ვებინარი მშობლებისთვის
გაინტერესებთ, როგორ მოვიქცეთ ბავშვებთან რთულ სიტუაციებში? როგორ შეძლოთ მათთან სწორი კომუნიკაცია, როგორ გავუმკლავდეთ ეჭვიანობას ბავშვებში, კაპრიზულობას, როგორ დავსაჯოთ ან წავახალისოთ ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ, როგორ ვასწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა, როგორ გავუმკლავდეთ აგრესიას? როგორ დავამყაროთ სწორად საზღვრები და შემოვიღოთ წესები, როგორ ვუპასუხოთ მშვიდად და გასაგებად ხშირად რთულ და უხერხულ კითხვებს?
თუ ეს საკითხები თქვენთვის საინტერესოა, მაშინ გეპატიჟებით ჩემს ვებინარზე მშობლებისთვის, სადაც დეტალურად განვიხილავთ ბავშვის განვითარების ძირითად ეტაპებს — დაბადებიდან 6 წლამდე. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის 3 სხვადასხვა პერიოდში: დაბადებიდან 8 თვემდე, 3 წლამდე და 6 წლამდე. ასევე ვისაუბრებთ დედისა და მამის როლებზე.
ასევე იქნება "კითხვა-პასუხის" ბლოკი, სადაც შევეცდები ვუპასუხო თქვენს რეალურ სიტუაციებს და მოგცეთ პრაქტიკული რეკომენდაციები.
ეს ვებინარი მათთვისაა, ვინც არა მხოლოდ "თავს ართმევს" აღზრდას, არამედ ვისაც სურს გაიგოს, როგორ ხდება ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკური ჩამოყალიბება და როგორ იყოთ საყრდენი ყველა ეტაპზე.
თუ ემზადებით მშობლობისთვის ან გყავთ შვილები 6 წლამდე და გსურთ აღზარდოთ დანაშაულის გრძნობის გარეშე, შეავსეთ მარტივი ფორმა ვებინარზე რეგისტრაციისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და გაეცნოთ ვიდეოებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე: https://www.youtube.com/@BeresTherapy


ვებინარზე დასარეგისტრირებლად შეავსეთ მარტივი განაცხადის ფორმა.


ვებინარი გაიმართება 26 აპრილს, 12:00 საათზე.

ხანგრძლივობა: 90 წუთი

საფასური: 80 ლარი.

შეავსეთ განაცხადის ფორმა
ვებინარზე რეგისტრაციისთვის
You agree to our Terms and Conditions
Made on
Tilda