Browse Category by .
.

ალენ ვანიე – შესავალი ფსიქოანალიზში

საიტზე რეგულარულად განთავსდება ის ქართული გამოცემები და თარგმანები რომელიც ეხება ფსიქოანალიტიკურ თეორიას და პრაქტიკას. ამჯერად გთავაზობთ ალენ ვანიეს წიგნს “შესავალი ფსიქოანალიზში” რომელიც თარგმნა გიგა მამინაშვილმა. გამომცემლობა “დიოგენე”.

წიგნი ფასდაკლებით იყიდება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (რომელიც დღეს მთავრდება), ასევე შესაძლებელია მისი ყიდვა წიგნის მაღაზიებში

ქვემოთ მოცემულია წიგნის ანოტაცია:

ფსიქოანალიზის, როგორც ფილოსოფიის, მედიცინისა და რელიგიის გზაჯვარედინზე აღმოცენებული დისციპლინის, როლი XX საუკუნის აზროვნებისათვის განმსაზღვრელია.

ალენ ვანიეს წიგნი შესავალი ფსიქოანალიზში ამ დისციპლინის ფუნდამენტური კონცეპტებისა და ფსიქოანალიზის ისტორიის გარდამტეხი მომენტების ფრანგული ფსიქოანალიტიკური სკოლისათვის დამახასიათებელი თეორიული და კლინიკური სიზუსტით განხილვის ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული მცდელობაა.

წიგნი განკუთვნილია როგორც ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსებისა და მომიჯნავე პროფესიების წარმომადგენლებისთვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისთვის, რადგან კვლევის ფსიქოანალიტიკური მეთოდი და მისი კონცეპტუალური სისტემა არა მხოლოდ პიროვნების ფსიქიკური ცხოვრების, არამედ სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ფენომენების გაგების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს.

.

ნენსი მაკუილიამსი: ფსიქოპატიური (ანტისოციალური) პიროვნება – ნაწილი II

წარმოგიდენთ ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსის, ფსიქოლოგის ნენსი მაკუილიამსის წიგნიდან “ფსიქოანალიტიკური დიაგნოზი” თავს “ფსიქოპატიური (ანტისოციალური) პიროვნების” თარგმანს. ეს არის თარგმანის მეორე ნაწილი, პირობითად თარგმანი დაყოფილია სამ ნაწილად. მესამე ნაწილიც მალევე განთავსდება ვებ გვერდზე. 

სოსო დოლიძის თარგმანი

რაც ადრეულმა მკვლევრებმა აღნიშნეს  გვიანდელი კვლევებით დადასტურდა (Robins, Tipp, &:. Przybeclc, 1991), რომ ფსიქოპატ ხალხი – რომლებმაც თავი დააღწია თვითგანადგურებასა და ციხეს- საშუალო ასაკში განიცდიან ეგრეთწოდებულ გადაღლას, ისინი ხშირ შემთხვევაში ხდებიან გასაოცრად თავაზიანი მოქალაქეები. შესაძლოა გახდნენ ფსიქოთერაპიისადმი მეტად რელევანტურები და მეტად მიიღონ მისგან სარგებელი, ვიდრე ახალგაზრდა ფსიქოპატებმა. ეს ცვლილება სავარაუდოდ გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით, რომელიც ამცირებს მოქმედების შინაგან სწრაფვას, ასევე შეიძლება იყოს დაკავშირებული ფიზიკური ძალის დაკარგვასთან რომელიც საშუალო ასაკისთვისაა დამახასიათებელი.  იქამდე სანამ ყოვლისმომცველი დაცვითი მექანიზმები არ აწყდებიან სერიოზულ წინააღმდეგობას, ადამიანის მოტივაცია, განავითაროს უფრო ჩამოყალიბებული ადაპტაციური მექნიზმები, არის მინიმალური. ყველანაირი პერსონოლოგიური ხასიათის გვიანდელ მოზარდებს და ადრეულ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ჯანმრთელი ფსიქოპათოლოგიის მამაკაცებს, როგორც წესი აქვთ ყოვლისმომცველი ყოვლისშემძლეობის მომცველი გრძნობები: სიკვდილი შორსაა და მოზარდობის პრეროგატივები ბოლომდე მათ ხელთაა. ინფანტილური გრანდიოზულობის შეგრძნება კვლავ იღვიძებს. (ეჭვი მაქვს, ის ფაქტი რომ ფსიქოპატია მამაკაცებში უფრო მეტია ვიდრე ქალებში შეიძლება აიხსნას იმ აქტით, რომ ქალები რეალობაში ლიმიტებს უფრო ადრეული ასაკიდან აწყდებიან: ჩვენ ფიზიკურად ნაკლებად ძლიერები ვართ; გვიწევს მენსტრუაციასთან და დაფეხმძიმების საფრთხესთან ერთად ცხოვრება, დიდი რისკის ქვეშ ვართ გაუპატიურებისა და ფიზიკური ძალადობის). მაგრამ რეალობა ადრე თუ გვიან ამას უპირისპირდება, შუა ასაკში სიკვდილი უკვე ისეთივე აბსტრაქტული ცნება აღარაა, ფიზიკური სიძლიერეც იკლებს, რეაქციის დრო მცირდება, ჯანმრთელობაც აღარაა ისეთი კარგი და იწყება რთული ცხოვრების გრძელვადიანი ეპიზოდი. ამ ფაქტებს შესაძლოა ქონდეს პიროვნებაზე შემცვლელი ეფექტი, პერსონა უფრო ინტერესდება ნაკლებად ყოვლისმომცველი ადაპტური პროცესებით.

