოჯახი, სავარაუდოდ მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახი ბედნიერი იყო და მკვლელს არ შეეძლო აეტანა მათი ბედნიერება.

ტრანსფერი და კონტრ ტრანსფერი ფსიქოპატ პაციენტებთან

ფსიქოპატი ადამიანის ძირითად ტრანსფერს თერაპევტზე წარმოადგენს თავისი შინაგანი ძალადობრივი ბუნების პროექცია, დასკვნა რომ კლინიკოსს უნდა გამოიყენოს პაციენტი სულელური მიზნებისთვის. იმის გამო რომ ფსიქოპატ ადამიანს არ აქვს სიყვარულის და ემპათიის ემოციური გამოცდილება, მას არ შეუძლია თერაპევტის ინტერესის გაგება და ყოველთვის ცდილობს პრაქტიკოსის კუთხეში მოქცევას. თუ პაციენტს აქვს მიზეზი რომ თერაპიული პროცესი მას რამეში გამოადგება (მაგალითად რეპორტის წარსადგენად პრობაციის ოფიცერთან) ის ამ შემთხვევაში ძალიან თავაზიანია თერაპევტის მიმართ, გამოუცდელი კლინიკოსი შესაძლოა ამ ყველაფერს ვერ მიხვდეს.

გავრცელებული კონტრ ტრანსფერი იმაზე რასაც პაციენტი აკეთებს თერაპევტის მიმართ (თერაპევტის გამოყენება, მისი დროის განრიგის მოშლა) არის შოკი და იმ გრძნობის წინააღმდეგობა რომ თერაპევტის როგორც დამხმარეს იდენტობას საფრთხე ემუქრება. გულუბრყვილო პრაქტიკოსმა შესაძლოა ვერ გაუძლოს ცდუნებას და დაიწყოს თავისი სასარგებლო განზრახვების დამტკიცება. როდესაც ამას ვერ აკეთებს ზიზღი და მორალური აღშფოთება პაციენტის მიმართ ხშირი რეაქციებია.  ეს „არაემპათიური“ გრძნობები ჩვეულებრივ თანაგრძნობის გამომხატველ ხალხში უნდა გავიგოთ პარადოქსულად,  ფსიქოპათიური ფსიქოლოგიის ემპათიად: კლიენტს არ შეუძლია იფიქროს/გაითვალისწინოს თერაპევტი, თერაპევტი კი აღმოაჩენს, რომ პაციენტზე ზრუნვა ძალიან რთულია. პაციენტის მორალური ზიზღი არ არის იშვიათი შემთხვევა, ეს არ არის სადარდებელი, რადგანაც ზიზღის შესაძლებლობა მიჯაჭვულობის ერთ ერთი ფორმაა (Bollas, 1987). თუ ერთს შეუძლია ტოლერანტულად შეხედოს შიდაფსიქიკური სიცივის გამოცდილებას და ზიზღსაც კი, სხვას შეიძლება ქონდეს არასასიამოვნო მაგრამ სასარგებლო განცდა თუ რა არის იყო ფსიქოპატიურად ორგანიზებული პიროვნება.

სხვა გავრცელებული კონტრ ტრანსფერი უფრო დამატებითია ვიდრე ძირითადი (Ra<:ker, 1968; sce Chapter l) და ძირითადად გულისხმობს შიშს. ადამიანები, რომლებიც ფსიქოპატებთან მუშაობენ ხშირად უსვამენ ხაზს მათ სიცივეს, ისეთი თვალებით გამოხედვას სადაც არ ჩანს დანაშაულის სინანული და შიშობენ რომ პაციენტს ის „თავის კონტროლის ქვეშ ყავს“ (Meloy, 1988). ასეთი შიშნარევი განცდები ხშირია. მნიშვნელოვანია თერაპევტმა ტოლერანტულად შეხედოს პაციენტის გამაღიზიანებელ რეაქციებს ნაცვლად მათი უარყოფისა ან კომპენსირებისა, საფრთხის მინიმიზირება, რომელიც ნამდვილი სოციოპატი პაციენტისგან მოდის არის არასწორი (ამან შეიძლება მისცეს ბიძგი კლიენტს თავისი დესტრუქციული ძალის რეალიზაცია მოახდინოს). უარყოფის და სადისტური მოქცევის გამოცდილება ბიძგს აძლევს თერაპევტს იგრძნოს ზიზღი და უიმედობა. ხშირად შეურაცხმყოფელი მესიჯები რომელიც პაციენტიდან მოდის შეიცავს შურისგან დაცვის მექანიზმებს.

