თარგმანები

სლავოი ჟიჟეკი – რა არის ნამდვილი ათეიზმი?

 

               Photograph: Antonio Olmos for the Observer

წყარო: http://myheartwillgoonandsoonandsoon.blogspot.com/

„ვიღაცამ ჰერ კონერს კითხა არსებობს თუ არა ღმერთი. ჰერ კონერმა უთხრა: მე გირჩევ  იფიქრო იმაზე ამ კითხვის პასუხის შედეგად შენი ქცევა როგორ შეიცვლებოდა. თუ ის არ შეიცვლებოდა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია კითხვას თავი დავანებოთ. თუ შეიცვლებოდა, მე შენ შემიძლია დაგეხმარო მინიმუმ იმაში რომ გითხრა: შენ ეს უკვე გადაწყვიტე: შენ ღმერთი გჭირდება. „ (ბრეხტი).

ბრეხტი აქ მართალია, ჩვენ არასოდეს ვართ პოზიციაში, რომ ავირჩიოთ ათეიზმი ან თეიზმი, არჩევანი, როგორც ასეთი, რწმენის სფეროში არსებობს. „ათეიზმი“ (იმ გაგებით, რომ ირწმუნო ღმერთის არ არსებობა) ძალიან უმწეო პოზიციაა, ეს არის იმ ადამიანის პათეტიკური პოზიცია, რომელიც ღმერთს ეძებს და ვერ პოულობს (ან ადამიანის, რომელიც „ამბოხებულია ღმერთის წინააღმდეგაა“). ნამდვილი ათეისტი არ ირჩევს ათეიზმს: მისთვის კითხვა თავისთავად  ირელევანტურია – ეს არის ჭეშმარიტი ათეისტური „სუბიექტის“ პოზიცია.

თარგმანები

საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ისტორია

წარმოგიდგენთ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ისტორიას, რომელიც განთავსებულია ამავე ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.  სტატიაში საინტერესოდაა აღწერილი ასოციაციის დაარსება, მისი განვითარება 1910 წლიდან 2010 წლამდე, როდესაც ასოციაციას ასი წელი შეუსრულდა.

სოსო დოლიძის თარგმანი

წყარო

 

ფროიდმა დიდი ნოსტალგიით არაერთხელ აღნიშნა, რომ მან ფსიქოანალიზი ათ წლიან „ბრწყინვალე იზოლაციაში“ ყოფნის დროს განავითარა. ეჭვგარეშეა რომ, ეს პერიოდი მისი და ბროიერის ურთიერთობის დასრულების შემდეგ, 1894 წლიდან დაიწყო.  ის თავის სამუშაოსთან მარტო დარჩა,  კოლეგის გარეშე, ვისთანაც შეძლებდა აზრების გაზიარებას. თუმცა მას შემდეგ რაც ფროიდისა და ფლისის წერილები გამოქვეყნდა, ჩვენ ვიცით რომ მათ ქონდათ აქტიური კორესპონდენცია. უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით რომ ზოგიერთი მისი კონცეპტი  ფლისის თეორიებს ეყრდნობოდა. ისინი მრავალჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ფროიდი ამ შეხვედრებს ხუმრობით „კონგრესს“ ეძახდა. ამ თვალსაზრისით ფროიდი თავის სამუშაოსთან ბოლომდე იზოლირებული არ ყოფილა, თუმცა ისიც ცნობილია რომ მას ვენაში თანამოაზრეები არ ყავდა, ფლისი კი ბერლინელი გახლდათ.

1902 წელს, სავარაუდოდ შკეტელის ინიციატივით, რომელიც ფროიდის პაციენტი გახლდათ, ფროიდმა მასთან ოთხი კაცი დაპატიჟა  (შკეტელი, ადლერი, კაჰანი და რაიტლერი) რათა განეხილათ ფროიდის შრომები. მათ დააარსეს, როგორც თვითონ უწოდებდნენ, ოთხშაბათის ფსიქოლოგიური საზოგადოება, სადაც ყოველ ოთხშაბათს ხვდებოდნენ ერთმანეთს. 1908 წლისთვის საზოგადოებაში უკვე 14 ადამიანი იყო გაწევრიანებული, მას სახელიც შეეცვალა და ვენის ფსიქოანალიტიკური საზოგადოება დაერქვა. ამ წელს შეუერთდა საზოგადოებას ფერენცი. წევრების გარდა საზოგადოებას ყავდა სტუმრების სტატუსის მქონე ადამიანები, რომლებიც მოგვიანებით ფსიქოანალიზის მნიშვნელოვანი ფიგურები გახდნენ. ესენი იყვნენ ეიტინგონი, იუნგი, აბრაჰამი და ჯონსი. თითოეული მათგანმა მოგვიანებით საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური საზოგადოების პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

1907 წელს ჯონსი ციურიხში იუნგს ეწვია. მიუხედავად ამისა ის იცნობდა ფროიდის ნაწერებს და 1906 წლიდან ლონდონში იყენებდა თავის პაციენტებთან ფსიქოანალიტიკურ ტექნიკას ჯონსს მანამდე ფროიდი არასოდეს ენახა,. ჯონსი იყო, ვინც იუნგს შესთავაზა საერთაშორისო შეხვედრის მოწყობა სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთმანეთს შეხვდებოდნენ კოლეგები და განიხილავდნენ ფსიქოანალიზში საერთო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, ჯონსი შეიძლება ჩაითვალოს იმ იდეის ავტორად, რომელსაც მოგვიანებით საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაცია ეწოდა. ფროიდმა იდეა მოიწონა და პირველი შეხვედრისთვის აირჩია ქალაქი ზალცბურგი. ჯონსს უნდოდა რომ შეხვედრას „საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური კონგრესი“ დარქმეოდა, თუმცა იუნგის გადაწყვეტილებით მას „ფროიდიანული ფსიქოლოგიის პირველი კონგრესი“ ეწოდა. მიუხედავად იმისა რომ განაგრძეთ კითხვა

თარგმანები

ინტერვიუ ოტო კერნბერგთან

გთავაზობთ ინტერვიუს თანამედროვეობის ერთერთ ყველაზე გამოჩენილ ფსიქიატრთან/ფსიქოანალიტიკოსთან ოტო კერნბერგთან. მან ინტერვიუ 2000 წელს ინტერნეტ ვებ გვერდს www.psychotherapy.net ს მისცა სადაც განიხილავს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებს: ადამიანის ცვლილებას, ფსიქოთერპიული ტრენინგის მნიშვნელოვნებას, კულტურის და მედიის კრიტიკას, სასიყვარულო ურთიერთობებს და სხვა მრავალ საკითხს. ინტერვიუ საინტერესო იქნება როგორც ფსიქოდინამიური ორიენტაციის ფსიქოლოგთათვის ასევე ნებისმიერ სხვა  ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალისთვის: ფსიქიატრებისთვის, კლინიკური სოციალური მუშაკებისთვის, სხვადასხვა ექიმებისთვის და ა. შ.

სოსო დოლიძის თარგმანი

source: https://goo.gl/xVrYx3

ჩანდა რანკინი: მე გახლავართ ჩანდა რანკინი,  ჩემთვის დიდი პატივია ჩავწერო ინტერვიუ თქვენთან www.psychotherapy.net ისთვის. ადრე გითქვამთ რომ თქვენ ავსტრიაში დაიბადეთ. მაინტერესებს იმ დროის სოციოკულტურულმა ასპექტებმა, რა დროც ავსტრიაში გაქვთ გატარებული, რამდენად მოახდინა გავლენა რომ ფსიქოთერაპიასა და ანალიზს გაჰყოლოდით?

