კონსულტაცია
ფსიქოანალიტიკური თერაპია იწყება პირველი კონსულტაციით, რაც წარმატებული თერაპიის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. კონსულტაციის დროს თქვენ გაქვთ საშუალება ისაუბროთ საკუთარ პრობლემებზე, გრძნობებსა და მიზნებზე. აუცილებელია კარგად გქონდეთ გააზრებული მოტივი, თუ რატომ გსურთ ფსიქოანალიზის დაწყება და რა არის თქვენი მიზანი.
კონსულტაციის დროს მე ყურადღებით გისმენთ და გისვამთ დამაზუსტებელ შეკითხვებს, რათა უკეთ გავიგო თქვენი სიტუაცია. ეს საშუალებას მაძლევს თქვენზე მორგებული სამუშაო გეგმის შემუშავებაში, რომელიც გულისხმობს სეთინგის რეგულაციასა და თერაპიის ტიპის დადგენას.
თერაპია შეიძლება იყოს ხანგრძლივი ან მოკლევადიანი, კონსულტაციები, კლასიკური ფსიქოანალიზი ან ფსიქოანალიზის საფუძვლებზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია.
პირველი შეხვედრის დროს შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს და მზად ხართ თუ არა ფსიქოანალიზის დასაწყებად.
გთავაზობთ თერაპიის სხვადასხვა ფორმატს:
  • კონსულტაციები მათთვის, ვისაც აწუხებს კონკრეტული პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ყოველდღიური ცხოვრებისეული პროცესების წარმართვაში და სურს მისი სწრაფად მოგვარება.
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი თერაპია პირად პრობლემებსა და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე ღრმა მუშაობისთვის.
ჩემი ფსიქოანალიტიკური მიდგომა ითვალისწინებს თითოეული ანალიზანტის ინდივიდუალურ გამოცდილებას და ისტორიას.
დაცული თერაპიული სივრცის შექმნა ჩემი პროფესიული ეთიკის მთავარი ელემენტია. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ანალიზანტი მშვიდად გრძნობდეს თავს, დაცული იყოს კონფიდენციალურობა შეხვედრების დროს. ამიტომ, თუ შეხვედრა მიმდინარეობს ონლაინ, აუცილებელია მარტო იყოთ ოთახში და სასურველია ყურსასმენებით, რათა გარეშე ფაქტორებმა პროცესს ხელი არ შეუშალოს.
კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ შეავსოთ მარტივი განაცხადის ფორმა საიტზე.

შეავსეთ განაცხადის ფორმა
უფასო კონსულტაციის მისაღებად
You agree to our Terms and Conditions
Made on
Tilda