ფსიქოპატიის დიაგნოზი

 

მიუხედავად იმის გათვალისწინებით, რომ ანტისოციალურ ხალხს ცუდი რეპუტაცია აქვთ, მრავალი ფსიქოპატი პაციენტის შესახებ მსმენია რომელთაც თერაპია დაეხმარათ. ზოგიერთი პაციენტი ძალიან დაზიანებულია, ან ცდილობს და მოტივირებულია თერაპევტს დაუმსხვრიოს ყოველგვარი მცდელობა რომ ის განკურნონ. მელოიმ (1988)  კარგად განასხვავა ერთმანეთისგან შემფასებლისა და თერაპევტის როლი. ამ განსხვავების საჭიროება არ დგას პიროვნების სხვა ტიპებთან მუშაობის დროს, რადგანაც მათი მიზანი ფსიქოპატისაგან განსხვავებით არ არის თერაპევტის „დამარცხება“ ფსიქოთერაპიის პროცესში.  მელოისეული ახსნა თერაპიული ნიჰილიზმისა(Lion, 1978) ემთხვევა ჩემს გამოცდილებას.

სტერეოტიპული თქმულებაა, თითქოს ყველა ფსიქოპატი პიროვნება ან ანტისოციალური პიროვნების მქონე დარღვევის ადამიანი, როგორც კლასი, არის განუკურნებელი.  ასეთი შეფასება იგნორირებას უკეთებს ინდივიდუალურ განსხვავებებსა და ამძაფრებს ფსიქოპათოლოგიის უიმედო ბუნების წარმოჩინებას. ამ რეაქციებს ვიღებ თითქმის ერთნაირად საჯარო მენტალური ჯანმრთელობის კლინიკოსებისგან, რომლებიც რეფერალის გზებით მკურნალობენ ადამიანებს პრობაციიდან, ციხიდან და სასამართლოდან; ვასკვნი, რომ მკურნალობის რეფერირების იძულებითი ფორმის გამო ფსიქოთერაპიული მიზანი ამ შემთხვევაში არის შეუძლებელი.

ასეთი რეაქციები ხშირად ინტერნალიზებული „ორალური ტრადიციების“ შედეგია, რომლებიც სატრენინგო ოთახებში გამოცდილი კლინიცისტები ასწავლიან ახალგაზრდა კოლეგებს. ეს დასკვნები უმეტესწილად არ ემსახურება, პირდაპირ, ინდივიდუალურ გამოცდილებას. ეს ,რაღაც გაგებით, არის მასის ატიტუდი სადაც მორალური შეფასებები ხელს უშლის პროფესიონალურ შეფასებას. ფსიქოპატის ბიჰევიორალური ფსიქოლოგია რომელიც არის სხვების დევალვაცია და დეჰუმანიზაცია, ხდება კლინიკოსის იდენტიფიკაცია იმასთან რასაც კლინიკოსი ფიქრობს თუ ფსიქოპატი რას განიცდის სხვების მიმართ (meloy 1988).

კარონმა და ვანდენბოსმა (1981) დააფიქსირეს მსგავსი კრიტიკული აზრი მსგავს და ემპირიულად დაუდასტურებელ რწმენაზე, რომ შიზოფრენიის განკურნება შეუძლებელია.

ამგვარი მიდგომა შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ უმეტეს ტრენინგ პროგრამებში – ისეთებშიც კი რომლებიც თავიანთ სტუდენტებს აგზავნიან ინტერნებად და პრაქტიკოსებად ციხეებში, ახალგაზრდულ გამოსასწორებელ ცენტრებსა და ნარკოტიკისგან გამოსასწორებელ დაწესებულებებში, სადაც მრავლადაა ფსიქოპატიური სტრუქტურის მქონე პაციენტი, ან საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ან ძალიან ზოგადად ისწავლება ის უნარები რომელიც პრაქტიკოსმა უნდა იცოდეს ამ ტიპის ადამიანებთან სამუშაოდ. როდესაც ახალი თერაპევტი წარუმატებლად გამოიყენებს იმ უნარებს, რომელიც სხვა პიროვნების ტიპის დარღვევის მქონე ადამიანთან მუშაობს, მათ შეიძლება პაციენტი დაადანაშაულონ ნაცვლად იმისა რომ მათ პროფესიულ ფორმაციაში შეიტანონ ეჭვი.

