Browse Category by თარგმანები
თარგმანები

სიმპტომი არ არის “აშლილობა”, სიმპტომი არის დადუმებული სიმართლე, რომელიც მოსმენილ უნდა იქნას

Agnes Aflalo,

ფსიქოანალიზის წარუმატებელი განადგურება: კოგნიტივიზმის აღზევება და დაცემა

ფსიქოანალიტიკოსებისთვის სიმპტომი არ არის “აშლილობა” (disorder),  სიმპტომი არის დადუმებული სიმართლე, რომელიც მოსმენილ უნდა იქნას. სიმპტომი შეიცავს ტანჯვის (j0uissance) პარადოქსალურ დაკმაყოფილებას. მკურნალობა დიალექტიკური პროცედურაა, რომელსაც ზედაპირზე ამოაქვს ტანჯვის სიმძიმე, რომელსაც სიტყვები ატარებს. სიტყვები სიმართლის გაუცნობიერებლად ალყაში აქცევს მას. ენისა და jouissance ის, სომპტომის ამ ორი სახის გამოკვლევით, საშუალებას ვაძლევთ სუბიექტს წაიკითხოს ისტორია და ისევ თავისი გახადოს ის. ამის შემდეგ მას უკვე შეეძლება ტანჯვის ნაწილი გაანთავისუფლოს და გახდეს იმ ტანჯვით ნაწილზე პასუხისმგებელი რომელიც მასთან დარჩება, რომელიც სულაც არაა აუცილებელი შეესაბამებოდეს მის მორალს მაგრამ ეს არანაკლებ კანონიერია. ფსიქოანალიტიკოსი, გაანალიზებული აქვს თავისი თავი, არის ადამიანი რომელიც დაშორებულია ამ ფანტაზმატიკური ტიპის ტანჯვას, განთავისუფლებულია წინააღმდეგობებისაგან, მას შეუძლია პაციენტს მისცეს საშუალება გამოიგონოს სპეციფიური პასუხი, ისეთი რომელიც მასზეა (პაციენტზე) მორგებული.

თარგმანები

ლაკანი მარტივად: წარმოსახვითი, სიმბოლური და რეალური

წარმოგიდგენთ თარგმანთა სერიას, რომელიც ეფუძნება დარიან ლიდერისა და ჯუდი გლოვის წიგნს “წარმოგიდგენთ ლაკანს, გრაფიკული გაიდი” (INTRODUCING LACAN A GRAPHIC GUIDE). მოგეხსენებათ ლაკანი ფსიქოანალიტიკურ ლიტერატურაში ერთ ერთ ყველაზე რთულ ავტორად ითვლება, ამიტომაც დაწერილია მრავალი წიგნი იმაზე თუ როგორ წავიკითხოთ ის, როგორ გავიგოთ მისი კონცეპტები და ა. შ. რომელთაც გარკვეულწილად შესავლის ფუქნცია აქვთ სანამ თავად ლაკანის ტექსტების კითხვას დავიწყებთ.  ერთ ერთი ასეთი ყველაზე ცნობილი წიგნი გახლავთ “INTRoDUCING LACAN A GRAPHIC GUIDE”, რომელსაც ძალიან ბევრი ლაკანიანური ავტორი მაღალ შეფასებას აძლევს. წიგნის ავტორები გახლავთ დარიან ლიდერი, ლონდონში მოღვაწე ფსიქოანალიტიკოსი, ის გახლავთ ლონდონის ფროიდიანული ანალიზისა და კვლევის ცენტრის დამფუძნებელი წევრი. წიგნი გრაფიკულად გაფორმებულია ჯუდი გლოვის მიერ რომელიც გახლავთ მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი. მან ასევე ილუსტრირება გაუკეთა ფილოსოფიის, ქრისტიანობის, პლატონის, ლევი შტროსისა და ჩომსკის სერიებს.   

წარმოსახვითი

ფუნდამენტური გაუცხოება არის ადამიანის მოტორული ფუნქციონირების, სივრცის და მოძრაობის აღქმის ძირითადი საფუძველი.  ლაკანი ამ რეგისტრს, სადაც ამ ტიპის იდენტიფიკაცია ხდება „წარმოსახვითს“  უწოდებს. აქ ის ითვალისწინებს ვიზუალური მხარის მნიშვნელოვნებას.

