Browse Category by .
.

გიგა მამინაშვილი – ფსიქოანალიტიკური თეორიები ტრავმატული ნევროზის შესახებ

ტერმინები ტრავმა, ტრავმატული, ტრავმატიზმი, მატრავმირებელი გავრცელების უკიდურესად ვრცელი დიაპაზონით გამოირჩევა. ხშირად გაურკვეველია ის თუ რას გულისხმობენ ტრავმატიზმის ტერმინის ქვეშ კლინიკური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ფსიქოანალიტიკოსები და ფსიქიატრები. აღნიშნული სტატიის მიზანს წარმოადგენს  ფსიქოანალიტიკური თეორიების უმოკლესი განხილვა ტრავმატიზმზე, რომლებიც ფროიდის შრომებიდან იღებენ სათავეს.

კლასიკური ფსიქოანალიზის ფარგლებშიც კი ტრავმატიზმის ცნება ერთმანეისაგან სრულიად განსხვავებულ კლინიკურ კონტექსტში შეიძლება გამოიყენებოდეს. ფროიდი ფსიქოანალიტიკური კონცეპტების შემუშავების საწყის ეტაპზე სწორედ ტრავმას ანიჭებს მადეტერმინირებელ მნიშვნელობას ისტერიის ეტიოლოგიაში.  ფროიდისთვის ტრავმატიზმი ყოველთვის სექუალობასთან არის დაკავშირებული, ხოლო ბავშვობის მატრავმირებელი გამოცდილება, (ან ფანტაზმი, რომელიც შესაძლოა სულაც არ გულისხმობდეს რეალურ გამოცდილებას, თუმცა სუბიექტის მიერ რეალობის აღქმას ხდიდეს მატრავმირებელს), ფროიდისათვის წარმოადგენს ე.წ. სამი დიდი ნევროზის მადეტერმინირებელ ძალას: იგულისხმება ისტერია, ფობიური ნევროზი და ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა. გარდა ამისა, ტრავმატიზმი შესაძლოა გახდეს ფსიქოზის ერთ–ერთი ჩამრთველი ფაქტორიც, განსაკუთრებით მაშინ თუ ტრავმატიზმის სუბიექტი ფსიქოტური სტრუქტურის მატარებელია.  შეიძლება ითქვას, რომ ფროიდისათვის ტრავმატიზმი ყოველთვის ფსიქიკურია, სადაც მატრავმირებელი ძალა მხოლოდ მოვლენას არ აქვს, რომელსაც რეალობაში შეიძლება ქონოდა ადგილი. მოვლენა იმდენად ხდება მატრავმირებელი, რამდენადაც ის სუბიექტის ფსიქიკურ ცხოვრებაში აწყდება ფანტაზმს, რეპრეზენტაციას, განდევნილ გამოცდილებას, გარკვეულ ფსიქიკურ მნიშვნელობას რომელმაც უკვე მოახდინა ინდივიდის ტრავმირება და რომელიც თითქოს რეალური, გარეთ მომხდარი მოვლენის მუდმივ მოლოდინშია. ფსიქიკური რეპრეზენტაციებისა და  რეალობის საბედისწერო შეხვედრა ფსიქიკური მუშაობის სრულ პარალიზებას იწვევს, რაც ტრავმატული ნევროზის მიზეზი ხდება. ფსიქოანალიზი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინდივიდის ტრავმატულ პოტენციალს (la potentialitééééééé traumatique), ფსიქიკის ტრავმატოფილურ სტრუქტურას, რომელიც მოვლენას მატრავმირებელი მნიშვნელობით ტვირთავს.