მკურნალობისადმი შესაძლებლობის შეფასება ამ ტექსტის მიზანი არ არის, თუმცა რეკომენდაციას ვუწევ კერნბერგის სტრუქტურული ინტერვიუს გამოყენებას იმის შესაფასებლად რამდენადაა საჭირო ფსიქოთერაპიის გამოყენება რომელიმე ფსიქოპატიური სტრუქტურის პიროვნების სამკურნალოდ. DSM –IV აქ არ გამოგვადგება. მისი კრიტერიუმები ანტისოციალური პიროვნების ტიპის დასადგენად შეფასებულია ციხის პატიმრებზე. შეფასების პროცესში კი უფრო მეტად ჩართული იყვნენ მკვლევრები და არა თერაპევტები. მცირედი გამონაკლისის გარდა DSM-IV ის კრიტერიუმები ანტისოციალური პიროვნული აშლილობის დასადგენად შეიძლება შეფასდეს როგორც კლინიკურად განუკურნებელი. ისინი განზრახ არ ითვალისწინებენ კრიტიკულ ინტერნალურ და სუბიექტურ მდგომარეობებს. ამგვარად ისინი იხრებიან იმისკენ რომ დაისვას გადაჭარბებული დიაგნოზი იმ ხალხზე რომელთა ბექგრაუნდი სავსეა გაჭირვებით, რეპრესიით და მარგინალური ცხოვრებით. ამ ხალხს წარმატებულად უსვამენ ფსიქოპატების დიაგნოზს. ახლა როცა ამას ვწერ, როგორც ჩანს  DSM – V ში ანტისოციალური ფსიქოლოგია უფრო მეტად ნარცისტულ სპექტრში იქნება განხილული და შესაბამისად ინტერნალურ ფაქტორს მეტი ყურადღება მიექცევა.

როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ იმუშაოს ფსიქოპატიური პიროვნებასთან, ან როდესაც აღმოაჩენს რომ მისი ამჟამინდელი პაციენტი ანტისოციალური სტრუქტურის მქონე პიროვნებაა, ამ დროს მკურნალობის ყველაზე კრიტიკული ხასიათი მისი უწესრიგობაა: თერაპევტის, ჩარჩოსი და იმ კონდიციების რომელიც თერაპიას შესაძლებელს ხდის. ანტისოციალურმა პიროვნებებმა იციან როგორ გამოიყენონ ადამიანები, ისინი სადისტურ ტრიუმფს გრძნობენ და არა დაფასებას იმაში, რომ თერაპევტი მკურნალობის კონტრაქტის მოწესრიგებას ცდილობს. ნებისმიერი ქცევა რომელიც შეიძლება ინტერპრეტირდეს როგორც სისუსტედ და მოწყვლადობად, სავარაუდოდ ასეც მოხდება. ენტონი ჰოპკინსმა მოგვცა კარგი მაგალითი ფსიქოპატის ტალანტის, თუ როგორ ნახულობს ის სხვაში აქილევსის ქუსლს თავისი პიროვნების მანიპულაციით დეტექტივზე რომელსაც ჯოდი ფოსტერი ანსახიერებს ფილმში „კრავთა დუმილი“. სატელევიზიო სერიალის „დექსტერის“ სცენარისტებმა კარგად შეასრულეს თავიანთი სამუშაო, ისევე როგორც სოპრანოს კლანის ავტორებმა, მათ ისე შეადგინეს სცენარი რომ მაყურებელს სიმპათია უჩნდება წამყვანი როლის მსახიობების მიმართ, რომლებიც ექსტრემალური, მაგრამ არა ტოტალურური ფსიქოპატები არიან. დექსტერი მიჯაჭვულობის მიმართ რაღაც დოზით შესაძლებლობას ამჟღავნებს, მაგრამ მისი ინტერნალური სამყაროს პორტრეტი აჩვენებს იმ დიდ ემოციურ ლიმიტებს რომელიც მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ანტისოციალური პიროვნების სტრუქტურის ადამიანთან.

არარეალურია ანტისოციალური პიროვნების ტიპისგან მოვითხოვოთ სიყვარული, მაგრამ შეიძლება მოვიპოვოთ მათი პატივისცემა სიმკაცრით, აზროვნებით და მომთხოვნი ქმედებებით. როდესაც მე ფსიქოპატ პაციენტებთან ვმუშაობ, პაციენტისგან ვითხოვ რომ გადამიხადოს ყოველი სეანსის დაწყების წინ.  უმეტეს თერაპევტს ასწავლიან რომ განიხილონ თითოეული კლიენტის განსაკუთრებული საჭიროებები, ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით კი ვასკვნი, რომ განსაკუთრებული საჭიროებების აბსოლუტური გაუთვალისწინებლობა არის ყველაზე სწორი პასუხი ანტისოციალური პიროვნებებისთვის. თერაპიის საწყის ეტაპზე არ ვაანალიზებ პაციენტთა მოტივებს იმის შესახებ რომ მათ სურთ კონტრაქტის დატესტვა. მე უბრალოდ ვახსენებ მათ რომ ჩვენი შეთანხმება იყო რომ მათ წინასწარ უნდა გადაეხადათ.