იმის გამო, რომ ფსიქოპატ ხალხს აქვს სირთულე ემოციების ვერბალურად გამოხატვის  (განსხვავებით მანიპულაციისგან), ერთადერთი გზა, რომ სხვებს აგრძნობინონ თუ ისინი რას განიცდიან არის რომ სხვა ადამიანს პირადად განაცდევინოს თავისი მდგომარეობა. დისოციაციური დაცვის მექანიზმები ფსიქოპათ ხალხში ხშირად აღუნიშნავთ, თუმცა რთულია მათი აღწერა სპეციფიკური მაგალითების მოყვანის გზით. დისოციაციური ფენომენი შეიძლება იყოს გამოხატული დაწყებული რომელიმე ადამიანის როლის ტრივიალური მინიმიზაციიდან დამთავრებული ძალადობრივი დანაშაულის ტოტალური ამნეზიით. პერსონალური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, რომელსაც შეიძლება ქონდეს დისოციაციური ხარისხი, ფსიქოპატი ხალხის კრიტიკული დიაგნოსტიკური კრიტერიუმია. მოძალადე, რომელიც ხსნის, რომ მას და მის შეყვარებულს ქონდა ძალიან უმნიშვნელო კამათი, და „ის ხვდება რომ კარგავს თავის ხასიათის თვისებას“ ან ამბობს, რომ „ცუდი განსასჯელი გამოიტანა ამ კონკრეტულ მაგალითში“ აკეთებს მინიმიზაციას.  ინტერვიუერმა შემდეგ საკითხზე უნდა გაამახვილოს ყურადღება: „ზუსტად რა გააკეთე იმ დროს როდესაც დაკარგე კონტროლი თავზე?“, „რა გააკეთე იმ დროს როდესაც განაგრძეთ კითხვა

.

ლუსიან ფროიდის ნახატები

წარმოგიდნენთ  ექსპრესიონიზმის, ნეო ექსპრესიონიზმის და რეალიზმის სკოლის ცნობილი წარმომადგენლის ლუსიან ფროიდის ( 1922 – 2011) რამდენიმე ნახატს.

ლუსიან ფროიდი ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილი გახლდათ.

 

 

 

 

 

 

გოგონა თეთრი ძაღლით (1950-51)

 

 

 

ჰოტელის საძინებელი (1954)

განაგრძეთ კითხვა

.