ფროიდი ტრავმატული ნევროზის ფსიქოპათოლოგიას ეხება ერთ–ერთ ფუნდამენტურ ნაშრომში: „სიამოვნების პრინციპის მიღმა“, სადაც ის აკვიატებულ გამეორებას სიკვდილის ლტოლვას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ტრავმატიზმის კლინიკური სურათის ერთ–ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს მატრავმირებელი მოვლენის სიზმარში რეპროდუქცია. ფროიდს აინტერესებს ის თუ რა აიძულებს ფსიქიკას  იმუშაოს სიამოვნების პრინციპის მიღმა, მოახდინოს მატრავმირებელი, უკიდურესად მძიმე, უსიამოვნო გამოცდილების რეპროდუქცია სიზმარში და ეს პროცესი დაუქვემდებაროს აკვიატებულ განმეორებას, რომელიც ფსიქიკურ ეკონომიას მნიშვნელოვნად აზიანებს და სუბიექტთან ფსიქიკური ძალების გაფლანგვას იწვევს. სიზმარში მატრავმირებელი მოვლენისა თუ სიტუაციის განმეორება ორი მნიშვნელოვანი თავისებურებით გამოირჩევა.  სიზმარში ტრავმატული სცენის რეპროდუქციის ეკონომიური ასპექტი ხასიათდება ძლიერი აგზნების დონით, ფსიქოფიზიკური ორგანიზმის ენერგეტიკული დემობილიზაციით, მძაფრი აგზნებით, რომელიც წმნიდა სახით, ყოველგვარი გადამუშავებისა და მოდიფიკაციის, აგრეთვე ყოველგვარი ობიექტის გარეშე აღმოცენდება ძალიან სწრაფად. ამ შემთხვევაში ტერმინი აგზნება არ გულისხმობს არც აგრესიას, არც დესტრუქციულ ტენდენციებს, არც ლიბიდინალურ ძალებს, ის თითქმის წმინდად ბიოლოგიური მნიშვნელობით არის გამოყენებული და სიზმრის სუბიექტს, მეს მოულოდნელად ესხმის თავს. აგზნება ტრავმატული ნევროზის დროს სუბიექტისათვის ყოველგვარი აზრისაგან არის დაცლილი, ფსიქიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. აფექტი, აგზნება სრულიად დეზეროტიზირებულია, დაცლილია ლიბიდინალური ტენდენციებისაგან. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ შემთხვევაში აგზნებას სრულიადდაკარგული აქვს კავშირი სუბიექტის ფანტაზმატიკურ ცხოვრებასთან, არაცნობიერრეპრეზენტაციებთან, სექუალობასთანდა რაც მთავარია ობიექტთან რომელსაცშეიძლება ფანტაზმის ან რეალობის დონეზე ებმოდეს ეს უკანასკნელი. ამ მიზეზების გამო აგზნება შობს შფოთვას, თუმცა შფოთვას, რომელიც თავს მთლიანად სომატურ გამოვლინებებში ავლენს, ხოლო მე–ს მიერ ის განიცდება, როგორც იმობილიზაციის, პარალიზებულობის, აბსოლუტური უმწეობის მდგომარეობა. აგზნება ფანტაზმის, ფსიქიკური ცხოვრებისა და ფსიქიკური მუშაობის ფილტრს არ გაივლის და სუბიექტი ხდება გაუფილტრავი, არაგადამუშავებული, უაზრო ენერგეტიკული ტალღის მსხვერპლი, რომელიც სიზმარში აკვიატებიული განმეორების კანონის ძალით მუდმივად აღმოცენდება, გაივლის გარკვეულ ფაზას და ქრება, ნულამდე დაიყვანება, რის გამოც ფროიდი სიზმარში ტრავმატული სიტუაციის განმეორებას სიკვდილის ლტოლვას უკვაშირებს.

 თუ გამანადგურებელი აგზნება, რომელიც მეს დეზინტეგრაციას იწვევს, ხოლო ტრავმატიზმის დროს შეიძლება გამოიწვიოს გახლეჩაც, არ არის დაკავშირებული არაფერთან რასაც შეიძლება ვუწოდოთ ფსიქიკური, მაშინ რა მნიშვნელობა ენიჭება ამ შემთხვევაში თვით რეალურ, ობიექტურად მომხდარ მატრავმირებელ მოვლენას? ნუთუ ტრავმატიზმი, როგორც სინამდვილე, როგორც მოვლენა არ წარმოადგენს აგზნების ობიექტს და მის გამომწვევ მიზეზს? ამ კითხვაზე პასუხს კვლავ სიზმრის ფსიქოპათოლოგია იძლევა. განაგრძეთ კითხვა

., ვიდეო, თარგმანები

სლავოი ჟიჟეკი – ფსიქოანალიზის რელევანტურობა

წარმოგიდგენთ სლავოი ჟიჟეკის ინტერვიუს სადაც საუბრობს დღეს ფსიქოანალიზის აქტუალურობაზე, საზოგადოების პარადოქსებზე და ფსიქოანალიზზე, როგორც მეთოდზე, რომელსაც ამ პარადოქსების ამოხსნა შეუძლია.