საჭიროა უკომპრომისო პატიოსნება: საუბარი პირდაპირ, დაპირებები, სასიკეთოს დანახვა საფრთხეებში და მუდმივად რეალობაზე კონცენტრირება და დაბრუნება. პატიოსნება გულისხმობს თერაპევტის პირად დასტურს რომ თავისი ნეგატიური გრძნობები გამოამჟღავნოს პაციენტთან. თუ ასეთი რეაქციები  შეფერხებული იქნება, კონტრ ტრანსფერი სავარაუდოდ აქტინგ აუთის საშუალებით გამოვლინდება. ანტისოციალური პიროვნების მკურნალობის დროს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მცირე ანტისოციალური ტენდენციები რომ გვქონდეს ბაზა ვიდენტიფიცირდეთ პაციენტის ანტისოციალურ ფსიქოლოგიასთან. მაგალითად, ჩვენ არა თავდაცვით რეჟიმში უნდა მივცეთ საკუთარ თავს უფლება გამოვამჟღავნოთ ეგოიზმი და სიხარბე გადასახადის მიმართ როდესაც გადასახადზე ვაკეთებთ აქცენტს. ზოგიერთ თერაპევტს ანტისოციალური პიროვნების მქონე ტიპთან მუშაობა არ შეუძლია, მათ არ შეუძლიათ მათ თავში  აღმოაჩინონ ის ანტისოციალური დონე რომ შეძლონ პაციენტთან რაიმე მსგავსების დაჭერა.

პატიოსნება არ ნიშნავს გამომჟღავნებას. თვით გამხელა აღქმული იქნება როგორც სისუსტე. ის არც მორალიზაციას არ ნიშნავს. როდესაც პაციენტის დესტრუქციული ქმედებების შეფასებას ვაკეთებთ უშედეგოა ისეთი გრძნობითი დასკვნების გაკეთება როგორებიცაა სიცუდე და დანაშაული. პაციენტი განიცდის ნორმალური ზე მეს ნაკლებობას და სავარაუდოდ იმიტომ ჩაიდინა დანაშაული რომ თავი კარგად (ყოვლისშემძლედ) ეგრძნო ვიდრე ცუდად (სუსტად). აუცილებლად უნდა ავიცილოთ ამორალურ ქმედებაზე მორალური პასუხის მოთხოვნა. ეს ძალიან დაემსგავსება იმ სიტუაციას როდესაც ვილი სუტონს კითხეს თუ რატომ გაძარცვა ბანკები. მან ამაზე უპასუხა: „იმიტომ რომ იქ არის ფული.“.

ერთ ერთი ჩემი კოლეგა ქალბატონი, რომელიც ცნობილია თავისი ტალანტით ანტისოციალური ტიპის მქონე ადამიანებთან ურთიერთობაში, ყვება შემდეგ ამბავს, რომელიც შეემთხვა მანქანის ქურდთან მუშაობის დროს:

„ადამიანი მიხსნიდა მე თუ როგორი შთმბეჭდავი სქემა ქონდა რომელიც თითქმის შეასრულა, ერთ უმნიშვნელო დეტალს რომ არ შეეშალა ხელი ეს იქნებოდა იდეალური დანაშაული. როგორც მან თქვა, ის უფრო და უფრო აღფრთოვანებული და აჟიტირებული იყო.  მას თითქმის შესრულებული ქონდა ქურდობის აქტი. მე დავიწყე ფიქრი ისე, თითქოს ჩვენ ვიყავით ამ დანაშაულის ინსპირატორები. თანდათან ის ისე შევიდა სიტუაციაში, რომ მკითხა „რამე მსგავსს გააკეთებდი?“

            „არა“, მე ვუპასუხე

             “რატომ არა?“ მკითხა მან, ცოტათი გულაცრუებულმა

             „ორი მიზეზის გამო“ მე ვუპასუხე, „პირველი, ყოველთვისაა პატარა

              დეტალი რომელიც ხელს შეგიშლის საქმეში, რაც არ უნდა

              ბრწყინვალე გეგმა გქონდეს, ცხოვრება არ არის ასე მარტივად

              კონტროლირებადი რამ. და შემდეგ მე მოვხვდებოდი ციხეში, ან

              ძალადობრივად მოვხვდებოდი მენტალურ ჰოსპიტალში, როგორც

              შენ, ვისაუბრებდი ისეთ რაღაცეებზე რაც არ ყოფილა ჩემი არჩევანი.