ოტო კერნბერგი: მე ავსტრია დავტოვე როცა ათი წლის ვიყავი, მშობლები და მე იძულებულნი ვიყავით გამოვქცეოდით ნაცისტურ რეჟიმს. ჩვენ გადაწყვეტილება ბოლოს ეტაპზე მივიღეთ და წავედით ემიგრაციაში ჩილეში .ჩილეს ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებაში გავიარე ფსიქიატრიული ფორმაცია. სულ პირველად ამერიკაში 1959 წელს ჩამოვედი როკფელერის ცენტრის სტიპენდიით ჯერი ფრანკთან და ჯონ ჰოპკინსთან ერთად  ფსიქოთერაპიაში კვლევის სასწავლად. ამის შემდეგ, 1973 წელს ნიუ იორკში, კოლუმბიაში გადავედი. ამჟამად პერსონალური აშლილობის ინსტიტუტის დირექტორი გახლავართ სადაც ამ კუთხით ვატარებთ კვლევებს.

რა თქმა უნდა ჩემი კულტურული გავლენა ავსტრიული, გერმანულია და ამან ჩემს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა. ჩემი ფსიქიატრიული ფორმაცია არის კლასიკური გერმანული აღწერითი ფსიქიატრიისა და ფსიქოანალიტიკური/ფსიქოდინამიკური ფსიქიატრიის ნაზავი. მოგვიანებით დავინტერესდი ეგო ფსიქოლოგიითა და კლაინის შრომებით. ასევე ვეწვიე ჩესტმუნდ ლოჯს, სადაც დავუმეგობრდი კულტურული ორიენტაციის მქონე სალივანს,  ასევე ფრიდა ფონ რიხმანს და ეგო/ობიექტთან ურთიერთობის მიმდინარეობის ფსიქოლოგებს ედიტ ჯეიკობსონსა და მარგარეტ მაჰლერს. ამ დროიდან დავიწყე ობიექტთან ურთიერთობის მიმდინარეობის  დიდ ეგო ფსიქოლოგ კლაინთან და ე. წ. ბრიტანულ „საშუალო ჯგუფთან“ სინთეზი.  მრავალი წლის შემდეგ ამ ინტერესებს დაემატა ფრანგული ფსიქოანალიზის გავლენა.

კერნბერგის ოქროს მაღარო

ჩ. რ. ყოველთვის მაინტერესებდა რა არის განაგრძეთ კითხვა

თარგმანები

ედუარდო კასტელუმენდი – ძალადობა და აზრის ტოტალიტარული პერვერსია

წარმოგიდგენთ პერუელი ფსიქოლოგის, ედუარდო კასტელუმენდის ძალიან საინტერესო სტატიის თარგმანს “ძალადობა და აზრის ტოტალიტარული პერვერსია” რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ელექტრონულ ჟურნალში “ფსიქოანალიზი დღეს”. სტატიაში ავტორი საუბრობს ძლადობაზე, ტოტალიტარული აზროვნების პერვერსიაზე, საფრთხეებზე და მიზეზებზე ტერორიზმის და რელიგიის კონტექსტში და მოყავს ლათინური ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორიული და ახლანდელი გამოცდილება, სოციო-პოლიტიკური მდგომარეობა. მკითხველს საინტერესო პარალელების გავლება შეეძლება საქართველოს საბჭოთა და უახლოესი ისტორიიდან… 

სოსო დოლიძის თარგმანი
წყარო: https://goo.gl/r7SDdg

I.

ემოციები, ისევე როგორც ბავშობის სურვილები, შიშები, იმპულსები ფანტაზიები მოზრდილობის ასაკში თავს იჩენს  ორი განსხვავებული გზით. ისინი შეიძლება ტრანსფორმირდნენ და ინტეგრირდნენ ან რეპრესირდნენ, გაიხლიჩონ და აქტინ აუთის გზით გამოვლინდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფესვები ბავშობაში აქვს, ძალადობას აქ განვსაზღვრავ როგორც „ფიზიკური ან მორალური ძალის გამოყენება სხვისი მისამართით, რომელიც ემსახურება ვინმეს პირად ნარცისიზმს ან იდეოლოგიას“ ეს ხაზს უსვამს სხვების მიმართ განხორციელებულ ქცევას. ძალადობა თავის თავს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა სახით ავლენს.  შეიძლება იყოს თავისუფალი და კეთილთვისებიანი, გულმოწყალე ისეთივე როგორც ბავშვების თამაში, ან ირაციონალური და თავზარდამცემი როგორც ომებში, ტერორიზმსა და სექსუალურ ძალადობაში. როდესაც ჩვენი ევოლუციური განვითარების პერსპექტივიდან და ცივილიზაციის ამჟამინდელი მდგომარეობის გადმოსახედიდან ძალადობას განვიხილავთ როგორც ბუნებრივს და უნივერსალურს,  ის არის ბარბაროსული, რეგრესიული და ჩვენი ფუნდამენტური უფლებების საწინააღმდეგო.

ამ სტატიაში მე ყურადღებას ძირითადად ორი სახის აგრესიაზე გავამახვილებ  . პირველი არის ტერორისტული, ზღვარგადასული აგრესია, რომელიც კლავს, აწამებს და ატერორებს და ცივილიზაციის მიერ სრულიად დაგმობილია და მეორე, რომელიც არის რელიგიური განათლების კეთილი გამოსახულების ქვეშ დამალული. მე ყურადღებას გავამახვილებ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ტიპის ძალადობაზე რომელიც ხდება კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებულ გარკვეულ რელიგიურ ჯგუფებში. ტემპლის (2006) მიხედვით, რომელიც საუბრობს „გონების ტოტალიტარულ მდგომარეობაზე“,  ვფიქრობ რომ ძალადობის ამ ორივე ფორმის საფუძველი შეიძლება იყოს “აზრის ტოტალიტარულ პერვერსიაში“ (totalitarian perversion of thought).

მე ვწერ პერუდან, ქვეყნიდან, რომელიც სასტიკი დაპირისპირების  მოწმე გახდა ინკას იმპერიის კონსოლიდაციის დროს (მეცამეტე და მეთოთხმეტე საუკუნეებში), ჯერ კიდევ მანამ სანამ ესპანური ტრავმატული დამპყრობლური ერა დადგებოდა. იმ დროს და ახლაც ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის სოციალური და სახელმწიფო ძალადობა საერთო დამახასიათებელი თვისებაა. ძალიან ცოტა ანალიტიკოსს და კანდიდატს თუ სჭირდება ამ ძალადობის ხასიათის ახსნა. ჩვენ მას განვიცდიდით მეოცე საუკუნის შუა წლებიდან უახლოეს წარსულამდე. დღესაც კი რაღაც დოზით გვიწევს მასთან გამკლავება. მიუხედავად ჩვენი სიფხიზლისა, ლათინური ამერიკის მოსახლეობა პოპულისტური  (ნეგატიური გაგებით) და დემაგოგიური მთავრობების მიერ არის მოტყუებული, ხოლო ხალხთა ნაწილი კი იძულებულია გაუძლოს დიქტატურას. მტკივნეული აღსაქმელია ვენესუელის ანალიტიკოსების მიერ გაგზავნილი  წერილები FEPAL და IPA  შეხვედრებში სადაც ისინი აღნიშნავენ თავისი ქვეყნის სტრესულ სიტუაციას. ეს ყველაფერი ჩვენში იწვევს ბრაზს, როცა  გვაჩვენებენ ძალთა დაუბალანსებელ თანნაფარდობას ერთის მხრივ ავტორიტარულ სახელმწიფოსა და მეორეს მხრივ ამ ძალადობასთან დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ჯერჯერობით სახემწიფო მანქანა ძალიან ძლიერია.

II.

