Browse Tag by მოზარდი
თარგმანები

ედუარდო კასტელუმენდი – ძალადობა და აზრის ტოტალიტარული პერვერსია

წარმოგიდგენთ პერუელი ფსიქოლოგის, ედუარდო კასტელუმენდის ძალიან საინტერესო სტატიის თარგმანს “ძალადობა და აზრის ტოტალიტარული პერვერსია” რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ელექტრონულ ჟურნალში “ფსიქოანალიზი დღეს”. სტატიაში ავტორი საუბრობს ძლადობაზე, ტოტალიტარული აზროვნების პერვერსიაზე, საფრთხეებზე და მიზეზებზე ტერორიზმის და რელიგიის კონტექსტში და მოყავს ლათინური ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორიული და ახლანდელი გამოცდილება, სოციო-პოლიტიკური მდგომარეობა. მკითხველს საინტერესო პარალელების გავლება შეეძლება საქართველოს საბჭოთა და უახლოესი ისტორიიდან… 

სოსო დოლიძის თარგმანი
წყარო: https://goo.gl/r7SDdg

I.

ემოციები, ისევე როგორც ბავშობის სურვილები, შიშები, იმპულსები ფანტაზიები მოზრდილობის ასაკში თავს იჩენს  ორი განსხვავებული გზით. ისინი შეიძლება ტრანსფორმირდნენ და ინტეგრირდნენ ან რეპრესირდნენ, გაიხლიჩონ და აქტინ აუთის გზით გამოვლინდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფესვები ბავშობაში აქვს, ძალადობას აქ განვსაზღვრავ როგორც „ფიზიკური ან მორალური ძალის გამოყენება სხვისი მისამართით, რომელიც ემსახურება ვინმეს პირად ნარცისიზმს ან იდეოლოგიას“ ეს ხაზს უსვამს სხვების მიმართ განხორციელებულ ქცევას. ძალადობა თავის თავს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა სახით ავლენს.  შეიძლება იყოს თავისუფალი და კეთილთვისებიანი, გულმოწყალე ისეთივე როგორც ბავშვების თამაში, ან ირაციონალური და თავზარდამცემი როგორც ომებში, ტერორიზმსა და სექსუალურ ძალადობაში. როდესაც ჩვენი ევოლუციური განვითარების პერსპექტივიდან და ცივილიზაციის ამჟამინდელი მდგომარეობის გადმოსახედიდან ძალადობას განვიხილავთ როგორც ბუნებრივს და უნივერსალურს,  ის არის ბარბაროსული, რეგრესიული და ჩვენი ფუნდამენტური უფლებების საწინააღმდეგო.

ამ სტატიაში მე ყურადღებას ძირითადად ორი სახის აგრესიაზე გავამახვილებ  . პირველი არის ტერორისტული, ზღვარგადასული აგრესია, რომელიც კლავს, აწამებს და ატერორებს და ცივილიზაციის მიერ სრულიად დაგმობილია და მეორე, რომელიც არის რელიგიური განათლების კეთილი გამოსახულების ქვეშ დამალული. მე ყურადღებას გავამახვილებ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ტიპის ძალადობაზე რომელიც ხდება კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებულ გარკვეულ რელიგიურ ჯგუფებში. ტემპლის (2006) მიხედვით, რომელიც საუბრობს „გონების ტოტალიტარულ მდგომარეობაზე“,  ვფიქრობ რომ ძალადობის ამ ორივე ფორმის საფუძველი შეიძლება იყოს “აზრის ტოტალიტარულ პერვერსიაში“ (totalitarian perversion of thought).