             და მეორე, მე მაქვს რაღაც ისეთი რაც შენ არ გაქვს: ეს არის სინდისი.

             „დიახ“ მან მითხრა, „იცით თქვენ როგორ უნდა მქონოდა ერთერთი

            ამ ფაქტორებიდან?

რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი რომ განავითარო მორალი, არის ის რომ ზრუნავდე ვიღაცაზე ისე რომ ამ ადამიანის აზრი შენთვის რაიმეს ნიშნავდეს.  ჰაროლდ გრინვალდი (1958, 1974), რომელიც მუშაობდა ანტისოციალურ ადამიანებთან ლოს ანჯელესის ანდერგრაუნდში, აღწერა თუ როგორ ეკონტაქტებოდა ფსიქოპატს მათთვის გასაგები საქციელით. მან დაასაბუთა, რახან ძალაუფლება არის ერთადერთი რამ რასაც ანტისოციალური პიროვნება სცემს პატივს, აქედან გამომდინარე ძალაუფლება არის ის პირველი რამ რისი დემონსტრაციაც უნდა მოახდინოს თერაპევტმა კლიენტთან. ის გვაძლევს ძალაუფლების დაფიქსირების შემდეგ მაგალითს:

 პროსტიტუტების ბიზნესის მფლობელი მოვიდა ჩემს სანახავად და მიყვება თავისი ცხოვრების გზას, ის ამბობს: „იცი, მე მრცხვენია გამოვხატო საკუთარი თავი, მაგრამ ყოველივე ამის შემდეგ, ეს ცხოვრების ძალიან კარგი გზაა და უმეტეს ტიპებს უნდათ რომ ასე იცხოვრონ, იცხოვრონ როგორც პროსტიტუტების ბიზნესის მფლობელი. ეს არ არის ცუდი, შენ კერავ გოგოებს ზედმეტი ჩალიჩის გარეშე, რატომ არ უნდა გააკეთო ეს?“ მე ვუთხარი: „შენ ხარ არამზადა“ მან მკითხა თუ რატომ ვუთხარი ეს სიტყვა, მე ვუპასუხე: „შეხედე, მე გამოსაძახებელი გოგოების გარესვე ვცხოვრობ, მე მათზე წიგნი დავწერე, ამისათვის მე პატივს მცემენ, ამით პოპულარული გავხდი. ადამიანებმა ამაზე ფილმი გადაიღეს. მე გოგოების გამოძახების გარეშე ბევრად მეტი ფული გამოვიმუშავე შენ ამას ოდესმე გააკეთებ, მაშინ როდესაც შენ ნებისმიერ დროს შეიძლება დაგაკავონ და გაგიშვან ციხეში ათი წლით, მე კი პატივცემული და დაფასებული ადამიანი ვარ“. ეს შეიძლება მან გაიგოს, მან დაინახა რომ ადამიანი, რომლის გვერდითაც აყენებს ის თავს, შეიძლება იყოს მასზე უპირატესი. (1974. გვ, 371).

გრინვალდს თავისი მეთოდი ქონდა, რომლის გათვალისწინებაც დღესაც შეიძლება ფსიქოპატ ხალხთან მუშაობის დროს. ის არ იყო ერთადერთი ადამიანი რომელმაც აღმოაჩინა რომ ფსიქოპატთან ძალის დემონსტრირებაა საჭირო. როგორც ჩემმა კოლეგამ წინათ აღნიშნა მას მის თავში შესაძლოა ქონდეს იმდენი ფსიქოპატიური იმპულსები რომ შეეძლოს თავის კლიენტებთან ემოციური კავშირის გაბმა. ორი ან სამ წლიანი ინტენსიური თერაპიის შემდეგ ის ამბობს რომ ფსიქოპატები ხშირად ვარდებიან სერიოზულ, ფსიქოტურ დეპრესიაშიც კი. ეს არის სამხილი იმისა რომ ისინი იწყებენ თერაპევტთან ურთიერთობას უფრო ნამდვილი გზით ვიდრე ესაა მანიპულაციის ობიექტი ისინი აცნობიერებენ თავიანთი მდგომარეობას და დამოკიდებულების უსუსურობას. ეს დეპრესია გავს მელანი კლაინის მიერ აღწერილ (1935) ბავშვის მეორე ექვსი თვის მდგომარეობას, როდესაც ბავშვი აღმოაჩენს მტკივნეულ რეალობას რომ დედა არსებობს როგორც გარე ობიექტი, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება.

სხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებთან მომუშავე თერაპევტისგან განსხვავებით, თერაპევტმა რომელიც მუშაობს ანტისოციალური პიროვნების მქონე ადამიანთან უნდა განავითაროს დამოუკიდებელი სიძლიერის ატიტუდი. ეს ასევე მსგავსია კოგნიტურ ბიჰევიორალურ თერაპიების დროსაც, ამ პოპულაციასთან მუშაობის დროს (M. H. Stone, 2000). არასწორია ემოციურად ჩაერთო პაციენტის ცვლილების პროცესში, იმიტომ რომ როგორც კი ანტისოციალური პიროვნების ტიპი დაინახავს ამას, მას შეუძლია ფსიქოთერაპიის საბოტაჟი რათა გამოაჩინოს თერაპევტის იმპოტენცია. უკეთესია თუ უბრალოდ მეტად ჩავერთვებით პაციენტის გააზრებაში, შევარჩევთ ტონს და ვაჩვენებთ პაციენტს რომ მასზეა დამოკიდებული თერაპიიდან მიიღებს თუ არა სარგებელს. ეს მაგალითი ანალოგიურია იმისა რასაც ყველა პოლიციის ოფიცერი სწავლობს დანაშაულის გამოძიების დროს: არასოდეს აჩვენო დამნაშავეს რომ აღიარება შენთვის მნიშვნელოვანია.

ყველაზე გამოცდილი ანტისოციალური ადამიანების ინტერვიუერი რომელსაც მე ვიცნობ იყო დეტექტივთა უფროსი ქალაქში, საიდანაც მე ვარ. ადამიანი, რომელსაც ქონდა მიღებული ძალიან ბევრი აღიარებითი ჩვენება გამაუპატიურებლებისგან, ბავშვების მწამებლებისგან, მკვლელებისა და სერიული ქილერებისგან. როდესაც მისი დაკითხვის ჩანაწერებს უსმენ, ადამიანი არის გაოცებული ამ ადამიანის დამოკიდებულებით, და მისი ჩუმი რწმენით რომ ყველაზე მონსტრ მოძალადესაც კი აქვს მოთხოვნილება რომ ვინმეს სიმართლე უთხრას. ეჭვიტანილის რეაქცია იმაზე რომ მას ღირსეულად ეპყრობიან ყოველთვის მტკივნეულია. მათ ყოველთვის აქვთ მოლოდინი რომ ინტერვიუერის დღის წესრიგი მათი დამარცხებაა. არავის არ ქონია იმის შეგრძნება რომ გამომძიებელი მას კითხავდა უპატივცემულოდ. ეჭვიტანილები ამბობდნენ „ის მკითხავდა მე სამართლიანად“.

ეს ფენომენი სვამს კითხვის ნიშანს ფსიქოპატთა ცნობილი უემოციურობა არის მოძალადე გარემოზე პასუხი  (როგორც ბავშობის დროს იყო და შემდეგ სუბკულტურაშია) თუ შედეგია გაუგებრობის (როგორც თერაპევტის სურვილია რომ დაეხმაროს). ფაქტი რომ ეს დამნაშავეები ხშირად უტყდებიან ადამიანს, ვისაც მათი გამომწყვდევა უნდა საკანში, გვაფიქრებინებს რომ არასწორ დამნაშავესაც კი შეიძლება ქონდეს პრიმიტიული გრძნობა ანგარიშვალდებულების და ურთიერთობისგან რაღაცის მიღება შეუძლიათ. სადისტი მკვლელი კარლ პანცრამს (Goddies & Long 1970) ქონდა მთელი ცხოვრების განმავლობაში მეგობრობდა ციხის მცველთან, რომელმაც მას უბრალოდ ერთხელ კეთილად მოექცა.  (ეს არგუმენტი არ ეხება საშიშ კრიმინალებს. იმის გაცნობიერება რომ ფსიქოპატიური პიროვნებები არიან ადამიანები, რომელთაც რაღაც დოზით შეიძლება დავეხმაროთ არ ნიშნავს იმას რომ თერაპიას შეუძლია კომპულსიური მკვლელი მოქალაქის მოდელად აქციოს. საზოგადოებას ანტისოციალური პიროვნებებისგან დაცვა სჭირდება მიუხედავად იმისა მათი კრიმინალური ქმედებები ფსიქოანალიტიკურად გასაგებია თუ არა და შეუძლია თუ არა მას თერაპიული ურთიერთობისგან მიიღოს სარგებელი).

მთლიანი მიზანი ანტისოციალურ პიროვნებებთან მუშაობის არის ის, რომ ის მივიდეს კლაინიანური გაგებით დეპრესიულ პოზიციამდე, რომელშიც სხვები გაგებულია როგორც სეპარირებული სუბიექტები (Kernberg, 1992). მკურნალობის დროს, ფსიქოპატის ყოვლისშემძლე კონტროლი, პროექციული იდენტიფიკაცია, შურის დომინაცია და თვითდამაზიანებელი აქტივობები არის რაციონალურად გამოკვლეული თანმიმდევრულობის და პატივისცემის ატმოსფეროში.