P. S.

იმისათვის რომ ვიდეო ნახოთ ქართულად თარგმნილი სუბტიტრებით ვიდეოს ქვემოთ მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ CC ნიშანს

., თარგმანები

ზიგმუნდ ფროიდი – კრიმინალები ბრალის გრძნობით

წარმოგიდგენთ ზიგმუნდ ფროიდის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს ტექსტს, რომელიც მისი სიმცირის მიუხედავად თეორიულად ძალიან დატვირთულია. ტექსტს არ აქვს პროფესიონალური თარგმანის პრეტენზია, ამიტომაც გამოცდილ პროფესიონალს არ გაუჭირდება მასში შეცდომების აღმოჩენა, ეს გახლავთ სამოყვარულო თარგმანი, მითუმეტეს ამ ტექსტის ორიგინალი, როგორც მოგეხსენებათ გერმანულ ენაზეა, ეს კი არის ინგლისური ენიდან თარგმნილი

ადამიანები როდესაც მიყვებოდნენ თავიანთი ადრეული ახალგაზრდობის, განსაკუთრებით პუბერტადამდე პერიოდის შესახებ, რომელიც მოგვიანებით გახდნენ ღრმად პატივცემულნი, ჩემთვის უთქვამთ იმ აკრძალული ქმედებების შესახებ, რომელიც ჩაიდინეს ამ დროს – როგორებიცაა ქურდობები, თაღლითობები და რაღაცის განადგურებაც კი. მე ამ ყველაფერს არ ვაქცევდი დიდ ყურადღებას, ვაკეთებდი კომენტარს, რომ იმ ადრეულ პერიოდში ჩვენ გვაქვს მორალური აკრძალვების სისუსტეები, არ მიცდია მათ ნათქვამისთვის სერიოზული კონტექსტი მიმენიჭებინა. მაგრამ თანდათანობით უფრო მეტად გავამახვილე ამ ინციდენტებზე ყურადღება, უფრო ნათელი მაგალითების მეშვეობით, როდესაც პაციენტები მაშინ ჩადიოდნენ დანაშაულს როდესაც იყვნენ ჩემი მკურნალობის ქვეშ და აღარ იყვნენ უკვე პატარები. ანალიტიკურმა მუშაობამ მიმიყვანა ბრწყინვალე აღმოჩენამდე, რომ ასეთი კანონდარღვევები ზუსტად იმიტომ კეთდება, რომ ისინი არიან აკრძალულნი და რომ ადამიანები დანაშაულის ჩადენის შემდეგ გრძნობენ შვებას. ადამიანს ქონდა დანაშაულის გრძნობა, რომლის წარმომავლობაც არ იცოდა, და მას შემდეგ რაც ის ჩაიდენდა დანაშაულს ეს დანაშაულის გრძნობაც ქრებოდა. მისი დანაშაულის გრძნობა უკვე როგორც მინიმუმ აზრობრივად დაკავშირებული იყო რაღაცასთან.

როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, დანაშაულის გრძნობა სახეზე გვქონდა კონკრეტულ დანაშაულამდე, დანაშაული წარმოიშვა დანაშაულის გრძნობიდან და არა პირიქით. ეს ხალხი შეიძლება აღიწეროს როგორც კრიმინალები ბრალის გრძნობით.

მაგრამ ამ დასკვნები არ არის საკმარისი მეცნიერული დასაბუთებისთვის, კიდევ რჩება ორი კითხვა რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს: რა არის ბრალის გრძნობის წარმომავლობა რომელიც დანაშაულამდე წარმოიშვება? და შესაძლებელია თუ არა რომ ამ ტიპის კასტრაცია თამაშობდეს რაიმე ტიპის მნიშვნელოვან როლს ადამიანთა კრიმინალში? განაგრძეთ კითხვა