ფსიქოანალიზმა წვლილი შეიტანა არა მარტო ძალადობის არსის გაგებაში,  არამედ ის ეხმარება სახელმწიფო და სოციალური ძალადობის მსხვერპლებს. ბოლო ფსიქოანალიტიკური კვლევები (როგორიცაა მაგალითად ცუკერფელი და სხვ., 2016) აჩვენებს სახელმწიფოს თავად როგორ შეუძლია დაეხმაროს დაზარალებულ  ხალხს როდესაც ის საჯაროდ აღიარებს ამ ძალადობას, აღადგენს მართლმსაჯულებას და დასჯის დამნაშავეებს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ყოველთვის არ მიისწრაფვის რეპარაციისკენ. მთავრობებისთვის ყოველთვის უფრო მარტივია დაივიწყოს რაც მოხდა, თითქოს ეს შესაძლებელი იყოს.

პერუ ორი დეკადის განმავლობაში (1980-200) იტანჯებოდა ერთერთი ყველაზე ძალადობრივი ტერორისტული შეტაკებებისაგან ლათინურ ამერიკაში. ანდური მაოისტური ჯგუფი სენდერო ლუმინოსო (კაშკაშა ბილიკი), რომელსაც სათავეში ედგა ფილოსოფიის პროფესორი აბიმაელ გუზმანი (რომელიც თავის თავს პრეზიდენტ გონსალოს უწოდებდა), სასტიკად აკრიტიკებდა პერუს მთავრობას და მის ინსტიტუციებს. მან აიყოლია თანამოაზრეთა დიდი ნაწილი და დაუმორჩილებლობა გამოიცხადეს სახელმწიფოს. შედეგი კატასტროფული დადგა, 17 000 გარდაცვლილი ადამიანი, ძირითადად ანდელი მუშები, თავზარდაცემული, დაჭრილი და დატერორებული ქვეყანა. „კაშკაშა ბილიკი“ 1992 წლისთვის ძალიან დასუსტდა, როდესაც მისი ლიდერი ტყვედ ჩავარდა, თუმცა ბრძოლები 2000 წლამდე გაგრძელდა. დღესაც კი ვხვდებით მის გადმონაშთებს, რომელიც ძირითადად ანდისა და ამაზონის რეგიონებში  ნარკო ტრეფიკინგთან არის დაკავშირებული. კოკაინის მოყვანა და ნარკო ტრეფიკინგი ძალადობის ძირითადი წყარო გახლავთ.

„კაშკაშა ბილიკის“ შესახებ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ მე მხოლოდ ფრაგმენტს მოვიყვან 1980 იან წლებში გამოქვეყნებული ინტერვიუდან რომელიც მისი ლიდერთან არის ჩაწერილი. ეს ის პერიოდია როდესაც ეს ჯგუფი ყველაზე ძლიერი იყო. როდესაც ჟურნალისტი ლიდერს დაუპირისპირდა მას და ამხილა დაჯგუფების რადიკალიზმი (რომელიც გამოიხატებოდა დაჯგუფების წევრების მიერ მათი მოწინააღმდეგეების მკვლელობაში) და ასევე ხაზი გაუსვა მთავრობასთან მოლაპარაკებებზე უარის ფაქტს გუზმანმა უპასუხა: „თქვენ მეკითხებით მე თუ რატომ არ მივდივართ მოლაპარაკებებზე მთავრობასთან? მე შენ არ მომწონხარ, ბურჟუა, ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებებისთვის დატრენინგებული ხალხი. ჩვენ არ გვჭირდება დიალოგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი იდეოლოგია, გონსალოს აზრები“.

ეს პასუხი ჩემთვის გონების ტოტალიტარული პერვერსიას გამოხატავს. ტემპლი (2006, გვ. 105) განიხილავს „გონების ტოტალიტარულ მდგომარეობას“ და ასკვნის, რომ მენტალური „ტოტალიტარიზმი ვითარდება და ხდება სტაბილური სტრუქტურა (…) რომელიც დაკავშირებულია პარანოიდულ პოზიციასთან. ეს მენტალური ორგანიზაცია ძალას იკრებს სიკვდილის დრაივიდან და შეიცავს სადისტურ ელემენტებს და იცავს მას დანაშაულის წინააღმდეგ. როდესაც განიხილავს აზროვნების ამ მდგომარეობას, ავტორს ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ის ნაციონალურ ლიდერებსა და პოლიტიკურ სისტემებში შეგვიძლია ვიპოვოთ, ისევე როგორც პაციენტებში ჩვენი საკონსულტაციო ოთახიდან.

მინდა გითხრათ რომ ტოტალიტარული მენტალური მდგომარეობა მისი დესტრუქციული ხასიათის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს როგორც პერვერსია, ის დაკავშირებულია სიკვდილის დრაივთან და  ვირტუოზული იდეალის მოსასხამის ქვეშ (სოციალური ან რელიგიური) იმალება. ასეთი ტიპის პერვერსია იმაზე უფრო ხშირია ვიდრე ჩვენ ის წარმოგვიდგენია. ამ მდგომარეობაში შეუძლებელია რეფლექსია, არ შეგვიძლია დავუკავშირდეთ „გამოცდილების საშუალო არეს“ (ვინიკოტი, 1971) არც ეჭვებისთვის რჩება ადგილი. პასუხი იმათ, რომლებიც ფიქრობენ ან იქცევიან სხვანაირად, არის სიკვდილი, დამორჩილება ან დამცირება.მიუხედავად სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობისა და იდოლოგიური განსხვავებებისა ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მსგავსებები „კაშკაშა ბილიკსა“ და ISIS ის ტერორისტული ჯგუფების ქმედებებს შორის.

III.

მინდა განვიხილო პერვერსიის სხვა სახე, რომელიც არ არის დაკავშირებულია არა ტერორთან და სიკვდილთან, არამედ იდეალისტურ ცდუნებასა და სექსუალობასთან. ისევე როგორც ეს უკანასკნელი, ისიც თავის ძლიერებას სიკვდილის დრაივიდან იღებს. ტერორიზმი რადიკალური და ბრუტალურია, ის სოციალურ და პოლიტიკურ ძალაუფლებასთანაა დაკავშირებული და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან უარყოფილია. ეს პერვერსიის ახალი ფორმა კი სოციალურად მისაღები და ნაკლებად ძალადობრივია. თუმცა ისეთივე დამაზიანებელია. ვგულისხმობ რელიგიური ჯგუფების პერვერსიას, მეტწილად კათოლიკური ეკლესიის, ლათინური ამერიკის შემთხვევაში. ისინი აიძულებენ თინეიჯერებს იყვნენ ძალიან რესტრიქტულ, დოგმატურ მენტალურ მდგომარეობაში და აიძულებთ მათ იყვნენ სადისტური ფორმით დომინირებული რომელიც გულისხმობს სექსუალურ ძალადობას.

არ არის ახალი რომ ტერორი და ძალადობა საფუძველად რელიგიურ იდეებში იყენებს. ISIS ის ტერორისტული ორგანიზაციის ქმედებები ამის საშიში მტკიცებულებაა. ქრისტიანობას რაც შეეხება საკმარისია გავიხსენოთ ჯვაროსნული ლაშქრობები და ინკვიზიცია, ის დრო როდესაც დასავლური საზოგადოება დღევანდელისგან განსხვავებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ადამიანთა უფლებებს და თავისუფლებას. ზოგიერთი ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია ინსტიტუციონალიზებულ რელიგიასთან (ამ შემთხვევაში კათოლიციზმთან) დღესაც კი ქმნიან საფრთხეებსაც. ეს ფენომენი ბოლო წლებში უფრო აშკარა გახდა და ხდება მისი საჯაროდ დაგმობა.