ფროიდის ციტატები

„ჩვენ არასოდეს ვართ ისეთი დაუცველი ტანჯვის მიმართ როცა ჩვენ გვიყვარს

„ხალხთა უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას, უმეტესობას კი ეშინია თავისუფლების

„ადამიანები არიან უფრო მორალურები ვიდრე ისინი ფიქრობენ და ბევრად უფრო ამორალური ვიდრე ეს მათ წარმოუდგენიათ

„გამოუხატავი ემოციები არასოდეს კვდება, ისინი ცოცხლად იწვიან და გამოვლინდებიან უფრო მახინჯი გზებით

„ამორალურობას არანაკლები დოზით იპოვი რელიგიაში როგორც მორალურობას

“ქალმა უნდა შეარბილოს (soften) და არა დააუძლუროს მამაკაცი

„გიჟი არის სიზმარში გაღვიძებული ადამიანი

„სადაც არაცნობიერი იყო, იქ შეიძლებოდა ეგო ყოფილიყო

„სიცოცხლის მიზანი სიკვდილია

„დიახ, ამერიკა არის დიდი, დიდი შეცდომა

„ადამიანის თავისუფლება არ არის ცივილიზაციის საჩუქარი, ცივილიზაციამდე იყო ის ყველაზე დიდი

„ნევროზი არის გაუგებრობის მიღების შეუძლებლობა

„ეგო თავისივე სახლში არ არის მისი პატრონი

„დაბადების აქტი არის პირველი შფოთვა

წყარო: www.sigmundfreud.net 

.