დიფერენციალური დიაგნოზი

არ არის რთული ადამიანში დაინახო ანტისოციალური ტენდენციები რომლის პიროვნებასაც აქვს ფსიქოპატიური კომპონენტი. არის თუ არა ეს თვისებები საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანზე ვთქვათ რომ ის არის ფსიქოპატი რთული საკითხია. პარანოიდულმა, დისოციაციურმა და ნარცისულმა კონდიციებმა ხშირად დიაგნოზის დასმისას შეცდომაში შეგვიყვანონ. ხშირად ასევე მავნე ნივთიერებაზე დამოკიდებული პიროვნება ახდენს ფსიქოპატის მოდელირებას. ასევე  ზოგიერთი ისტერიული პაციენტი შეიძლება არასწორად დაესვას ანტისოციალური პიროვნების დიაგნოზი, ამ თემას მე-14 თავში განვიხილავ.

ფსიქოპატისა და პარანოიდული პიროვნების შედარება

ხშირად ფსიქოპატიური პიროვნების და პარანოიდის ხასიათები მნიშვნელოვანწილად კვეთენ ერთმანეთს. ბევრ ადამიანს აქვს ამ ორივე ხასიათზე მგრძნობელობა. ორივეს, ანტისოციალურ და პარანოიდულ პიროვნებებს აქვთ აქცენტი გაკეთებული ძალაუფლების საკითხებზე, თუმცა სხვადასხვა პერსპექტივიდან. ფსიქოპატებისგან განსხვავებით, ადამიანები რომლის ხასიათის ძირითად ბირთვს პარანოიდული საწყისები შეადგენენ, აქვთ ღრმა დანაშაულის განცდა. ამ გრძნობისგან მათი განთავისუფლება ძალიან რთულია. ამგვარად გადამწყვეტი ფაქტორი, პიროვნების ხასიათის განსაზღვრისას რომელთაც აქვთ ორივე ხასიათის შტრიხები, არის დანაშაულის განცდა.

ფსიქოპატისა და დისოციაციური პიროვნების შედარება

ასევე საკმაოდ დიდი გადაკვეთაა ფსიქოპატისა და დისოციაციურ ფსიქოლოგიებს შორის. ინტერვიუერისათვის კრიტიკულია იმის გაგება მას აქვს ურთიერთობა ადამიანთან რომელიც არის ფსიქოპატი და იყენებს დისოციაციურ დაცვის მექანიზმებს თუ პიროვნებას აღენიშნება დისოციაცირი ფსიქოლოგია რომელსაც ახლავს ერთი ან რამდენიმე ანტისოციალური ტენდენცია. პროგნოზი პირველი შემთხვევისა არ არის მაინცდამაინც ხელსაყრელი, მაშინ როდესაც მრავალი დისოციაციური ადამიანი, რომელსაც დაესვა აკურატულად დიაგნოზი, თერაპია მასთან კარგად მუშაობს. სამწუხაროდ სწორი დიაგნოზის დასმა შესაძლოა ძალიან რთული აღმოჩნდეს, ექსპერტსაც კი შეიძლება გაუჭირდეს სწორი დიაგნოზის დასმა. ორივეს, ფსიქოპატსაც და დისოციაციურ ადამიანს აქვს სხვა ადამიანების სრული უნდობლობა და სხვადასხვა მიზეზთა გამო (ძალადობის ტერორი თუ ყოვლისშემძლე ტრიუმფი) ისინი მალავდნენ ამ თვისებას და შეცდომაში შეყავთ თერაპევტი.

მე არ ვუწევ რეკომენდაციას დაისვას დიფერენცირებული დიაგნოზი, როდესაც დიაგნოზის დასმა რამე შედეგზეა დამოკიდებული. მაგალითად, როდესაც ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს შეიძლება ისე მოაჩვენოს თავი რომ არ გრძნობს თავს დამნაშავედ, იმისათვის რომ დაარწმუნოს თერაპევტი რომ არის შეურაცხადი და აქვს იდენტობის დისოციაციური აშლილობა. დიფერენციალური დიაგნოზის მიზეზის გარეშეც კი რთულია. ხშირად ლეგალური პროცედურები ძალიან ართულებს ფსიქოლოგის მუშაობას.