რელიგიური ჯგუფები, განსაკუთრებით კათოლიკური, ჩვენს რეგიონში მათი მშობლების თანხმობით ახდენენ თინეიჯერების რეკრუტირებას. ამ ჯგუფის წევრები როგორც წესი სარგებლობენ ახალგაზრდა ხალხის სურვილით რომ გახდნენ უკეთესები და „შეცვალონ მსოფლიო“. ქარიზმატული ლიდერი მათ არწმუნებს რომ ის გადმოსცემს „სიმართლეს“. ბრმა მორჩილება და რწმენაში „გამოვლენილი“ სიმართლე არის წესი. ამგვარი ქცევა ხელს უშლის ინტეგრირებულ განვითარებას. გონების ტოტალიტარული მდგომარეობა ხელს უშლის თინეიჯერებს და ახლაგზარდებს იფიქრონ დამოუკიდებლად. თითქოს ეს არ ყოფილიყოს საკმარისი, ლიდერები მათ ხშირად სექსუალურ მორჩილებას სთხოვენ, რომელიც საშინელ ზიანს იწვევს. ლიდერთან ემოციურად ინტიმურ კავშირში მყოფი აახალგაზრდა ხალხი, (რომელიც განასახიერებს მშობლის იდეალიზირებულ ხატს) წყვეტენ თავიანთ შინაგან განვითარების ლტოლვას და ამით ზარალდებიან მათი „სულები“. ეს ზიანი შეიძლება იყოს ღრმა და მუდმივი; სერიოზული ეფექტის გავლენის ქვეშაა თავიანთი უნარები, ენდონ საკუთარ ინტუიციას, თავიანთ თავებს და სხვა ადამიანებს.

საბოლოოდ, 2011 წელს ვატიკანმა გამოიძია დიდად პატივცემული და ავტორიტეტული ჩილელი მღვდლის, ფერნანდო კარადიმას საქმე, რომელიც ელ ბოსკე, სანტიაგო დე ჩილეს სამრევლოში მოღვაწეობდა და აღმოაჩინა რომ ის სექსუალურად ძალადობდა უმცირესობებზე და ასევე ძალადობრივად იყენებდა მის საეკლესიო ძალაუფლებას. მისმა კრიმინალურმა საბრალდებო დასკვნამ გაოგნებული დატოვა ჩილეს საზოგადოება. ამ შემთხვევებს ერთი და იგივე ისტორიები აქვთ. წლები სჭირდება ძალადობის მსხვერპლებს რომ საჯაროდ განაცხადონ მოძალადის შესახებ. კიდევ უფრო დიდი დრო სჭირდება ეკლესიის ლიდერების ქმედებებს, რომლებიც თავიდან ირიდებენ სკანდალურ შემთხვევებს სანამ ისინი არ გახდებიან საჯარო. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მოძალადის დასჯა.

ძალადობა ხშირ შემთხვევაში ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ბრმად იღებენ რელიგიურ დოგმებს და აბსოლიტური მორჩელება აქვთ ლიდერის მიმართ, რომელიც თავის მხრივ არავისთან არ არის ანგარიშვალდებული. ეს არის ის შემთხვევა თუ ტოტალიტარული აზროვნება, რელიგიურ რწმენებს ამოფარებული როგორ უკუღმართად იზიდავს საზოგადოებრივ აზრს. ის იყენებს სექსუალურ რეპრესიას რომ დომინანტურ მდგომარეობაში იყოს სხვაზე. ამ პრობლემის ყველაზე კრიტიკული ასპექტი არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება მშობლების თანხმობით, რომელიც შესაძლოა ჭეშმარიტი რელიგიური რწმენის, უსუსურობის, თუ თავიანთ უნარებში ეჭვის გამო პასუხისმგებლობას იხსნიან თავად აღზარდონ თავიანთი შვილები.

 

IV.

ძალადობა იქნება გამართლებული  თუ უარყოფილი, დამოკიდებულია ადამიანზე და მის როლზე, პერსონა მისი განმხორციელებელია თუ თავადაა ამ ძალადობის მსხვერპლი. როგორც ჩანს, არ არსებობს საშუალო ფენა ამ სიტუაციაში, ამაზე ფიქრის და გაგების უნარი დაკარგულია. მიუხედავად ამისა, ამ პროცესებში ემოციურად  ჩართულ დამკვირვებლებს,  შეიძლება ქონდეთ ნაკლებად პოლარიზებული მიდგომა და ამგვარად შეეძლოთ ძალადობაზე რეფლექსიის მოხდენა  უფრო ღრმა ნიუანსების გათვალისწინებით. ნეიტრალობას, რომელსაც ჩვენ ჩვენი კლინიკური პრაქტიკის დროს ვიჩენთ შეიძლება იყოს გადამწყვეტი ასპექტი. ჩვენ პაციენტებთან მუშაობის დროს ყოველდღიურად ვხვდებით აგრესიულ და სედუქციურ „თავდასხმებს“ ანალიტიკური პროცესის მიმართ. ჩვენი როლია რომ მოვახდინოთ მათი იდენტიფიკაცია, ავირიდოთ მათზე პასუხი და გავაანალიზოთ ისინი. ბოლოს, მიუხედავად ემოციური არეულობისა, ჩვენ ვნახულობთ ადგილს შინაგანი სიმშვიდისთვის საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ. კრისტევა (2016) ჟულია კრისტევას ეს სტატია თარგმნილია ქართულად ჩვენს საიტზე – მთარგმნელის შენიშვნა) ამ ადგილს პასკალის „მუდმივი მოძრაობის“ კონცეპტს უკავშირებს.

ჩვენ ფსიქოანალიტიკოსებს, ან ხალხს რომელიც გადიან პირად ანალიზს, გვაქვს გრძელვადიანი ინტიმური დიალოგის არაჩვეულებრივი გამოცდილება, რომლის მიზანია ემოციების, აზრების და სურვილების ინტეგრირება. აგრესიის და დესტრუქციის დრაივების გაგების უნარით  ჩვენ ვიმყოფებით შეუდარებელ პოზიციაში, გავიგოთ სხვა ადამიანების და ცივილიზაციის მისამართით განხორციელებული პერვერსიული შეტევები. უფრო მეტიც, ჩვენი კლინიკური მუშაობის მსგავსად, ალბათ საუკეთესო საშუალებაა თუ ამ ყველაფერზე ჩვენი შინაგანი სიმშვიდის ადგილიდან ვიფიქრებთ, სადაც არ იქნება ადგილი ისეთი ფიქრებისთვის, რომელსაც ძალადობა ბადებს, როგორებიცაა შიში, უარყოფა, ტკივილი და უფრო მეტი ძალადობა. განაგრძეთ კითხვა

თარგმანები

ჟულია კრისტევა – რადიკალური ეშმაკის ინტერპრეტაცია

ჟულია კრისტევა

მოზარდი არის მორწმუნე

ბავშვი მეფე, რომელიც ყველა ჩვენგანში არის მიძინებული, ფროიდის მიხედვით თავის ესეში  „სამი ესე სექსუალობის შესახებ“  შეიძლება იყოს „ლაბორატორიის მეცნიერი“: ყველა მისი გრძნობა გაღვიძებულია, ის ცდილობს აღმოაჩინოს როგორ იბადება ბავშვები. ეს დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობა ისეთი მიმზიდველია, რომ ის ჩრდილავს მოზარდთა ხასიათს: ზუსტად იმიტომ, რომ არ არსებობს მოზარდობა რწმენის საჭიროების გარეშე.

მოზარდი არ არის ლაბორატორიის მკვლევარი, ის არის უბრალოდ მორწმუნე. ჩვენ ყველანი მოზარდები ვართ როდესაც აღფრთოვანებულები ვართ აბსოლუტურით. ფროიდი მოზარდებით არ იყო დაინტერესებული, რადგან თავად იყო უდიდესი არამორწმუნე ადამიანი, ყველაზე არარელიგიური ადამიანი რომელიც შეიძლება არსებობდეს. რწმენაში ფროიდი გულისხმობდა ობიექტთან ურთიერთობის გამოცდილებას: რწმენას სურს ყველაფერი, ის პოტენციურად ფუნდამენტალისტურია, ისევე როგორც მოზარდი. ადამი და ევა, რომეო და ჯულიეტა მოზარდები იყვნენ; ჩვენ ყველანი მოზარდები ვართ როდესაც გვიყვარს.