გიგა მამინაშვილი – ფსიქოანალიტიკური თეორიები ანტისოციალური ქცევის შესახებ

ანტისოციალური ქცევა წარმოადგენს ფსიქიკურად დეტერმინირებულ აქტს, ხშირად დრამატული ფორმით განხორციელებულს სოციალურ სცენაზე, კანონის, როგორც სოციო–კულტურული ორგანიზატორის წინაშე („დამნაშავეა კანონის წინაშე“). ანტისოციალური ქცევა მოიცავს ინდივიდს, რომელიც არღვევს კანონს, აკრძალვას ან სოციალურ ნორმას, აგრეთვე კოლექტივს რომელიც ბრალს სდებს დამნაშავეს, ასამართლებს მას, ან კიცხავს მას მსუბუქი დანაშაულის, საყოფაცხოვრებო სოციალური ნორმის დარღვევის შემთხვევაში. კრიმინალური აქტი განუყოფელ კავშირშია სასჯელთან, ისევე როგორც მსუბუქი ანტისოციალური ქცევა, განხორციელებული ბავშვის მიერ მშობლების მხრიდან დატუქსვას იმსახურებს. ანტისოციალური ქცევა, განსაკუთრებით კრიმინალური აქტი სუბიექტთან დანაშაულისა და სასჯელის ტრაგიკულ გახლეჩაზე მიუთითებს. ძლიერი ლტოლვითი ბუნების პრიმიტიული, ხშირად უკიდურესად არქაული ტენდეცია ქცევის, აქტის დონეზე რეალურად ხორციელდება და გარეთ აწყდება „სასჯელაღსრულების ორგანოს“, სადამსჯელო სისტემას, რომლის შიდაფსიქიკურ დეფიციტსაც განიცდის ინდივიდი. საქმე ეხება ფსიქიკური აპარატის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი „ორგანოს“ ფუნქციონირების მოშლას. კანონი, სადამსჯელო ინსტანცია დამნაშავის პიროვნებისთვის მხოლოდ გარეთ არსებობს. ანტისოციალური ტენდენციების ფსიქიკური რეგულაცია შეუძლებელი ხდება. სასჯელი წარმოადგენს ხელოვნურ რეგულატორს ტენდენციისა, რომელიც ფსიქიკური ცხოვრების ჩარჩოებს არღვევს და სოციალურ სცენაზე კრიმინალური აქტის სახით ვლინდება. თანამედროვე ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი პოლ–ლორან ასუნი[1] ტერმინ დამნაშავის, კრიმინალის სემანტიკურ ანალიზს ეწევა: ზიგმუნდ ფროიდი იყენებს გერმანულ ტერმინს, რომლითაც ის აღნიშნავს კრიმინალის პიროვნებას: Verbrecher. Verbrecher გულისხმობს ზმნას Brechen და ქართულად ითარგმნება, როგორც დამსხვრევა, დამტვრევა, გატეხვა.  ე.ი. კრიმინალი არის ის ვინც ამსხვრევს (Verbrecher) , ტეხავს, თუმცა საინტერესოა ის თუ რას უტევს კრიმინალი უპირველეს ყოვლისა. რა წარმოადგენს საგანს ან რეალობას, რომელიც კრიმინალის ხელით იმსხვრევა? თუ მკვლელობას ეხება საქმე საუბრობენ სხვა ადამიანის, მოყვასის სიცოცხლის ხელყოფაზე. ამ შემთხვევაში სუბიექტი ამსხვრევს სხვის სიცოცხლეს, თუმცა მოზარდობის ან პუბერტატის ასაკში (ანტისოციალური ქცევის პირველი გამოვლინებების ასაკი) ეს შეიძლება იყოს სკოლის ან რომელიმე სხვა აღმზრდელობითი დაწესებულების ფანჯარა. შინაგანი ფსიქიკური აუცილებლობის ძალით კანონი, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს სასჯელს, კრიმინალის პრიმიტიული სიძულვილისა და თავდასხმის ობიექტი ხდება. ე.ი. ანტისოციალური ტენდენციების მქონე ინდივიდი ამსხვრევს კანონს, და შესაბამისად სოციალურ კონტრაქტს, „ხელშეკრულებას“, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრისაგან ამ კანონის დაცვას მოითხოვს. ის რასაც ამსხვრევს კრიმინალი არის მცნება: „არა კაც კლა“ „არ იქურდო“ და ა.შ.  სოციალური წესისა და კანონის დამრღვევის ფსიქიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება კანონთან და სასჯელთან გამრუდებულ, პათოლოგიურ დამოკიდებულებას გულისხმობს. კრიმინალი თავს ესხმის ნევროტული სტრუქტურის, ე.ი. ოიდიპოსის კომპლექსზე სტრუქტურირებული საზოგადოებისა და მისი წევრებისათვის ყველაზე საკრალურს, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს კოლექტივისთვის და ასრულებს საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზატორის ფუქნციას.  ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვი, მოზარდი თუ ჩამოყალიბებული რეციდივისტი, რომელის კრიმინალური ქცევაც აკვიატებული განმეორების დესტრუქციულ მანქანას ექვემდებარება საზოდაგოებას, აღმზრდელებს, მასწავლებლებს შოკს გვრის.  კრიმინალი არღვევს კანონს და ანტისოციალური ქცევით ემიჯნება საზოგადოებას. ორივეს კანონთან გარკვეული დამოკიდებულება აქვს, ერთი იცავ კანონს, მეორე არღვევს და კანონის მეორე ნაპირზე, კანონის მიღმა აგრძელებს ცხოვრებას. კრიმინალი აშინებს საზოგადოებას, რადგან ის სინამდვილეში ანხორციელებს კანონმორჩილი სუბიექტისა და ბავშვის ინფანტილურ, დესტრუქციული ბუნების ტენდენციებს და ნევროტული სტრუქტურის ფანტაზმს მკვლელობის შესახებ სოციალურ სცენაზე დატრიალებულ რეალურ ტრაგედიად აქცევს. კრიმინალი არ ხუმრობს, არ თამაშობს, ე.ი. დესტრუქციული ტენდენციების ფსიქიკური გადამუშავებისა და სიმბოლიზაციის ფარგლებს სცდება და მოქმედებს გარეთ. კრიმინალი და დანაშაული ზოგადად წარმოადგენს სარკეს კანონმორჩილი და სოციალური სუბიექტის არაცნობიერისთვის. სწორედ ამ მიზეზით, კრიმინალური ქრონიკა, ვიდეო–პატრული, საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქებული კანონდარღვევისა და კრიმინალის შემთხვევები საზოგადოებისა და მასის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ინტერესის საგანია. დამოკიდებულება კანონდარღვევისადმი ცხადია ამბივალენტურია, თუმცა დანაშაული პერვერტული მიზიდულობის ძალას ფლობს, რაც აიძულებს ინდივიდს იყოს უკიდურესად კრიტიკული დანაშაულის მიმართ, თუმცა ამავე დროს თვალი ვერ მოსწყვიტოს დანაშაულის შემზარავ სცენას, ხშირად ტრაგიკული ფორმით გაშუქებულს საინფორმაციო საშუალებებში. ის რაც შუქდება არის მაყურებლის არაცნობიერი, განდევნილი ტენდენციები, რაც უსიამოვნების განცდასა და ფსიქოლოგიურ ინტერესს ერთდროულად აღძრავს ინდივიდში.