მე ვწერ პერუდან, ქვეყნიდან, რომელიც სასტიკი დაპირისპირების  მოწმე გახდა ინკას იმპერიის კონსოლიდაციის დროს (მეცამეტე და მეთოთხმეტე საუკუნეებში), ჯერ კიდევ მანამ სანამ ესპანური ტრავმატული დამპყრობლური ერა დადგებოდა. იმ დროს და ახლაც ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის სოციალური და სახელმწიფო ძალადობა საერთო დამახასიათებელი თვისებაა. ძალიან ცოტა ანალიტიკოსს და კანდიდატს თუ სჭირდება ამ ძალადობის ხასიათის ახსნა. ჩვენ მას განვიცდიდით მეოცე საუკუნის შუა წლებიდან უახლოეს წარსულამდე. დღესაც კი რაღაც დოზით გვიწევს მასთან გამკლავება. მიუხედავად ჩვენი სიფხიზლისა, ლათინური ამერიკის მოსახლეობა პოპულისტური  (ნეგატიური გაგებით) და დემაგოგიური მთავრობების მიერ არის მოტყუებული, ხოლო ხალხთა ნაწილი კი იძულებულია გაუძლოს დიქტატურას. მტკივნეული აღსაქმელია ვენესუელის ანალიტიკოსების მიერ გაგზავნილი  წერილები FEPAL და IPA  შეხვედრებში სადაც ისინი აღნიშნავენ თავისი ქვეყნის სტრესულ სიტუაციას. ეს ყველაფერი ჩვენში იწვევს ბრაზს, როცა  გვაჩვენებენ ძალთა დაუბალანსებელ თანნაფარდობას ერთის მხრივ ავტორიტარულ სახელმწიფოსა და მეორეს მხრივ ამ ძალადობასთან დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ჯერჯერობით სახემწიფო მანქანა ძალიან ძლიერია.

II.

ფსიქოანალიზმა წვლილი შეიტანა არა მარტო ძალადობის არსის გაგებაში,  არამედ ის ეხმარება სახელმწიფო და სოციალური ძალადობის მსხვერპლებს. ბოლო ფსიქოანალიტიკური კვლევები (როგორიცაა მაგალითად ცუკერფელი და სხვ., 2016) აჩვენებს სახელმწიფოს თავად როგორ შეუძლია დაეხმაროს დაზარალებულ  ხალხს როდესაც ის საჯაროდ აღიარებს ამ ძალადობას, აღადგენს მართლმსაჯულებას და დასჯის დამნაშავეებს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ყოველთვის არ მიისწრაფვის რეპარაციისკენ. მთავრობებისთვის ყოველთვის უფრო მარტივია დაივიწყოს რაც მოხდა, თითქოს ეს შესაძლებელი იყოს.

პერუ ორი დეკადის განმავლობაში (1980-200) იტანჯებოდა ერთერთი ყველაზე ძალადობრივი ტერორისტული შეტაკებებისაგან ლათინურ ამერიკაში. ანდური მაოისტური ჯგუფი სენდერო ლუმინოსო (კაშკაშა ბილიკი), რომელსაც სათავეში ედგა ფილოსოფიის პროფესორი აბიმაელ გუზმანი (რომელიც თავის თავს პრეზიდენტ გონსალოს უწოდებდა), სასტიკად აკრიტიკებდა პერუს მთავრობას და მის ინსტიტუციებს. მან აიყოლია თანამოაზრეთა დიდი ნაწილი და დაუმორჩილებლობა გამოიცხადეს სახელმწიფოს. შედეგი კატასტროფული დადგა, 17 000 გარდაცვლილი ადამიანი, ძირითადად ანდელი მუშები, თავზარდაცემული, დაჭრილი და დატერორებული ქვეყანა. „კაშკაშა ბილიკი“ 1992 წლისთვის ძალიან დასუსტდა, როდესაც მისი ლიდერი ტყვედ ჩავარდა, თუმცა ბრძოლები 2000 წლამდე გაგრძელდა. დღესაც კი ვხვდებით მის გადმონაშთებს, რომელიც ძირითადად ანდისა და ამაზონის რეგიონებში  ნარკო ტრეფიკინგთან არის დაკავშირებული. კოკაინის მოყვანა და ნარკო ტრეფიკინგი ძალადობის ძირითადი წყარო გახლავთ.