თუმცა მას შემდეგ რაც ჩვენი სურვილები და იმპულსები  ამბივალენტური და სადომაზოხისტური  ხდება იდეალური ობიექტის არსებობის რწმენა თანდათან ქრება, განიცდის ფრუსტრაციას. ასე რომ ობიექტის ძებნის ვნება იცვლის ხასიათს და ხდება დამსჯელი, თვით დამსჯელი. მოზარდობაში ამი რევერსიის ტრაექტორია შემდეგია: იმედგაცრუება-დეპრესია-სუიციდი. ხანდახან ის იღებს ისეთი ფორმის რეგრესიულ და სომატურ სახეს როგორიცაა მაგალითად ანორექსია, განსაზღვრულ პოლიტიკური კონტექსტში კი ვლინდება სხვისი სელფის (self-with-the-other) დესტრუქციული წყურვილით, რომელსაც მე კამიკაძის სინდრომს ვეძახი. იქედან გამომდინარე რომ მოზარდებს სჯერათ ობიექტთან ურთიერთობის, ამ ურთიერთობის შეუძლებლობის გამოცდილება მათ მიერ განიცდება როგორც მომაკვდინებელი.

ტრანსფერი ხვდება რწმენის საჭიროებას

მოზარდებთან იდეალიზმის სინდრომის გათვალისწინებისას, ფსიქოანალიტიკოსს შანსი აქვს შეამციროს შეწინააღმდეგება და მოზარდი დააბრუნოს ანალიტიკურ პროცესში სადაც კარგად ჩანს მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი სიურჩე. რელიგიის საჭიროება, იდეოლოგიური ენთუზიაზმი მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, შემოთავაზებული ნამდვილი იდეალიზმის სინდრომი: ინიციაციის რიტუალები, მარხვა და მოკვდომა. ეს ყველაფერი ასევე კარგად ჩანს არტშიც: რენესანსიდან დაწყებული სადაც ჩანს ინიციატივის მქონე მოზრდი გმირების თავგადასავლები.

რა თქმა უნდა უკმაყოფილო თანამედროვე საზოგადოება სწუხს მოზარდთა ჭირვეულობების გამო. ჩვენ ვქმნით „მოზარდთა ცენტრებს“, ჩვენ განვავითარეთ მოზარდთა ფსიქიატრია ბავშვთა ფსიქიატრიის მოდელზე დაყრდნობით. მაგრამ როგორც ჩანს საერო რომ არ არის მზად პირისპირ შეხედოს „რელიგიასთან დაბრუნებას“. ისევე როგორც „სპირიტუალური ნაწარმოებები“ რომელსაც ასრულებს ხელოვანი თავისი გემოვნების და დროის მიხედვით, სადაც ინტერნეტიდან იღებს რელიგიურ ფრაგმენტებს, დამამცირებელ ფორმებს (სექტის), ან უფრო მეტიც იყენებს ფუნდამენტალიზმს (იდეალის სახელით ხელს უწყობს სიკვდილის დრაივის გაცოცხლებას).

რადიკალიზებულმა მონახა თავისი გზა და ისევ პარიზში დაბრუნდა

პარიზში მომხდარი საშინელმა ჯიჰადისტური თავდასხმა გვაჩვენებს, რომ სამომავლოდ, რწმენის საჭიროების რელიგიური მკურნალობა თავის თავში დისკრედიტირებულია, რადგან ის არ ასრულებს პარადოქსალური მორწმუნის სწრაფვას მოიპოვოს სამოთხე. ეს ნიჰილისტური მორწმუნე, აუცილებლად ნიჰილისტური, რადგან ის არის პათეტიკურად იდეალისტური, არის დაუნდობელ გლობალურ მიგრაციაში მოხვედრილი  დეზინტეგრირებული, არასოციალიზირებული  მოზარდი.

განგსტერული ტიპის რადიკალიზებული ფუნდამენტალიზმი დემონსტრაციას უკეთებს ნიჰილიზმის რადიკალურ ფაზას, ალბათ იმაზე რადიკალურს ვიდრე ოდესმე, მოსალოდნელ „რელიგიათა დაპირისპირებას (შეტაკებას)“ (clash of religions). ეს ფაზა იღებს ცივილიზაციის სიღრმისეულ გამოცდილებებს, ხაზს უსვამს რელიგიებამდე არსებულ „რწმენის საჭიროებას“, ეს მოზარდობაში ჩანს კარგად როგორც იდელისტური აშლილობა.

ფსიქოანალიზს ადარდებს დესუბიექტივაციამდე მისული  პიროვნების დეზორგანიზაცია  (<“მე“ არ არსებობს>, ეს ფრაზა შეიძლება გაგებულ იქნას როგორც <არაფერი არსებობს გარდა დაშლილი დრაივისა, რომელიც ყველაფრისთვისაა მზად>). სხვასთან კავშირი დეზორგანიზებულია (<“სხვას“ არ გააჩნია არანაირი ღირებულება>), მხოლოდ სიკვდილის დრაივს და ეშმაკის ღვარძლს აქვს ტრიუმფი.

რადიკალური ეშმაკი

რა არის ერთ დროს კანტის და არენდტის მიერ დაგმობილი რადიკალური ეშმაკი? ეს არის ადამიანთა სიჭრბის, ფუფუნების (superfluidity) დეკლარაცია – და რეალიზაცია, მისი მექანიკური დესტრუქციის ჩვენება.

შეიძლება არსებობდეს რადიკალური ეშმაკი მიზეზის გარეშე? გარკვეულწილად ასე არის ლიტერატურასა და მისტიციზმში. პოლიტიკურად კი სხვაგვარადაა. ფსიქოანალიტიკური გამოცდილებით, მე მხოლოდ ამბოხებით ვერ დავკმაყოფილდები. ტრასფერის და კონტრტრანსფერის ინტერპრეტაციის დასახვეწად მე გამოვიყენებ ექსტრემალური ეშმაკის ლოგიკას. ჩვენ აღმოვაჩენთ რომ ოჯახის მარცხი და სოციალური დეზინტეგრაცია ზოგიერთ ადამიანში, განსაკუთრებით მოზარდებში იწვევს იდეალიზმის აშლილობას (idealism disorder). ისინი პირდაპირი გაგებით ფეთქდებიან, შეუძლებელია გაარჩიო მართალი და მტყუანი, შიდა და გარე, სუბიექტი და ობიექტი. ჩვენს ორ, სიცოცხლის და სიკვდილის იმპულსებში სიკვდილის დრაივია, რომელიც ჭრის ფსიქიკურ ცხოვრებას და ამცირევს ბრმა დესტრუქციას: სელფის დესტრუქციას რომელიც გამოწვეულია უაზრო სიამოვნებით ან შიდა აპათიის ვაკუუმით.

ამ ფსიქოანალიტიკური დასკვნებით ვხედავთ რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ვიდრე „ყოვლისმომცველი მორალიზმი“. მოზარდთან მუშაობა, რომელიც განიცდის რადიკალიზაციას, ანალიტიკოსს აყენებს არამდგრად პოზიციაში სადაც ეს დესუბიექტივიზაცია და დეობიექტივიზაცია ხდება და ამავე დროს არის რესტრუქტურიზაციის საჭიროება. ჩვენი გამოწვევაა, რომ მივყვეთ სიკვდილის დრაივის აღმოჩენას, და ფსიქიკური აპარატის ავთვისებიან პოტენციალს რომელიც გამოვლინდება იდეალიზმის აშლილობის სახით. ცოდნის სურვილის და რწმენის გაუქმება, ისე რომ ადამიანს არ შეუძლია ინვესტიცია და კავშირების გაბმა, დეპრივირებული აქვს პიროვნების მე და მოკლებულია სხვისი არსებობის შეგრძნებას, აინტერესებს ისეთი სამყარო სადაც არ არის არც „კარგი“ და არც „ეშმაკი“, უფრო მეტიც არ არის „არცერთი“ ღირებულება.

