ჩემ შესახებ
ვარ პროფესიონალი ფსიქოანალიტიკოსი სამედიცინო და ფსიქოანალიტიკური განათლებით;
საქართველოს ფსიქოანალიტიკური სივრცისა და უკრაინის ფსიქოანალიტიკოსთა ასოციაციის (UAP) ასოცირებული წევრი.
გავლილი მაქვს პირადი ფსიქოანალიზის 250 საათი.
მაქვს ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოანალიტიკური პრაქტიკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება.
2021 წლიდან ვმუშაობ ზრდასრულებთან და მოზარდებთან, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ფსიქოანალიტიკური თერაპიის ფარგლებში.

ფსიქოანალიტიკური თერაპიის მიზანია ადამიანის ქცევისა და ემოციების დაფარული ქვეცნობიერი ასპექტების გაგება, შინაგანი კონფლიქტების მოგვარება, ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ფიზიკური სიმპტომების მოხსნა, საკუთარი მოტივაციისა და სურვილების არსის გაანალიზებით თვითანალიზისა და თვითშემეცნების უნარის გაზრდა.

ჩემი პრაქტიკის მიზანია შევქმნა სივრცე, სადაც ჩემს ანალიზანტებს საშუალება ექნებათ გამოიკვლიონ საკუთარი თავი და სურვილები, იპოვონ გამოხატვისა და თვითრეალიზაციის ახალი გზები; დაგეხმარო მათ საკუთარი თავის აღმოჩენისა და პიროვნული ზრდის გზაზე, ბალანსის პოვნაში ცხოვრებასა და ურთიერთობებში.

ჩემი პროფესიული ეთიკა ემყარება რწმენას, რომ თერაპიის პროცესში უმთავრესია თქვენი სურვილი შეცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ, ხოლო ჩემი მოვალეობაა დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში.

ერთობლივი ძალისხმევით, პირადი გამოცდილებისა და ისტორიის გაანალიზების გზით, შესაძლებლობა გექნებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი შინაგანი სამყარო, რაც დაგეხმარებათ ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის მიღწევაში.
Made on
Tilda