ხშირად ადამიანებს აინტერესებს რა არის ფსიქოანალიზი, იყენებს თუ არა ფსიქოანალიტიკოსი ფსიქოლოგიურ ტესტებს, ფსიქოანალიზისთვის რომელი წიგნების წაკითხვაა მნიშვნელოვანი, სად შეიძლება მეტი ინფორმაციის მოძიება.
რა თქმა უნდა ვერანაირი ახსნა ვერ ჩაანაცვლებს პირადი გამოცდილებით მიღებულ ცოდნას, თუმცა ვეცდები მოკლედ და მარტივად აგიხსნათ ფსიქოანალიზის არსი.
კლასიკური ფსიქოანალიზი შეიქმნა ზიგმუნდ ფროიდის მიერ და ეფუძნება არაცნობიერის აღმოჩენას. არაცნობიერი არის ადამიანის ფსიქიკის ნაწილი, რომელზეც ადამიანს პირდაპირი წვდომა არ აქვს. მაგალითად, დიდი ხნის დავიწყებული მოგონებები. ეს ფსიქიკიდან განდევნილი მოგონებები ხშირად არიან ჩვენი ამჟამინდელი პრობლემების წყარო. სინამდვილეში, ჩვენ გვაწუხებს არა მოგონებები, არამედ მათთან დაკავშირებული გრძნობები. გრძნობები, რომლების განცდის საშუალებაც ოდესღაც არ მივეცით საკუთარ თავს და ნაცვლად გაანალიზებისა და მიღებისა ქვეცნობიერში განდევნა ჩვენმა ფსიქიკამ.
ფსიქოანალიტიკოსთან ერთად უსაფრთხო და კონფიდენციალურ ატმოსფეროში ადამიანს აქვს შესაძლებლობა თავიდან გაიაროს განიხილოს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები, ფსიქოანალიტიკოსი ეხმარება მას გაცნობიერებაში და თვითანალიზის უნარის გამომუშავებაში.
ზიგმუნდ ფროიდის შემდეგ, რა თქმა უნდა ფსიქოანალიზმა ბერვი მოდიფიკაცია განიცადა, მაგრამ ძირითადი არსი უცვლელად შეინარჩუნა: ფსიქოანნალიზის დროს ფსიქოანალიტიკოსი იკვლევს ადამიანის არაცნობიერს საუბრის საშუალებით. პროცესის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანალიზანტის (ადამიანი, რომელიც ფსიქოანალიზშია) აზრებს, ასოციაციებს, ფანტაზიებს.
ფსიქოანალიტიკოსთან საუბრისა და ფსიქოანალიტიკური სესიის დროს ანალიზანტს შეუძლია ახალი, განსხვავებული პოზიციის დაიკავება და სხვა კუთხით დანახვა საკუთარი სიტუაციის და ქმდებების. ფსიქოანალიზი ხელს უწყობს საკუთარი სუბიექტურობის ჭეშმარიტებასთან დაახლოებას.
თანდათან ადამიანი იწყებს ცხოვრებაში ბევრი რამის სხვაგვარად აღქმას, იცვლება მისი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, უადვილდება კომუნიკაცია, პოულობს საყვარელ საქმეს, რომელიც სიამოვნებას მოაქვს, სამყარო წყვეტს იყოს ნეგატიური და სახიფათო, ჩნდება პირადი შესაძლებლობების სპექტრი და იკვეთება შეზღუდვები, რომელიც ადამიანს გააჩნია.
ფსიქოანალიზის შედეგები, როგორც წესი, ძალიან ღრმაა და სამუდამოდ რჩება თქვენთან. არაცნობიერთან მუშაობის უნიკალური გამოცდილების მიღების შემდეგ, თქვენ იძენთ ფასდაუდებელ რესურსს და თვითანალიზის უნარს. და, რაც მთავარია - საკუთარი სურვილისა და პიროვნების პატივისცემის კულტურა.
ყველაზე ღირებული, რაც ფსიქოანალიტიკოსს შეუძლია მოგცეთ, არის დაცული სირცე, სადაც შეგიძლიათ ისაუბროთ ღიად და თავისუფლად. ფსიქოანალიზის დროს შეგიძლიათ ისაუბროთ და იმუშაოთ ნებისმიერ პრობლემაზე, თუ ეს, თქვენ გეხებათ და გაქვთ მზაობა. იქნება ეს მარტოობა, შფოთვა, განქორწინება, კონფლიქტები, გაუგებრობები ოჯახში, ღალატი თუ სექსი. ზოგჯერ ფსიქოანალიტიკოსთან ერთი შეხვედრაც საკმარისია, ზოგჯერ ამას გაცილებით მეტი დრო სჭირდება.
ფსიქოანალიზი ან ფსიქოანალიტიკოსის კონსულტაცია დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს.
მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეთ მარტო თქვენს პრობლემებთან.