ფსიქოანალიზის კვლევის საგანს წარმოადგენს ანტისოციალური ქცევის ფსიქიკური მიზეზობრიობა და ამ ქცევის ადგილი ფსიქოანალიტიკური თეორიის ფარგლებში. ერთის მხრივ, გვაქვს ფსიქოანალიზის ძირითადი კონცეპტები და მეორეს მხრივ ანტისოციალური ქცევა.  კრიმინალური აქტის ახსნისათვის (რომელიც ხშირად წარმოადგენს ნამდვილ გამოცანას მათთვის ვინც ცდილობს დანაშაულის ფსიქო–სოციალური მოტივების იდენტიფიცირებას), განსაკუთრებით ფასეულია ისეთი ფსიქოანალიტიკური კონცეპტები, როგორიც არის ბრალის გრძნობა, სასჯელისა და დასჯის მოთხოვნილება, ოიდიპალური (ფროიდიანული) და პრიმიტიული (კლაინიანური) ზე–მე, პირველადი ნარცისიზმი, ნარცისტული ჭრილობა და დეფიციტი, მშობლებთან ურთიერთობა განვითარების პრეგენიტალურ სტადიებზე, მამის ფუნქცია, სიმბოლიზაცია და ფსიქიკური განაგრძეთ კითხვა

.

გიორგი მაისურაძე – ეგვიპტური „ფანტაზია“

Velazquez, Joseph’s Coat, 1630

ფროიდის კომენტარი თომას მანის „იოსებსა და მის ძმებზე“

1936 წლის 29 ნოემბერს უკვე მძიმედ ავადმყოფმა ზიგმუნდ ფროიდმა საკმაოდ უცნაური შინაარსის წერილი მიწერა თომას მანს (1). ამ წერილით ფროიდი გამოეხმაურა თომას მანის ტეტრალოგიის „იოსების და მისი ძმების“ მესამე ნაწილს – „იოსები ეგვიპტეში“, რომელიც ზემოთხსენებულ წელს გამოქვეყნდა. წერილის დასაწყისშივე ფროიდი სინანულით აღნიშნავს, რომ იგი ალბათ ვეღარ მოესწრება რომანის დასრულებას და ამიტომაც სურს, რომ თომას მანს „გაესაუბროს“ და ამ თემაზე საკუთარი აზრები გაუზიაროს. თუმცა კი ფროიდის მხრიდან საქმე გვაქვს უფრო მის მონოლოგთან, ვიდრე საუბართან, რაზეც ის შეფარვით მიანიშნებს, როდესაც წერს, რომ იგი წერილის ადრესატისგან არც შექებას და არც „თავაზიან პასუხს“ არ ითხოვს. აქვე ფროიდი ერთი წინადადებით ამ წერილის დაწერის მოტივაციასაც განმარტავს: „ამ მცდელობას მე თავადვე არ ვიღებ განსაკუთრებით სერიოზულად, მაგრამ ის ისეთივე ვნებას აღძრავს ჩემში, როგორსაც მათრახის ტყლაშუნი მედროგეში“.

ამ „შესავლის“ შემდეგ იწყება ფროიდისეული ფანტაზია იოსების თემაზე, რომელიც, არა იმდენად თომას მანის რომანის ინტერპრეტაციას ემსახურება, არამედ იგი თავად ფროიდის პოეტური აზროვნების ნიმუშს წარმოადგენს, რომლის გაგებამ შეიძლება უფრო მეტი ნათელი მოჰფინოს, ერთი მხრივ, ფროიდის ეგვიპტური ფანტაზიის შინაარსს, მეორე მხრივ კი თავად ლიტერატურული ფანტაზირების ფორმას, როგორც ფროიდისეული ინტერპრეტაციის თავისებურ „მეთოდს“.