შესაძლებელია კი რომ გამოვიყენოთ ანალიტიკური მოსმენის მეთოდი ადამიანთა ბუნების ამ საზღვრებთან? შესაძლებელია დავკავდეთ ფსიქოანალიტიკური პრაქტიკით ამ კონდინციაში?

„ჩვენი ღირებულებების“ გადაფასება

რესპუბლიკა დგას ისტორიული გამოწვევის წინაშე: შეუძლია მას თუ არა შეეჯახოს იმ პრობლემას, რომელსაც ქვია რწმენის და სურვილის საჭიროების კრიზისი რომელსაც რელიგია ვეღარ უმკლავდება, და რომელიც ეხება ადამიანთა კავშირის არსებობას. შფოთვა, რომელიც ყინავს სახემწიფოს რომელიც იმყოფება ომებში, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისებში და დგას კოლოსალური გამოწვევების წინაშე. ვართ ჩვენ მზად გავუკეთოთ მობილიზება ყველა საშუალებას, პოლიციას და ეკონომიკურ სექტორს, ფსიქიკაზე მოპოვებული ცოდნის დავიწყების გარეშე? შეგვიძლია დავაკავშიროთ მტკივნეული იდეალისტური აშლილობა და რადიკალიზირებული სისასტიკე, დელიკატური და საჭირო მოსმენით, შესაბამისი განათლებით და საჭირო სიკეთით? ამგვარი ინტერპრეტაციით, ჯიჰადისტების ბარბაროსობა ეშმაკისეულია და უსვამს კითხვას სეკულარიზმის „ღირებულებებს“ და გამოწვევას უკეთებს ფსიქოანალიზის შესაძლებლობას რომ გადაჭრას ეს გლობალიზაციის ახალი დისკომფორტი.

რადიკალურ ეშმაკთან საბრძოლველად გვჭირდება სერიოზულად მივიღოთ ნიცშეს შემდეგი სიტყვები: <დასვი დიდი კითხვები ნაცვლად გრანდიოზული განცხადებების გაკეთებისა> ეს ნიშნავს: ღმერთზე ფოკუსირების ნაცვლად შევხედოთ იდეალებს და მათ არარსებობას იმისათვის რომ ისინი გავიგოთ, ხელახლა შევაფასოთ, შევხედოთ პრობლემურად და დაუსრულებლად ვიფიქროთ მათზე. იმისათვის რომ ჰორორის, საშინელების ინტერპრეტაცია მოვახდინოთ, დაეხმარე მას, ვინც იტანჯება რადიკალური ეშმაკით ნაცვლად იმაზე ფოკუსირებისა თუ რა სისასტიკეს და ძალადობას იმსახურებენ მკვლელები. იმისათვის რომ ვებრძოლოთ ეშმაკს ჩვენ აუცილებლად უნდა განვაგრძოთ პოტენციური კვლევა არა უცნობი უტოპიური და უსაფრთხო მხრიდან არამედ იმ მყიფე წერტილიდან რომელსაც პასკალი უწოდებს „მუდმივ მოძრაობას“ (perpetual motion). ის წერდა: <მან ვინც აღმოაჩინა სიკეთეში დღესასწაულობის საიდუმლო ეშმაკზე გაბრაზების გარეშე, იპოვა წერტილი, ეს არის მუდმივი მოძრაობა>.  და რა მოხდება თუ ის ხედვა, რომელშიც გვიჭირს ჩვენ არის ზუსტად ის „წერტილი“ ეს „მუდმივი მოძრაობა“ „სიკეთეში დღესასწაულობის საიდუმლო ეშმაკზე გაბრაზების გარეშე“? ეს არის კერძო შინაგანი გამოცდილება რომელსაც ბარბაროსები იგნორირებას უკეთებენ მაგრამ ტრანსფერი გვაძლევს ჩვენ საშუალებას რომ მოვბილიზდეთ.

თარგმნა სოსო დოლიძემ

source: https://www.ipa.world/ipa/en/News/kristeva.aspx

 

 

თარგმანები

სიმპტომი არ არის “აშლილობა”, სიმპტომი არის დადუმებული სიმართლე, რომელიც მოსმენილ უნდა იქნას

Agnes Aflalo,

ფსიქოანალიზის წარუმატებელი განადგურება: კოგნიტივიზმის აღზევება და დაცემა

ფსიქოანალიტიკოსებისთვის სიმპტომი არ არის “აშლილობა” (disorder),  სიმპტომი არის დადუმებული სიმართლე, რომელიც მოსმენილ უნდა იქნას. სიმპტომი შეიცავს ტანჯვის (j0uissance) პარადოქსალურ დაკმაყოფილებას. მკურნალობა დიალექტიკური პროცედურაა, რომელსაც ზედაპირზე ამოაქვს ტანჯვის სიმძიმე, რომელსაც სიტყვები ატარებს. სიტყვები სიმართლის გაუცნობიერებლად ალყაში აქცევს მას. ენისა და jouissance ის, სომპტომის ამ ორი სახის გამოკვლევით, საშუალებას ვაძლევთ სუბიექტს წაიკითხოს ისტორია და ისევ თავისი გახადოს ის. ამის შემდეგ მას უკვე შეეძლება ტანჯვის ნაწილი გაანთავისუფლოს და გახდეს იმ ტანჯვით ნაწილზე პასუხისმგებელი რომელიც მასთან დარჩება, რომელიც სულაც არაა აუცილებელი შეესაბამებოდეს მის მორალს მაგრამ ეს არანაკლებ კანონიერია. ფსიქოანალიტიკოსი, გაანალიზებული აქვს თავისი თავი, არის ადამიანი რომელიც დაშორებულია ამ ფანტაზმატიკური ტიპის ტანჯვას, განთავისუფლებულია წინააღმდეგობებისაგან, მას შეუძლია პაციენტს მისცეს საშუალება გამოიგონოს სპეციფიური პასუხი, ისეთი რომელიც მასზეა (პაციენტზე) მორგებული.

თარგმანები

ლაკანი მარტივად: წარმოსახვითი, სიმბოლური და რეალური

წარმოგიდგენთ თარგმანთა სერიას, რომელიც ეფუძნება დარიან ლიდერისა და ჯუდი გლოვის წიგნს “წარმოგიდგენთ ლაკანს, გრაფიკული გაიდი” (INTRODUCING LACAN A GRAPHIC GUIDE). მოგეხსენებათ ლაკანი ფსიქოანალიტიკურ ლიტერატურაში ერთ ერთ ყველაზე რთულ ავტორად ითვლება, ამიტომაც დაწერილია მრავალი წიგნი იმაზე თუ როგორ წავიკითხოთ ის, როგორ გავიგოთ მისი კონცეპტები და ა. შ. რომელთაც გარკვეულწილად შესავლის ფუქნცია აქვთ სანამ თავად ლაკანის ტექსტების კითხვას დავიწყებთ.  ერთ ერთი ასეთი ყველაზე ცნობილი წიგნი გახლავთ “INTRoDUCING LACAN A GRAPHIC GUIDE”, რომელსაც ძალიან ბევრი ლაკანიანური ავტორი მაღალ შეფასებას აძლევს. წიგნის ავტორები გახლავთ დარიან ლიდერი, ლონდონში მოღვაწე ფსიქოანალიტიკოსი, ის გახლავთ ლონდონის ფროიდიანული ანალიზისა და კვლევის ცენტრის დამფუძნებელი წევრი. წიგნი გრაფიკულად გაფორმებულია ჯუდი გლოვის მიერ რომელიც გახლავთ მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი. მან ასევე ილუსტრირება გაუკეთა ფილოსოფიის, ქრისტიანობის, პლატონის, ლევი შტროსისა და ჩომსკის სერიებს.   