„ მე რომ ვიყო სხვა ბავშვის ადგილზე, მისთვის რომ დაერტყათ მე ვიტირებდი, თუ მას რაიმე უნდა მეც მენდომებოდა ის, იმიტომ რომ მე მის ადგილზე ვარ. მე ვარ დატყვევებული იმ ხატში, რომელიც უცხოა ჩემთვის, ჩემს გარეთ არის.“

 [spacer height=”20px”]

სიმბოლური

1950 იანი წლებიდან ლაკანი მეტ ყურადღებას უთმობს სიმბოლურის კონცეპტს, რომელიც გაგებულია როგორც სოციალური, კულტურული და ლინგვისტური ფენომენი, რომელშიც ბავშვი იბადება. ლაკანი ამბობდა ენა არსებობდა დაბადების მომენტამდე. ის არსებობს ოჯახის სოციალურ სტრუქტურაში და რა თქმა უნდა მშობლების იდეალებში, მიზნებში და ისტორიებში.  სანამ ბავშვი დაიბადება მშობლები საუბრობენ მის შესახებ, არჩევენ მის სახელს, უგეგმავენ მას მომავალს. ბავშვისთვის ძალიან რთულია გააცნობიეროს ამ სიტყვების ენა, ის მთლიანად ზემოქმედებს ბავშვის არსებობაზე.   ყველაფერი ეს ძალიან კარგად ჩანს სარკის ფაზის თეორიაში. თუ ლაკანმა მას თავიდან უწოდა წარმოსახვითი იდენტიფიკაცია, ახლა ის მსჯელობს მის სიმბოლურ მხარეზეც. თუ ბავშვი ჩანს სურათში ის ჯერ კიდევ  იღებს მშობლების ნათქვამ აღმნიშვნელ სიტყვებს იდენტიფიკაციისთვის. დედა, რომელსაც ხელში უჭირავს ბავშვი შეიძლება მას უთხრას: „შენ გაქვს ბაბუის თვალები“, „ზუსტად ისე გამოიყურები როგორც მამაშენი“.

არსებობს სიმბოლური გამონათქვამები, რომელიც უჩენს ბავშვს ადგილს წარმომავლობით ხაზში, საგვარეულოში, სიმბოლურ სამყაროში. ბავშვი არის „აკინძული“ სიტყვებითა და სახელებით“, ლინგვისტური რეპრეზენტაციებით. ბავშვის იდენტობა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ იღებს ის მშობლების სიტყვებს.

 

რეალური

ლაკანი სიმბოლურს და წარმოსახვითს ამატებს შემდეგ კატეგორიას სახელწოდებით რეალური. რომლის რეფორმულირება მან თავის ნაწერებში რამდენჯერმე მოახდინა. 1953 წელს ის ამბობს, რეალური არის უბრალოდ ის, რაც არ სიმბოლიზირდება, რომელიც სიმბოლურს მიღმაა. როგორც ლაკანი ამბობს სიმბოლური არის ის რაც მთლიანად ეწინააღმდეგება სიმბოლიზაციას. ის განიხილავს რეალურს, სიმბოლურს და წარმოსახვითს, როგორც ადამიანთა რეალობის სამ რეგისტრს.  ამგვარად წარმოსახვითი არის რაიმე, რამდენადაც ჩვენ ვიმყოფებით კონკრეტულ რეგისტრში და ეგო გვთავაზობს ჩვენი ქმედებების რაციონალიზაციას, ხოლო სიმბოლურია სიტუაცია, რამდენადაც ყველა საგანებს ჩვენს ირგვლივ აქვთ მნიშვნელობები.

ყოველდღიურ ობიექტები არის სიმბოლიზებული რამდენადაც ისინი რაღაცას ნიშნავენ, მათ აქვთ მნიშვნელობები“

„ხანდახან ობიექტი კარგავს მის მნიშვნელობას, მე ვუყურებ ყოველდღიურ ობიექტს როგორც რაღაც მისტერიულს, რომელიც არის ზებუნებრივი, ჯადოქრული (uncanny).