„კაშკაშა ბილიკის“ შესახებ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ მე მხოლოდ ფრაგმენტს მოვიყვან 1980 იან წლებში გამოქვეყნებული ინტერვიუდან რომელიც მისი ლიდერთან არის ჩაწერილი. ეს ის პერიოდია როდესაც ეს ჯგუფი ყველაზე ძლიერი იყო. როდესაც ჟურნალისტი ლიდერს დაუპირისპირდა მას და ამხილა დაჯგუფების რადიკალიზმი (რომელიც გამოიხატებოდა დაჯგუფების წევრების მიერ მათი მოწინააღმდეგეების მკვლელობაში) და ასევე ხაზი გაუსვა მთავრობასთან მოლაპარაკებებზე უარის ფაქტს გუზმანმა უპასუხა: „თქვენ მეკითხებით მე თუ რატომ არ მივდივართ მოლაპარაკებებზე მთავრობასთან? მე შენ არ მომწონხარ, ბურჟუა, ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებებისთვის დატრენინგებული ხალხი. ჩვენ არ გვჭირდება დიალოგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი იდეოლოგია, გონსალოს აზრები“.

ეს პასუხი ჩემთვის გონების ტოტალიტარული პერვერსიას გამოხატავს. ტემპლი (2006, გვ. 105) განიხილავს „გონების ტოტალიტარულ მდგომარეობას“ და ასკვნის, რომ მენტალური „ტოტალიტარიზმი ვითარდება და ხდება სტაბილური სტრუქტურა (…) რომელიც დაკავშირებულია პარანოიდულ პოზიციასთან. ეს მენტალური ორგანიზაცია ძალას იკრებს სიკვდილის დრაივიდან და შეიცავს სადისტურ ელემენტებს და იცავს მას დანაშაულის წინააღმდეგ. როდესაც განიხილავს აზროვნების ამ მდგომარეობას, ავტორს ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ის ნაციონალურ ლიდერებსა და პოლიტიკურ სისტემებში შეგვიძლია ვიპოვოთ, ისევე როგორც პაციენტებში ჩვენი საკონსულტაციო ოთახიდან.

მინდა გითხრათ რომ ტოტალიტარული მენტალური მდგომარეობა მისი დესტრუქციული ხასიათის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს როგორც პერვერსია, ის დაკავშირებულია სიკვდილის დრაივთან და  ვირტუოზული იდეალის მოსასხამის ქვეშ (სოციალური ან რელიგიური) იმალება. ასეთი ტიპის პერვერსია იმაზე უფრო ხშირია ვიდრე ჩვენ ის წარმოგვიდგენია. ამ მდგომარეობაში შეუძლებელია რეფლექსია, არ შეგვიძლია დავუკავშირდეთ „გამოცდილების საშუალო არეს“ (ვინიკოტი, 1971) არც ეჭვებისთვის რჩება ადგილი. პასუხი იმათ, რომლებიც ფიქრობენ ან იქცევიან სხვანაირად, არის სიკვდილი, დამორჩილება ან დამცირება.მიუხედავად სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობისა და იდოლოგიური განსხვავებებისა ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მსგავსებები „კაშკაშა ბილიკსა“ და ISIS ის ტერორისტული ჯგუფების ქმედებებს შორის.

III.

მინდა განვიხილო პერვერსიის სხვა სახე, რომელიც არ არის დაკავშირებულია არა ტერორთან და სიკვდილთან, არამედ იდეალისტურ ცდუნებასა და სექსუალობასთან. ისევე როგორც ეს უკანასკნელი, ისიც თავის ძლიერებას სიკვდილის დრაივიდან იღებს. ტერორიზმი რადიკალური და ბრუტალურია, ის სოციალურ და პოლიტიკურ ძალაუფლებასთანაა დაკავშირებული და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან უარყოფილია. ეს პერვერსიის ახალი ფორმა კი სოციალურად მისაღები და ნაკლებად ძალადობრივია. თუმცა ისეთივე დამაზიანებელია. ვგულისხმობ რელიგიური ჯგუფების პერვერსიას, მეტწილად კათოლიკური ეკლესიის, ლათინური ამერიკის შემთხვევაში. ისინი აიძულებენ თინეიჯერებს იყვნენ ძალიან რესტრიქტულ, დოგმატურ მენტალურ მდგომარეობაში და აიძულებთ მათ იყვნენ სადისტური ფორმით დომინირებული რომელიც გულისხმობს სექსუალურ ძალადობას.