წარმოსახვითი

ფუნდამენტური გაუცხოება არის ადამიანის მოტორული ფუნქციონირების, სივრცის და მოძრაობის აღქმის ძირითადი საფუძველი.  ლაკანი ამ რეგისტრს, სადაც ამ ტიპის იდენტიფიკაცია ხდება „წარმოსახვითს“  უწოდებს. აქ ის ითვალისწინებს ვიზუალური მხარის მნიშვნელოვნებას.

„ მე რომ ვიყო სხვა ბავშვის ადგილზე, მისთვის რომ დაერტყათ მე ვიტირებდი, თუ მას რაიმე უნდა მეც მენდომებოდა ის, იმიტომ რომ მე მის ადგილზე ვარ. მე ვარ დატყვევებული იმ ხატში, რომელიც უცხოა ჩემთვის, ჩემს გარეთ არის.“

 [spacer height=”20px”]

სიმბოლური

1950 იანი წლებიდან ლაკანი მეტ ყურადღებას უთმობს სიმბოლურის კონცეპტს, რომელიც გაგებულია როგორც სოციალური, კულტურული და ლინგვისტური ფენომენი, რომელშიც ბავშვი იბადება. ლაკანი ამბობდა ენა არსებობდა დაბადების მომენტამდე. ის არსებობს ოჯახის სოციალურ სტრუქტურაში და რა თქმა უნდა მშობლების იდეალებში, მიზნებში და ისტორიებში.  სანამ ბავშვი დაიბადება მშობლები საუბრობენ მის შესახებ, არჩევენ მის სახელს, უგეგმავენ მას მომავალს. ბავშვისთვის ძალიან რთულია გააცნობიეროს ამ სიტყვების ენა, ის მთლიანად ზემოქმედებს ბავშვის არსებობაზე.   ყველაფერი ეს ძალიან კარგად ჩანს სარკის ფაზის თეორიაში. თუ ლაკანმა მას თავიდან უწოდა წარმოსახვითი იდენტიფიკაცია, ახლა ის მსჯელობს მის სიმბოლურ მხარეზეც. თუ ბავშვი ჩანს სურათში ის ჯერ კიდევ  იღებს მშობლების ნათქვამ აღმნიშვნელ სიტყვებს იდენტიფიკაციისთვის. დედა, რომელსაც ხელში უჭირავს ბავშვი შეიძლება მას უთხრას: „შენ გაქვს ბაბუის თვალები“, „ზუსტად ისე გამოიყურები როგორც მამაშენი“.

არსებობს სიმბოლური გამონათქვამები, რომელიც უჩენს ბავშვს ადგილს წარმომავლობით ხაზში, საგვარეულოში, სიმბოლურ სამყაროში. ბავშვი არის „აკინძული“ სიტყვებითა და სახელებით“, ლინგვისტური რეპრეზენტაციებით. ბავშვის იდენტობა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ იღებს ის მშობლების სიტყვებს.

 

რეალური

ლაკანი სიმბოლურს და წარმოსახვითს ამატებს შემდეგ კატეგორიას სახელწოდებით რეალური. რომლის რეფორმულირება მან თავის ნაწერებში რამდენჯერმე მოახდინა. 1953 წელს ის ამბობს, რეალური არის უბრალოდ ის, რაც არ სიმბოლიზირდება, რომელიც სიმბოლურს მიღმაა. როგორც ლაკანი ამბობს სიმბოლური არის ის რაც მთლიანად ეწინააღმდეგება სიმბოლიზაციას. ის განიხილავს რეალურს, სიმბოლურს და წარმოსახვითს, როგორც ადამიანთა რეალობის სამ რეგისტრს.  ამგვარად წარმოსახვითი არის რაიმე, რამდენადაც ჩვენ ვიმყოფებით კონკრეტულ რეგისტრში და ეგო გვთავაზობს ჩვენი ქმედებების რაციონალიზაციას, ხოლო სიმბოლურია სიტუაცია, რამდენადაც ყველა საგანებს ჩვენს ირგვლივ აქვთ მნიშვნელობები.

ყოველდღიურ ობიექტები არის სიმბოლიზებული რამდენადაც ისინი რაღაცას ნიშნავენ, მათ აქვთ მნიშვნელობები“

„ხანდახან ობიექტი კარგავს მის მნიშვნელობას, მე ვუყურებ ყოველდღიურ ობიექტს როგორც რაღაც მისტერიულს, რომელიც არის ზებუნებრივი, ჯადოქრული (uncanny).

რეალური წარმოადგენს ზუსტად იმას, რაც არის განდევნილი ჩვენი რეალობიდან. რაიმე, რასაც არ აქვს მნიშვნელობა და რომლის მოთავსება კონკრეტულ სიტუაციაში შეუძლებელია.

.

ფროიდის ციტატები

[spacer height=”25px”]

„ჩვენ არასოდეს ვართ ისეთი დაუცველი ტანჯვის მიმართ როცა ჩვენ გვიყვარს

„ხალხთა უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას, უმეტესობას კი ეშინია თავისუფლების

„ადამიანები არიან უფრო მორალურები ვიდრე ისინი ფიქრობენ და ბევრად უფრო ამორალური ვიდრე ეს მათ წარმოუდგენიათ

„გამოუხატავი ემოციები არასოდეს კვდება, ისინი ცოცხლად იწვიან და გამოვლინდებიან უფრო მახინჯი გზებით

„ამორალურობას არანაკლები დოზით იპოვი რელიგიაში როგორც მორალურობას

“ქალმა უნდა შეარბილოს (soften) და არა დააუძლუროს მამაკაცი

„გიჟი არის სიზმარში გაღვიძებული ადამიანი

„სადაც არაცნობიერი იყო, იქ შეიძლებოდა ეგო ყოფილიყო

„სიცოცხლის მიზანი სიკვდილია

„დიახ, ამერიკა არის დიდი, დიდი შეცდომა

„ადამიანის თავისუფლება არ არის ცივილიზაციის საჩუქარი, ცივილიზაციამდე იყო ის ყველაზე დიდი

„ნევროზი არის გაუგებრობის მიღების შეუძლებლობა

„ეგო თავისივე სახლში არ არის მისი პატრონი

„დაბადების აქტი არის პირველი შფოთვა

წყარო: www.sigmundfreud.net 

.