რეალური წარმოადგენს ზუსტად იმას, რაც არის განდევნილი ჩვენი რეალობიდან. რაიმე, რასაც არ აქვს მნიშვნელობა და რომლის მოთავსება კონკრეტულ სიტუაციაში შეუძლებელია.

თარგმანები

ჯეიმს სტრეიჩი – ფსიქოანალიზის თერაპიული ზემოქმედების არსი

credit: One From RM

შესავალი

ფსიქოანალიზი თერაპიული პროცედურიდან წარმოიშვა და  მთავარი დატვირთვა დღემდე ანალიტიკურ ტექნიკაზე მოდის. Mმიუხედავად ამისა,    გასაოცარად  მწირეა  ის ფსიქოანალიტიკური ლიტერატურა, რომელიც  აღწერს თერაპიული ეფექტის მიღწევის მექანიზმებს. ბოლო 30-40 წლის განმავლობაში დაგროვილ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი   მონაცემები, რომლებმაც ნათელი მოფინეს ადამიანის ბუნებისა და აზროვნების თავისებურებას. გაცილებით უკეთ ხდება ამ  მონაცემთა კლასიფიკაცია და  ზოგად ჰიპოთეზურ და მეცნიერულ ჩარჩოებში მოქცევა. მაგრამ   ეს  აღმოჩენები დღემდე  ძალიან ძნელად და   ფრთხილად  ინერგება თერაპიულ პროცესში.  ჩემი აზრით,  ამ  თავშეკავების გამოა,  რომ   ის  უამრავი დისკუსია, რომელიც ეხება ანალიტიკური ტექნიკის პრაქტიკულ  დეტალებს,  ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუსრულებელია .
მაგალითად, როგორ უნდა   შევთანხმდეთ შემდეგ საკამათო საკითხზე:  საერთოდ საჭიროა  თუ არა,  ან როდის არის საჭირო   “ღრმა ინტერპრეტაცია”,   როცა ამ დროს არა გვაქვს ნათელი წარმოდგენა იმაზე,  თუ რა  იგულისხმება ცნებაში “ ღრმა ინტერპრეტაცია ”. ამავე დროს,  არა გვაქვს ზუსტად  ფორმულირებული “ინტერპრეტაციის” კონცეფცია -ანუ   არ ვიცით რა არის  “ინტერპრეტაცია” და რა ეფექტს ახდენს ის პაციენტზე. მე ვფიქრობ,  რომ  ჩვენ მეტს მივაღწევდით,  ამდაგვარი პრობლემებისთვის მეტი ყურადღება რომ  მიგვექცია.  ჩვენ რომ შევძლებდეთ თერაპიული პროცესის მუშაობის უფრო დეტალურად გააზრებას, ნაკლებად   აღმოცენდებოდა  დროდადრო სრული დეზორიენტაციის გრძნობა, რომლისგანაც თავსუფალი მხოლოდ ერთეულები არიან. შესაბამისად, …  ჩემი ნაშრომი წარმოადგენს  ფრთხილ  შეტევას ამ პრობლემებზე.   მისი საკამათო დასკვნები თუნდაც  არ იყოს  მიიღებული, ჩემი მიზანი  მიღწეული იქნება,  თუკი ჩათვლიან,  რომ ეს პრობლემა გადაუდებელია. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ არის პრაქტიკული დისკუსია ფსიქოანალიტიკური ტექნიკის შესახებ; ამას   პრეტენზია აქვს  წმინდა  თეორიული თვალსაზრისით.  პირველად  მასალად მე გამოვიყენე  სხვადასხვა სახის პროცედურა,  რომელიც   განიხილება ორთოდოქსული ფსიქოანალიზის საზღვრებში და ამ პროცედურის გამოყენებით გამოწვეული სხვადასხვა ეფექტი.   ჩემი ჰიპოთეზა ცდილობს,  მეტ-ნაკლები თანმიმდევრობით და ლოგიკით ახსნას, თუ რატომ იწვევს მოცემული ტექნიკა მოცემულ შედეგს. მე აგრეთვე შევეცადე მეჩვენებინა, რომ, თუ ჩემი ჰიპოთეზა ფსიქოანალიტიკური პროცედურის ბუნების შესახებ ღირებულია,  აქედან გარკვეული დასკვნების  გამოტანა შეიძლება. ეს დასკვნები შემდგომ  შესაძლებელია გამოვიყენოთ  როგორც კრიტერიუმები ნებისმიერი სახის პროცედურის   ეფექტურობის შეფასების დროს.