არ არის ახალი რომ ტერორი და ძალადობა საფუძველად რელიგიურ იდეებში იყენებს. ISIS ის ტერორისტული ორგანიზაციის ქმედებები ამის საშიში მტკიცებულებაა. ქრისტიანობას რაც შეეხება საკმარისია გავიხსენოთ ჯვაროსნული ლაშქრობები და ინკვიზიცია, ის დრო როდესაც დასავლური საზოგადოება დღევანდელისგან განსხვავებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ადამიანთა უფლებებს და თავისუფლებას. ზოგიერთი ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია ინსტიტუციონალიზებულ რელიგიასთან (ამ შემთხვევაში კათოლიციზმთან) დღესაც კი ქმნიან საფრთხეებსაც. ეს ფენომენი ბოლო წლებში უფრო აშკარა გახდა და ხდება მისი საჯაროდ დაგმობა.

რელიგიური ჯგუფები, განსაკუთრებით კათოლიკური, ჩვენს რეგიონში მათი მშობლების თანხმობით ახდენენ თინეიჯერების რეკრუტირებას. ამ ჯგუფის წევრები როგორც წესი სარგებლობენ ახალგაზრდა ხალხის სურვილით რომ გახდნენ უკეთესები და „შეცვალონ მსოფლიო“. ქარიზმატული ლიდერი მათ არწმუნებს რომ ის გადმოსცემს „სიმართლეს“. ბრმა მორჩილება და რწმენაში „გამოვლენილი“ სიმართლე არის წესი. ამგვარი ქცევა ხელს უშლის ინტეგრირებულ განვითარებას. გონების ტოტალიტარული მდგომარეობა ხელს უშლის თინეიჯერებს და ახლაგზარდებს იფიქრონ დამოუკიდებლად. თითქოს ეს არ ყოფილიყოს საკმარისი, ლიდერები მათ ხშირად სექსუალურ მორჩილებას სთხოვენ, რომელიც საშინელ ზიანს იწვევს. ლიდერთან ემოციურად ინტიმურ კავშირში მყოფი აახალგაზრდა ხალხი, (რომელიც განასახიერებს მშობლის იდეალიზირებულ ხატს) წყვეტენ თავიანთ შინაგან განვითარების ლტოლვას და ამით ზარალდებიან მათი „სულები“. ეს ზიანი შეიძლება იყოს ღრმა და მუდმივი; სერიოზული ეფექტის გავლენის ქვეშაა თავიანთი უნარები, ენდონ საკუთარ ინტუიციას, თავიანთ თავებს და სხვა ადამიანებს.

საბოლოოდ, 2011 წელს ვატიკანმა გამოიძია დიდად პატივცემული და ავტორიტეტული ჩილელი მღვდლის, ფერნანდო კარადიმას საქმე, რომელიც ელ ბოსკე, სანტიაგო დე ჩილეს სამრევლოში მოღვაწეობდა და აღმოაჩინა რომ ის სექსუალურად ძალადობდა უმცირესობებზე და ასევე ძალადობრივად იყენებდა მის საეკლესიო ძალაუფლებას. მისმა კრიმინალურმა საბრალდებო დასკვნამ გაოგნებული დატოვა ჩილეს საზოგადოება. ამ შემთხვევებს ერთი და იგივე ისტორიები აქვთ. წლები სჭირდება ძალადობის მსხვერპლებს რომ საჯაროდ განაცხადონ მოძალადის შესახებ. კიდევ უფრო დიდი დრო სჭირდება ეკლესიის ლიდერების ქმედებებს, რომლებიც თავიდან ირიდებენ სკანდალურ შემთხვევებს სანამ ისინი არ გახდებიან საჯარო. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მოძალადის დასჯა.

