ფსიქოთერაპიის/ფსიქოკონსულტაციის მსურველთა საყურადღებოდ


მე ვარ სოსო დოლიძე – კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. მაქვს სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე კლიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი ინსტიტუციური პრაქტიკა. ვარ რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ფსიქოლოგიური ასოციაციის წევრი. გავლილი მაქვს 3 წლიანი პირადი ანალიზი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის მიმართულებით. ვეწევი აკადემიურ საქმიანობას, ვკითხულობ რამდენიმე სალექციო კურსს  სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის.  ვარ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა სადოქტორო კანდიდატი. გარდა ამისა, ვარ ამ ვებ გვერდის, www.psychoanalysis.ge ის რედაქტორი.

ვმუშაობ, როგორც ზრდასრულებთან, ისე მოზარდებთან, რომელთაც აღენიშნებათ, შფოთვა, შიში, სხვადასხვა პანიკური შეტევები, დეპრესიული გუნება-განწყობა, მოტივაციის პრობლემები, სხვადასხვა ფსიქო-სომატური ავადობა, აგრესიის შეტევები, კომუნიკაციის პრობლემები, სოციალური ადაპტაციის სირთულეები და ა. შ.

ფსიქოთერაპიის/ფსიქოკონსულტაციის სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 593 60-27-51 ან მომწეროთ ფეისბუქის გვერდზე: fb.com/sosodolidzepsychotherapy