რეტროსპექტულად   წარმოადგენს თუ არა    სიახლეს ეს თემა, განაგრძეთ კითხვა

თარგმანები

ჰორსტ კეხელე – უკუგადატანის საკითხები პიროვნების შიზოიდ-ნარცისისტული დარღვევის მქონე პაციენტის ანალიტიკურ თერაპიაში

უკუგადატანა განსაკუთრებით მაშინ იძენს უმნიშვნელოვანეს დატვირთვას, როდესაც პაციენტის პიროვნული სტრუქტურა რთულად იძლევა    საშუალებას,   რომ საკუთარ თავთან ადრე წარმოებული დიალოგი   ანალიტიკოსთან დიალოგში გადმოიტანოს   .    ქვემოთ აღწერილ პაციენტთან  უკუგადატანა მჭიდროდაა   დაკავშირებული სპეციფიურ ინტერაქტიულ ქცევასთან, რომელიც  გამოცადა ორმა სხვადასხვა თერაპევტმა. ისინი  სხვადასხვა დროს მკურნალობდნენ მას. მეტაფორულად რომ ვთქვათ, პაციენტს უნდოდა ხელში ჩაეგდო თერაპიის  სადავეები და გამხდარიყო მმართველი, ან  აეძულებინა   თერაპევტები მარიონეტებივით ეცეკვათ.

ჯონ Y 1957 წელს დაიბადა, ის ოჯახში უფროსი შვილი იყო.  ბავშვობაში  მამა მისთვის ხშირად მიუწვდომელი, დედა კი მუდმივად არადამაყოფილებელი იყო.
პირველ სესიაზე ჯონმა   თავის დღიური  მომიტანა, საიდანაც გავიგე, რომ მას უკვე დიდი ხანია აწუხებს გაუკუღმართება (პერვერსია) . შვიდი წლის ასაკში ჯონმა მოიპარა ორი წლის დის    რეზინის შარვალი, შეიტანა  საპირფარეშოში, ჩაიცვა   და შიგ მოისაქმა  . ჩვენ შევძელით აღგვედგინა ის ფაქტი, რომ  პ-ტი ძალზე    განიცდიდა უმცროსი დის დაბადების შედეგად  ყურადღების მოკლებას . დედა ხშირად შეაგდებდა ხოლმე  სხვა ოთახში და თოკით ცემდა , რათა საშუალება ჰქონოდა ახალშობილისთვის მიეხედა .
თერაპიის განმავლობაში მან გაიხსენა, რომ იმ პერიოდში მისმა ოჯახმა საცხოვრებელი შეიცვალა; ისინი გადავიდნენ პატარა ქალაქში, სადაც მას ახალ სკოლასთან შეგუება და თანატოლებთან ურთიერთობა გაუჭირდა. ჯონმა აღმოაჩინა, რომ  მარტოობა ძალზე  სასიამოვნოა, რადგან თანაკლასელები  ცუდად ეპყრობოდნენ. მარტოობა და კითხვით მიღებული სიამოვნება მისთვის ბუნებრივად მისაღები მდგომარეობა გახდა.
“მე ვკითხულობ ყველაფერს, რაზეც ხელი მიმიწვდება, კითხვამ ჩამოაყალიბა ჩემი ლექსიკონი, ჩემი ენა,  სამყაროს ჩემეული კონცეპცია”.
მამის სამსახურის გამო ოჯახის ახალ ქალაქში გადასვლამ გაზარდა  პ-ის  იზოლაციის გრძნობა, რამაც დააჩქარა მისი დამალვა ნაცნობ უსულო საგნების სამყაროში. მას ისევ სცემდნენ თანატოლები და ჯოანი ის გრძნობდა, რომ თავის დაცვა არ შეეძლო. მოზარდობის ასაკში ჯოანმა  პლასტიკური ჩანთებისგან   რეზინის შარვლებს იკეთებდა. ამავე წელს მან ორჯერ გადაიტანა ვირუსული მენინგიტი, რამაც გაამყარა მისი არასრულფასოვნებისა  და არაეფექტურობის განცდა სკოლისა და სხვა სახის მოღვაწეობაში.
ძლიერი სოციალური იზოლაციიის შედეგად ჯოანი  აღარ დადიოდა სკოლაში, რისთვისაც დაისაჯა. მან მოზარდობის ასაკის ბოლო პერიოდი    აღწერა, როგორც გამოფიტული; ამან   თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობისკენ უბიძგა. ადრეული მოზრდილობის პერიოდში   რეგულარული შემბოჭავი რიტუალები გამო  ჯონი  ვერ  აკონტროლებდა მწვავე უსუსურობის და შფოთვის განცდას. სიმპტომატური აქტის მხრივ ეს შესაძლოა ჩათვლილიყო ძლიერი კავშირად მასტურბაციულ ფანტაზიებთან,   ამ კავშირმა   თავი იჩინა თერაპიის განვითარების ფაზაში.
მოგვიანებით მან  წერილი მისწერა თავის თერაპევტს:
“ამ დროის დარტყმამ ჩემს ცხოვრებაში ჩემში თანატოლებთან  ერთიანობის ძლიერი სურვილი გააღვიძა, მაგრამ სოციალური ჩვევების უკმარისობის გამო  არ ვიცოდი, რა გზით  უნდა განმეხორციელებინა  ეს, მე უბრალოდ არ ვიცოდი,  რა  გამეკეთებინა! მე მაქვს უნდობლობის ძლიერი განცდა, რათა არ დავმარცხდე; ამიტომ ერთი, რაც  ვისწავლე, არის ის, რომ მარტოობა კარგი თანამგზავრია” (წერილი 19.1.94)
სკოლის შემდეგ   ჯარში მსახურობის პერიოდი   მძიმე იყო,  განაგრძეთ კითხვა