ძალადობა ხშირ შემთხვევაში ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ბრმად იღებენ რელიგიურ დოგმებს და აბსოლიტური მორჩელება აქვთ ლიდერის მიმართ, რომელიც თავის მხრივ არავისთან არ არის ანგარიშვალდებული. ეს არის ის შემთხვევა თუ ტოტალიტარული აზროვნება, რელიგიურ რწმენებს ამოფარებული როგორ უკუღმართად იზიდავს საზოგადოებრივ აზრს. ის იყენებს სექსუალურ რეპრესიას რომ დომინანტურ მდგომარეობაში იყოს სხვაზე. ამ პრობლემის ყველაზე კრიტიკული ასპექტი არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება მშობლების თანხმობით, რომელიც შესაძლოა ჭეშმარიტი რელიგიური რწმენის, უსუსურობის, თუ თავიანთ უნარებში ეჭვის გამო პასუხისმგებლობას იხსნიან თავად აღზარდონ თავიანთი შვილები.

 

IV.

ძალადობა იქნება გამართლებული  თუ უარყოფილი, დამოკიდებულია ადამიანზე და მის როლზე, პერსონა მისი განმხორციელებელია თუ თავადაა ამ ძალადობის მსხვერპლი. როგორც ჩანს, არ არსებობს საშუალო ფენა ამ სიტუაციაში, ამაზე ფიქრის და გაგების უნარი დაკარგულია. მიუხედავად ამისა, ამ პროცესებში ემოციურად  ჩართულ დამკვირვებლებს,  შეიძლება ქონდეთ ნაკლებად პოლარიზებული მიდგომა და ამგვარად შეეძლოთ ძალადობაზე რეფლექსიის მოხდენა  უფრო ღრმა ნიუანსების გათვალისწინებით. ნეიტრალობას, რომელსაც ჩვენ ჩვენი კლინიკური პრაქტიკის დროს ვიჩენთ შეიძლება იყოს გადამწყვეტი ასპექტი. ჩვენ პაციენტებთან მუშაობის დროს ყოველდღიურად ვხვდებით აგრესიულ და სედუქციურ „თავდასხმებს“ ანალიტიკური პროცესის მიმართ. ჩვენი როლია რომ მოვახდინოთ მათი იდენტიფიკაცია, ავირიდოთ მათზე პასუხი და გავაანალიზოთ ისინი. ბოლოს, მიუხედავად ემოციური არეულობისა, ჩვენ ვნახულობთ ადგილს შინაგანი სიმშვიდისთვის საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ. კრისტევა (2016) ჟულია კრისტევას ეს სტატია თარგმნილია ქართულად ჩვენს საიტზე – მთარგმნელის შენიშვნა) ამ ადგილს პასკალის „მუდმივი მოძრაობის“ კონცეპტს უკავშირებს.

ჩვენ ფსიქოანალიტიკოსებს, ან ხალხს რომელიც გადიან პირად ანალიზს, გვაქვს გრძელვადიანი ინტიმური დიალოგის არაჩვეულებრივი გამოცდილება, რომლის მიზანია ემოციების, აზრების და სურვილების ინტეგრირება. აგრესიის და დესტრუქციის დრაივების გაგების უნარით  ჩვენ ვიმყოფებით შეუდარებელ პოზიციაში, გავიგოთ სხვა ადამიანების და ცივილიზაციის მისამართით განხორციელებული პერვერსიული შეტევები. უფრო მეტიც, ჩვენი კლინიკური მუშაობის მსგავსად, ალბათ საუკეთესო საშუალებაა თუ ამ ყველაფერზე ჩვენი შინაგანი სიმშვიდის ადგილიდან ვიფიქრებთ, სადაც არ იქნება ადგილი ისეთი ფიქრებისთვის, რომელსაც ძალადობა ბადებს, როგორებიცაა შიში, უარყოფა, ტკივილი და უფრო მეტი ძალადობა. განაგრძეთ კითხვა