ფსიქოპატიური და ნარცისული პიროვნების შედარება

ახლო მსგავსებაა ფსიქოპატიასა და ნარცისულ კონდიციებს შორის. არსებობს კონტინიუმი მცირედი ნარცისიზმიდან მძიმე ნარცისიზმსა და მძიმე ფსიქოპატიას შორის. ორივე, ხასიათით ნარცისსა და ფსიქოპატს შორის არის მსგავსება, რომ მათ აქვთ ცარიელი შინაგანი სამყარო და გარე მოვლენებზე დაყრდნობა მათი თვითშეფასების ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა. კერნბერგის მიერ შემოთავაზებული განზომილებიანი ანალიზის თანახმად (Kernberg, 1984), რომელიც ყოველთვის მომწონდა და ახლა უკვე გვაქვს კვლევები რომლებიც ამას ადასტურებს. მაშინ როდესაც მე ამ ტექსტს ვწერ, DSM-5 ის შემქმნელები  გეგმავენ რომ ეს აშლილობები შეიყვანონ სელფის აშლილობებში ერთ სპექტრში. მაგრამ მე ასევე შევთავაზებდი რომ ანტისოციალური და ნარცისული ხალხი საკმარისად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან რომ ვიფიქროთ ამ აშლილობის კონტინიუმზე.

უმეტესი ფსიქოპატი ინდივიდი არ ახდენს იდეალიზაციას განმეორებითად, და უმეტესობა ნარცისი არ ექვემდებარება ყოვლისშემძლე კონტროლს. ბევრ ადამიანს აქვს ორივე ხასიათის თვისება. მკურნალობის თვისებები საკმაოდ განსხვავებულია თითოეული ჯგუფისთვის. (მაგალითად სარკის ეტაპი კარგად ერგება უმეტესობა ნარცისულ ადამიანს, მაშინ როდესაც ეს განსხვავებულია ანტისოციალურ ადამიანებში),. მიუხედავად იმისა რომ მრავალი ადამიანია რომელსაც ხასიათის ორივე ასპექტი აქვს, კლინიკურად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესენი ფრთხილად განვასხვავოთ ერთმანეთისგან.

ფსიქოპატიური პიროვნების და ნივთიერებაზე დამოკიდებული პიროვნების შედარება

ადამიანებს რომელთაც აქვთ ნივთიერებაზე დამოკიდებულების აშლილობები არიან მანიპულატორები და გამოყენებაზე ორიენტირებულები. მათთვის ნივთიერება რომელზეც არიან დამოკიდებულები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანური ურთიერთობები და პერსონალური ინტეგრაცია. მათი ანტისოციალური ქცევის გამო, ადამიანები ხშირად მავნე ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადამიანებს მიაწერენ ფსიქოპატიურ სტრუქტურას. შესაძლებელია ზოგიერთი დამოკიდებული ადამიანი მართლაც იყოს ხასიათით ფსიქოპატი. მავნე ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანის პერსონოლოგიური ხასიათი არ შეიძლება შეფასდეს მანამდე სანამ ინტერვიუერი არ მიიღებს შესაბამის ინფორმაციას თუ ნივთიერების მოხმარებამდე როგორი იყო პიროვნება ან ნივთიერების მოხმარებისგან განკურნების შემდეგ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ როგორ შეიცვალა პიროვნება.

შეჯამება

ამ თავში მე დავხატე ფსიქოპატიური პიროვნება, რომელსაც აქვს მისწრაფება მოახდინოს სხვების მანიპულაცია, მოახდინოს სხვაზე ეფექტი. შევაჯამე ზოგიერთი კონსტიტუციური პრედისპოზიცია ანტისოციალური ქცევის, მოვიყვანე ბრაზი და მანია. განვიხილე ფსიქოთერაპია, ყოვლისშემძლეობის კონტროლის დაცვის მექანიზმი, პროექციულ იდენტიფიკაციის, დისოციაციის და აქტინ აუთის მექანიზმები; არასტაბილურობა ურთიერთობებში, ემოციური გაურკვევლობა, ექსპლუატაცია და ხანდახან სისასტიკე. სელფის სტრუქტურა რომელიც დომინირებულია მცდელობებით რომ თავიდან აიცილოს სისუსტის შეგრძნება და შური. მოვიყვანე სავარაუდო არაემპათიური ტრანსფერი და კონტრტრანსფერი და გავამახვილე ყურადღება თერაპევტის მუმივობაზე, მიზანმიმართულობაზე და თვით გაცნობიერებულობის მნიშვნელოვნებაზე. განვასხვავე ფსიქოპატიური ხასიათი პარანოიდულისგან, დისოციაციური და ნარცისული პათოლოგიებისგან, ასევე განვიხილე მავნე ნივთიერებაზე დამოკიდებულების შემთხვევა.

Leave a Reply