., თარგმანები

“სამშობლო არის არა ის ადგილი სადაც დაიბადე, არამედ ადგილი საიდანაც შენი გაქცევის ყოველგვარი მცდელობა წყდება” – ნაგიბ მაჰფუზი, ეგვიპტელი ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი

 

 

 

[spacer height=”70px”]

თარგმანები

მიშელ ფუკო – ზედამხედველობა და დასჯა

1757 წლის 2 მარტს, დემიენს მიუსაჯეს „საჯაროდ მოენანიებინა პარიზის ტაძრის მთავარი კარიბჭის წინაშე;” ის „ფორნით უნდა მოეყვანათ, პერანგის ამარას ერთ ხელში ორი ფუტის წონის ანთებული სანთელი უნდა სჭეროდა,“ შემდეგ „იმავე ფორნით გრევის მოედანზე მიიყვანდნენ და  ჯალათის კუნძზე, გავარვარებული მაშებით, ხელები, კანჭები, თეძოები და  ძუძუს დვრილები დაეფლითათ.თანაც მას ხელში ის დანა უნდა სჭეროდა, რომლითაც მეფის მოკვლას აპირებდა. ეს ხელი უნდა დაეწვათ ანთებული გოგირდით, ხოლო დაფლეთილი ადგილები მაშებით  დაედაღათ.

„ბოლოს ის ოთხად გაგლიჯეს – წერდა „ამსტერდამის გაზეთი“ – უკანასკნელმა მოქმედებამ დიდი დრო წაიღო, რადგან ცხენები გაწევაზე არ იყვნენ დაგეშილები; ამიტომ ოთხის მაგივრად ექვსი ცხენი ჩააბეს, მაგრამ ესეც კი ცოტა აღმოჩნდა და ამ უიღბლოსთვის როგორმე კიდურები რომ მოეგლიჯათ, მყესები გადაუჭრეს და სახსრები ჩაულეწეს…

ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოუსწორებელი ღვთისმგობელი იყო, მცირე ლანძღვაც არ დასცდენია ბაგეებიდან. ენით აუწერილი ტკივილის გამო, გოდებდა და ხშირად იმეორებდა: „უფალო იესო, გემუდარები, დამეხმარე უფალო.“ თვითმხილველებისათვის სამაგალითო იყო წმინდა პავლეს ეკლესიის მღვდლის მზრუნველობა, რომელიც ხნიერების მიუხედავად, დასჯილს დაუღალავად ანუგეშებდა.“

