2021 წლიდან ვეწევი კერძო პრაქტიკას ზრდასრულებთან და მოზარდებთან, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ფსიქოანალიტიკური თერაპიის ფორმატში, პირადი ანალიზისა და რეგულარული სუპერვიზიის ჩარჩოში.
ჩემთვის ფსიქოანალიზი არის ინდივიდუალური, ცოცხალი კვლევის პროცესი. ეს არის შესაძლებლობა, ერთად ჩავუღრმავდეთ იმ შინაგან კონფლიქტებსა და გაუცნობიერებელ პროცესებს, რომლებიც ჩუმად განსაზღვრავენ ჩვენს ყოველდღიურობას, არჩევანსა და ემოციურ მდგომარეობას.
ჩემი ამოცანაა უზრუნველვყო პროფესიული ჩარჩო და სივრცე, სადაც შეძლებთ უსაფრთხოდ გამოხატოთ და გაანალიზოთ თქვენი განცდები, ფანტაზიები, სიმპტომები და პირადი ისტორია.
თერაპიული პროცესი ეყრდნობა ნდობას, კონფიდენციალურობასა და ერთობლივ შრომას.
საკუთარი სურვილებისა და მოტივაციების სიღრმისეული გაგება აჩენს არჩევანის თავისუფლებას და გეხმარებათ შინაგანი საყრდენისა და ბალანსის პოვნაში.