ტრანსფერის და კონტრ-ტრანსფერის მნიშვნელობა და როლი ფსიქოანალიზში
ტრანსფერი და კონტრტრანსფერი - წარმოადგენს ფსიქოანალიზის ორ ფუნდამენტურ კონცეფციას. ეს ცნებები გადამწყვეტ როლს თამაშობს ფსიქოანალიტიკური თერაპიის დინამიკაში, რაც მიმართულია პაციენტსა და თერაპევტს შორის ურთიერთქმედების გაგებასა და რეგულირებაზე. ისინი ასახავს, ​​თუ როგორ მოქმედებს პაციენტის წარსული ურთიერთობები და ემოციური გამოცდილება ფსიქოანალიტიკოსთან მის ურთიერთობაზე და პირიქით.

ტრანსფერი: წარსულის პროექციია
ტრანსფეტრანსფერი არის პროცესი, რომლის დროსაც ანალიზანტი არაცნობიერად გადასცემს თერაპევტს წარსულში სხვა ადამიანებთან განცდილ გრძნობებს, დამოკიდებულებებსა და მოლოდინებს. ეს გრძნობები ხშირად დაკავშირებულია ანალიზანტის ცხოვრების მნიშვნელოვან ფიგურებთან, როგორიცაა მშობლები, ახლობლები ან მნიშვნელოვანი ადამიანები. მაგალითად, თუ პაციენტს აქვს კონფლიქტი მშობელთან, მან შეიძლება განავითაროს ფსიქოანალიტიკოსთან ისეთი ურთიერთობა რომელიც იქნება მშობლებთან ურთიერთობის ანალოგი. ტრანფერის დროს, ბავშვობის ურთიერთობის პროტოტიპები კვლავ აქტუალიზირდებ. ადამიანი ცხოვრობს და მოქმედებს საკუთარი გამოცდილების ფარგლებში. გამოცდილება მოდის ჩვენი ბავშვობიდან, ამიტომ პირველად ობიქტებთან (დედა, მამა და სხვა ოჯახის წევრები) ურთიერთობს განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ინდივიდის სხვა ადამიანებთან ქცევის და ურთიერთობის პროტოტიპის ჩამოყალიბებაში. როცა ახალ ადამიანს ვხვდებით, მასთან წინასწარ განსაზღვრული შაბლონის მიხედვით ვიქცევით, ასევე ჩვენ წინასწარ და გაუცნობიერებლად გვიჩნდება მოლოდინი მის მიმართ, თუმც ამას ყურადღებას არასდროს ვაქცევთ. ფსიქოანალიტიკურ ურთიერთობაში კი ჩვენი ქცევის ძირეული პატერნების შესწავლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ფსიქოანალიტიკური პროცესისთვის აუცილებელია ფსიქოანალიტიკოსმა აღმოაჩინოს მსგავსი ტრანსფერული რეაქცია და მოხდეს ამის დეტალური განხილვა ანალიზანტთან ერთად, რათა მან შესძლოს საკუთარი ემოციების და გრძნობების გადამუშავება. ეს იძლევა ძველი პატერნების გაანალიზების და დამუშავების, და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

ტრანსფერი შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. ასევე ხშირად ფსიქოანალიტკური პროცესის დასაწყისში ანალიზანტს უვითარდება პოზიტიური ტრანსფერული რექცია, რომელიც თანდათან ჩანაცვლდება ნეგატიური ტრანსფერული რექციით. ტრანსფერული რეაქციების გამოვლინებები ძალიან მრავალფეროვანია, და ყოველ ჯერზე ფსიქოანალიტიკოსი ანალიზანტის ყურადღებას ამახვილებს ამ გამოვლინებების არსზე და სიხშირეზე. რადგან ძალიან ხშირად ჩვენ ვიმეორებთ ბავშობაში ჩამოყალიბებულ ქცევას და გადაგვაქვს ჩვენი მოლოდინები და ემოციები ახალ ადამიანზე, ისე, რომ ამას ვერც კი ვაანალიზებთ, შედეგათ ვიღებთ ერთი და იგივე ტიპის ურთიერთმოქმედებას სხვადასხვა ადამიანებთან, რაც შეიძლება გახდეს კონფლიქტური და უსიამოვნო სიტუაციების მიზეზი. ასეთი ურთიერთობების საფუძველი წარსულში უნდა ვეძებოთ.

ფროიდმა და სხვა ცნობილმა ფსიქოანალიტიკოსებმა შეძლეს კლინიკური ისტორიების ანალიზის გზით დამტკიცება, რომ ტრანსფერი არის თერაპიული პროცესის მთავარი ელემენტი, რადგან ის საშუალებას აძლევს პაციენტს აღადგინოს წარსული კონფლიქტები უსაფრთხო გარემოში, სადაც მათი შესწავლა და მოგვარებაა შესაძლებელი. ამგვარად, ტრანსფერი ხდება პაციენტის არაცნობიერის ფანჯარა, რომელიც ფსიქოანალიტიკოს აძლევს ღირებულ ინფორმაციას ანალიზისთვის, რომელიც გამომდინარეობს ადრეული ბავშობის პერიოდში მშობლებთან ურთიერთქმედების და ტრამვების აღმოჩენში.

კონტრ-ტრანფერი: თერაპევტის პასუხი ანალიზანტის ტრანსფერულ რეაქციაზე.
კონტრ-ტრანსფერი აღწერს თერაპევტის რეაქციებს და გრძნობებს ანალიზანტის ტრანსფერის გამოვლინებებზე. ეს შეიძლება მოიცავდეს თერაპევტის საკუთარ არაცნობიერ გრძნობებს, რომლებიც შეიძლება გააქტიურდეს ანალიზანტთან ურთიერთობისას. კონტრტრანსფერი შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური და, თუ ეს არ არის გათვალისწინებული, შეიძლება გავლენა იქონიოს თერაპიული პროცესის ობიექტურობასა და ეფექტურობაზე. ფსიქოანალიტიკოსი ახდენს საკუთარი კონტრტანსფერული რექციების მუდმივ დამუშავებას სუპერვიზიებზე და საკუთარ ფსიქოანალიტიკურ სესიებზე.
თანამედროვე ფსიქოანალიტიკოსები კონტრტრანსფერს არა მხოლოდ გარდაუვალად, არამედ ღირებულ ინსტრუმენტად მიიჩნევენ ფსიქოანალიტიკურ პროცესში. კონტრტრანსფერის გაგება და ანალიზი ეხმარება ფსიქოანალიტიკოს უკეთ გაიგოს საკუთარი გრძნობები და რეაქციები, ასევე უფრო ღრმად გაიაზროს პანალიზანტის ემოციური სამყარო.

ტრანსფერი და კონტრტრანსფერი არა მხოლოდ ურთიერთქმედების მექანიზმებია, არამედ თერაპიული საშუალებებიც. ისინი ხელს უწყობენ პაციენტის შინაგანი სამყაროს გაგებას და თერაპიული ურთიერთობის განვითარებას. ამ პროცესების გაცნობიოერებულმა და ზედმიწევნითმა ანალიზმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ფსიქოანალიტიკური თერაპიის ეფექტურობა, რაც უზრუნველყოფს ფსიქიკური კონფლიქტების გადაწყვეტის შესაძლებლობებს და თვითშემეცნების პროცესის მიმდინარეობის უწყვეტობას.
სტატიის ავტორი: მაგდა ბერესტ

© All Right Reserved. My company Inc.

Made on
Tilda