აი, რას გვიყვება დარაჯი ბუტონი: „დემიენი სხეულის ფლეთვის გამო ბევრს ღრიალებდა, მაგრამ ღმერთი არ დაუგმია. თავი წამოსწია და თავის სხეულს დააკვირდა. იმავე ჯალათმა, მაშები რომ ჰქონდა მიჩენილი, დაკაპიწებული ხელებით მდუღარე ქვაბში ჩამჩა ჩაყო და ბლომად მოასხა ყველა ჭრილობაზე. შემდეგ დასჯილის სხეულზე, ორივე ხელზე და ფეხზე, ერთი ბოლოთი წვრილი ბაგირები მიაბეს, მეორე ბოლოთი კი ცხენის აღკაზმულობას.

სასამართლოს მდივანი, ღრმად პატივცემული ლე ბრეტონი რამდენჯერმე მივიდა დასჯილთან და ჰკითხა, რაიმეს თქმა ხომ არ სურდა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ყოველ მცდელობაზე, ის ჯოჯოხეთური ხმით ღრიალებდა: „ღმერთო შემიწყალე! შემიწყალე უფალო!“ ამ ტანჯვათა მიუხედავად დროდადრო ის თავს წევდა და გაბედულად იყურებოდა. კიდურებზე ბაგირები იმდენად მჭიდროდ იყო მიბმული, რომ ენითაუწერელ ტკივილს აყენებდა. ბატონი ლე ბრეტონი კიდევ ერთხელ მივიდა კუნძთან და ჰკითხა, რაიმეს თქმა ხომ არ სურდა. მისგან ისევ უარი მიიღო. რამდენიმე სასულიერო პირი მას მიუახლოვდნენ და ბევრს ელაპარაკებოდნენ. მიტანილ ჯვარცმას ის ჰკოცნიდა, ტუჩებს წინ წევდა და სულ ამას იმეორებდა: „უფალო, შემიწყალე“.

ცხენები უშედეგოდ ცდილობდნენ მის გაგლეჯვას. ორი-სამი მცდელობის შემდეგ, ჯალათმა სამსონამა და ჯალათმა, რომელსაც მაშები ეკავა, ჯიბეებიდან დანები ამოიღეს და ვინაიდან მეტი გზა არ იყო, სხეული ბარძაყებში გადაუჭრეს. ოთხმა ცხენმა მთელი ძალით გაითრია და ორივე ფეხი მოაგლიჯა – ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა. შემდეგ, ხელები გადაუჭრეს, წინა მხრის კუნთები და შერჩენილი იოგები. გადაჭრა თითქმის ძვლის დონემდე გახდა საჭირო. გულამოვარდნილმა ცხენებმა წინ გასწიეს, ჯერ მარჯვენა ხელი მოაგლიჯეს, შემდეგ მარცხენა.

ოთხივე კიდური მოწყვეტილი ჰქონდა, როდესაც სასულიერო პირები მასთან დასალაპარაკებლად განაგრძეთ კითხვა