გიგა მამინაშვილი – ფსიქოანალიტიკური თეორიები ანტისოციალური ქცევის შესახებ

ანტისოციალური ქცევა წარმოადგენს ფსიქიკურად დეტერმინირებულ აქტს, ხშირად დრამატული ფორმით განხორციელებულს სოციალურ სცენაზე, კანონის, როგორც სოციო–კულტურული ორგანიზატორის წინაშე („დამნაშავეა კანონის წინაშე“). ანტისოციალური ქცევა მოიცავს ინდივიდს, რომელიც არღვევს კანონს, აკრძალვას ან სოციალურ ნორმას, აგრეთვე კოლექტივს რომელიც ბრალს სდებს დამნაშავეს, ასამართლებს მას, ან კიცხავს მას მსუბუქი დანაშაულის, საყოფაცხოვრებო სოციალური ნორმის დარღვევის შემთხვევაში. კრიმინალური აქტი განუყოფელ კავშირშია სასჯელთან, ისევე როგორც მსუბუქი ანტისოციალური ქცევა, განხორციელებული ბავშვის მიერ მშობლების მხრიდან დატუქსვას იმსახურებს. ანტისოციალური ქცევა, განსაკუთრებით კრიმინალური აქტი სუბიექტთან დანაშაულისა და სასჯელის ტრაგიკულ გახლეჩაზე მიუთითებს. ძლიერი ლტოლვითი ბუნების პრიმიტიული, ხშირად უკიდურესად არქაული ტენდეცია ქცევის, აქტის დონეზე რეალურად ხორციელდება და გარეთ აწყდება „სასჯელაღსრულების ორგანოს“, სადამსჯელო სისტემას, რომლის შიდაფსიქიკურ დეფიციტსაც განიცდის ინდივიდი. საქმე ეხება ფსიქიკური აპარატის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი „ორგანოს“ ფუნქციონირების მოშლას. კანონი, სადამსჯელო ინსტანცია დამნაშავის პიროვნებისთვის მხოლოდ გარეთ არსებობს. ანტისოციალური ტენდენციების ფსიქიკური რეგულაცია შეუძლებელი ხდება. სასჯელი წარმოადგენს ხელოვნურ რეგულატორს ტენდენციისა, რომელიც ფსიქიკური ცხოვრების ჩარჩოებს არღვევს და სოციალურ სცენაზე კრიმინალური აქტის სახით ვლინდება. თანამედროვე ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი პოლ–ლორან ასუნი[1] ტერმინ დამნაშავის, კრიმინალის სემანტიკურ ანალიზს ეწევა: ზიგმუნდ ფროიდი იყენებს გერმანულ ტერმინს, რომლითაც ის აღნიშნავს კრიმინალის პიროვნებას: Verbrecher. Verbrecher გულისხმობს ზმნას Brechen და ქართულად ითარგმნება, როგორც დამსხვრევა, დამტვრევა, გატეხვა.  ე.ი. კრიმინალი არის ის ვინც ამსხვრევს (Verbrecher) , ტეხავს, თუმცა საინტერესოა ის თუ რას უტევს კრიმინალი უპირველეს ყოვლისა. რა წარმოადგენს საგანს ან რეალობას, რომელიც კრიმინალის ხელით იმსხვრევა? თუ მკვლელობას ეხება საქმე საუბრობენ სხვა ადამიანის, მოყვასის სიცოცხლის ხელყოფაზე. ამ შემთხვევაში სუბიექტი ამსხვრევს სხვის სიცოცხლეს, თუმცა მოზარდობის ან პუბერტატის ასაკში (ანტისოციალური ქცევის პირველი გამოვლინებების ასაკი) ეს შეიძლება იყოს სკოლის ან რომელიმე სხვა აღმზრდელობითი დაწესებულების ფანჯარა. შინაგანი ფსიქიკური აუცილებლობის ძალით კანონი, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს სასჯელს, კრიმინალის პრიმიტიული სიძულვილისა და თავდასხმის ობიექტი ხდება. ე.ი. ანტისოციალური ტენდენციების მქონე ინდივიდი ამსხვრევს კანონს, და შესაბამისად სოციალურ კონტრაქტს, „ხელშეკრულებას“, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრისაგან ამ კანონის დაცვას მოითხოვს. ის რასაც ამსხვრევს კრიმინალი არის მცნება: „არა კაც კლა“ „არ იქურდო“ და ა.შ.  სოციალური წესისა და კანონის დამრღვევის ფსიქიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება კანონთან და სასჯელთან გამრუდებულ, პათოლოგიურ დამოკიდებულებას გულისხმობს. კრიმინალი თავს ესხმის ნევროტული სტრუქტურის, ე.ი. ოიდიპოსის კომპლექსზე სტრუქტურირებული საზოგადოებისა და მისი წევრებისათვის ყველაზე საკრალურს, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს კოლექტივისთვის და ასრულებს საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზატორის ფუქნციას.  ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვი, მოზარდი თუ ჩამოყალიბებული რეციდივისტი, რომელის კრიმინალური ქცევაც აკვიატებული განმეორების დესტრუქციულ მანქანას ექვემდებარება საზოდაგოებას, აღმზრდელებს, მასწავლებლებს შოკს გვრის.  კრიმინალი არღვევს კანონს და ანტისოციალური ქცევით ემიჯნება საზოგადოებას. ორივეს კანონთან გარკვეული დამოკიდებულება აქვს, ერთი იცავ კანონს, მეორე არღვევს და კანონის მეორე ნაპირზე, კანონის მიღმა აგრძელებს ცხოვრებას. კრიმინალი აშინებს საზოგადოებას, რადგან ის სინამდვილეში ანხორციელებს კანონმორჩილი სუბიექტისა და ბავშვის ინფანტილურ, დესტრუქციული ბუნების ტენდენციებს და ნევროტული სტრუქტურის ფანტაზმს მკვლელობის შესახებ სოციალურ სცენაზე დატრიალებულ რეალურ ტრაგედიად აქცევს. კრიმინალი არ ხუმრობს, არ თამაშობს, ე.ი. დესტრუქციული ტენდენციების ფსიქიკური გადამუშავებისა და სიმბოლიზაციის ფარგლებს სცდება და მოქმედებს გარეთ. კრიმინალი და დანაშაული ზოგადად წარმოადგენს სარკეს კანონმორჩილი და სოციალური სუბიექტის არაცნობიერისთვის. სწორედ ამ მიზეზით, კრიმინალური ქრონიკა, ვიდეო–პატრული, საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქებული კანონდარღვევისა და კრიმინალის შემთხვევები საზოგადოებისა და მასის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ინტერესის საგანია. დამოკიდებულება კანონდარღვევისადმი ცხადია ამბივალენტურია, თუმცა დანაშაული პერვერტული მიზიდულობის ძალას ფლობს, რაც აიძულებს ინდივიდს იყოს უკიდურესად კრიტიკული დანაშაულის მიმართ, თუმცა ამავე დროს თვალი ვერ მოსწყვიტოს დანაშაულის შემზარავ სცენას, ხშირად ტრაგიკული ფორმით გაშუქებულს საინფორმაციო საშუალებებში. ის რაც შუქდება არის მაყურებლის არაცნობიერი, განდევნილი ტენდენციები, რაც უსიამოვნების განცდასა და ფსიქოლოგიურ ინტერესს ერთდროულად აღძრავს ინდივიდში.

ფსიქოანალიზის კვლევის საგანს წარმოადგენს ანტისოციალური ქცევის ფსიქიკური მიზეზობრიობა და ამ ქცევის ადგილი ფსიქოანალიტიკური თეორიის ფარგლებში. ერთის მხრივ, გვაქვს ფსიქოანალიზის ძირითადი კონცეპტები და მეორეს მხრივ ანტისოციალური ქცევა.  კრიმინალური აქტის ახსნისათვის (რომელიც ხშირად წარმოადგენს ნამდვილ გამოცანას მათთვის ვინც ცდილობს დანაშაულის ფსიქო–სოციალური მოტივების იდენტიფიცირებას), განსაკუთრებით ფასეულია ისეთი ფსიქოანალიტიკური კონცეპტები, როგორიც არის ბრალის გრძნობა, სასჯელისა და დასჯის მოთხოვნილება, ოიდიპალური (ფროიდიანული) და პრიმიტიული (კლაინიანური) ზე–მე, პირველადი ნარცისიზმი, ნარცისტული ჭრილობა და დეფიციტი, მშობლებთან ურთიერთობა განვითარების პრეგენიტალურ სტადიებზე, მამის ფუნქცია, სიმბოლიზაცია და ფსიქიკური განაგრძეთ კითხვა

კულტურა & არტი

სურათების ნაკრები #1

წარმოგიდგენთ სახალისო სურათების ნაკრებს, რომელიც განთავსებული იყო ერთ ერთ “ფეისბუქის” გვერდზე, სახელწოდებით Freud Quotes.

[ყველა სურათის სანახავად დააჭირეთ “განაგრძეთ კითხვას“]

განაგრძეთ კითხვა