Portrait of Napoléon Bonaparte by Jean Auguste Dominique Ingres

იოსები vs. ნაპოლეონ ბონაპარტი

„არსებობდა ერთი ისტორიული პიროვნება, რომლისთვისაც იოსების ცხოვრება მითიური ნიმუში იყო, იმდენად, რომ მთელი მისი ცხოვრებისეული სურათის მიღმა იოსების ფანტაზიის (Josefphantasie), როგორც უხილავი დემონური მამოძრავებელი ძალის გამოცნობა დასაშვები იქნებოდა? მე მიმაჩნია, რომ ეს პიროვნებაა ნაპოლეონ I“ (2) , – წერს ფროიდი და იწყებს ნაპოლეონის ცხოვრების, როგორც ძველი აღთქმის პირველი წიგნის 37-50 თავებში მოთხრობილი იოსებისა და მისი ძმების ამბის ერთგვარი „პარალელური ბიოგრაფიის“ გამოსახვას, რომელიც მის თხზულებაში, ისევე, როგორც თომას მანის რომანი, ოთხი ნაწილისგან შედგება. „ის (ნაპოლეონი – გ.მ.) კორსიკელი იყო, მეორე ვაჟი მრავალ და-ძმათა შორის. მასზე წინ მყოფს და ძმათა შორის უფროსს ერქვა იოსები, და სწორედ ეს გარემოება, როგორც შემთხვევითი და აუცილებელი ერთმანეთს გადაეჯაჭვება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში, აღმოჩნდა მისთვის საბედისწერო. კორსიკულ ოჯახში პირველშობილობის უფლება განსაკუთრებული კრძალვითაა დაცული. ამგვარ კორსიკულ წეს-ჩვეულებას ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობაში დაძაბულობა შეაქვს. უფროსი ძმა ბუნებრივი კონკურენტია, რომლისკენაც უმცროსის სტიქიური, უსაფუძვლოდ ღრმად მტრული განწყობაა მიმართული, განაგრძეთ კითხვა

., თარგმანები

“სამშობლო არის არა ის ადგილი სადაც დაიბადე, არამედ ადგილი საიდანაც შენი გაქცევის ყოველგვარი მცდელობა წყდება” – ნაგიბ მაჰფუზი, ეგვიპტელი ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი

 

 

 

., ვიდეო

შეხვედრების სერია ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საჯარო ლექციების სერია “ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში”. წარმოგიდგენთ ყველა იმ რვა ლექციის ვიდეო მასალას რომელიც ატვირთულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იუტუბ არხზე

დოქტორ ნორმან აჯარის საჯარო ლექცია

 

 

რეზო კორინთელის საჯარო ლექცია

 

 