., თარგმანები

პენტი იკონენი – ფსიქოანალიზის ძირითადი ინსტრუმენტები

ფსიქოანალიზის ამოცანაა დაეხმაროს ანალიზირებულს თავად გააცნობიეროს საკუთარი ფსიქიკის შინაარსი. მოცემულ სტატიაში ავტორი ამ ამოცანის გადაწყვეტისათვის საჭირო ოთხ ძირითად ინსტუმენტს გამოყოფს:
1. ანალიზირებულის თვითდაკვირვება; 2. ანალიტიკოსის დახმარება თვითდაკვირვებისათვის ხელისშემშლელი წინააღმდეგობის დანახვაში ( ე.ი წინააღმდეგობის ანალიზი); 3. ანალიტიკოსის ინტერპრეტაციების მეშვეობით ანალიზირებულის ფსიქიკის არაცნობიერი შინაარსის გადატანა თვითდაკვირვების სფეროში; 4. ანალიზირებულის მიერ მსმენელის (მოსაუბრის) მიკერძოებულად აღქმის ტენდენციის თვითდაკვირვების ობიექტად გადაქცევა (ე.ი გადატანის ანალიზი). ამ ინსტრუმენტებიდან პირველი ყველაზე ძირეულად ითვლება; ფსიქოანალიზში გამოყენებული ყველა მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი მიმართულია ანალიზირებულის თვითდაკვირვების ველის/ არეს გაფართოებისკენ. განსაზღვრულია ამ მიზნის მიღწევის ზოგიერთი სირთულე, ხაზგასმულია ამ საქმეში ანალიზირებულის ავტონომიურობის მნიშვნელობა და გამოტანილია დასკვნა იმის შესახებ, რომ ვერასდროს შეცვლი ანალიზში ანალიზირებულს, თუმცა ანალიზირებულს შეუძლია საკუთარი თავის შეცვლა თვითდაკვირვებით განვითარებული უნარის შედეგად.

Read More

., ვიდეო, თარგმანები, კულტურა & არტი

ტერენს მაკლარენი – ოპტიკური არაცნობიერი

წარმოგიდგენთ თარგმანთა ახალ სერიას, რომელიც ეხება ვირტუალურ ფსიქოანალიტიკურ მუზეუმს, რომლის ხელმძღვანელიცაა თანამედროვე ფროიდიანული საზოგადოების და საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ ანალიტიკოსი ნენსი ვუდმენი.  ვირტუალური მუზეუმის მიზანია რომ ადამიანებს მისცეს ახალი შესაძლებლობა ახლებურად გაიაზრონ ფსიქოანალიტიკური სიღრმისეული ემოციური და ფსიქიკური ცოდნა ფოტოგრაფიისა და მუსიკის გამოყენებით. შესაბამისად საიტზე შეგიძლიათ ნახოთ ფოტოგრაფიისა და ჯაზის განყოფილებები სადაც ეტაპობრივად იდება ახალი პროექტები. ვირტუალური ფსიქოანალიტიკური მუზეუმი ასევე განთავსებულია საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ვებგვერდზე კულტურის განყოფილებაში.  საიტზე რეგულარულად დაიდება სხვადასხვა ფოტო პროექტები. დღეს წარმოგიდგენთ ფსიქოანალიტიკოს ტერენს მაკმილანის ნამუშევარს. 

ტერენს მაკმილანი არის არტისტი, პოეტი და ფსიქოანალიტიკოსი. მან ისწავლა ფოტოგრაფია მინეაპოლისის კოლეჯში და იღებს შავ-თეთრ ფოტოებს 40 წელზე მეტია. მისი ნამუშევრები ასევე არის მუდმივმოქმედ გამოფენაში Plains Art Museum, ისევე როგორც კერძო კოლექციებში. მისი ლექსები ბოლოს დაიბეჭდა ჟურნალში “ფსიქოანალიტიკური პერსპექტივა”.

ტერენს მაკმილანი არის ფსიქოანალიტიკოსი სან ხოსეში, კალიფორნია. ის მკურნალობს ჩვილებს, მოზარდებს და ზრდასრულებს

Terrance McLarnan, MFT, Psychoanalysis/Psychotherapy
Dean of Candidates, Psychoanalytic Institute of Northern California
1625 The Alameda, Suite 510, San Jose, CA 95126
tsmclarnan@gmail.com
mclarnantherapy.com

 

 

იმისათვის რომ ვიდეო ნახოთ ქართულად თარგმნილი სუბტიტრებით ვიდეოს ქვემოთ მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ CC ნიშანს. ასევე სრული ეფექტის მოსახდენად ვიდეოები აუცილებლად გაშალეთ მთელს ეკრანზე.

 

გუშინდელი სურათები… ნანახი დღეს

 

 

ოპტიკური არაცნობიერი

 

 

დაძინება – გაღვიძება

 

 

ანალიტიკური მესამე

 

 

 

ფიქრი… ვიზუალურად

 

სოსო დოლიძის თარგმანი

წყარო: http://www.virtualpsychoanalyticmuseum.org/images/theopticalunconscious/

 

 

., ვიდეო, თარგმანები

სლავოი ჟიჟეკი – ფსიქოანალიზის რელევანტურობა

წარმოგიდგენთ სლავოი ჟიჟეკის ინტერვიუს სადაც საუბრობს დღეს ფსიქოანალიზის აქტუალურობაზე, საზოგადოების პარადოქსებზე და ფსიქოანალიზზე, როგორც მეთოდზე, რომელსაც ამ პარადოქსების ამოხსნა შეუძლია.