გიგა ზადანიას საჯარო ლექცია – მასა ბელადი და ფაშიზმის ფსიქოანალიზისთვის

განაგრძეთ კითხვა

., თარგმანები

პენტი იკონენი – ფსიქოანალიზის ძირითადი ინსტრუმენტები

ფსიქოანალიზის ამოცანაა დაეხმაროს ანალიზირებულს თავად გააცნობიეროს საკუთარი ფსიქიკის შინაარსი. მოცემულ სტატიაში ავტორი ამ ამოცანის გადაწყვეტისათვის საჭირო ოთხ ძირითად ინსტუმენტს გამოყოფს:
1. ანალიზირებულის თვითდაკვირვება; 2. ანალიტიკოსის დახმარება თვითდაკვირვებისათვის ხელისშემშლელი წინააღმდეგობის დანახვაში ( ე.ი წინააღმდეგობის ანალიზი); 3. ანალიტიკოსის ინტერპრეტაციების მეშვეობით ანალიზირებულის ფსიქიკის არაცნობიერი შინაარსის გადატანა თვითდაკვირვების სფეროში; 4. ანალიზირებულის მიერ მსმენელის (მოსაუბრის) მიკერძოებულად აღქმის ტენდენციის თვითდაკვირვების ობიექტად გადაქცევა (ე.ი გადატანის ანალიზი). ამ ინსტრუმენტებიდან პირველი ყველაზე ძირეულად ითვლება; ფსიქოანალიზში გამოყენებული ყველა მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი მიმართულია ანალიზირებულის თვითდაკვირვების ველის/ არეს გაფართოებისკენ. განსაზღვრულია ამ მიზნის მიღწევის ზოგიერთი სირთულე, ხაზგასმულია ამ საქმეში ანალიზირებულის ავტონომიურობის მნიშვნელობა და გამოტანილია დასკვნა იმის შესახებ, რომ ვერასდროს შეცვლი ანალიზში ანალიზირებულს, თუმცა ანალიზირებულს შეუძლია საკუთარი თავის შეცვლა თვითდაკვირვებით განვითარებული უნარის შედეგად.

Read More

., ვიდეო, თარგმანები, კულტურა & არტი

ტერენს მაკლარენი – ოპტიკური არაცნობიერი

წარმოგიდგენთ თარგმანთა ახალ სერიას, რომელიც ეხება ვირტუალურ ფსიქოანალიტიკურ მუზეუმს, რომლის ხელმძღვანელიცაა თანამედროვე ფროიდიანული საზოგადოების და საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ ანალიტიკოსი ნენსი ვუდმენი.  ვირტუალური მუზეუმის მიზანია რომ ადამიანებს მისცეს ახალი შესაძლებლობა ახლებურად გაიაზრონ ფსიქოანალიტიკური სიღრმისეული ემოციური და ფსიქიკური ცოდნა ფოტოგრაფიისა და მუსიკის გამოყენებით. შესაბამისად საიტზე შეგიძლიათ ნახოთ ფოტოგრაფიისა და ჯაზის განყოფილებები სადაც ეტაპობრივად იდება ახალი პროექტები. ვირტუალური ფსიქოანალიტიკური მუზეუმი ასევე განთავსებულია საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ვებგვერდზე კულტურის განყოფილებაში.  საიტზე რეგულარულად დაიდება სხვადასხვა ფოტო პროექტები. დღეს წარმოგიდგენთ ფსიქოანალიტიკოს ტერენს მაკმილანის ნამუშევარს. 

ტერენს მაკმილანი არის არტისტი, პოეტი და ფსიქოანალიტიკოსი. მან ისწავლა ფოტოგრაფია მინეაპოლისის კოლეჯში და იღებს შავ-თეთრ ფოტოებს 40 წელზე მეტია. მისი ნამუშევრები ასევე არის მუდმივმოქმედ გამოფენაში Plains Art Museum, ისევე როგორც კერძო კოლექციებში. მისი ლექსები ბოლოს დაიბეჭდა ჟურნალში “ფსიქოანალიტიკური პერსპექტივა”.

ტერენს მაკმილანი არის ფსიქოანალიტიკოსი სან ხოსეში, კალიფორნია. ის მკურნალობს ჩვილებს, მოზარდებს და ზრდასრულებს

Terrance McLarnan, MFT, Psychoanalysis/Psychotherapy
Dean of Candidates, Psychoanalytic Institute of Northern California
1625 The Alameda, Suite 510, San Jose, CA 95126
tsmclarnan@gmail.com
mclarnantherapy.com

 

 

იმისათვის რომ ვიდეო ნახოთ ქართულად თარგმნილი სუბტიტრებით ვიდეოს ქვემოთ მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ CC ნიშანს. ასევე სრული ეფექტის მოსახდენად ვიდეოები აუცილებლად გაშალეთ მთელს ეკრანზე.

 

გუშინდელი სურათები… ნანახი დღეს

 

 

ოპტიკური არაცნობიერი

 

 

დაძინება – გაღვიძება

 

 

ანალიტიკური მესამე

 

 

 

ფიქრი… ვიზუალურად

 

სოსო დოლიძის თარგმანი

წყარო: http://www.virtualpsychoanalyticmuseum.org/images/theopticalunconscious/