P. S.

იმისათვის რომ ვიდეო ნახოთ ქართულად თარგმნილი სუბტიტრებით ვიდეოს ქვემოთ მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ CC ნიშანს

., თარგმანები

ზიგმუნდ ფროიდი – კრიმინალები ბრალის გრძნობით

წარმოგიდგენთ ზიგმუნდ ფროიდის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს ტექსტს, რომელიც მისი სიმცირის მიუხედავად თეორიულად ძალიან დატვირთულია. ტექსტს არ აქვს პროფესიონალური თარგმანის პრეტენზია, ამიტომაც გამოცდილ პროფესიონალს არ გაუჭირდება მასში შეცდომების აღმოჩენა, ეს გახლავთ სამოყვარულო თარგმანი, მითუმეტეს ამ ტექსტის ორიგინალი, როგორც მოგეხსენებათ გერმანულ ენაზეა, ეს კი არის ინგლისური ენიდან თარგმნილი

ადამიანები როდესაც მიყვებოდნენ თავიანთი ადრეული ახალგაზრდობის, განსაკუთრებით პუბერტადამდე პერიოდის შესახებ, რომელიც მოგვიანებით გახდნენ ღრმად პატივცემულნი, ჩემთვის უთქვამთ იმ აკრძალული ქმედებების შესახებ, რომელიც ჩაიდინეს ამ დროს – როგორებიცაა ქურდობები, თაღლითობები და რაღაცის განადგურებაც კი. მე ამ ყველაფერს არ ვაქცევდი დიდ ყურადღებას, ვაკეთებდი კომენტარს, რომ იმ ადრეულ პერიოდში ჩვენ გვაქვს მორალური აკრძალვების სისუსტეები, არ მიცდია მათ ნათქვამისთვის სერიოზული კონტექსტი მიმენიჭებინა. მაგრამ თანდათანობით უფრო მეტად გავამახვილე ამ ინციდენტებზე ყურადღება, უფრო ნათელი მაგალითების მეშვეობით, როდესაც პაციენტები მაშინ ჩადიოდნენ დანაშაულს როდესაც იყვნენ ჩემი მკურნალობის ქვეშ და აღარ იყვნენ უკვე პატარები. ანალიტიკურმა მუშაობამ მიმიყვანა ბრწყინვალე აღმოჩენამდე, რომ ასეთი კანონდარღვევები ზუსტად იმიტომ კეთდება, რომ ისინი არიან აკრძალულნი და რომ ადამიანები დანაშაულის ჩადენის შემდეგ გრძნობენ შვებას. ადამიანს ქონდა დანაშაულის გრძნობა, რომლის წარმომავლობაც არ იცოდა, და მას შემდეგ რაც ის ჩაიდენდა დანაშაულს ეს დანაშაულის გრძნობაც ქრებოდა. მისი დანაშაულის გრძნობა უკვე როგორც მინიმუმ აზრობრივად დაკავშირებული იყო რაღაცასთან.

როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, დანაშაულის გრძნობა სახეზე გვქონდა კონკრეტულ დანაშაულამდე, დანაშაული წარმოიშვა დანაშაულის გრძნობიდან და არა პირიქით. ეს ხალხი შეიძლება აღიწეროს როგორც კრიმინალები ბრალის გრძნობით.

მაგრამ ამ დასკვნები არ არის საკმარისი მეცნიერული დასაბუთებისთვის, კიდევ რჩება ორი კითხვა რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს: რა არის ბრალის გრძნობის წარმომავლობა რომელიც დანაშაულამდე წარმოიშვება? და შესაძლებელია თუ არა რომ ამ ტიპის კასტრაცია თამაშობდეს რაიმე ტიპის მნიშვნელოვან როლს ადამიანთა კრიმინალში? განაგრძეთ კითხვა